You are on page 1of 4

ხელმძღვანელის ორგანულსამართლებრივი პასუხისმგებლობა სოლიდარულია,60

დირექტორატისერთობლივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. თუმცა გამორი


ცხული არ არის, რომ თავად ორგანოსწევრი პირადად იყოს პასუხისმგებელი საზო
გადოების წინაშე მისი არამართლზომიერიქმედებისათვის. ამ შემთხვევაში იგი „გა
ირიყება“ ორგანოსაგან, ხოლო თავად ორგანო საწარმოსსახელით გამოდის მასთან
სადავო პროცესში. გერმანული სამართალი გამორიცხავსპასუხისმგებლობას რამდ
ენიმე შემთხვევაში: ა.) როდესაც სახეზეა ხელმძღვანელის სამეწარმეოგადაწყვეტი
ლების მიღების თავისუფლებიდან გამომდინარე ქმედების მასშტაბი, რომელიც მას
კეთილსინდისიერ პირად აქცევს და შესაბამისად გამორიცხავს პასუხისმგებლობას
.61 ქართულსაკორპორაციო სამართალშიც იგივე წესი იქნება მხედველობაში მისაღ
ები მიუხედავად Business judgment rule-
ის კონკრეტული საკანონმდებლო ჩანაწერის არარსებობისა;62 ბ.) როდესაცხელმძღ
ვანელი დამოკიდებულია პარტნიორის (პარტნიორთა კრების) მითითებაზე და ამი
სსაფუძველზე ასრულებს დავალებას.63 აქ ყურადღება უნდა მიექცეს კანონმდებლ
ობითგათვალისწინებულ ჩანაწერს, რომელიც გარდა პასუხისმგებლობის გამორიც
ხვის საკითხისა შპს-ისსამართლებრივ ფორმაში ასევე აყალიბებს ერთ-ერთ ძირითა
დ განსხვავებას სს-ისა და შპს-ისტიპოლოგიურ ბუნებას64 შორის. საქმე ის არის, რ
ომ გერმანიის სააქციო კანონში პირდაპირ არისმითითებული, რომ „გამგეობა საკუ
თარი პასუხისმგებლობის ქვეშ მართავს საზოგადოებას“.65 მსგავსისაკანონმდებლ
ო ჩანაწერი პირდაპირ უზრუნველყოფს სს-ის ორგანიზაციულ ფორმაში გამგეობის
წევრთა „მოჭარბებულად“ მაღალი სტანდარტისა და საქმიანობის თავისუფლების
მეტად ფართეარეალის მიცემას. ასევე ორგანოთა შორის კომპეტენციური ჰორიზონ
ტალურობის პრინციპისდაფუძნებას, რაც მსგავსი სამართლებრივი ფორმისთვის უ
ნდა იყოს დამახასიათებელი.66 მართალია, უახლესი შეხედულებით, თანამედროვ
ე კორპორაციული მართვის სტანდარტები გამოიყენება ასევე შპს-აშიც, თუმცა მისი
უფრო მეტად პერსონალური პარტნიორული სტრუქტურის, ბიზნესის სფეროს, ეკ
ონომიკურ სეგმენტში როგორც საშუალო და მცირე ზომის საწარმოს მონაწილეობი
სგათვალისწინებით, ეს უკანასკნელი უნდა განსხვავდებოდეს სს-ის ორგანიზაციუ
ლი ფორმისაგან დაშესაძლოა ამ განსხვავებამ კორპორაციული მოწყობის დიქოტომ
იასაც შეუწყოს ხელი.67 ალბათსწორედ ამიტომ მიუთითებს გერმანული სამართა
ლი საკანონომდებლო დონეზე პარტნიორთა კრებისმითითებების ბმაზე ხელმძღვა
ნელთა მხრიდან.68 თუმცა აშკარა უნდა იყოს,
„სრულყოფილი, ტოტალური და გადამეტებული მორჩილება“ დირექტორატისა პა
რტნიორის წინაშე69 მისი ადგილისა დასტატუსის იმგვარ დაკნინებას გამოიწვევს,
რომ კორპორაციული მართვის ანატომიის ჩამოყალიბებასმსგავს ორგანიზაციულ
ფორმაში აზრი აღარ ექნება. ეს კი რაციონალური და მიზანშეწონილი მართვისანტი
პოდად უნდა ჩაითვალოს. ქართულ საკორპორაციო სამართალში, საკანონმდებლო
ჩანაწერებისარარსებობის პირობებში, რამდენად შეიძლება გერმანული მიდგომის
გამოყენება საკითხავია. როგორცითქვა ეს სამართლის პოლიტიკის საკითხია. ვფიქ
რობ, წესდებაში მსგავს მითითებებზე ბმის შესახებდებულების არარსებობის შემთ
ხვევაში, ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა არ შეიძლებაგამოირიცხოს იმ მო
ტივით, რომ იგი პარტნიორის მითითებას ასრულებდა. აქ მნიშვნელოვანია, დირექ
ტორის ქმედება წინააღმდეგობაში არ მოვიდეს მე.-9.6 მუხლთან;70 გ.) ხანდაზმულ
ობის ვადისგასვლის შემდეგ ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა გამოირიცხება. ეს
პირდაპირ არის მითითებულიგერმანულ კანონმდებლობაში.71 ქართულში მსგავს
ი კონკრეტული სახის ჩანაწერი არ მოიპოვება.

პასუხისმგებლობის დაკისრების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოა


დგენსროგორც ზოგადი, ისე განსაკუთრებული კერძო სამართალებრივი ნორმები.
მიუხედავადმწირი სასამართლო პრაქტიკისა, სუს-ოს გადაწყვეტილებებში მოყვან
ილია შესაბამისიმუხლები და არის მათი განმარტება72. პირველ რიგში სასამართლ
ო ყურადღებასამახვილებს სკ-ის 709-723-ე მუხ., რომელიც დავალების ხელშეკრუ
ლებისმომწესრიგებელი ნორმებია.73 აღნიშნულ სამოქალაქოსამართლებრივ ნორმ
ებზედაყრდნობით სასამართლო ადგენს, რომ დირექტორი საწარმოს სახელითა და
ხარჯზეახორციელებს კანონით და კანონიდან გამომდინარე საწესდებო ავტონომი
ისფარგლებში საზოგადოების ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ა
მგვარად, ზიანის თაობაზე საზოგადოების მიერ აღძრულ სარჩელს აკვალიფიცირე
ბს როგორცსახელშეკრულებო მოთხოვნათა ფარგლებში და არა დელიქტური ვალ
დებულებისფარგლებში შესამოწმებელ სარჩელს.74 თუმცა როდესაც საკითხი ეხებ
ა დირექტორის„პირდაპირ“ პასუხისმგებლობას მესამე პირის წინაშე, ამ საკითხის
განმარტებააღნიშნულ კონტექსტში არ ხდება.75 საზოგადოების წინაშე ხელმძღვან
ელის(დირექტორის) პასუხისმგებლობის დამდგენი ძირითადი საკორპორაციოსამ
ართლებრივინორმა მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9.6 მუხ., ისევე როგორც 43-ე პა
რ. გერმანიის შპს-ის შესახებ კანონისა. გერმანული სამართლის მიხედვით, როგორ
ც ზემოთ წარმოჩინდა, კანონმდებლობით გაცილებით დეტალურად არის გაწერი
ლი ხელმძღვანელი პირისფიდუციალური მოვალეობები,76 რითიც იგი განსხვავდ
ება ქართულისაგან. ამიტომკანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული
მოვალეობის დარღვევისიდენტიფიცირება უფრო ადვილი უნდა იყოს. ამ შემთხვევ
აში გერმანული საკორპორაციოსამართალი განასხვავებს პასუხისმგებლობას კანონ
ით გათვალისწინებულიკონკრეტული დარღვევის შემთხვევებს და პასუხისმგებლ
ობას დელიქტიდანგამომდინარე. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის ან
დამცავი კანონითდადგენილი სიკეთის ხელყოფის მომწესრიგებელი ნორმა შპს-ის
კანონის 43-ე პარ. ერთად ან (სპეციალური) კანონით გათვალისწინებული მოთხოვ
ნის ან აკრძალვისმომწესრიგებელი დებულება 43-ე პარ. ერთობლიობაში. მოკლედ,
გერმანულ შპს-ისსამართალში პრინციპში მიიჩნევა, რომ 43-ე პარ. არის საზოგადო
ების წინაშედირექტორის პასუხისმგებლობის მოთხოვნის დამოუკიდებელი და ერ
თ-ერთიუძირითადესი სამართლებრივი საფუძველი.77 თუმცა ეს არ გამორიცხავსხ
ელმძღვანელის პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძვლად გსკ-ის 823-ე პარ.
(სკ-ის 992-ემუხ.) გამოყენებას. გამომდინარე იქედან, რომ ქართულ ზოგად კერძოს
ამართალში არ მოიპოვება გერმანულის 826-ე პარ. მსგავსი ჩანაწერი,78 დელიქტურ
ისამართლით მოწესრიგებული 992-ე მუხ. გამოყენება მიზანშეწონილი იქნებოდა
დამცავიკანონის მომწესრიგებელი ნორმების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანა
ზღაურებისდროს. მსგავს შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა კაუზალობა დირექ
ტორის ბრალეულქმედებასა (მე-9.6 მუხ.) და დამდგარ ზიანს შორის, რაც იქნებოდა
კიდეც მოთხოვნისსამართლებრივი საფუძველი.
მოთხოვნის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მეწარმეთა
შესახებ კანონის მე-91 მუხ. მე-6 პუნ. „ბ“ ქვეპუნქტი, შპს-ის შესახებ კანონის 46-
ე პარ.79 ის, რომ გერმანულ შპს-ის სამართალში არ არსებობს დერივაციული სარჩე
ლისინსტიტუტი არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ სამართალში მეწარმეთა კანონის მ
ე-9.6 მუხ. შინაარსში ასევე დავინახოთ ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა მესამე
პირის წინაშედა (მხოლოდ) ეს ნორმა გავხადოთ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძ
ვლად. ისტორიულიპასაჟისთვის თვალის გადავლებით დავინახავთ, რომ დერივაც
იული სარჩელისშესაძლებლობა ქართულ შპს-ის სამართალში სულ რამდენიმე ხნი
ს წინ დამკვიდრდა. ადრე არსებული მოწესრიგება გამორიცხავდა პარტნიორის სა
რჩელს საზოგადოებისსახელით ხელმძღვანელი პირის წინააღმდეგ და საკითხის გ
ადაწყვეტა მხოლოდპარტნიორთა კრებაზე იყო შესაძლებელი. გერმანული სამართ
ალის მსგავსად, ცალკეულ80 პარტნიორს მაინც ჰქონდა შესაძლებლობა ედავა დირ
ექტორის წინააღმდეგ, მაგრამ ეს იშვიათ შემთხვევას წარმოადგენდა.81 დერივაციუ
ლი სარჩელის82 დაშვებაარ უარყოფს პირველ რიგში საერთო კრების მიერ მისაღებ
გადაწყვეტილებას. პირიქით, საზოგადოების სახელით ხელმძღვანელის წინააღმდ
ეგ ზიანის ანაზღაურებისმოთხოვნის განხორციელების სამართლებრივი საფუძვე
ლი არის პარტნიორთა კრებაზეამ საკითხთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტი
ლება.83 ამავე სხდომაზე, როგორცწესი, ინიშნება სპეციალური წარმომადგენელი ს
ადავო ურთიერთობისთვის. უმცირესობაში მყოფ პარტნიორს84 კი მას შემდეგ აქვს
დერივაციული სარჩელისაღძვრის უფლება, რაც პარტნიორთა კრება ამ უფლებას ა
რ განახორციელებს. მოკლედ, იქნება სახეზე გერმანული თუ ქართული შპს-ის სამა
რთლის თავისებურებახელმძღვანელი პირი მე-9.6 მუხ. გათვალისწინებულ შემთხ
ვევაში პასუხისმგებელიამხოლოდ საზოგადოების წინაშე, რამაც უნდა გამორიცხო
ს აღნიშნული მუხლითპასუხისმგებლობის ადრესატის წრის გაფართოება მიუხედა
ვად წინამდებარე (მე-9.6) ნორმის ჩანაწერისა –
„თუ ეს აუციელებელია კრედიტორთა მოთხოვნისდასაკმაყოფილებად“. ამ მუხ. ხდ
ება მხოლოდ არაპირდაპირ, გაშუალებულადკრედიტორის ინტერესის უზრუნველ
ყოფა, ამიტომ მუხლს „შიდაპასუხისმგებლობისკონცეფცია“ უდევს საფუძვლად.85
აღაირებულია, რომ სს-ის სამართლებრივიფორმისაგან განსხვავებით, შპს-ის კრედ
იტორს არ შეუძლია საზოგადოების მოთხოვნისპირდაპირ განხორციელება. თუკი
მას ამის გაკეთება სურს შესაბამისად უნდა მოხდესსაზოგადოების მოთხოვნის დაგ
ირავება კრედიტორის მიერ.86
მოთხოვნის გამოყენებას კორპორაციის კრედიტორის მიერ შედარებით-
სამარლებრივპერსპექტივაში ეხება ჭანტურია.87 აქ უნდა განვასხვავოთ კაპიტალუ
რი ტიპის ორისამართლებრივი ფორმა ერთმანეთისაგან. სს-ის შემთხვევაში მეწარმ
ეთა შესახებკანონის 56-ე მუხ. მე-4 პუნ. გათვალისწინებით კრედიტორს, თუკი მას
არ მიუღია თავისიმოთხოვნის კომპენსაცია საზოგადოებისგან, შეუძლია გამოიყენ
ოს ზიანის ანაზღაურებისმოთხოვნა დირექტორის წინააღმდეგ. მსგავსი შინაარსის
მქონე ნორმა არსებობს ასევეგერმანიის სააქციო კანონში და იგი ქართულში სწორე
დ რეცეფციის შედეგად გაჩნდა.88 სს-ის სამართლებრივ ფორმაში, მითუმეტეს, რომ
აქ დერივაციული სარჩელის ინსტიტუტიარსებობს, გვაქვს სპეციალური ჩანაწერი,
რომელიც ამ საკითხს აწესრიგებს. რაც შეეხებაშპს-ას. ერთადერთი მუხლი არის, რ
ოგორც ზემოთ წარმოჩინდა, მე-9.6, სადაც ნათქვამია, რომ დირექტორმა საზოგადო
ებას უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. ნებისმიერიკომპრომისი ან უარი რეგ
რესულ ანაზღაურებაზე არის ბათილი საზოგადოების(პარტნიორის) მხრიდან. აღნ
იშნული მუხლის შინაარსი აპელირებას მხოლოდ დამხოლოდ საზოგადოების წინა
შე დირექტორის პასუხისმგებლობაზე აკეთებს. კრედიტორის ჩართვა ამ პროცესში,
აქედან საზოგადოების წინაშე დაყენებულიმოთხოვნის იგნორირების გარეშე არ შე
იძლება. ანალოგიით ვერც 56.4-ე მუხ. გამოვიყენებთ. მაშასადამე, ერთადერთი გამა
რთლებული დოგმატური გზა არის იმმოთხოვნის დაგირავება კრედიტორის სასარ
გებლოდ, რომელიც საზოგადოების მხრიდანუნდა იყოს დირექტორის წინაშე დაყე
ნებული. გამჭოლი პასუხისმგებლობის დამდგენგადაწყვეტილებაში კი სასამართლ
ო პირდაპირ ასკვნის, რომ ეს საჭირო არაა მე-9.6 მუხ. დაყრდნობით, რაც არასწორი
უნდა იყოს.89

https://www.gba.ge/ka/ჟურნალი-ადვოკატი/ჩემი-ადვოკატი-2/ხელმძღვანელი-
პირის-პასუხისმგებ.html

You might also like