Professional Documents
Culture Documents
377588178 ფოლკლორი
377588178 ფოლკლორი
2. მეორე ორეული არის მარკო - იგი დაინახავს რომ მისი მომრევ ქვეყნად არავინაა,
უფალს გამოიწვევს ორთაბრძოლაში. უფალი ჩამოდის დედამიწაზე, მოხუცის სახით
გამოეცხადება მას და დედამიწის წონა გუდას დაუგდებს გზაჯვარედინზე. მარკო ვერ
აწევს მას თუმცა თავის მთელ ძალას მას დაახარჯებს. ბოლოს უფალი გაამჟღავნებს
თავის ვინაობას, მარკოინანებს და უფალი მას აპატიებს, მისი ნებით იგი ისევ
უძლეველ ჭაბუკად გადაიქცევა. მისი ისტორიაც არ იცნობს მიჯაჭვას.
3. აფხაზური თქმულების აბრსკილი ებრძვის სამშობლოს მტრებს. გაამპარტავნებულ-
გაბუდაყებული აბრსკილი ღმერთს ეტოლება. თქმულება ორთაბრძოლას არ იცნობს.
ღმერთი სჯის მას: ჯაჭვით შებორკილს გამოქვაბულში რკინის ბოძზე მიაბავენ.
4.სიბრძნის პოეზია–ანდაზა
ბილეთი 3
1.ფოლკლორისტიკის რაობა და მისი მოსაზღვრე დისციპლინები
4.სამგლოვიარო პოეზია.
ბილეთი 4
1.ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკა (ზეპირი გავრცელება და ანონიმურობა)
XIII. უფლის გამოწვევა. ამირანის მომრევი აღარავინ დარჩა.ეს მისი ბედისწერაა. მან
განიზრახა იმ წყაროს მფლობელობა, საიდანაც მოედინება მისი ძლიერება, ამიტომ
ნათლიასთან შებრძოლება მოინდომა. ამირანის ჯანყი თავის თავშივე გულისხმობს
სასჯელს. მისი ეპოსი მისდევს სემიტურ ყაიდას, სადაც მამა ყოველთვის
გამარჯვებულია.
XIV. მიჯაჭვა. ამირანის სასჯელის ადგილი იგივე ადგილია, სადაც მან ბერიკაცს
ორთაბრძოლა გაუმართა. შერკინება ხდება ან რომელიმე მაღალ მთაზე,ან
სამჭედლოსთან, ან გზაჯვარედინზე. მაღალი მთა, მთის მწვერვალი კარგად
გამოხატავს მისი გაბუდაყების მწვერვალს, საიდანაც უნდა დაიწყოს მისი დაცემა. ის
პალო თუ უფლის ყავარჯენი, რომელსაც ძვრა ვერ უყო ამირანმა,იქცევა იმ სვეტად,
სადაც იგი მიეჯაჭვება. ნათლიამ მიჯაჭვულ ნათლულს ზედ კლდეც გადააფარა,რათა
კაცთაგან უხილავი ყოფილიყო.
სტრუქტურა.
ბილეთი 6
1.ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკა(ტრადიციულობა და სინკრეტიზმი)
ბალადას მთავარ გმირად ყოველთვის რეალური პირი ჰყავს. მთავარი გმირია ის,
ვინც ორთაბრძოლაში იღუპება, კარგავს სიცოცხლეს, მაგრამ იხვეჭს სახელს.
ბალადის გმირი ვაჟკაცია, იგი ერიდება უმიზეზოსისხლისღვრას, მაგრამ არ
შეუძლია დაცინვის, შეურაცხყოფის, გამწარების მოთმენა. გმირი, ვაჟკაცი
გონიერია, წინდახედული, აქვს რეალური სამყაროს სწორად შეფასების უნარი.მას
არ ხასიათებს ტრაბახი და ფუჭი ოცნება. ქართული ხალხური ბალადის გმირი
ტიპიური „კაი ყმაა“. ბალადაში გადმოცემულია გმირის უკანასკნელი ჟამი, იგი
ცაყენებულის სიკვდილ–იცოცხლის მიჯნაზე, საზღურბლო სიტუაციაში, როცა
უნდა გადაწყდეს მისი ბედი, რომელსაც ის ქმნის აქ და ახლა. გმირი ეკუთვნის
თავის თავს, ის ბატონობს დრო–ჟამზე. მას არაფერი დარჩენია, გარდა საკუთარი
სიცოცხლისა, რომლის მართვა და გაწირვა შეუძლია მას, სხვა უფრო მაღალი
ღირებულებისათვის.
ბილეთი 7
1.ფოლკლორი და ლიტერატურა(მსგავსება და განსხვავება)
საყმო ხუცესის პირით ელაპარაკება ჯვარს, ხოლო ჯვარი ქადაგის პირით – საყმოს.
პირველია სახუცო ანუ ხუცესის წარმოსათქმელი ტექსტები, მეორე – ნაქადაგარნი,
ქადაგის მიერ წარმოთქმული ტექსტები.
ბილეთი 8
1.ზეპირსიტყვიერების ჟანრები
1) ხე ამოდის კერიაში, რითაც ჯვარი, ხატი, ნიშანს აძლევს ოჯახს, დაუთმოს მას
საცხოვრებელი,რათა ეს კერა საკრალურ ადგილად გადაიქცეს. ერთი ვარიანტის
მიხედვით, მოსახლე ნებაყოფლობით ტოვებს საცხოვრებელს, რითაც ხელს
უწყობს სოფელში ჯვრის დაარსებას. მეორე ვარიანტში მოსახლე წინააღმდეგობას
უწევს ჯვარს – სამგზის ჭრის ხეს და აკაფავს მასზე შემოხვეულ გველს. მესამე
დღეს გველი ყველასგან შეუმჩნევლად საკიდელს ჩამოჰყვება და წამლავს კერძს,
რომელიც ქვაბში იხარშება. ჯვარის სასჯელს გადარჩებიან მხოლოდ დედა და
ძუძუთა ბავშვი, რომლებიც არ გაიზიარებენ ტრაპეზს.
ბილეთი 9
1.ტრადიციული ყოფა და ზეპირსიტყვიერი ჟანრები
4.ბალათა „ივანეური“
ეს ბალადა გმირულ ლექსს გაკეკუთვნება, მისი შინაარსი კი ასეთია: ჭიმღელი
ვაჟკაცი ემზადება ფშავში წასასვლელად, რათა შეებრძოლოს ყველაზე
სახელგანთქმულ ვაჟკაცს და მასთან სიკვდილით გამოისყიდოს დანაშაული,
რომელიც ტექსტში არ არის გადმოცემული. მის გასტუმრებაში მონაწილეობენ
დედ–მამა. დედა საგზალს უმზადებს , მამა კი „უბანდავს ვღანთაო“. ფშავისკენ
მიმავალი გზად მმიდასთან შეივლის როშკაში , რათა გამოემშვიდობოს. მამიდა
მას ლიცავს და წმინდა გიორგის ავედრებს. ივანეური ნატრობს ჯუთუას
შეხვდეს, რადგან მის მოკლულს ღმერთი ბრალს აღარ დასდებს. ივანეური
გზად შეხვედრილ მწყემსებს ეკითხება ფშაველტა სათიბების მისამართ, ისინიც
მიასწავლიან გზას და ივანეური მიადგება ცაბაურს, სადაც იგი შეებრძოლება
ხოშარაულს და დაიღუპება.
ბილეთი10
1.მითოლოგემები ლაშარის მუხის მითოსში.„წმიდა გიორგი მეც ვიყავ,
ბილეთი 11
1.მითოსი და მითოლოგემები
3.საკულტო პოეზია
.საკულტო პოეზიაში იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის
ზეპირსიტყვიერი მასალა და არა საერთო ქართული. უნდა ითქვას, რომ
პოეზია პირობითი ტერმინია ამ ხასიათის ტექსტებისათვის. ამაღლებული
შინაარსი, შესრულების საზეიმო პირობები,რიტმი და ბოლოს, მყარი
სტრუქტურა თითქოს საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ეს ტექსტები
პოეტურ შემოქმედებად ჩავთვალოთ.
საკულტო ტექსტები შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის
საყმოებში სოციალურ-რელიგიური საჭიროებისათვის. ამ რეგიონში
მოსახლეობა ტრადიციულად სალოცავების გარშემო იყო შემოკრებილი.
მთიულეთისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვის ხეობებში მოქცეული მთელი
ტერიტორია დანაწილებულია საზოგადოებებად, რომლებიც რომელიმე
ღვთისშვილის თუ ჯვარის საყმოდ ითვლება. ყოველ საყმოს, როგორც
ყოველთა მიწიერთა განგება ღვთის ხელშია, მაგრამ ადამიანებს, საყმოს,
უშუალო ურთიერთობა ჯვართან აქვს, მორიგე ღმერთის კარი შორს არის,
ჯვარის კარი კი იქვეა, სოფელში. საყმო ხუცესის პირით ელაპარაკება ჯვარს,
ხოლო ჯვარი ქადაგის პირით – საყმოს, როცა ღვთის განგებას უცხადებს მას. ეს
ორმხრივი მიმართულება – საყმოდან მორიგე ღმერთისაკენ და მორიგე
ღმერთიდან საყმოსაკენ – ქმნის ორი სახის საკულტო ტექსტების არსებობის
პირობას. პირველია სახუცო ანუ ხუცესის წარმოსათქმელი ტექსტები, მეორე –
ნაქადაგარნი, ქადაგის მიერ წარმოთქმული ტექსტები.
4.ბალადა თავფარავნელი ჭაბუკი
ეს ბალადა ქართულ სამიჯნურო პოეზიას განეკუთვნება. მისი შეინაარსი კი
ასეთია: თავფარავნელ ჭაბუკს ასპანელი ქალი უყვარდა. სატრფოს სანახავად
მას ზღვის (ტბის) გადალახვა უხდებოდ, რასაც არ იზარებდა. მეორე მხარეს
ქალი სანთელს ანთებდა, რომელიც ჭაბუკს გზას უნათებდა. ერმაი დედაბერმა,
რომელსაც ჭაბუკისთვის ავი უნდოდა, სანთელი ჩააქრო. ცურვის დროს
ქარიშხალი ამოვარდა, ვაჟი ცდილობდა შებრძლოებოდა წყლის ნაკადს,
გადაელახა ტალღები, მაგრამ ვეღარ ხედავდა სანთელს,კელაპტარს და უკუნ
წყვდიადში ქარიშხალმა სძლია მას. ჭაბუკი დაიხრჩო,დილით კი მისი წითელი
პერანგი ტალღამ ააფრიალა. ვაჟის ლეშს ორბი გულს უგლეჯდა.
ბილეთი 12
1.ეპოსის დეფინიცია
ბილეთი 13
1.პერსონაჟთა ფუნქციები ჯადოსნურ ზღაპარში
ვლ.პროპის მიხედვით, ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟთა რაობა არ არის
შვიდზე მეტი. ეს პერსონაჟებია:
მეფის ასული ან მისი მამა – ასული ან მისი მამა,მეფე, ძნელ დავალებას აძლევს
მთავარ გმირს. ასულის ფუნქციაა, იყოს ძებნილი და მოპოვებული მთავარი
გმირის ხელით და მასზე დაქორწინებული.
ბილეთი 14
1.საგმირო პოეზია (თემატიკა, იდეოლოგია,საზრისი)
საგმირო ლექსს, რასაც მისი შესრულების წესის მიხედვით ხევსურეთში
სიმღერეს უწოდებენ, საფუძვლად რეალური საბრძოლო შემთხვევა უდევს.
მთავარ გმირადაც ყოველთვის რეალური გმირი ჰყავს, რომელსაც იცნობდა
საყმო პირადად ან გადმოცემით. საყმო აგრეთვე ინფორმირებული მომხდარი
ამბის დეტალებით. მან იცის, ან შეიძლბეა იცოდეს იმაზე მეტი, რამაც ლექსში
ჰპოვა ასახვა.
აგმირო ლექსი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ბალადა ვუწოდოთ, როგორც წესი
ორთაბრძოლაზეა აგებული. მთავარი გმირია ის, ვინც იღუპება, კარგავ
სიცოცხლეს , მაგრმა იხვეჭს სახელს. მისი და საზოგადოების პრინციპია
„სჯობს სახელის მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“
სიკვდილი ის ზღვარია, რომლის შემდეგ გმირი გადადის სახელის საუფლოში.
მხოლოდ სიკვდილში გამარჯვებას შეუძლია მოუტანოს მას სახელი. სწორედ
ამიტომაა, რომ უკლებლივ ყველა სიმღერე–ბალადა მებრძოლის სიკვდილით
მთავრდება და ეს სიკვდილი სახელიანია.
მისი შინაარსი ასეთია: ერთ დროს თამარ მეფეს ტახტი იალბუზზე ედგა, მის
სამეფოში ზამთარი და სიცივე არ არსებობდა. თამარის მარადიულ სამეფოში არც
სნეულება იყო, არც სიბერე, არც სიკვდილი, რადგან დრო-ჟამის მიმდინარეობა
შეჩერებული იყო. ამას კი დრო-ჟამის მომყვანი ფრინველი განაპირობებდა,
რომელიც თამარს ჰყავდა დატყვევებული სასახლის ერთ–ერთ ოთახში. ერთხელ
თამარი ბარად წავიდა, გასაღებები კი თავის ერთგულ მსახურს ჩააბარა,
რომელსაც უბრძანა, რომ ის ერთი ოთახი არ უნდა გაეღო. მაგრამ მსახურს
ცნობისმოყვარეობამ სძლია, კარი გააღო და დრო–ჟამის ფრინველი გაუფრინდა. იმ
წუთიდან ცა მოიღრუბლა და თოვლი წამოვიდა, მთა სასახლითურთ დაიფარა.
თამარი ვეღარ ავიდა სასახლეში და დარჩა ბარად. ასე დაიკარგა მარადიული
გაზაფხული.
დადგა ახალი ხანა – აკრძალვის დარღვევის ხანა, რომელიც დრო-ჟამის ანუ
მოვლენათა თანამიმდევრობის ნიშნით არის აღბეჭდილი. დრომ დაიპყრო
სივრცე, გაბატონდა მასზე. „მარადიული გაზაფხული“, აკრძალვის ძალით რომ
არსებობდა, წარმავალმა წუთისოფელმა შეცვალა; დრო სივრცეზე გაბატონდა.
4.აბესალომი–ეთერიანის პერსონაჟი
ბილეთი 15
1.ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირი
მთავარი გმირი ის პერსონაჟია, რომელზეც დაკისრებულია და რომელიც
ასრულებს მთავარ ამოცანას ზღაპარში. ის გადის სახლიდან და ბრუნდება
სახლში, ამ გასვლა-დაბრუნებას შორის ასრულებს კიდევ სხვა ფუნქციებს,
მაგრამ მასზეა დასაწყისი და დასასრული. ყველა დანარჩენი პერსონაჟი თავ-
თავისი ფუნქციით მხოლოდ და მხოლოდ მისთვის არსებობს, მისთვის
გამოჩნდება ზღაპრის ასპარეზზე. მთავარი გმირი უქონლობას, რაიმეს
ნაკლულობას გაჰყავს სახლიდან. მისი გზა დაბრკოლებებით არის სავსე. მისი
გასვლისთანავე გამოჩნდება მავნე, ანტაგონისტი, რათა დააბრკოლოს
მიზნისაკენ მიმავალი გმირი. მაგრამ სადაც მავნეა, იქ არის შემწეც და
მჩუქებელიც, რომელთა გარეშე ზღაპრის გმირს გარდაუვალი დაღუპვა ელის.
გარეთ ხდება გმირის თანდაყოლილ თვისებათა გამომზეურება, ძალთა
აქტივიზაცია, რასაც შინ ვერ მოახერხებდა,რადგან ამის საჭიროება არ
გაჩნდებოდა. განსაცდელი, გამოცდა ელის მას სახლის ზღურბლს იქით, გზაზე.
ზღაპრის გმირი ღარიბია, თავის ქვეყანას მოშორებული მგზავრია,რაც მისდამი
თანაგრძნობას იწვევს. მას სჭირდება გზის მასწავლებელი, შემწე და
მჩუქებელი.
ის იდუმალის მაძიებელია; გზაჯვარედინზე მდგარი ირჩევს იმ გზას,
რომელიც უკან არდაბრუნებას იუწყება. მაგრამ სწორედ ამ გზას მიჰყავს იგი
მიზნამდე, სხვა გზები ფუჭია. ამ გზაზე აღმოაჩენს ის იმ იდუმალს, რომლის
საძიებლად გამოვიდა სახლიდან.
ის ნდობითა და რწმენით არის სავსე და სწორედ ეს ამარჯვებინებს. ის
რწმენითა და ნდობით იღებს ჯადოსნურ ნივთს და არ გამოცდის მას, ვიდრე
გასაჭირში არ ჩავარდება.
ის ხელგაშლილია და გასცემს უკანასკნელს, ძვირად მოპოვებულსაც,
რომელიც, შესაძლოა, მისი ხეტიალის მიზანს შეადგენს. სიხარბე და
ანგარიშიანობა შორს არის მისგან. ზღაპრის გმირი ამართლებს პარადოქსულ
დევიზს „რასაცა გასცემ, შენია“.
ზღაპრის გმირი იმარჯვებს იმ უსაზღვრო სიკეთით, თვინიერებით,
მორჩილებით, უდრტვინველობით, ყველა ამ არაპრაქტიკული თანდაყოლილი
თვისებით, რომლებიც სახლიდან გამოჰყვა მას. მათი ძალით მისკენ
მიმართული ყოველი ბოროტება სასიკეთოდ შემოუბრუნდება. და, საბოლოოდ,
ზღაპრის გმირი ახორციელებს სოფლის ძლევას, აცხადებს ამ ძლევის
საიდუმლოს.
მზე, რომლის ცვარი ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების
რიტუალის სიზმრისეული ხატი: ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა
იხილა სიზმრად. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ იგი ახალ სტატუსში იბადება,
რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადამიანი და
იბადება მეფე. მზის ცვარი ერთსა და იმავე დროს მისი განმაცოცხლებელიც
არის და მეფედ მქცეველიც.
ირემი ციური მზის მონაცვლეა მიწაზე. მითოსურად ისინი სრულად არიან
გაიგივებულნი,ანუ ირემი არის მზე. როგორც მზიური ცხოველი, იგი
უფლისწულთა მკვებავი უნდა იყოს. იგივეობრივნი არიან არამედ მზე და
რძეც, რომლის მითოსური ხატი არის ცვარი.
ოქრო ასევე მითოსურად უკავშირდება მზეს, ირემს, რძეს და, საბოლოოდ,
მეფეს,როგორც სამეფო ღირსების გამომხატველი ლითონი.
და ბოლოს, მონადირეობა, როგორც სამეფო სპორტი, მნიშვნელოვანია
მითოსური ასპექტით. გავიხსენოთ ზღაპრების მონადირის ობოლი შვილი,
რომელიც მონადირეობის წყალობით ეწევა ბედს, და მეფეს, რომლის
სამონადირეო გამოცდილებამ ქვეყანა ახალ რელიგიას აზიარა (მეფე მირიანის
განსაცდელი თხოთის მთაზე ნადირობისას).
3.მურმანი–ეთერიანის პერსონაჟი