You are on page 1of 2

მექანიკური რხევები

1. შეაფასეთ, როგორ იცვლება ქანქარას რხევის პერიოდი


ლიფტში , როდესაც იგი იწყებს მოძრაობას ა) ზევით
მიმართული აჩქარებით; ბ) ქვევით მიმართული აჩქარებით.
2. განსაზღვრეთ 1 მ სიგრძის მათემატიკური ქანქარას რხევის
პერიოდი ლიფტში, რომელიც მოძრაობს ზევით მიმართული
5 მ/წმ2 აჩქარებით.
3. განსაზღვრეთ 1 მ სიგრძის მათემატიკური ქანქარას რხევის
პერიოდი ლიფტში, რომელიც მოძრაობს ქვევით მიმართული
5 მ/წმ2 აჩქარებით.
4. უძრავ ლიფტში მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი 2
წმ-ია. განსაზღვრეთ ლიფტის აჩქარება , თუ ქანქარას რხევის
პერიოდი 2,8 წმ გახდა. რა მიმართულებით მოძრაობს
ლიფტი?
5. განსაზღვრეთ 1 მ სიგრძის მათემატიკური ქანქარას რხევის
პერიოდი ვაგონში , რომელიც მოძრაობს ჰორიზონტალურად
5 მ/წმ2 აჩქარებით.
6. განსაზღვრეთ 1 მ სიგრძის მათემატიკური ქანქარას რხევის
პერიოდი ვაგონში, რომელიც ჰორიზონტალურ სიბრტყეში
უხვევს 5 მ/წმ2 აჩქარებით.
7. ურიკაზე დამაგრებული ქანქარას რხევის პერიოდი 2 წმ-ია.
განსაზღვრეთ ქანქარას რხევის პერიოდი, როდესაც ურიკა
მოგორავს ხახუნის გარეშე ჰორიზონტისადმი 30 0-იანი
კუთხით დახრილ სიბრტყეზე.
8. იპოვეთ ლიფტის აჩქარება, თუ მასში დაკიდებული წამიანი
ქანქარა 2,5 წუთში 100 რხევას ასრულებს. დაადგინეთ
ლიფტის მოძრაობის მიმართულება.
9. უძრავ მდგომარეობაში მყოფი ვერტმფრენის ჭერზე
ჩამოკიდებულია მათემატიკური ქანქარა, რომლის რხევის
პერიოდია 2 წმ. განსაზღვრეთ ქანქარას რხევის პერიოდი , თუ
1) ვერტმფრენი მოძღაობს ვერტიკალურად ზევით 2 მ/წმ 2
აჩქარებით, 2) ვერტმფრენი მოძღაობს ვერტიკალურად
ქვევით 2 მ/წმ2 აჩქარებით.
10. მათემატიკური ქანქარას რხევის სიხშირე გაჩერებულ
ლიფტში ν0 -ია, აჩქარებულში კი - ν . გაიგეთ ლიფტის
აჩქარება a და საითაა ის მიმართული , ზემოთ თუ ქვემოთ,
თუ ν> ν0?

You might also like