You are on page 1of 10

ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის

ტესტი ისტორიაში

ინსტრუქცია

თქვენ წინაშეა ერთიან ეროვნული გამოცდის ტიპის ტესტი.

ყურადღებით გაეცანით ტესტის ყოველი დავალების ინსტრუქციას, კარგად


გაიაზრეთ თითოეული დავალების მოთხოვნა და შემდეგ დაიწყეთ მუშაობა.

ტესტის მაქსიმალური ქულაა 60.

ტესტზე სამუშაოდ გეძლევათ 2 საათი და 40 წუთი.

გისურვებთ წარმატებას!
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-15
თითოეულ კითხვაზე მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. თქვენ მიერ არჩეული
პასუხის მონიშვნის ერთადერთი გზა პასუხების ფურცელზე სათანადო უჯრაში X ნიშნის დასმაა. არც ერთი სხვა
აღნიშვნა, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები, შემოხაზვა და ა.შ. ელექტრონული პროგრამის მიერ არ
აღიქმება. თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა,
რომელშიც დასვით X ნიშანი და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში).
შეუძლებელია, ხელმეორედ აირჩიოთ ის პასუხი, რომელიც გადაასწორეთ. თითოეული დავალება 1 ქულით
ფასდება.

1. რას გულისხმობს „ნეოლითური რევოლუცია“?


ა) კაჟისა და ქვის იარაღების მაღალ დონეზე დამუშავებას
ბ) მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლას
გ) ნადირობისა და თევზჭერის მაღალ დონეზე განვითარებას
დ) გარეული ცხოველების მოშინაურებას

2. რა იყო კანეს ბრძოლის შედეგი?


ა) რომაელებმა შეძლეს კართაგენელთა განდევნა იტალიიდან
ბ) კართაგენელებმა შეძლეს იტალიის დამორჩილება და დაიკავეს რომი
გ) რომაელებმა დიდი მსხვერპლის ფასად დაამარცხეს კართაგენელები
დ) კართაგენელებმა გაანადგურეს რომაელთა ძირითადი ძალები აპენინის ნახევარკუნძულზე.

3. რომელ საეკლესიო კრებაზე დაიგმო მონოფიზიტობა?


ა) ნიკეის
ბ) კონსტანტინოპოლის
გ) ქალკედონის
დ) ეფესოს

4. რომელი ფაქტი არ უკავშირდება ბასილი II-ის მოღვაწეობას?


ა) ბულგარელების წინააღმდეგ ომი და მათი დამორჩილება
ბ) ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას აჯანყებების ჩახშობა
გ) ბაგრატიონთა წინააღმდეგ ტაოს მიწების გამო წამოწყებული სამხედრო ექსპანსია
დ) ბიზანტიის იმპერიის ახალი ტიპის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფა

5. რა შედეგით დასრულდა საქართველოში შიდა ქართლისთვის ბრძოლა X საუკუნის ბოლოს?


ა) დავით კურაპალატმა შიდა ქართლის მმართველად ბაგრატი დაადგინა
ბ) შიდა ქართლის ტახტი დაიკავა აფხაზმა ერისმთავარმა იოანე მარუშის ძემ
გ) შიდა ქართლისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაება განძის ამირა ფადლონი
დ) ქართლის ტახტზე ავიდა აფხაზთა უკანასკნელი მეფის, თეოდოსის ვაჟი

6. რა მნიშნელოვანი მოვლენა მოხდა მცირე აზიის ტერიტორიაზე XIII საუკუნის მიწურულს?


ა) დასრულდა ფატიმიანთა დინასტია
ბ) ჩამოყალიბდა ოსმალეთის იმპერია
გ) გამოიგონეს პირველი ცეცხლსასროლი იარაღი
დ) დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
7. რომელი მსჯელობაა მართებული საფრანგეთში მიმდინარე რელიგიურ ომებთან დაკავშრებით?
ა) ფრანსუა გიზის შეიარაღებულმა ამალამ ამოხოცა მლოცველი კათოლიკეები
ბ) ნანტის ედიქტით საფრანგეთის ტერიტორიაზე ჰუგენოტების ღვთისმსახურება ლეგალური გახდა
გ) პროტესტანტებს და მის მომხრეებს მხარს უჭერდა ესპანეთის სამეფო
დ) წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს ჰუგენოტებმა მასობრივად დახოცეს პარიზში
თავმოყრილი კათოლიკეები

8. ვის მოღვაწეობას უკავშირდება ამერიკის კონსტიტუციის შემუშავება?


ა) თომას ჯეფერსონი
ბ) ჯონ ადამსი
გ) ჯეიმს მედისონი
დ) ჯორჯ ვაშინგტონი

9. რა პირობას ითვალისწინებდა 1830 წელს დადებული ლონდონის ზავი?


ა) ბესარაბიის ავტონომიას
ბ) კვიპროსის დამოუკიდებლობას
გ) მორავიის ავტონომიას
დ) ბელგიის დამოუკიდებლობას

10. რუსეთის რომელმა იმპერატორმა მოაწერა ხელი ბატონყმობის გაუქმების ბრძანებას?


ა) ნიკოლოზ I
ბ) ეკატერინე II
გ) ალექსანდრე II
დ) პავლე I

11. პირველ მსოფლიო ომში რომელი სახელწმიფოს მიზანს წარმოადგენდა ელზასი და ლოტარინგიის
დაბრუნება?
ა) გერმანიის
ბ) საფრანგეთის
გ) ავსტრია-უნგრეთის
დ) სერბეთის

12. ევროპის კონტინენტზე რომელმა ლიდერმა შექმნა პირველი ფაშისტური რეჟიმი?


ა) ბენიტო მუსოლინიმ
ბ) ადოლფ ჰიტლერმა
გ) ფრანსისკო ფრანკომ
დ) ენგელბერტ დოლფუსმა

13. რომელ ისტორიულ მოვლენას ეწოდა გრძელი დანების ღამე?


ა) გერმანიიდან ებრაელების მასობრივ გაძევებას
ბ) ებრაელების კუთვნილი შენობების დარბევასა და განადგურებას
გ) ნაცისტური პარტიის შიგნით ჰიტლერის მოწინააღმდეგე ფრთის განადგურებას
დ) ებრაელი და ანტინაცისტი ავტორების წიგნების განადგურებას

14. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა აშშ-ს ჩართვა მეორე მსოფლიო ომში?
ა) იაპონიის ავიაციის მიერ პერლ-ჰარბონის დაბომბვამ
ბ) აშშ-სა და ინგლისს შორის ატლანტიკური ქარტიის გაფორმებამ
გ) გერმანიის თავდასხმამ სსრკ-ზე
დ) მექსიკისა და გერმანიის საგარეო სტრუქტურების მჭიდრო თანამშრომლობამ
15. რომელმა ორგანომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1991
წლის 9 აპრილს?
ა) ეროვნულმა საბჭომ
ბ) უზენაესმა საბჭომ
გ) მრგვალმა მაგიდამ
დ) ეროვნულმა კონგრესმა

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 16-18


ქრონოლოგიურად დაალაგეთ ისტორიული მოვლენები და პიროვნებები. პასუხები ჩაწერეთ პასუხების
ფურცელზე მოცემულ უჯრებში. გაითვალისწინეთ, რომ უჯრაში იწერება მხოლოდ დასახელებული
მოვლენის ან პიროვნების შესაბამისი ციფრი. პირველ უჯრაში იწერება ის ციფრი, რომლითაც ყველაზე ადრე
მომხდარი მოვლენაა აღნიშნული და ა.შ. შესაბამისად, ბოლო, მესამე უჯრაში ის ციფრი ჩაიწერება,
რომლითაც ყველაზე გვიან მომხდარი მოვლენა აღინიშნა. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ რომის იმპერატორები მათი მმართველობის პერიოდის მიხედვით:


1. კარაკალა
2. ოქტავიანე ავგუსტუსი
3. ადრიანე

17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიასთან დაკავშირებული


მოვლენები:
1. იორკთაუნთან ბრიტანელების დამარცხება
2. პარიზის ზავი
3. დამოუკიდებლოის დეკლარაციის მიღება

18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:


1. დამფუძნებელი კრების არჩევნები
2. პირველი კონსტიტუციის მიღება
3. მოსკოვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა
სცნო.
ინსტრუქცია დავალებისათვის № 19
თქვენ წინაშეა ერთი კონკრეტული ისტორიული მოვლენის აღმწერი ორი სხვადასხვა ტიპის წყარო: ბრძოლის
სქემა და ტექსტი. შეაჯერეთ ორივე წყაროში არსებული ინფორმაცია და უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს მხოლოდ
წყაროებში არსებული ინფორმაციის მიხედვით. ყოველ კითხვას გაეცით კონკრეტული და ამომწურავი პასუხი.
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 4.

რომსა და კართაგენს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა


შეიქმნა. ჰანიბალმა თავისი არმია სამ ხაზად განალაგა:
პირველ რიგში თავისი დაღუპული ძმის, მაგონის
ჩამოყვანილი მოქირავნეები განალაგა, მეორე რიგში
კართაგენელები და ლიბიელები დააყენა, ხოლო სულ უკან
თავისი მძიმედ აღჭურვილი, გამოცდილი ვეტერანები.მისი
ტაქტიკა მარტივი იყო – გამოეყენებინა თავისი უფრო
მრავალრიცხოვანი ქვეითი ჯარის მასობრივი იერიში და
რომაელთა ცენტრი გაერღვია, რომელიც ასევე სამ ხაზად იყო
განლაგებული კართაგენელთა ანალოგიური ფორმაციით.
ბრძოლაში რომაული ლეგიონები არა კოჰორტებად, არამედ
მანიპულებად იყო განლაგებული. მათ შორის დერეფნები
გაჩნდა. ამ დერეფნების ამოსავსებად რომაელმა სარდალმა
ველიტები გამოიყენა და უბრძანა რომ მტრის
სპილოებისთვის გზა მიეცათ და ზურგიდან და გვერდებიდან
დაეშინათ შუბები. დაპირისპირებულ მხარეებს კავალერიაც
ყავდათ გამოყვანილი. მათი დავალება მოწინააღმდეგე
კავალერიის დამარცხება და მტრისთვის ზურგში დარტყმა
იყო.კართაგენელთა ჯარის შენაერთებს შორის კომუნიკაციის სისუსტე თავიდანვე გამოჩნდა. რომაელთა
ტაქტიკამ გაამართლა: რომაელებმა შენაერთებს შორის გაატარეს სპილოები და გვერდებიდან და ზურგიდან
ერთდროულად დაუშინეს შუბები. გაცოფებული ცხოველები უკან გაიქცნენ და კართაგენელების საბრძოლო ხაზი
არიეს. ფლანგებზე განლაგებულმა მხედრებმა იერიში მიიტანეს კართაგენელთა ცხენოსნებზე და მალევე
გაფანტეს. სპილოებისა და კავალერიის დამარცხებით ჰანიბალის უპირატესობა გაქარწყლდა. რომაულმა
კავალერიამ იერიში მტრის ზურგში მიიტანა. ჰანიბალის განთქმული ვეტერანების უმეტესობა ბრძოლის ველზე
განგმირული დაეცა, ხოლო ჯარის საკმაოდ დიდი ნაწილი რომაელებმა ტყვედ ჩაიგდეს.ბრძოლის ბედი უკვე
გადაწყვეტილი იყო.

კითხვები:

(1) 19.1. ვისი ჯარია აღნიშნული ბრძოლის სქემაზე წითელი ფერით?


(1) 19.2. ვინ სარდლობდა წითელი ფერით აღნიშნულ ჯარს?
(1) 19.3. რა მოიმოქმედა რომაულმა კავალერიამ?
(1) 19.4. ბრძოლის რომელი ეტაპია ასახული სქემაზე?
ინსტრუქცია დავალებისათვის № 20
ყურადღებით გააანალიზეთ ილუსტრაციაზე მოცემული ინფორმაცია და უპასუხეთ დასმულ კითხვებს. ყოველ
კითხვას გაეცით კონკრეტული და ამომწურავი პასუხი. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 4.

კითხვები:

(2) 20.1. რა სახის ბეჭდური პროდუქციაა წარმოდგენილი ილუსტრაციის სახით? საკუთარი მოსაზრება
დაასაბუთეთ ილუსტრაციაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
(2) 20.2. რა ერქვა ოფიციალურად სახელმწიფოს, რომელშიც დაიბეჭდა ეს ილუსტრაცია? საკუთარი მოსაზრება
დაასაბუთეთ ილუსტრაციაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
ინსტრუქცია დავალებისათვის № 21
დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 11.

*მოცემული დავალება აღებულია 2021 წლის ისტორიის გამოცდის ტესტიდან.

კითხვები:
(1) 21.1. რომელი საუკუნის ვითარებაა ასახული რუკაზე?
(1) 21.2. რუკის მიხედვით, დაასახელეთ რომაელთა მიერ აზიაში აღებული ქალაქები.
(1) 21.3. დაასახელეთ რუკაზე არსებული ქართული პოლიტიკური ერთეულების დედაქალაქები.
(1) 21.4. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქები მდებარეობდა რომაელთა მიერ შავიზღვისპირეთში
ახალდაპყრობილ ტერიტორიაზე?
(1) 21.5. რუკის მიხედვით, რომელი სამეფოების ტერიტორიები დალაშქრეს რომაელებმა აზიაში?
(2) 21.6. რუკის მიხედვით, ვის ებრძოდნენ რომაელები ევროპაში და საბოლოოდ რაში გამოიხატა მათი
გამარჯვება ამ ომში?
(2) 21.7. რუკის მიხედვით, ვინ უქმნიდა საფრთხეს რომის იმპერიას გალიის საზღვართან? საკუთარი მოსაზრება
დაასაბუთეთ მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
(2) 21.8. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქის ალყა დასრულდა რომაელთათვის წარუმატებლად? საკუთარი
მოსაზრება დაასაბუთეთ მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 22 და 23
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტები და შეასრულეთ დავალებები. პასუხები ჩაწერეთ
პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. გაითვალისწინეთ, არგუმენტი უნდა იყოს კონკრეტული, აზრი კი -
ნათლად ჩამოყალიბებული და დასრულებული. თითო არგუმენტი ფასდება 1 ქულით. თითოეული
დავალების მაქსიმალური ქულაა 2.

დავალება 22

1220-იან წლებში ხორეზმის მმართველმა ჯალალ ად-დინმა საქართველოს სამეფოს მოკავშირეობა და


მონღოლთა წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლა შესთავაზა. სამეფო კარის ნაწილი ამ წინადადებას
ემხრობოდა, ნაწილი კი არა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც ამ წინადადების მომხრე თავის პოზიციას დაიცავდა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც ამ წინადადების მოწინააღმდეგე თავის პოზიციას დაიცავდა.

დავალება 23

1919 წელს ვერსალის საზავო მოლაპარაკებების შედეგად პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული
გერმანიისთვის უმკაცრესი პირობების წაყენება გადაწყდა. კონფერენციის მონაწილეთა ნაწილი ემხრობოდა ამ
გადაწყვეტილებას, ნაწილი კი არა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც გერმანიისთვის უმკაცრესი საზავო პირობების წაყენების
მომხრე თავის პოზიციას დაიცავდა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც გერმანიისთვის უმკაცრესი საზავო პირობების წაყენების
მოწინააღმდეგე თავის პოზიციას დაიცავდა

ინსტრუქცია დავალებისათვის № 24
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი დავალება და შეაფასეთ მასში მოცემული ისტორიული
პროცესის მნიშვნელობა. გაითვალისწინეთ, არგუმენტი უნდა იყოს კონკრეტული, აზრი კი - ნათლად
ჩამოყალიბებული და დასრულებული. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 2

დავალება 24

1789 - 1799 წლებში საფრანგეთში დიდი რევოლუცია მიმდინარეობდა. გაიხსენეთ ეს ისტორიული


მოვლენა და უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს:

(1) 24.1. რა მიგაჩნიათ ამ რევოლუციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად?


(1) 24.2. შეაფასეთ თქვენს მიერ დასახელებული შედეგის მნიშვნელობა (დადებითი ან უარყოფითი)
საფრანგეთის ისტორიისთვის და აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების
განსამტკიცებლად.
ინსტრუქცია დავალებისათვის №25
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 17.

ნაწყვეტი დონ პიეტრო ავიტაბილეს მოხსენებითი ბარათიდან კარდინალთა კოლეგიისადმი:

ჩვენ იძულებული გავხდით დავბრუნებულიყავით სიცილიაში, საიდანაც გემით გავემგზავრეთ. მაგრამ


დავბრუნდით რა მესინაში, მაშინვე კვლავ კუნძულ მალტაზე გავემგზავრეთ და იქ ალექსანდრიისკენ მიმავალ
გემში ჩავსხედით. ალექსანდრიიდან კი იძულებულნი გავხდით, ხანგრძლივი შემოვლითი გზით (რათა
ვინმესათვის ცნობილი არ გამხდარიყო ჩვენი მგზავრობა) ბაგადეტლის უდაბნოში მივსულიყავით, ხოლო
იქიდან ისევ შემოვლითი გზით ისფაჰანისაკენ წავსულიყავით, ოღონდაც კი ყაზვინში მყოფი შაჰ აბასისაგან
შორს ვყოფილიყავით.
ორი წლისა და ცხრა დღის მგზავრობის შემდეგ, უფალმა მოიღო წყალობა, ისურვა ჩვენი დამშვიდება და
ჩავედით გორში, საქართველოს მიწაზე, სადაც გავჩერდით 14 დეკემბერს საღამოს, დიდებული წმინდა
ქრისტიან-მსახური ქალის დღესასწაულის წინა დღით, რომლის მოღვაწეობის შედეგად ეს სამეფო ქრისტიანულ
სარწმუნოებაში მოექცა.
ჩვენს შესახვედრად მოვიდა მღვდელმსახური მორჩილი ძმა ამბროზიო, წმიდა სარწმუნოების წმიდა
ავგუსტინელთა ორდენიდან და აუწერელი სიხარულით გადაგვეხვია, წაგვიყვანა თავის სახლში, მიგვიღო ისეთი
თავაზიანობითა და სიყვარულით, როგორის უნარიც შესწევს კაცთმოყვარეობით სავსე ბერებს. მისი
სტუმართმოყვარეობით ვისარგებლეთ არა რამდენიმე დღე, არამედ მთელი თვენახევარი. ამასთანავე, ჩვენ
ვიყავით სამნი და კიდევ შემოგვიერთდა ორი წმინდა მამა დომინიკანელი, რომლებიც ალინჯიდან გამყოლად
მიგვიჩნია წმიდა მამამ, მორჩილმა ძმამ აგოსტინომ.
შემდეგ, როდესაც წავედით თეიმურაზ მეფესთან, ამბროზიომ მოგვამარაგა ცხენებით, მოგვცა გამყოლი
და შეადგინა შესანიშნავი მფარველობითი წერილი, რომლებიც ჩვენთვის არაჩვეულებრივად სასარგებლო
აღმოჩნდა, რამდენადაც მეფე დიდ ანგარიშს უწევდა ამბროზიოს.
ამრიგად, ჩვენ წარვსდექით მეფის წინაშე და წარვადგინეთ მისი უწმინდესობის წერილი, რომელიც
მეფემ დიდი პატივით მიიღო და ჩვენც დიდი პატივი დაგვდო. ასე მოიქცა პატრიარქი ზაქარიაც. ერთმაცა და
მეორემაც ნებართვა მოგვცა აგვეგო ეკლესია, დაგვეყენებინა წირვა და გვექადაგა ისე, როგორც ამას ჩვენები
აკეთებენ იტალიაში. მათვე მიგვიწვიეს დავსწრებოდით მათ წირვას, სადაც არ უშვებენ სომხებს, როგორც
სქიზმატიკოსებს.
პირველ ხანებში ჩვენ არ შევეცადეთ ნათლობისა და სხვა საიდუმლო ზიარების მიცემის ნებართვა
გვქონოდა, თუმცა ამის უფლება მოგვცეს რომში. ჩვენი აზრით, ამისათვის სჯობია დაველოდოთ უფრო
ხელსაყრელ მომენტს.
უგანათლებულესო მეუფენო, ახლა ზოგიერთი ცნობა აქაური ხალხის შესახებ. პირველ რიგში მათ
სულიერ ცხოვრებაზე. ისინი ჩახლართულები არიან ბერძნების ყველა დაბნეულობაში, ვინაიდან მათ არ ჰყავთ
სხვა მოძღვარი, არც ხელმძღვანელი, გარდა ბერძნებისა. მიუხედავად ამისა, ისინი ჩვენ, ლათინებს
გვეპყრობიან დიდი პატივისცემით, როგორც განათლებულ ადამიანებს.
ახლა საერო ვითარების შესახებ. ეს სამეფო იმდენად განადგურებულია, რომ საცოდაობაა სანახავად.
ჩვენ გავიარეთ ამ სამეფოს დიდი ნაწილი და შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ არ გვინახავს არც ერთი სახლი,
რომელიც ფეხზე მდგარიყო, ვინაიდან გასულ წლებში სპარსეთის შაჰმა, ამ მეფისადმი მეტად განრისხებულმა,
მის წინააღმდეგ გაგზავნა მთელი თავისი არმია და ამრიგად, დაანგრია ქვეყანა ისე, რომ ყოველგვარი
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ როგორც დიდ ისე პატარა სამფლობელოებში, ქვა ქვაზე არ
დატოვა, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი, სპარსეთში გარეკა და მონად აქცია.
მძიმე მდგომარეობაშია თვითონ მეფეც, რომელიც რომელიღაც კარავშია თავშეფარებული. იგი მთელი
თავისი სახელმწიფოდან, რომელიც საკმაოდ დიდია, ვერ აგროვებს იმაზე მეტ შემოსავალს, ვიდრე ადრე
აგროვებდა, ვინაიდან, აქ აღარ არსებობს შემოსავალი აბრეშუმიდან და ვაჭრობის სხვა დარგებიდან. ამრიგად,
იმედი არ უნდა გვქონდეს მეფის დახმარებისა არც ეკლესიის შენობის აგებაში და არც სხვა მსგავსი საჭირო
საქმის წამოწყებაში.
რაც შეეხება მეფეს და პატრიარქს, რომლებიც ჩვენი პატივისცემისა და ძღვენის შედეგად თავისუფლად
შეიძლება მივიყვანოთ დიდი მღვდელმთავრის მორჩილებამდე.
ასევე ცუდი არ იქნებოდა რაიმე საჩუქარი გამოეგზავნოს მიტროპოლიტსაც - სახელად ალავერდელს,
რომელიც წარმოადგენს მეორე სამღვდელო პიროვნებას ამ სამეფოში და ასევე დაიწეროს წერილი ჩვენი
რეკომენდაციით, ვინაიდან მეტად ახლოა ბერძნებთან. მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრობის საშუალების
შეიძლებოდა გადმოსულიყო ჩვენს მხარეზე.
თავის წერილში მეფემ, როგორც ამას თქვენ ნახავთ, ყველა საშუალებით ისურვა მიმემართა თქვენი
უგანათლებულეს მეუფებისადმი თხოვნით, გამოუგზავნოს მას ექიმი, რამდენადაც, ამ ქვეყანაში ექიმი
სრულებით არ არის და არც არავითარი იმედია იმისა, რომ სხვა ქვეყნიდან გამოუგზავნიან. მეფის სურვილი
იმდენად დიდია, რომ თუ მისდამი ამ მოწყალებას გამოიჩენთ, იგი დავალებული დარჩება.
უგანათლებულესო მეუფენო, გთხოვთ, მომავალშიც არ დაივიწყოთ და დაეხმაროთ ჩვენი წმიდა
მისიონის განმტკიცებას, რომლის შესახებ დადგენილება თქვენ თვითონ მიიღეთ თქვენივე სურვილით და
გულმოდგინებით, რათა გაგვევრცელებინა წმიდა კათოლიკური სარწმუნოება, ვინაიდან ახლა უკვე ყველა ამ
საქმის წარმატების იმედი ჩანს.

კითხვები:

(1) 1. რომელი საუკუნის ვითარებას აღწერს წყაროს ავტორი?


(1) 2. ვინ იგულისხმება წყაროში ნახსენებ „დიდებულ წმიდა ქრისტიან-მსახურ ქალში“?
(1) 3. თქვენი აზრით, რატომ იკავებდნენ თავს ნათლობისა და ზიარების აღსრულებისგან მისიონერები?
(1) 4. წყაროს მიხედვით, რა იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქართველები კათოლიკე მისიონერების მიმართ
პატივისცემით იყვნენ განწყობილი?
(1) 5. ვის გულისხმობს დონ პიეტრო ავიტაბილე „მის უწმინდესობაში“?
(1) 6. თქვენი აზრით, რომელი რელიგიური მიმდინარეობა იგულისხმება „ბერძნების ყველა დაბნეულობაში“?
(1) 7. წყაროს მიხედვით, რომელი იყო ადგილობრივების მთავარი სავაჭრო პროდუქტი?
(2) 8. წყაროდან მოიყვანეთ ორი ციტატა, რომლითაც თეიმურაზის სამფლობელოში არსებული უმძიმესი
სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობის შესახებ ვიგებთ.
(2) 9. რომელ სამეფოში არსებულ მდგომარეობას აღწერს წყაროს ავტორი? პასუხი დაასაბუთეთ წყაროში
მოცემული ინფორმაციის მიხედვით.
(2) 10. რომელი კათოლიკური ორდენები იხსენიება წყაროში?
(2) 11. წყაროს მიხედვით, რომელ ხალხთან ჰქონდათ რელიგიური განხეთქილება ქართველებს და როგორ
იხენიებიან ისინი ტექსტში?
(2) 12. თქვენი აზრით, რატომ იყო მისიონერთა მოგზაურობა გასაიდულოებული და განსაკუთრებით ვის არ უნდა
გაეგო ამის შესახებ?

You might also like