You are on page 1of 22

ზოგადი ენათმეცნიერება

ლექტ.: მარინე ივანიშვილი


სემ.: ანა ჩუტკერაშვილი

ბილეთი 1
1. სემიოტიკა. ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა (10 ქულა)

ნიშანთა ზოგადი კლასიფიკაციისას პერსი ერთმანეთისაგან მკაცრად გამიჯნავს ნიშნის


ორ მხარეს : ერთ მხარეს შეადგენს აღმნიშვნელი, ხოლო მეორე მხარეს - აღსანიშნი. იმის
მიხედვით, თუ როგორია მიმართება ამ ორ მხარეს შორის, განირჩევა ნიშანთა სამი
ძირითადი ტიპი:
1.ხატი (იკონა) -ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელს ახასიათებს გარკვეული მსგავსება
აღსანიშნთან; ამ დროს აღმნიშვნელი ერთგვარად წარმოადგენს აღსანიშნის ფორმალურ
ასახვას, გამეორებას (მაგალითად, ცხოველის გამოსახულება როგორც იკონური ნიშანი
თვით ცხოველისა.);
2.ინდექსი - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი აღსანიშნს უკავშირდება მიზეზ-
შედეგობრივი კავშირით. (მაგალითად, კვამლი არის ცეცხლის ნიშანი; ცისარტყელა არის
წვიმის ნიშანი);
3.სიმბოლო - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი უკავშირდება აღსანიშნს გარკვეული
პირობის, შეთანხმების საფუძველზე; ეს კავშირი ნებისმიერია (არ არის დამოკიდებული
იმაზე, არსებობს თუ არა რაიმე მსგავსება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის) და
რეალიზებულია შეთანხმების წესის მიხედვით.
მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის საზოგადოდ ნიშანთა სისტემებს, იკვლევს
სხვადასხვა სახის ნიშანთა სისტემების საერთო მახასიათებლებს, ეწოდება სემიოტიკა, ანუ
მეცნიერება ნიშნების შესახებ. იგი განარჩევს ნიშანთა სისტემის შესწავლის სამ ძირითად
ასპექტს.
სინტაგმატური და პარადიგმატული მიმართებები.
ენის ერთეულები ქმნიან სისტემას ანუ ერთიანობას, რომელშიც ყოველი ერთეული
გარკვეულ კავშირშია ყველა სხვა ერთეულთან. სისტემაში რომელიმე ერთეულის შეცვლა
იწვევს ამ სისტემის ყველა სხვა ერთეულის გარკვეულ სახეცვლილებას.
ერთეულის მიმართება სისტემის სხვა ერთეულთან შეიძლება იყოს სინტაგმატური ან
პარადიგმატიკული. სინტაგმატურ მიმართებას ერთეული ამყარებს მიმდევრობაში
წინამავალ ან მომდევნო ერთეულებთან. პარადიგმატული მიმართება გვაქვს, როდესაც
მოცემული ერთეული რაღაც თვალსაზრისით უპირისპირდება სხვა ერთეულებს
სისტემაში (და არა მიმდევრობაში). მაგალითად, თუ სისტემაში გვაქვს რაღაც [aktu], [agtu],
[antu] გამოსახულებები [k] ელემენტი სინტაგმატურ მიმართებაშია [a], [t] და [u]
ელემენტებთან და პარადიგმატიკულ მიმართებაშია [g], [n] ელემენტებთან, რომლებიც
იმავე გარემოცვაში (პოზიციაში) გვხვდება.
პარადიგმატიკულ მიმართებათა არსებობა განაპირობებს იმას, რომ ენობრივ ერთეულთა
სიმრავლე არის არა უბრალო ერთიანობა, არამედ - სისტემა. მაშასადამე,
პარადიგმატიკული მიმართებები სისტემის არსებით საფუძველს წარმოადგენს.
ენა, როგორც ენათმეცნიერების ობიექტი, განისაზღვრება როგორც პირობით ბგერით
ნიშანთა სისტემა. ენის ამ განსაზღვრებაში შემავალი უკანასკნელი ოთხი სიტყვა ასახავს
ენის უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებებს. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე:
1. ენა არის სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენა არის რაღაც ელემენტების არა უბრალო
სიმრავლე, არამედ წარმოადგენს ისეთ ელემენტთა ერთობლიობას, რომელთა შორის
განსაზღვრული მიმართებები არსებობს. მიმართებები, რომლებიც ქმნიან, ერთი მხრივ,
ენობრივი სისტემის ცალკეული ელემენტების ღირებულებას, ხოლო, მეორე მხრივ,
მთლიანი სისტემის შინაგან სტრუქტურას. მიმართებები, რომლებიც ენობრივი სისტემის
ელემენტებს შორის არსებობს, ვლინდება მათ ისეთ ურთიერთკავშირში, როდესაც ერთი
ელემენტის რაღაც ცვლილება იწვევს მასთან დაკავშირებული სხვა ელემენტების მკაცრად
განსაზღვრულ ცვლილებებს. მაგალითად, ავიღოთ ასეთი მიმდევრობა: „კაცი აშენებს
სახლს“ , რომელშიც მთავარ ელემენტად მივიჩნიოთ „აშენებს“. ადვილი დასანახია, რომ ეს
მიმდევრობა წარმოადგენს სტრუქტურას მის ელემენტებს შორის განსაზღვრული
მიმართებებით, სადაც მისი მთავარი ელემენტის ცვლილებას თან ახლავს მასთან
დაკავშირებული ელემენტების აუცილებელი ცვლილებები. „კაცმა ააშენა სახლი“.
2. ენა არის ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივი სისტემა ისევე, როგორც
ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად გვევლინებიან ენობრივი
ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება განისაზღვროს როგორც განუყოფელი ერთიანობა,
ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა, რომელთაც ,,ენობრივი ნიშნის
შემადგენლები“ ეწოდებათ.
3. ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივმა ნიშანმა თავისი
ფუნქცია რომ შეასრულოს, ნიშნობა რომ გასწიოს, მას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-
სუბსტანციური არსებობა. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ამა თუ იმ სუბსტანციით,
რომელიც ზემოქმედებს ადამიანის შეგრძნებებზე, მის გრძნობის ორგანოებზე და
მხოლოდ ამ გზით შეიძლება აღიქვას ადამიანმა ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშანი
შედგება ბგერითი სუბსტანციისაგან, იგი წარმოდგენილია ბგერითი სუბსტანციით. ბგერა
არის ენობრივი ნიშნის მატერიალური არსებობის ფორმა. მაგრამ, ბგერითი სუბსტანცია არ
არის ერთადერთი სუბსტანცია, რომლისგანაც შედგება ენობრივი ნიშანი. ბგერების გარდა
ენობრივი ნიშანი მრავალი სხვა სუბსტანციით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მაგ.,
გრაფიკული, ფერითი, მოტორული, იმპულსური და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენ ვამბობთ,
რომ ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა იმიტომ, რომ ენობრივი ნიშნის ბგერითი
სუბსტანცია არის ამოსავალი, პირველადი, ხოლო ყველა დანარჩენი მეორეულია და
ბგერით სუბსტანციაზეა დამოკიდებული.
4. ენა არის პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ენობრივი
ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ
განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ
თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია -
აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ
აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ ენაზე გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ,
რომ მას სრულიად განსხვავებული ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება
სხვადასხვა ენაში. მაგ,. ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი
წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად
განსხვავებული ამავე აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water,
ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua, თურქულში-su, გერმანულში-wasser, რუსულში-вода
და სხვა. როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში შეესაბამება
ბგერითი შედგნილობის თვალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული
აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ აღსანიშნის
ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა არაფრით არ აისახება
აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად,
უცვლელად იმეორებს მის ნიშან-თვისებებს. სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი თავისი
ბუნებით, მისი არც ერთი ნიშან-თვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ
ენობრივი ნიშანი არის პირობითი.
 მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ უნდა აყენებდეს ამ დებულებას
ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში არსებობს
გარკვეული სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა.
აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ
იმ მხარეს, ნიშან-თვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-baa. ასეთი
სიტყვების არსებობის მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი
სიტყვების რაოდენობა ენაში არ არის დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი
სიტყვებიც კი ერთმანეთისგან განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან
სხვადასხვა ენაში. მაგ., გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.)

2. ჰომოგენური და ჰეტეროგენული, ჰომორგანული და ჰეტერორგანული ბგერები


(5 ქულა)
ბგერათა პრაქტიკული დახასიათებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რომელი
სამეტყველო ორგანოებით წარმოიქმნებიან.
სამეტყველო ორგანოები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად - არტიკულატორებად
ანუ აქტიურ, მოძრავ ორგანოებად და არტიკულაციის წერტილებად, ანუ პასიურ, უძრავ
ორგანოებად. არტიკულატორები უახლოვდებიან ან ეხებიან არტიკულაციის წერტილებს.
მაგ: ენის წვერი არტიკულატორია, წინა ზედა კბილები კი არტიკულაციის წერტილია.
ერთი და იმავე ორგანოებით წარმოქმნილ ბგერებს ჰომორგანული ბგერები ეწოდება
მაგალითად, ბ და ფ, ბ და პ, ფ და მ...
სხვადასხვა ორგანოებით წარმოქმნილს კი - ჰეტერორგანული ბგერები, მაგ:ბ და დ, ბ-
ბილაბიალურია, დ- დენტალური.

საფონაციო (ბგერათწარმომქმნელი) ჰაერნაკადი ჩვეულებრივ, ამოიდევნება


ფილტევიდან დიაფრაგმის მეშვეობით და გაივლის სასუნთქ მილს. ამოსუნთქული
ჰაერნაკადი ხორხში, სასაში, პირისა და ცხვირის ღრუში გარკვეულ ცვლილებებს
განიცდის. ზოგჯერ ბგერები წარმოიქმნება არა ამოსუნთქვით, ექსპირაციით, არამედ
შესუნთქვით, ინსპირაციით.
1.როცა საარტიკულაციო ორგანოების ხშვის ჩაკეტვის შედეგად ზესადგომი მილის
ერთ წერტილში ჰაერი სრულ დაბრკოლებას აწყდება, ამას განხშვა, სკდომა
მოსდევს, წარმოიქმნება ხშულები(ბ, დ, გ, პ, ტ, კ ფ,თ,ქ)
2.ზესადგომი მილის ერთ წერტილში ხდება არა სრული ხშვა, არამედ
საარტიკულაციო ორგანოების ერთმანეთთან ძლიერი მიახლოება, წარმოიქმნება
ნაპრალოვანი ბგერები, სპირანტები.
3.პირის ღრუ დახშულია ენით, ჰაერნაკადი გამოიდევნება ღრუს ერთ მხარეს, ენის
გვერდებისა და ლოყების ნაპრალში, ასეთ ბგერებს გვერდითი ანუ ლატერანი
ეწოდება, მაგალოთად:ლ
4.როცა ჰაერნაკადი იწვევს სამეტყველო ორგანოს თრთოლას, ვიბრაციას,
წარმოიქმნება ვიბრანტები (მაგ:რ)
5.როცა ჰაერნაკადი გაივლის პირის ღრუში, ნაწილობრივ კი-ცხვირის ღრუში.
ასეთ ბგერებს ცხვირისმიერი ბგერები ანუ ნაზალები ეწოდება მაგ:მ,ნ
6.ჰაერნაკადი დაუბრკოლებლად ამოიდევნება ფილტვებიდან, გაივლის პირისა და
ცხვირის ღრუებს. ასე წარმოიქმნებიან ხმოვნები ანუ ვოკალები.

ერთნაირი რაგვარობის ბგერები ჰომოგენურია, ხოლო სხვადასხვა რაგვარობის


ბგერები ერთმანეთის მიმართ ჰეტეროგენულია.

3. მარცვალი. მახვილი და ინტონაცია (5 ქულა)

მარცვალი ისეთივე ბუნებრივი ერთეულია ენისა, როგორც სიტყვა და წინადადება.


კლასიკური ფორმულის მიხედვით, სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიცაა
მასში, მაგრამ შემდეგ მარცვლის შექმნის უნარი დონორებსაც მიაწერეს. არსებობს
მოსაზრება, რომ ეს უნარი თანხმოვნებსაც აქვს.
უფრო რთული საკითხია დამაფცვლის წესების კრიტერიუმების დადგენა, მაგ: სიტყვა
საქართველო, 1) სა-ქა-რთვე-ლო
2) სა-ქარ-თვე-ლო და ა. შ
ბგერები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მეტ-ნაკლები ბგერასავსობით ანუ სონორობით.
სონორობა იზომება, იმის მიხედვით თუ რამდენად შორს ისმის ესა თუ ის ბგერა.
დონორების თეორიის. მიხედვით სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენიცაა მასში
სონორების მწვერვალი. მაგ:სიტყვაში სახლს, გვექნება ორი მარცვალი, რადგან
სონორებიდ ორი მწერვალი გვაქვს.
კლასიკური ფორმულა არასოდეს ირღვევა, რადგან მარცვლოვანი სონორები იშლება
ნეიტრალურ ხმოვნად და საკუთრივ თანხმოვნებად და მარცვლის შემქმნელის როლში
მაინც ხმოვანი გამოდის.
უნდა ითქვას, რომ ნახევარხმოვნები არ წარმოადგენენ მარცვლის შემქმნელ ელემენტებს
და ამიტომ მარცვლის შექმნის უნარი მხოლოდ ხმოვნებს აქვთ.

მახვილი ორგვარია: ლინგვისტური და ლოგიკური.


ლოგიკური მახვილი ნიშნავს წინადაფებაში რომელიმე სიტყვის გამოყოფა-წარმოჩენას.
სხვაგვარია ლინგვისტური ანუ ენობრივი მახვილი, იგი შეიძლება იყოს დინამიკური და
ტონური.
ხმოვნის სიძლიერის გაზრდას სიტყვაში ეწოფება დინამიკური მახვილი, ხოლო მისი
სიმაღლის გაზრდას-ტონური მახვილი.
დინამიკური მახვილი შეიძლება იყოს მოძრავი და ფიქსირებული(უძრავი). მაგ რუსულში
თავისუხალია, მახვილი შეიძლება მოუდიოდეს როგორც თავში ისე ბოლოში.
ფიქსირებული მახვილის ადგილი კი წინასწარ განსაზღვრულია იგი ან თავშია ან
ბოლოში.
ქართულში მახვილი სუსტის, ორ მაცვლიან სიტყვებს მახვილი ბოლოდან მეორე
მარცვალზე მოუდის, სამ და მეტ მარცვლიანს ბოლოდან მეორე ან მესამე მარცვალზე.
მახვილზე რთული სტრუქტურისაა ინტონაცია.
ინტონაცია პროსოდიული ელემენტია, რომელიც ერთ მთლიან სტრუქტურად კრავს
წინადადებას.
ინტონაციის მიხედვით გვაქვს თხრობითი, კითხვითი და ძახილის წინადადებები.

ბილეთი 2
1. ენობრივი ნიშანი და „დამატებითობის პრინციპი“. ჰორიზონტალური და
ვერტიკალური მიმართებები (10 ქულა)
ენობრივი ნიშნის სახელდების შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ ანტიკური
დროიდან არსებობს. არსებობდა ორი შეხედულება. ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი
ფიქრობდა, რომ საგნების სახელდება ხდება პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ
თეორიას ეწოდება თესეი (thesei-შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა,
რომ აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება
ფუსეი (physei-ბუნებითი) - სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის
ბუნებიდან გამომდინარე.

ენობრივი ნიშნის პირობითობა გულისხმობს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის


შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ
განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ
თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია -
აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ცალკე აღებულ, იზოლირებულ ენობრივ ნიშანში


კავშირი აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის პირობითია იმ აზრით, რომ დენოტატის
ბუნება არ აისახება აღმნიშვნელის ბგერით შედგენილობაში. ამდენად, ბუნებრივი და
ნორმალურია ის, რომ ერთი და იგივე დენოტატი სხვადასხვა ენაში განსხვავებული
ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელებით გამოიხატება. ეს ყველაფერი გამოიხატება
მაშინ, როდესაც ნიშნებს შორის ვერტიკალური მიმართებაა.

ნიშნის პირობითობაზე მსჯელობისას უნდა განვასხვავოთ ამ პრობლემის განხილვა


სინტაქტიკურ, სემანტიკურსა და პრაგმატიკულ ასპექტებში. გარდა ამისა, ნიშნის
განსაზღვრისას გასათვალისწინებელია კავშირი არამარტო აღსანიშნსა და აღმნიშვნელს
შორის ერთი ნიშნის ფარგლებში, არამედ მოცემული ნიშნის მიმართებაც სისტემის სხვა
ნიშნებთან როგორც აღსანიშნთა, ისე აღმნიშვნელთა დონეზე ე.ი. მიმართებები
აღსანიშნებსა და სათანადო აღმნიშვენელებს შორის. მათ შეიძლება ჰორიზონტალური
მიმართებები ვუწოდოთ.

ვერტიკალური მიმართებებისაგან განსხვავებით, ისინი ორპლანიანია. მიმართებათა


ერთი რიგი, ანუ მიმართებები აღსანიშნებს შორის აისახება სათანადო აღმნიშვნელებს
შორის მიმართებებში. ეს ასახვა ვლინდება ბგერითი მიმდევრობის სიგრძეში,
აღმნიშვნელთა სპეციფიკურ ბგერით მსგავსებაში და სხვა.

ამ დამოკიდებულებას პირობითი სახე აქვს. შეიძლება ითქვას, რომ აღსანიშნებს შორის


გარკვეული მიმართებები იწვევს სათანადო აღმნიშვნელებს შორის თავისებურ
მიმართებებს, და სწორედ ამ აზრით, შეიძლება ვილაპარაკოთ ნიშანთა
მოტივირებულობაზე.

ენობრივი ნიშნის ბუნების სრულად დასახასიათებლად იგი უნდა განვიხილოთ


ორპლანში: როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ მიმართებათა ერთიანობა.
ამდენად თანამედროვე ენათმეცნიერებაში გავრცელებული ორი საპირისპირო
თვალსაზრისი: ენობრივი ნიშანი პირობითია და ენობრივი ნიშანი მოტივირებულია, არა
ერთმანეთის გამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი დებულებებია - ნილს
ბორისეული გაგებით.

2. სისტემის სპეციფიკაცია და ინტერპრეტაცია. ენობრივი სისტემის „სიჭარბე“ (5


ქულა)

სისტემას, რომელშიც მხოლოდ სინტაქტიკური წესებია მოცემული, შეიძლება ვუწოდოთ


არაინტერპრეტირებული ანუ ფორმალური სისტემა. ფორმალურ სისტემააში შეიძლება
განსაზღვრული იყოს ელემენტთა ფიზიკური ბუნება, ასეთ სისტემას სპეციფიზირებულს
ვუწოდებთ. თუ ელემენყტთა სპეციფიკა არაა მოცემული, მაშინ სისტემა აბსტრაქტულია.
თუ სპეციფიზირებულ სისტემაში შეტანილია სემანტიკური წესებიც ასეთ სისტემას
ინტერპრეტირებული ეწოდება
აღსანიშნავია, რომ ელემენტთა დამოკიდებულრბა ურთიერთცალსახაა - ერთი სისტემის
ყოველ ელემენტს შეიძლება შევუსაბამოთ ერთადერთი ელემენტი მეორე სისტემიდან და
პირიქით.
ისეთ ორ სისტემას, რომლებიც ერთი აბსტრაქტული სისტემის სხვადასხვა სპეციფიკაციის
შედეგად არის მიღებული, ეწოდება იზომორფული სისტემები.

საკომუნიმაციო სისტემათა ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია შეფარდება. მას


სისტემის სიჭარბე ეწოდება. ეს მახასიათებელი მნიშვნელობან როლს თამაშობს ბუნებრივ
ენებში. ყოველ სისტემას, რომელშიც შეზღუდვებია შეტანილი, აქვს სიჭარბის რაღაც
ხარისხი. სრულ სისტემაში სიჭარბე ნულის ტოლია, შეზღუდვათა ზრდა იწვევს სიჭარბის
ზრდას.
ბუნებრივ ენაში სიჭარბის ხარისხი საკმაოდ მაღალია.
რაც შეეხება ზეპირ მეტყველებას, სიჭარბის პირობებში სწარფი მეტყველება რომლის
დროსაც ბევრი ბგერა არ ისმის ან სათანადოდ არ გამოითქმის, ჩვეულებრივ არ იწვევს
გაუგებრობას და ინფორმაციის დაკარგვას. რაც უფრო დაბალია სიჭარბე, მით მეტია
კომუნიკაციის დაკარგვას. რაც უფრო დაბალია სიჭარბე, მით მეტია კომუნიკაციის
დარღვევის ალბათობა.

3. დუალობა და პროდუქტულობა (5 ქულა)

ბუნებრივ ენას აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, რომლითაც არსებითად განსხვავდება


ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემისგან. ესენია ენობრივი სისტემის დუალობა და
პროდუქტიულობა.
დუალობის წყალობით მოლაპარაკეს შეუძლია მცირე ერთეულების დალაგებით, მათი
შეერთების გზით წარმოქმნას უფრო რთული, გრძელი ერთეულები.
ბგერითი ერთეულისგან- სიტყვები, სიტყვებით-წინადადება.
დუალობა საშუალებას იძლევა ადამიანის ენის სასრული რაოდენობის ერთეულთაგან
შექმნას, წარმოქმნას უსასრულო რაოდენობის გამონათქვამები.
სისტემის პროდუქტიულობა არის შესაძლებლობა გადაიცეს და შეიქმნას ახალი
ინფორმაცია, ე. ი. გამონათქვამის აგების ისეთი შინაარსი, რომელიც არავის შეუქმნია
აქამდე.

ბილეთი 3
1. ნიშანთა სისტემა როგორც კოდი. ფორმალური სისტემები. სრული და არასრული
სისტემები (10 ქულა)
პირობით ნიშანთა სისტემას, რომლის საშუალებითაც შეიძლება შეტყობინების გაგზავნა,
კოდი ეწოდება. კოდის ნიშნებს შეიძლება სხვადასხვა ფიზიკური ბუნება ჰქონდეთ - ეს
შეიძლება იყოს რადიოტალღები, ელექტროიმპუსები, წერილობითი ნიშნები და ა. შ
თუ რაღაც სისტემის ნიშნებით გამოხატული გამონათქვქმები ანუ შეტყობინებები
გადაიცემა სხვა სისტემის ელემენტები გარკვეული წესების შესაბამისად, ამას ჰქვია
კოდირება, ხოლო მისი საპირისპირო პროცესია დეკოდირება.
კოდირების ერთ-ერთი მაგალითია ბგერით ენაზე რეალიზებული გამონათქვამის
წერილობითი ფორმით გამოხატვა, ე. ი. ზეპირი შეტყობინებების ჩაწერა, ხოლო
ჩანაწერის წაკითხვა უკვე დეკოდირება..
გარემოს რომელშიც ხდება შეტყობინების გაგზავნა არხი ეწოდება. არხის თავისებურებები
განსაზღვრავს იმას, თუ რა ნიშნით უნდა მოვახდინოთ კოდირება- ბგერებით , ფერებით,
ასოებით თუ სხვ.
სისტემას, რომელშიც მხოლოდ სინტაქტიკური წესებია მოცემული, შეიძლება ვუწოდოთ
არაინტერპრეტირებული ანუ ფორმალური სისტემა. ფორმალურ სისტემააში შეიძლება
განსაზღვრული იყოს ელემენტთა ფიზიკური ბუნება, ასეთ სისტემას სპეციფიზირებულს
ვუწოდებთ. თუ ელემენყტთა სპეციფიკა არაა მოცემული, მაშინ სისტემა აბსტრაქტულია.
თუ სპეციფიზირებულ სისტემაში შეტანილია სემანტიკური წესებიც ასეთ სისტემას
ინტერპრეტირებული ეწოდება
აღსანიშნავია, რომ ელემენტთა დამოკიდებულრბა ურთიერთცალსახაა - ერთი სისტემის
ყოველ ელემენტს შეიძლება შევუსაბამოთ ერთადერთი ელემენტი მეორე სისტემიდან და
პირიქით.
ისეთ ორ სისტემას, რომლებიც ერთი აბსტრაქტული სისტემის სხვადასხვა სპეციფიკაციის
შედეგად არის მიღებული, ეწოდება იზომორფული სისტემები.
ელემენტთა კომბინაციას, რომელიც შედგენილია სისტემაში მოქმედი წესების მიხედვით,
ვუწოდოთ ამ სისტემის გამოსახულება. გამოსახულებაში ელემენტთა რაოდენობას კი-
გამოსახულების სიგრძე.
თუ ერთი სისტემის ყოველი გამოსახულება ამავე დროს მეორე სისტემის გამოსახულებაა
და პირიქით, ეს სისტემები იდენტური ანუ იგივეობრივია.
ელემენტთა რაოდენობა სისტემაში შეიძლება იყოს სასრული ან უსასრულო. თუ
გამოსახულებათა რაოდენობა სისტემაში უსასრულოდ დიდია, ასეთ სისტემას ეწოდება
უსასრულო სისტემა.
აღვნიშნოთ სისტემის ხარისხი n-ით, ხოლო გამოსახულების სიგრძე l-ით. თუ ვთქვათ
სისტემა სამელემენტიანია (a, b, c), მაშინ შეგვიძლია შევადგინოთ ცხრა ორელემენტიანი
კომბინაცია (ეს იქნება მაქსიმალური რაოდენობა კომბინაციისა) -aa, ab, ac, bb, ba, bc, cc,
ca,cb. n=2 და l=3 n ხარისხად l=9-ს. აქედან ჩანს, რომ თუ n უსასრულოდ დიდია,
გამოსახულებათა რაოდენობაც ნებისმიერი l-ის შემთხვევაში უსასრულოდ დიდი იქნება.
იმისათვის, რომ სისტემა სასრული იყოს, მისი ხარისხი უნდა გამოიხატებოდეს
გარკვეული რიცხვით და გამოსახულებათა სიგრძე უნდა იყოს განსაზღვრული, ე.ი. ასეთ
სისტემაში უნდა არსებობდეს მაქსიმალური სიგრძის გამოსახულება.
ერთნაირად სპეციფიზირებულ სისტემებს ჰომოგენური სისტემები ეწოდებათ, ხოლო
თუ სპეციფიკაციები განსხვავებულია მაშინ სისტემები ჰეტეროგენურია.
სისტემას, რომლის გამოსახულებები შედგენილია სასრული რაოდენობის ელემენტების
განსაზღვრული სიგრძის თეორიულად შესაძლებელი ყველა კომბინაციით, სრული
სისტემა ეწოდება. თუ სისტემა სრული არ არის, იგი არასრულად იწოდება. არასრული
სისტემა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სრული სისტემა, რომლიდანაც გარკვეული
წესით ამოღებულია რაღაც გამოსახულებები.
მაგალითად, ზემოთ განხილული გვქონდა სამელემენტიანი სრული სისტემა, რომელიც
შედგებოდა ცხრა ორელემენტიანი გამოსახულებით. მაგრამ თუ მასში შევიტანთ
შეზღუდვებს, მაგალითად, არ დავუშვებთ სიმბოლოთა გამეორებას, მაშინ მივიღებთ ექვს
არასრულ სისტემას (ab, ac, ba, bc, ca, cb).

2. კონტრადიქტორული და კომპლიმენტარული დებულებები (5 ქულა)

ენობრივი ნიშნის სახელდების შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ ანტიკური


დროიდან არსებობს. არსებობდა ორი შეხედულება. ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი
ფიქრობდა, რომ საგნების სახელდება ხდება პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ
თეორიას ეწოდება თესეი (thesei-შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა,
რომ აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება
ფუსეი (physei-ბუნებითი) - სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის
ბუნებიდან გამომდინარე.
ენობრივი ნიშნის პირობითობა გულისხმობს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ
განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ
თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია -
აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ცალკე აღებულ, იზოლირებულ ენობრივ ნიშანში
კავშირი აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის პირობითია იმ აზრით, რომ დენოტატის
ბუნება არ აისახება აღმნიშვნელის ბგერით შედგენილობაში. ამდენად, ბუნებრივი და
ნორმალურია ის, რომ ერთი და იგივე დენოტატი სხვადასხვა ენაში განსხვავებული
ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელებით გამოიხატება. ეს ყველაფერი გამოიხატება
მაშინ, როდესაც ნიშნებს შორის ვერტიკალური მიმართებაა.
ნიშნის პირობითობაზე მსჯელობისას უნდა განვასხვავოთ ამ პრობლემის განხილვა
სინტაქტიკურ, სემანტიკურსა და პრაგმატიკულ ასპექტებში. გარდა ამისა, ნიშნის
განსაზღვრისას გასათვალისწინებელია კავშირი არამარტო აღსანიშნსა და აღმნიშვნელს
შორის ერთი ნიშნის ფარგლებში, არამედ მოცემული ნიშნის მიმართებაც სისტემის სხვა
ნიშნებთან როგორც აღსანიშნთა, ისე აღმნიშვნელთა დონეზე ე.ი. მიმართებები
აღსანიშნებსა და სათანადო აღმნიშვენელებს შორის. მათ შეიძლება ჰორიზონტალური
მიმართებები ვუწოდოთ.
ვერტიკალური მიმართებებისაგან განსხვავებით, ისინი ორპლანიანია. მიმართებათა
ერთი რიგი, ანუ მიმართებები აღსანიშნებს შორის აისახება სათანადო აღმნიშვნელებს
შორის მიმართებებში. ეს ასახვა ვლინდება ბგერითი მიმდევრობის სიგრძეში,
აღმნიშვნელთა სპეციფიკურ ბგერით მსგავსებაში და სხვა.
ამ დამოკიდებულებას პირობითი სახე აქვს. შეიძლება ითქვას, რომ აღსანიშნებს შორის
გარკვეული მიმართებები იწვევს სათანადო აღმნიშვნელებს შორის თავისებურ
მიმართებებს, და სწორედ ამ აზრით, შეიძლება ვილაპარაკოთ ნიშანთა
მოტივირებულობაზე.
ენობრივი ნიშნის ბუნების სრულად დასახასიათებლად იგი უნდა განვიხილოთ
ორპლანში: როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ მიმართებათა ერთიანობა.
ამდენად, თანაამედროვე ენათმეცნიერებაში გავრცელებული ორი საპირისპირო
თვალსაზრისი: " ენობრივი ნიშანი პირობითია (კონვენციონალურია) და " ენობრივი
ნიშანი მოტივირებულია" - არა ერთმანეთის გამომრიცხავი (კონტრადიქტორული),
არამედ ურთიერთშემავსებელი (კომპლემენტარული) დებილბებია ამ ტერმინის ნილს
ბორისეული გაგებით.

3. სამეტყველო ბგერათა წარმოქმნის ფაზები.საარტიკულაციო ბაზისი (5 ქულა)

ცალკეული ბგერების წარმოთქმის პროცესს განყენებულად თუ წარმოვიდგენთ, მასში


განირჩევა სამი ძირითადი მომენტი: შემართვა, ანუ ექსკურსია, მწვერვაალი ანუ
დაყოვნება და დამართვა ანუ რეკურსია.
ეს მომენტები ასე ხასიათდება: სამეტყველო ორგანოები გამოდიან ინდიფერენტული
მგომარეობიდან, რომელიც უშუალოდ წინ უძღვის არტიკულაციას და მოეწყობიან ბგერის
წარმოსათქმელად; ეს წარმოთქმის პირველი მომენტია.
მეორე მომენტში სამეტყველო ორგანოები ასრულებენ ბგერის წარმოსათქმელად საჭირო
მოძრაობას. ეს მომენტი უფრო ხანგრძლივია. მესამე მომენტში სამეტყველო ორგანოები
უბრუნდებიან ინდიფერენტულ მდგომარეობას.
ხშულ თანხმოვანთა წარმოქმნისას განირჩევა შემდეგი სამი ფაზა: 1. ხშვის მომენტი -
იმპოლიზია, 2.ხშვითი დაყოვნება- ოკლუზია და 3. განხშვის მომენტი - ექსპლოზია
გაბმულ მეტყველებაში შემართვისა და დამართვის მომენტი არ არის სრული: ამით
აიხსნება მეზობელ ბგერათა ურთიერთგავლენა.
ორ მეზობელ თანხმობანს დაყოვნების ფაზა შეიძლება საერთო ჰქონდეს. ასეთია ე. წ
ჰარმონიული თანხმოვანთკომპლექსები ქართულში, მაგ: დგ, თქ და სხვა.

ბილეთი 4
1. არტიკულაციური ფონეტიკა. ხმოვანთა და თანხმოვანთა სისტემები (10 ქულა)

საზოგადოდ, ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სხვადასხვა ენაში სხვადასხვა


მეთოდი გამოიყენება. ცნობილია ხმოვანთა წარმოდგენა გეომეტრიული ფიგურების
საშუალებით. ამგვარად უფრო უკეთ წარმოჩნდება ხმოვანთა ძირითადი მახასიათებლები.
ხმოვანთა სისტემა უმეტესწილად განსხვავებული გეომეტრიული ფიგურებით
გამოისახება სისტემის სირთულიდან გამომდინარე. მაგალითად, სვანური ენისათვის
უფრო მოხერხებულია ხმოვნების გამოხატვა კუბით. რაც შეეხება ქართულს, ხმოვანთა
სისტემის დახასიათებისთვის საუკეთესოა სამკუთხედი. ხმოვანთა სისტემებში
ფუნდამენტურია ოპოზიციები ენის აწეულობის, ლოკალური რიგისა და ბაგეების
მონაწილეობის მიხედვით. ზოგ ენაში ხმოვნები უპირისპირდებიან ერთმანეთს მხოლოდ
ენის აწეულობის ხარისხის მიხედვით.

ქართული ენის ხმოვნებს ვახასიათებთ სამი ნიშნის მიხედვით:


1. აწეულობა - დაბალი, საშუალო, მაღალი;
2. რიგი - წინა, შუა, უკანა;
3. ლაბიალიზაცია - ლაბიალიზებული, არალაბიალიზებული;
ხმოვანთა აწეულობა გულისხმობს თუ რამდენად არის ენა აწეული მაგარი სასის მიმართ
ამა თუ იმ ხმოვნის წარმოთქმისას. რიგი გულისხმობს - ენის რომელი ნაწილი
მონაწილეობს ხმოვნის წარმოებაში. ლაბიალიზაცია ნიშნავს თუ რამდენად აქტიურად
მონაწილეობს ბაგეები ხმოვნის წარმოებაში.
ხმოვანთა სამკუთხედზე, აღნიშნული ნიშნები თვალნათლივ ჩანს და, შესაბამისად,
მარტივად შესაძლებელია, თითოეული ხმოვნის არტიკულაციური დახასიათება.
აქედან გამომდინარე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა შეიძლება დახასიათდეს
შემდეგნაირად:
ა - შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზებული
ე - წინა რიგის, საშუალო აწეულობის, არალაბიალიზებული
ი - წინა რიგის, მაღალი აწეულობის, არალაბიალიზებული
ო - უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზებული
უ - უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზებული

თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან ამოსული


ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან სამეულთა,
წყვილეულთა და ცალეულთა სისტემებს.
სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-ნაპრალოვნები
(აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში სრულ
დაბრკოლებას აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს, წარმოიქმნება ხშულ-
მსკდომი ბგერები. აფრიკატები არიან რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი ბგერების
წარმოებისას თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში,
შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში. მჟღერობა-სიყრუის მიხედვით სამეულებში
წარმოდგენილია ერთი მჟღერი (ბ,დ,ჯ,ძ,გ) და ორი ყრუ ბგერა: ყრუ-ფშვინვიერი
(ასპირატი) (ფ,თ,ც,ჩ,ქ) და ყრუ-მკვეთრი (აბრუპტივი, გლოტალიზებული, ყელხშული)
(პ,ტ,წ,ჭ,კ).
წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი ბგერების
წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოები ერთმანეთს
უახლოვდება და მათ შორის წარმოქმნილ ნაპრალში გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი.
წყვილეულები წარმოდგენილია მჟღერი (ვ, ზ, ჟ, ღ) და ყრუ თანხმოვნით (ს, შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-
ს, ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ.
ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები (ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა ნაზალურ მ,ნ
(ცხვირისმიერ) და არანაზალურ ლ,რ (არაცხვირისმიერ) ბგერებად. არანაზალური ბგერები
იყოფა ლატერალურ ლ (გვერდითი) და ვიბრანტ რ (მთრთოლი) ბგერებად.
რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;
ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;
მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;
წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:
ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);
ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);
დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);
პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);
პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);
ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)
ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ)
ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ)

2. სინქრონია და დიაქრონია. ენა და მეტყველება (5 ქულა)

3.ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი


გამიჯვნა, ანუ დიქოტომია. პირველად ენა და მეტყველება ერთმანეთისგან განასხვავა
ფერდინანდ დე სოსიურმა.
ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს. ენა კოლექტივში
დამკვიდრებული წესების ერთობლიობას წარმოადგენს. იგი სოციალური ფენომენია.
ინდივიდი ვერ ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას, მეტყველება კი პირიქით,
ინდივიდის მიერ იქმნება, ინდივიდუალურია. ყველაფერი, რასაც ადამიანები
წარმოთქვამენ, რაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მოლაპარაკის ნებაზე,
წარმოადგენს მეტყველებას. მოცემული ენობრივი კოლექტივის წევრებს, ე.ი. მოცემულ
ენაზე მოსაუბრე პირებს, აქვთ მეტყველების უნარი, რომლის გამოვლენას,
ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს ენა. მეტყველება არის ენის რეალიზაცია.
ენა სასრული სისტემაა, როგორც დიდი არ უნდა იყოს სიტყვათა რაოდენობა ენაში, მათი
ჩამოთვლა მაინც შესაძლებელია. მეტყველება კი, პირიქით, უსასრულოა, იმავე ენაში
შეიძლება შეიქმნას ტექსტების უსასრულო რაოდენობა.
ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დავირვებაში გვეძლევა
მეტყველება და არა ენა. ყოველი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც
მეტყველება ახდენს.
ენა შესაძლებელია აღიწეროს და შესწავლილ იქნას ორი განსხვავებული
თვალსაზრისით, სინქრონიულად და დიაქრონიულად. ენის სინქრონიული შესწავლა
გულისხმობს ენობრივი სისტემის აღწერასა და კვლევას დროის ერთგანსაზღვრულ
მონაკვეთში.
სინქრონია წარმოადგენს ენის ერთ მოცემულ მდგომარეობას. სინქრონიული
ლინგვისტიკის ობიექტია ერთი მოცემული მდგომარეობა ენისა, რომელსაც იგი ისე
იკვლევს, რომ არ ითვალისწინებს დროის ფაქტორს, ისტორიულ ცვლილებებს,
რომლებმაც წარმოქნეს ენის ეს მდგომარეობა.
ერთი სინქრონიული მდგომარეობა ენისა შეიძლება საუკუნეების განმავლობაში
გაგრძელდეს. ენა რომ ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში გადავიდეს,
საჭიროა, ამ ენაში ძირეული ცვლილებები მოხდეს.
დიაქრონიული ენათმეცნიერება, პირიქით, დროის ფაქტორზეა დამყარებული. იგი
განსაზღვრავს, თუ რა ცვლილებები მოხდა ამა თუ იმ ენაში დროის გარკვეულ
მონაკვეთზე, რა წესების მიხედვით მოხდა ერთი სინქრონიული მდგომარეობის შეცვლა
მეორე სინქრონიული მდგომარეობით. ამიტომ დიაქრონიული კვლევისას აუცილებელია,
გვქონდეს ენის მინიმუმ ორი სინქრონიული მდგომარეობა.
არსებობს დიაქრონიული ენათმეცნიერების ორგვარი პერსპექტივა: პროსპექტიული და
რეტროსპექტიული პერსპექტივები. პროსპექტიული დიაქრონიული ენათმეცნიერება ენას
განიხილავს დროის მოძრაობის მიმართულებით, ხოლო რეტროსპექტიული
დიაქრონიული ენათმეცნიერება, დროის მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

3. ნიშანთა ტიპები. ნიშანთა სისტემის შესწავლის ასპექტები (5 ქულა)

ნიშნის სახეები. ნიშანთა ზოგადი კლასიფიკაციისას პერსი ერთმანეთისგან მკაცრად


გამიჯნავს ნიშნის ორ მხარეს : ერთ მხარეს შეადგენს აღმნიშვნელი, ხოლო მეორე მხარეს -
აღსანიშნი. იმის მიხედვით, თუ როგორია მიმართება ამ ორ მხარეს შორის, განირჩევა
ნიშანთა სამი ძირითადი ტიპი:

1. ხატი (იკონა) -ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელს ახასიათებს გარკვეული


მსგავსება აღსანიშნთან; ამ დროს აღმნიშვნელი ერთგვარად წარმოადგენს
აღსანიშნის ფორმალურ ასახვას, გამეორებას (მაგალითად, ცხოველის
გამოსახულება როგორც იკონური ნიშანი თვით ცხოველისა.)
2. ინდექსი - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი აღსანიშნს უკავშირდება მიზეზ-
შედეგობრივი კავშირით. (მაგალითად, კვამლი არის ცეცხლის ნიშანი; ცისარტყელა
არის წვიმის ნიშანი)
3. სიმბოლო - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი უკავშირდება აღსანიშნს
გარკვეული პირობის, შეთანხმების საფუძველზე; ეს კავშირი ნებისმიერია (არ არის
დამოკიდებული იმაზე, არსებობს თუ არა რაიმე მსგავსება აღმნიშვნელსა და
აღსანიშნს შორის) და რეალიზებულია შეთანხმების წესის მიხედვით.

ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი. ენა, როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა,
ნიშანთა სხვა სისტემებთან ერთად წარმოადგენს მეციერების ერთი დარგის შესწავლის
ობიექტს, დარგისა რომელსაც ჰქვია სემიოტიკა. სემიოტიკა არის ნიშანთა სისტემების
ზოგადი თეორია, რომელიც შეისწავლის ამ სისტემების უნივერსალურ ანუ საყოველთაო
მახასიათებლებს და ცალკეული კონკრეტული სისტემებისათვის ნიშანდობლივ
თვისებებს , მათ სპეციფიკურ ნიშანთვისებებს.

ნიშანთა ყოველი სისტემა და ამდენად, ბუნებრივია, ენობრივი სისტემაც შესაძლებელია


განხილული და შესწავლილი იქნეს სამი თვალსაზრისით, ასპექტით. ესენია:

1. სინტაქსური ასპექტი ანუ სინტაქტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის


შესწავლას მის ელემენტებს შორის არსებული მიმართებების თვალსაზრისით. ეს
მიმართებები ვლინდება ელემენტთა ურთიერთგანლაგებაში, განაწილებაში
ცალკეულ მიმდევრობებად.
2. სემანტიკური ასპექტი ანუ სემანტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის
შესწავლას მისი ელემენტების ე.ი. ნიშნების მნიშვნელობების თვალსაზრისით, ანუ
ნიშანთა შემადგენლების - აღმნიშვნელისა და აღსანიშნს შორის არსებული
მიმართებების თვალსაზრისით.
3. პრაგმატიკული ასპექტი ანუ პრგმატიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის
შესწავლას ამ სისტემის მომხმარებლისათვის ნიშანთა ღირებულების
თვალსაზრისით.

სინტაგმატური და პარადიგმატული მიმართებები. ენის ერთეულები ქმნიან სისტემას ანუ


ერთიანობას, რომელშიც ყოველი ერთეული გარკვეულ კავშირშია ყველა სხვა
ერთეულთან. სისტემაში რომელიმე ერთეულის შეცვლა იწვევს ამ სისტემის ყველა სხვა
ერთეულის გარკვეულ სახეცვლილებას.

ერთეულის მიმართება სისტემის სხვა ერთეულთან შეიძლება იყოს სინტაგმატური ან


პარადიგმატიკული. სინტაგმატურ მიმართებას ერთეული ამყარებს მიმდევრობაში
წინამავალ ან მომდევნო ერთეულებთან. პარადიგმატული მიმართება გვაქვს, როდესაც
მოცემული ერთეული რაღაც თვალსარისით უპირისპირდება სხვა ერთეულებს სისტემაში
(და არა მიმდევრობაში). მაგალითად, თუ სისტემაში გვაქვს რაღაც [aktu], [agtu], [antu]
გამოსახულებები [k] ელემენტი სინტაგმატურ მიართებაშია [a], [t] და [u] ელემენტებთან
და პარადიგმატიკულ მიმართებაშია [g], [n] ელემენტებთან, რომლებიც იმავე
გარემოცვაში (პოზიციაში) გვხვდება.

პარადიგმატიკულ მიმართებათა არსებობა განაპირობებს იმას, რომ ენობრივ ერთეულთა


სიმრავლე არის არა უბრალო ერთიანობა, არამედ - სისტემა. მაშასადამე,
პარადიგმატიკული მიმართებები სისტემის არსებით საფუძველს წარმოადგენს.

ბილეთი 5
1. ფონოტაქტიკა. ჰარმონიული კომპლექსები ქართულში (10 ქულა)

ენები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მარტო ფონოლოგიური სისტემების, არამედ


ფონემათა ურთიერთშეხამების
წესების მიხედვითაც, ამ წესებს იკვლევს ფონოტაქტიკა.
ყველა ენას ახასიათებს სპეციფიკური ფონოტაქტიკური წესები, რაც გარკვეულ
აკრძალვებში გამოიხატება, მაგ: ქართულში სიტყვა შეიძლება იწყებოდეს ნებისმიერი
თანხმოვნით, მაგრამ ასეთი თავისუფლრბა სიტყვის ბოლოსთვის არაა დამახასიათებელი.
ქართულში სიტყვა არ შეიძლება მთავრდებოდეს მჟღერ თანხმოვანზე, რადგან მჟღერი
ხშულები და ნაპრალოვნები სიტყვის ბოლოს ქართულში ყრუვდებიან.
ფონოტაქტიკის თვალსაზრისით, საინტერესოა ახვლედიანის მიერ დამუშავებული
თეორია დეცესიური და აქცესიური კომპლექსების შესახებ ქართულში.
დეცესიური ნიშნავს უკან მიმართულს, ხოლო აქცესიური- წინ მიმართულს.
დეცესიური კომპლექსები ქართულში ორ სხვადასხვა სისტემას ქმნიან.

A-სისტემა

ბგ, ფქ, პკ;


დგ, თქ, ტკ;
ძგ, ცქ, წკ;
ჯგ, ჩქ, ჭკ.

B-სისტემა

ბღ, ფხ, პყ;


დღ, თხ, ტყ;
ძღ, ცხ, წყ;
ჯღ, ჩხ, ჭყ.
მოცემული კომპლექსები გულისხმობს გარკვეულ შეზღუდვებს ჰომოგენურობის
პრინციპის მიხედვით : 1. დასაშვებია კომბინაცია მჟღერისა მხოლოდ მჟღერთან, ესე იგი
დაუშვებელია მჟთერისა და ყრუ თანხმოვნების კომბინაციები.
როგორც ვხედავთ, დეცესიური კომპლექსები ქართულში გარკვეული წესების მიხედვით
წარმოიქმნება, რაც გამორიცხავს ნებისმიერი თანხმოვნის კომბიმაციას ნებისმიერ
თანხმოვანთან. ეს კომპლექსები აგებულია ჰომოგენურობის წესების მკაცრი დაცვით, რაც
დაცულია აქცესიურ კომპლექსშიც
2. სისტემის სინთეზისა და ანალიზის წესები (5 ქულა)

სემიოტიკური სისტემის შესწავლა შეიძლება ორი საპირისპირო პროცედურის- ანალიზისა


და სინთეზის მეშვეობით. სინთეზის დროს მოცემულია ელემენტთა კომბინირების,
სინთეზირების წესები, რომელთა მიხედვით აიგება სისტემის გამოსახულებები. ანალიზის
დროს მოცემულია სისტემის გამოსახულებები და უნდა გამოვიყვანოთ, დავადგინოთ ის
წესები, რომლებიც ამ გამოსახულებებს უდევს საფუძვლად.
ბგერითი ენა, როგორც ნიშანთა სისტემა, შეიძლება შევისწავლოთ, უშუალო
დაკვირვების გზით: გამოვყოთ ენის ელემენტები, გავარკვიოთ მათ შორის არსებული
მიმართებების ხასიათი- ეს ანალიზის ანუ დანაწევრების პროცედურაა. იგი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი ენის ტიპის ემპირიულ სისტემათა
შესწავლისას. სწორედ ამ გზას მიმართავს აღწერითი ანუ დესკრიფციული
ენათმეცნიერება.
კვლევის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ანალიზის დროს ზოგჯერ შესაძლებელია სისტემის
სხვადასხვაგვარი დახასიათება. ერთი და იგივე მოვლენა ხშირად აღიწერება სულ
სხვადასხვა ტერმინით, სხვადასხვა წესის საშუალებით, რაც იმას ნიშნავს, რომ
აღწერებიდან რომელიღაც უფრო „სწორია“, „უფრო შეეფერება სინამდვილეს“. თუ
ანალიზი მართებულადაა ჩატარებული მაშინ ყველა აღწერა სწორი და მისაღებია.
აღწერათა შეფასებისას უნდა დავადგინოთ, თუ რომელია ადეკვატური და მისაღები.

3. ბგერათცვლილებათა სახეები: ასიმილაცია, დისიმილაცია, სინჰარმონიზმი,


აბლაუტი(5 ქულა)

ასიმილაცია და დისიმილაცია
ასიმილაცია-თვითონ სიტყვა ასიმილაცია ნიშნავს დამსგავსებას (ლათ. Assimilation
„მიმსგავსება“). მეზობელი ბგერები იმსგავსებენ ერთმანეთს გარკვეული ნიშნების
მიხედვით. განასხვავებენ ასიმილაციის სამ სახეს მიმართულების, მანძილისა და შედეგის
მიხედვით. მიმართულების მიხედვით ასიმილაცია ორგვარი: პროგრესული და
რეგრესული. პროგრესულია ასმილაცია, თუ იგი მიმართულია სიტყვის დასაწყისისაკენ,
ე.ი. თუ ასიმილატორი წინ უსწრებს ასიმილირებულ ბგერას, მაგ., სიტყვაში „ტბა-ტპა“
ასიმილატორია ტ, ხოლო ასიმლირებულია-ბ (ასევე პროგრესულია სმილიაციაა „კბილი-
კპილი“, „თბილი-თფილი“ და სხვ). რეგრესული ასიმილაციის შემთხვევაში ასიმილატორს
წარმოადგენს მომდევნო ბგერა, რომელიც იმსგავსებს წინ მდგომ ბგერას. მაგალითად,
სიტყვა „ერთგული“ ჩვეულებრივ წაროითქმის როგორც (ერდგული) გ, როგორც მჟღერი
ბგერა, იმსგავსებს წინ მდგომ თ-ს, რომელიც თვითონ ყრუ ბგერაა. მანძილის მიხედვითაც
ასიმილაცია ორგვარია: კონტაქტურიდა დისტანციური. კონტაქტურია ასმილიაცია იმ
შემთხვევში, თუ ასიმილატორი და ასიმილირებული ბგერები ერთმანეთის უშუალო
მეზობლობაშია (მაგ., კონტაქტურია როგორც „კბილი-კპილი“ ტიპის პროგრესული
ასიმილაცია, ისე „ერთგული-ერდგული“ ტიპის რეგრესული ასიმილაციაც).
დისტანციურია ასიმილაცია, თუ ასიმილატორსა და ასიმილირებულ ბგერას შორის დგას
სხვა ბგერა ან ბგერები. შედეგის მიხედვითაც ორგვარი ასიმილაცია არსებობს: სრული და
ნაწილობრივი.ასიმილაცია სრულია, თუ ასიმილირებული ბგერა მთლიანად ემსგავსება
ასიმილატორს.
დისიმილაცია. ასიმილაციის საწინააღმდეგო პროცესია დისიმილაცია (ლათ. Dissimilatio
“განსხვავება“).თუ ასიმილაციის დროს ბგერები ერთმანეთს ემსგავსებიან, დისიმილაციის
დროს, პირიქით, ორი მსგავსი ან ერთნაირი ბგერა ერთმანეთს განემსგავსება. ქართულში
სიტყვა რბილი დისიმილაციის გზით არის მიღებული ლბილი სიტყვისგან.
სინჰარმონიზმიც ასიმილაციის კერძო შემთხვევაა და იგი გულისხმობს ხმოვანთა
პროგრესულ, დისტანციურ და სრულ ასიმილაციას მთელი სიტყვის მანძილზე.
სინჰარმონიზმის დროს სუფიქსური ხმოვანი ემსგავსება ფუძისეულ ხმოვანს.
აბლაუტი არის სიტყვის ძირის სტრუქტურაში ფონემატური შედგენილობის ცვლილება
გარკვეული გრამატიკული კატეგორიის საწარმოებლად. მაგალითად გრეხს - გრიხა ,
დრეკს- დრიკა აქ ე და ი ხმოვნების მონაცვლეობაა სერიების მიხედვით. აბლაუტია იგივე
ფუძემონაცვლე ზმნები.

You might also like