You are on page 1of 8

გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, 2012

მეთვრამეტე თავი – კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და


ანგარიშსწორების თავისუფლება

I. მიზანი და საფუძველი

კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და ანგარიშსწორების თავისუფლება 705


დარეგულირებულია ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ
ხელშეკრულების 63-ე-66-ე მუხლებით. ისინი უზრუნველყოფენ წევრ
სახელმწიფოებს შორის, ასევე წევრ სახელმწიფოებსა და მესამე
სახელმწიფოებს შორის კაპიტალისა და ანგარიშსწორების საშუალებების
შეუზღუდავ გადაადგილებას.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში კაპიტალის თავისუფალ 706
გადაადგილებასა და ანგარიშსწორების თავისუფლებას საერთო დებულებები
აქვთ, მათი მიზანი და შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ანგარიშსწორების თავისუფლებას სხვა თავისუფლებებთან მიმართებით,
რომელთა განხორციელების ფარგლებში ფულადი ანაზღაურების საკითხი
დგება, მხარდამჭერი ფუნქცია აქვს. მისი მიზანია სხვა თავისუფლებების
ფარგლებში წარმოქმნილი ანგარიშსწორების ვალდებულების
განხორციელების ფარგლებში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული
წინააღმდეგობების აღმოფხვრა. კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება კი
დამოუკიდებელი ხასიათის თავისუფლებაა.
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 707
გადაწყვეტილებების მიხედვით, ევროპული კავშირის ფუნქციონირების
შესახებ ხელშეკრულების 63-ე მუხლი უშუალო მოქმედების ნორმაა.520

II. კაპიტალისა და ანგარიშსწორების ცნება

კაპიტალისა და კაპიტალის გადაადგილების ცნებები ევროპული კავშირის 708


ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაში მოცემული არ არის. ევროპული
კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო აღნიშნული ცნებების შინაარსის
განსაზღვრისას 88/361/ECC დირექტივის I დანართს იყენებს,521 სადაც
ჩამოთვლილია გარიგებათა ის სახეები, რომლებიც კაპიტალის
გადაადგილებასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა, მაგალითად,
პირდაპირი ინვესტიციები, უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციები და
ფასიანი ქაღალდები.

520
შეად.: C-358/93, C-416/93 (Bordessa); C-163/94, C-165/94, C-250/94 (Sanz de Lera).
521
შეად.: C-229/97 (Trummer).

229
გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, 2012

709 კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება მოიცავს ცალმხრივ


ფინანსურ ტრანზაქციებს წევრ სახელმწიფოთა შორის და ასევე წევრ
სახელმწიფოთა და მესამე სახელმწიფოთა შორის, რომელნიც,
იმავდროულად, ინვესტიციებია (ძირითადი კაპიტალი, ფულადი
კაპიტალი).522 რაც შეეხება ფულადი საშუალებების (ნაღდი ფული, საბანკო
ანგარიშზე არსებული ფული, ჩეკი) ტრანსფერს, რომელიც საქონლის,
პირებისა და მომსახურების გადაადგილების ფარგლებში მიღებული
სარგებლის ასანაზღაურებლად ხორციელდება, იგი ანგარიშსწორების
თავისუფლების სფეროში შედის.523 ნაღდი ფულის ქვეყნიდან გატანა
შეიძლება იყოს კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების ობიექტი, თუკი
მისი მიზანი ინვესტიციის განხორციელებაა.524 ხოლო თუკი ნაღდი ფულის
ქვეყნიდან გატანა მხოლოდ და მხოლოდ მგზავრობისას წარმოქმნილი ან
მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას ისახავს მიზნად,
ამ შემთხვევაში იგი ანგარიშსწორების თავისუფლების მოქმედების
ფარგლებში ხვდება.525 იგივე ეხება იმ საქმიანობიდან მიღებული
შემოსავლების ტრანსფერს, რომელიც კაპიტალის თავისუფალი
გადაადგილების ფარგლებში ხორციელდება.
710 საკმაოდ რთული საკითხია კაპიტალის თავისუფალი
გადაადგილებისა და ანგარიშსწორების თავისუფლების გამიჯვნა სხვა
თავისუფლებებისაგან. მაგალითად, უძრავი ქონების შეძენა მუშახელის მიერ
მისი საცხოვრებლად გამოყენების მიზნით არის მუშახელის თავისუფალი
გადაადგილების დანართი. მიმოქცევიდან ამოღებული ფულადი ნიშნების
გადაადგილება კი ერთმნიშვნელოვნად საქონლის თავისუფალი
გადაადგილების, და არა კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების, სფეროს
მიეკუთვნება.526

522
შეად.: 286/82, 26/83 (Luisi & Carbone). კაპიტალის გადაადგილების მაგალითია
ინვესტიციების განხორციელება უძრავი ქონების, კომპანიის წილის ან აქციების
შეძენის ფორმით, ასევე სესხის აღება.
523
შეად.: 286/82, 26/83 (Luisi & Carbone).
524
შეად.: C-163/94, C-165/94, C-250/94 (Sanz de Lera).
525
შეად.: 286/82, 26/83 (Luisi & Carbone).
526
შეად.: 7/78 (Thompson).

230
გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, 2012

უფრო სპეციფიკურია კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და 711


დაფუძნების თავისუფლების გამიჯვნის საკითხი. მაგალითად, უძრავი
ქონების შეძენის ან პირდაპირი ინვესტიციების შემთხვევაში შესაძლოა სახეზე
იყოს ორივე თავისუფლების კრიტერიუმები. თუმცა, თუკი დაფუძნების
ელემენტი არ არსებობს და მხოლოდ ინვესტიციის განხორციელებაზეა
საუბარი, ასეთი საქმიანობა კაპიტალის გადაადგილების თავისუფლების
შესახებ დებულებების ობიექტია.527
რაც შეეხება კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და 712
მომსახურების თავისუფლების გამიჯვნას, მაგალითისთვის, ბანკის მიერ
სესხის გაცემა კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების მოქმედების სფეროს
მიეკუთვნება, ხოლო ბანკის მიერ კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა –
მომსახურების თავისუფლების მოქმედების სფეროს.

III. კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და ანგარიშსწორების


თავისუფლების სუბიექტები

კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და ანგარიშსწორების 713


თავისუფლების სუბიექტები არიან ფიზიკური პირები. ამასთან, ეს ეხება
როგორც ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე მესამე
სახელმწიფოების მოქალაქეებს. გარდა ამისა, ამ თავისუფლებათა სუბიექტები
არიან ასევე იურიდიული პირები.

IV. კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და ანგარიშსწორების


თავისუფლების ადრესატი

ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე 714


მუხლში კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და ანგარიშსწორების
თავისუფლების ადრესატი კონკრეტულად დასახელებული არ არის.
ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ამ დებულების
მიხედვით, ვალდებულებები ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოებს
ეკისრებათ. ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე კაპიტალის თავისუფალი
გადაადგილებისა და ანგარიშსწორების თავისუფლების შესახებ
დებულებების მოქმედების გავრცელება სადავო საკითხია და ევროპული
კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსაც მასთან დაკავშირებით
პოზიცია არ დაუფიქსირებია.

527
შეად.: C-436/00 (X & Y II).

231
გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, 2012

V. კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების შინაარსი

1. დისკრიმინაციის აკრძალვა

ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე


მუხლის მიხედვით, აკრძალულია კაპიტალის თავისუფალი გაადგილებისა
და ანგარიშსწორების თავისუფლების ნებისმიერი სახის შეზღუდვა.
შესაბამისად, ეს დებულება მოიცავს დისკრიმინაციის აკრძალვასაც. ამასთან,
ეს ეხება როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ დისკრიმინაციას.

2. შეზღუდვის აკრძალვა

715 როგორც ზემოთ აღინიშნა, თვით ხელშეკრულებაში არის მოცემული


კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და ანგარიშსწორების
თავისუფლების ნებისმიერი სახის შეზღუდვის აკრძალვა. განსხვავებით
პირთა თავისუფალი გადაადგილებისა და მომსახურების თავისუფ-
ლებისაგან, ამ შემთხვევაში ევროპული კავშირის მართლმსაჯულების
სასამართლოს ინტერპრეტაციის გამოყენება დისკრიმინაციის აკრძალვის
შეზღუდვის აკრძალვად გარდაქმნის მიზნით საჭირო აღარაა.
716 კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და ანგარიშსწორების
თავისუფლების შეზღუდვა, ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ
ხელშეკრულების 63-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია არა მხოლოდ
ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, არამედ ასევე წევრ
სახელმწიფოებსა და მესამე სახელმწიფოებს შორის. თუმცა აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულება მესამე
სახელმწიფოებთან მიმართებით გარკვეული გამონაკლისების დაშვებას
ითვალისწინებს (იხ. 719).
717 დასონვილის ფორმულის ანალოგიის შესაბამისად, კაპიტალის
თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის აკრძალვა მოიცავს სახელმწიფოს
ყველა იმ ქმედებას, რომლებმაც შესაძლოა, ფაქტობრივად ან პოტენციურად,
უშუალოდ ან ირიბად ხელი შეუშალოს წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე
წევრ სახელმწიფოებსა და მესამე სახელმწიფოებს შორის კაპიტალის
გადაადგილებას. შეზღუდვის მაგალითებად შეიძლება დასახელდეს:
ქვეყნიდან თანხის გატანისათვის528 ან კიდევ ინვესტიციის
განხორციელებისათვის ნებართვის მიღების აუცილებლობა,529 ასევე,

528
შეად.: C-163/94, C-165/94, C-250/94 (Sanz de Lera).
529
შეად.: C-358/93, C-416/93 (Bordessa).

232
გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, 2012

უცხოელებთან მიმართებით დაწესებული შეზღუდვები ადგილობრივ


კომპანიებში წილის შესყიდვასთან დაკავშირებით.530

3. საზღვრის კვეთის ელემენტი

ისევე როგორც სხვა თავისუფლებების შემთხვევაში, კაპიტალის თავისუფალი 718


გადაადგილებისა და ანგარიშსწორების თავისუფლების შესახებ დებულებები
ვრცელდება მხოლოდ იმ გარემოებებზე, სადაც არსებობს საზღვრის კვეთის
ელემენტი. თუმცა კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და
ანგარიშსწორების თავისუფლების შემთხვევაში საზღვარში მოიაზრება არა
მხოლოდ წევრ სახელწიფოებს შორის საზღვრები, არამედ ასევე წევრი
სახელმწიფოების საზღვრები მესამე სახელმწიფოებთან.

4. გამონაკლისი

ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია 719


გარკვეული გამონაკლისები წევრ სახელმწიფოებსა და მესამე სახელმწიფოებს
შორის კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებასთან მიმართებით. კერძოდ,
ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 64-ე
მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, აღნიშნული თავისუფლების შესახებ
დებულებები არ ვრცელდება წევრი სახელმწიფოებისა და ევროპული
კავშირის სამართლის მიხედვით მესამე სახელმწიფოებთან მიმართებით
დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლებიც ძალაში იყო 1993 წლის 31
დეკემბრისთვის. გარდა ამისა, ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ
ხელშეკრულების 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ევროპულ
პარლამენტსა და საბჭოს, ორდინარული პროცედურის ფარგლებში,
შეუძლიათ საკანონმდებლო აქტების მიღება მესამე სახელმწიფოებთან
მიმართებით კაპიტალის გადაადგილების შესახებ. ევროპული კავშირის
ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 66-ე მუხლი კი საბჭოს,
განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის
დამცავი ღონისძიებების გატარების უფლებამოსილებას ანიჭებს. და ბოლოს,
მესამე სახელმწიფოებთან მიმართებით შესაძლოა, დაწესდეს კაპიტალის
თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ევროპული კავშირის მიერ
ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 215-ე
მუხლის საფუძველზე, მესამე სახელმწიფოების მიმართ ემბარგოს შემოღების
შემთხვევაში.

530
შეად.: C-503/99 (Commission v Belgium).

233
გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, 2012

VI. კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გამამართლებელი


საფუძვლები

1. ხელშეკრულებაში მოცემული საფუძვლები

720 ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 65-ე


მუხლის 1-ლ პუნქტში მოცემულია საფუძვლები, რომლებითაც
შესაძლებელია კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და
ანგარიშსწორების თავისუფლების შეზღუდვის გამართლება. კერძოდ, წევრ
სახელმწიფოებს შეუძლიათ საკუთარი საგადასახადო კანონმდებლობის იმ
ნორმათა გამოყენება, რომლებიც გადასახადის გადამხდელებს იმის
მიხედვით განასხვავებს, თუ სად არის მათი საცხოვრებელი ადგილი, ან
კიდევ სად არის მათი კაპიტალი ინვესტირებული. თუმცა, ამასთან, ასეთი
დისკრიმინაცია დასაბუთებული უნდა იყოს ან უნდა გამომდინარეობდეს იმ
ობიექტური განსხვავებებიდან, რომლებიც არსებობს იმ სიტუაციებთან
მიმართებით, რომლებშიც იმყოფებიან კონკრეტული წევრი სახელმწიფოს
მოქალაქეები და უცხოელები.531 ასევე გამართლდება ისეთი შეზღუდვა,
რომელიც აუცილებელია, რათა შიდასახელმწიფოებრივი საგადასახადო
კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილება მოხდეს. აგრეთვე
დაშვებულია შეზღუდვები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციული ან
სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებისათვის. და ბოლოს, შეზღუდვის
გამამართლებელ საფუძვლებს მიეკუთვნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგი
და უსაფრთხოება. ამ საფუძვლებით შეზღუდვის გამართლება შესაძლებელია
იმ შემთხვევაში, თუკი ნამდვილი და საკმარისად სერიოზული საფრთხე
ემუქრება საზოგადოების ერთ-ერთი ძირითად ინტერესს.532 მაგალითად
აღნიშნული საფუძვლებით შეიძლება გამართლდეს შეზღუდვები, რომლებიც

531
შეად.: C-35/98 (Staatsecretaris van Financien).
532
შეად.: C-54/99 (Association Église de scientologie de Paris); შეად. ასევე C-503/99
(Commission v Belgium). საქმის გარემოებების მიხედვით, ბელგია ფლობდა ე.წ. „ოქროს
წილს“ (Golden share) გაზის სადისტრიბუციო კომპანიაში. ოქროს წილი გულისხმობს
კომპანიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში სპეციალური უფლებებით
სარგებლობას, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ ბელგიის მთავრობას შეეძლო
დაებლოკა კომპანიის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც, მისი აზრით,
საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ენერგომომარაგებას. ევროპული კავშირის
მართლმსაჯულების სასამართლომ ჩათვალა, რომ ოქროს წილით იზღუდებოდა
კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, თუმცა მისი გამართლება შესაძლებელი
იყო უსაფრთხოების, კერძოდ კი ენერგოუსაფრთხოების არგუმენტის საფუძველზე.

234
გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, 2012

დაწესებულია ფულის გათეთრების, ტერორიზმისა და ნარკოტიკებით


ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.533

2. სასამართლო პრაქტიკის ფარგლებში ჩამოყალიბებული საფუძვლები

კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და ანგარიშსწორების 721


თავისუფლების შეზღუდვის გამართლება ასევე შესაძლებელია საყოველთაო
ინტერესის იმპერატიული მოთხოვნების საფუძვლით. ევროპული კავშირის
მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაში გამოყენებული
გამამართლებელი საფუძვლებიდან, მაგალითად, შეიძლება დასახელდეს
გადასახადისაგან თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლა,534 საგადასახადო
კონტროლის ეფექტიანობა,535 კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირება,
გამჭვირვალობა და აქციონერების დაცვა. 536

3. თანაზომიერების პრინციპი

კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისა და ანგარიშსწორების 722


თავისუფლების შეზღუდვის გასამართლებლად, სხვა თავისუფლებების
მსგავსად, აუცილებელია არა მარტო გამამართლებელი საფუძვლის არსებობა,
არამედ ასევე შეზღუდვის მიერ თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნების
დაკმაყოფილება.

533
შეად.: C-163/94, C-165/94, C-250/94 (Sanz de Lera). ამ საქმის ფარგლებში საქმე
ეხებოდა ესპანეთის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს, რომლებიც პირის მიერ გარკვეულ
რაოდენობამდე თანხის ქვეყნიდან გატანისას თანხის დეკლარირების, ხოლო უფრო
დიდი რაოდენობით თანხის გატანისას ნებართვის მიღების ვალდებულებას
ითვალისწინებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, კაპიტალის თავისუფალი
გადაადგილების ასეთი შეზღუდვების გამართლება შესაძლებელი იყო
ხელშეკრულებაში მოცემული გამამართლებელი საფუძვლებით, თუმცა თანხის
გატანაზე ნებართვის მიღების მოთხოვნა თანაზომიერების პრინციპის კრიტერიუმებს
არ აკმაყოფილებდა; შეად. ასევე C-358/93, C-416/93 (Bordessa).
534
შეად.: C-478/98 (Commission v Belgium).
535
შეად.: C-315/02 (Lenz).
536
შეად.: შეად.: C-358/93, C-416/93 (Bordessa); C-163/94, C-165/94, C-250/94 (Sanz de
Lera).

235
გაგა გაბრიჩიძე, ევროპული კავშირის სამართალი, 2012

VII. მეორადი სამართალი

723 1988 წელს იქნა მიღებული დირექტივა 88/361/EEC ევროპული გაერთიანების


დამფუძნებელი ხელშეკრულების 67-ე მუხლის537 იმპლემენტაციის შესახებ,
რომლის 1-ლი მუხლის მიხედვით, წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ
ვალდებულება, უზრუნველყონ კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება მათ
ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა შორის. მესამე სახელმწიფოებთან
მიმართებით კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების მოქმედებას
დირექტივა არ ითვალისწინებდა. ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით,
მაასტრიხტის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შედეგად, ჩაიწერა
ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში.
დღესდღეისობით ამ დირექტივას ევროპული კავშირის ფუნქციონირების
შესახებ ხელშეკრულებაში მოცემული დებულებების შემავსებელი ხასიათი
აქვს.
724 ანგარიშსწორების თავისუფლების განხორციელების უზრუნველყოფის
მიზნით 2001 წელს მიღებულ იქნა რეგულაცია 2560/2001/EC ევროში
ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების შესახებ. ამ რეგულაცის მიხედვით,
საზღვარგარეთ პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისას, ბარათით
თანხის გამოტანისას, ასევე ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას არ
არის ნებადართული უფრო მაღალი საკომისიოს გადახდის ვალდებულების
დაკისრება, ვიდრე ეს გათვალისწინებულია თვით ამ სახელმწიფოს
ფარგლებში განხორციელებული იმავე სახის მომსახურებისათვის, თუკი
ამასთან თანხა არ აღემატება 12500 ევროს.
725 2007 წელს იქნა მიღებული დირექტივა 2007/64/EC ანგარიშსწორების
სამსახურების შესახებ, რომელიც ევროში ანგარიშსწორების ერთიანი
სივრცისათვის ერთიანი სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს შექმნას
ითვალისწინებს. ამ დირექტივის დებულებების მიხედვით, ევროპული
კავშირის ფარგლებში არსებული ანგარიშსწორების სფეროს მომსახურებების
შიდასახელმწიფოებრივ მომსახურებებთან გათანაბრება უნდა მოხდეს.

537
ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მოქმედი ნუმერაციის
მიხედვით.

236

You might also like