You are on page 1of 3

უდანაშაულობის პრეზუმფცია და მასთან დაკავშირებული დილემების

ლოგიკურ-გნოსეოლოგიური გადაწყვეტის გზები(გვ.76-116)

ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, კანონიერებისა და მართლწესრიგის


განმტკიცება ყოველი დემოკრატიული, კონსტიტუციური სახელმწიფოს უპირველეს
საზრუნავს წარმოადგენს, რაც სათანადოდაა ასახული მართლმსაჯულების
კონსტიტუციური პრინციპების სისტემაში, ამ ინსტიტუტებიდან ყველაზე უფრო
მნიშვნელოვანია ზოგადსაკაცობრიო ფასეულობა - უდანაშაულობის პრეზუმფცია -
სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული
პრინციპი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები , გამორიცხოს
უსაფუძვლო ბრალდება და გასამართლება. ვრცლად აისახა უდანაშაულობის
პრეზუმფციის პრინციპი საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის მიღებულ ახალ
კონსტიტუციაში, რომლის ცალკეულ მუხლებში მოცემულია აღნიშნული პრონციპიდან
გამომდინარე ძირითადი მოთხოვნები და მათი რეალიზაციის გარანტიები , ხოლო
უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის პრინციპის არსი მე -40 მუხლში
ჩამოყალიბებულია შემდეგი პუნქტების სახით:1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება ,
ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ
ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით; 2.არავინ არ არის
ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა
ეკისრება ბრალმდებელს. 3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პირის
პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი
უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც
ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის
სასარგბლოდ. მოყვანილი კონსტიტუციური დებულებები მოწოდებულნი არიან
დაიცვან ადამიანის ძირითადი უფლებები და განსაზღვრონ სასამართლოს
განსაკუთრებული ადგილი სისხლის სამართალწარმოებაში, განამტკიცონ მეტად
პრინციპული საკითხი - თუ ვის მიერ და სისხლის სამართლის პროცესის რომელ ეტაპზე
შეიძლება პირი ცნობილ იქნას დამნაშავედ. ის გარემოება რომ სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი სრულყოფილი სახით
მოცემული არაა, სრულებითაც არ ნიშნავს მის უგულებელყოფას, რისთვისაც
საკმარისი იქნება ანალიზი გაუკეთდეს პროცესუალურ ნორმებს, რომლებიც შეიცავენ
აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე მოთხოვნებს ან ასახავენ მის არსს.
განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპმა
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როდესაც დემოკრატიზაციისა და საჯაროობის
დამკვიდრების შესაბამისად სასამართლოებმა მეტი ყურადღება დაუთმეს საჩივრებს
უკანონო მსჯავრდების თაობაზე, რის შედეგადაც ასეულობით ადამიანი იქნა
რეაბილიტირებული. დღევანდელი პუბლიკაციებიდანაც სისხლის სამართლის
საქმეების შესახებ, გვექმნება წარმოდგენა კანონიერების დამახინჯებათა და
უდანაშაულობის პრეზუმფციის იგნორირების ფაქტების სიმრავლეზე , რაც როგორც
იურისტთა, ისე ფართო საზოგადოების შეშფოთების საფუძველი ხდება. განსახილველი
საკითხი საკვანძოა სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის მეცნიერებაში , ის თუ
როგორ ჩამოყალიბდა უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესის
პრინციპად, როგორი იქნება მისი ფორმულირება, რა სახის თეორიული და
პრაქტიკული დასკვნები მიიღება მისგან, სწორედ ამაზეა დამოკიდებული სისხლის
სამართლის საქმის გამოძიების, დანაშაულებრივი ქმედობის ჩამდენი პირის
დადგენის, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის ხარისხი . თუ
გამოძიების ორგანოები, პროკურატურა და სასამართლო თავიანთ საქმიანობაში
გამოდიან ბრალდებულის უდანაშაულობის დაშვებიდან, მაშინ მის მიერ ჩადენილი
დანაშაულის ფაქტი უნდა დადგინდეს კანონით გათვალისწინებული პროცედურის
დაცვით, რისთვისაც უნდა მოიძებნოს სარწმუნო მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში
შეუძლებელია ბრალდებულის გასამართლება და დასჯა. უდანაშაულობის
პრეზუმფციის პრინციპი თანამედროვე გაგებით, არც სამართლებრივი და არც
ფაქტობრივი პრეზუმფცია არაა. კანონის მიხედვით კი, როგორც უკვე ითქვა,
ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე და
ყოველგვარი გამონაკლისები კანონითვეა გამორიცხული.

სასამართლოს დამოუკიდებლობის სახელმწიფოებრივი და სოციალური


უზრუნველყოფის პირობები(გვ.127-156)

სასამართლო ორგანოთა დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები მიღებულ იქნა


გაეროს კონგრესის მიერ დანაშაულობათა აღკვეთისა და სამართალდამრღვევებთან
მოპყრობასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში
მსოფლიოს ხალხებმა გამოხატეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, რათა შეიქმნას
პირობები რომლითაც დაცული იქნება სამართლიანობა ადამიანის უფლებებისა და
ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემის აღძვრის და განვითარებისათვის
ყოველგვარი განსხვავების გარეშე საერთაშორისო სამართლიანობის
განხორციელების შიგნით. აღნიშნული პრინციპები პრიორიტეტულად წინ წამოწევს
კანონის წინაშე თანასწორობას, უდანაშაულობის პრეზუმფციას და რა თქმა უნდა
განსაკუთრებულად, კანონის შესაბამისად დაარსებული კომპეტენტური,
დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიან და
საჯარო განხილვას. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ საერთაშორისო
პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ და
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ იძლევა ამ
უფლებათა განხორციელების და აგრეთვე თავის მხრივ სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების პაქტი წარმოადგენს მტკიცე ბერკეტს იმისათვის, რომ განხორციელდეს
გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გასამართლების უფლება . სასამართლო
ორგანოთა დამოუკიდებლობის პრინციპების შემუშავებისას გამოკვეთილად აღინიშნა
ისიც, რომ სულ უფრო ხშირად ადგილი აქვს ამ პრინციპების წარმოდგენასა და მათ
ფაქტობრივ განხორციელებას შორის რეალურ შეუსაბამობას , მაგრამ ამის
მიუხედავად, მიუთითებენ განსაკუთრებულ ძალისხმევაზე რათა ყოველ ქვეყანაში
მართლმსაჯულების ორგანიზაციისა და აღსრულების დროს უნდა იხელმძღვანელონ
ამ პრინციპებით და ყველაფერი გააკეთონ მათი ცხოვრებაში გასატარებლად . ისინი
ითვალისწინებენ რომ მოსამართლეთა ფუნქციების შესახებ ნორმები უნდა
უზრუნველყოფდეს მოსამართლის მოქმედებას აღნიშნული პრინციპების შესაბამისად .
კონგრესმა გაითვალისწინა მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეთა როლის
განხილვის საკითხი, აგრეთვე მათი შერჩევის, მზადებისა და მოქცევის შესახებ ,
საბოლოოდ, ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობებზე, რომლებმაც მხედველობაში
უნდა მიიღონ და თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში პატივი სცენ,
გააცნონ მოსამართლეებს, ადვოკატებს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ორგანოების მუშაკებს და ფართო საზოგადოებას შემდეგი ძირითადი პრინციპების
ფორმულირება, რომ დაეხმარონ წევრ-სახელმწიფო სასამართლო ორგანოთა
დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაა და განმტკიცებისთვის. მოსამართლის
თანამდებობა უპირველეს ყოვლისა მოითხოვს მაღალი მორალური თვისებების
ფლობას. გაეროს ოფიციალური დოკუმენტის სპეციალურ წესდებაში მოსამართლის
შერჩევა-მომზადებასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ამ საკითხს უმთავრესი
და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე შერჩევის ნებისმიერი
მეთოდი უნდა იძლეოდეს გაუმართლებელი მოტივებით მოსამართლის დანიშვნის
თავიდან აცილების გარანტიას. ამასთანავე მოსამართლის შერჩევის დროს ადგილი
არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ პირის მიმართ რასის, კანის ფერის, სქესის , რელიგიის ,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის ,
ქონებრივი, წოდებრივი ან სხვა მდგომარეობის საფუძველზე, მაგრამ მოთხოვნა იმისა ,
რომ კანდიდატი იურიდიულ თანამდებობაზე მოცემული ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს ,
არ ითვლება დისკრიმინაციული ხასიათის მოთხოვნად. იმისთვის რომ ასეთი შერჩევა
წარმატებით განხორციელდეს და მოსამართლის თანამდებობა დაიკავოს ღირსეულმა ,
განათლებულმა და კვალიფიცირებულმა პიროვნებამ, საჭიროა საგანგებო
კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის მიხედვით უნდა მოხდეს შერჩევა. შერჩევის
კრიტერიუმი მოიცავს სამ ძირითდ პირობას:1.ის ვინც უნდა შეარჩიოს. 2. ის ვინც უნდა
შეირჩეს. 3. ის რის საფუძველზეც უნდა მოხდეს შერჩევა. მოსამართლეთა შერჩევა-
დანიშვნის პრიციპი პროცედურული ფორმით, სხვადასხვა ქვეყანაში
სხვადასხვანაირად ხდება, რაც შეეხება მათი კონსტიტუციური მოდელის
თავისებურებას. საქართველოში, ისევე როგორც მთელ რიგ ცივილიზებულ
სახელმწიფოებში, უზენაესი სასამართლო, რომელიც დადგენილი საპროცესო
ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო
სასამართლოებში, კოლეგიების მიხედვით, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ,
განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

You might also like