You are on page 1of 29

ბილეთი N 1

1. რა ნიშნავს გენდერი? რა უნდა ვიცოდეთ გენდერის შესახებ? შესაძლებელია


თუ არა გენდერული თანასწორობა და რას უნდა ეფუძნებოდეს იგი? (15 ქულა)

დედამიწაზე ადამიანის ორი სახესხვაობა არსებობს, ქალები და მამაკაცები.


მათი რეპროდუქციის ორგანოების სხვადასხვაობა არ ხსნის დანარჩენ
ფიზიკურ განსხვავებებს. ე.ი. სქესის სხვაობა არ ხსნის თუ რატომ არის ქალი
და კაცი განსხვავებული ფიზიკურად, რატომ განსხვავდება ქალისა და
მამაკაცის ქცევა და რატომ აღიქვამს მათ საზოგადოება განსხვავებულად.
ჩვენთვის ცნობილი არც ერთი საზოგადოება არ აღიქვამს ქალსა და მამაკაცს
ერთნაირად. ქალებს, როგორც წესი, ნაკლები უპირატესობა აქვთ მამაკაცებთან
შედარებით. იმის გამო, რომ სქესობრივი განსხვავება ხშირად კულტურულ
მოლოდინსა და გამოცდილებას შეიძლება ასახავდეს, მრავალი მკვლევარი
ამჯობინებს, ილაპარაკოს გენდერულ განსხვავებებზე, ხოლო ტერმინი
სქესობრივი კი წმინდა ბიოლოგიური განსხვავებებისათვის გადადოს.
სამწუხაროდ, ბიოლოგიური და კულტურული გავლენების გამიჯვნა
ყოველთვის არ ხერხდება, ამიტომ ხშირად რთული გადასაწყვეტია, რომელი
ტერმინი გამოვიყენოთ. იმის გამო, რომ საზოგადოება ქალსა და მამაკაცს
გასნხვავებულად აღიქვამს, ხშირად, შესაძლოა, ვერც შევძლოთ ბიოლოგიური
და კულტურული ეფექტების განსხვავება. ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ
მსგავსებებსა და განსხვავებებზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგი
კულტურა გენდერულ საკითხებს მხოლოდ ორ სქესთან მიმართებაში არ
განიხილავს. არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცურობა და ქალურობა
სამყაროს ორ საწინააღმდეგო საწყისად მოიაზრება, მაგრამ არის კულტურები,
სადაც გენდერის სამი ან მეტი კატეგორია არსებობს: „ქალი“, „მამაკაცი“ და
„სხვა“.

ყველა საზოგადოებაში არსებობს შრომის დაყოფა სქესის მიხედვით. იმის


გამო, რომ როლების განაწილება წმინდა კულტურული ხასიათის მოვლენაა,
ჩვენ მათ გენდერულ როლებს ვუწოდებთ. ამჯერად ინტერესის საგანია არა
თავად განსხვავებების არსებობა, არამედ ის, თუ რატომ არის ეს განსხვავებები
მსგავსი სხვადასხვა საზოგადოებაში. ამრიგად, საკითხი არის ის, თუ რატომ
არსებობენ უნივერსალური და არაუნივერსალური შემთხვევები ამგვარ
განაწილებაში. ერთ-ერთი თეორია, რომელიც ამ დანაწილებას ხსნის,
ცნობილია ძალის თეორიის სახელით. მამაკაცებს მეტი ფიზიკური ძალა და ამ
ძალის სწრაფი კონცენტრაციის უნარი (გაზრდილი აერობიკული
შესაძლებლობების შედეგი) ხშირად მიიჩნევა შრომის დანაწილების
საფუძვლად. მართლაც, ისეთ საქმეს, რომელიც მძიმე საგნების აწევას
მოითხოვს (დიდ ცხოველებზე ნადირობა, ხორცის დანაწილება, მიწის
გაწმენდა, ქვებთან, ლითონებთან და შეშასთან მუშაობა), აგრეთვე _ იარაღების
ტყორცნასა და სწრაფ სირბილს (ნადირობა), როგორც წესი, მამაკაცები
ასრულებენ. ხოლო ქალების სამუშაოებიდან თითქმის არც ერთი არ მოითხოვს
განსაკუთრებულ ფიზიკურ ძალას. მაგრამ ეს თეორია ვერ ხსნის რიგ
მომენტებს, მაგალითად იმას, თუ რატომ აკათებენ მამაკაცები ხშირად ისეთ
საქმესაც, რომელიც არ მოითხოვს დიდ ფიზიკურ ძალასა და სისწრაფეს,
მაგალითად, იჭერენ პატარა ცხოველებს, აგროვებენ ველურ თაფლს ან
აკეთებენ მუსიკალურ საკრავებს. მეორე თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას
შრომის დანაწილება, გახლავთ ბავშვის მოვლასთან შეთავსებადობის თეორია.
მის მიხედვით, ქალები ასრულებენ უფრო იმ სამუშაოებს, რომლებიც ბავშვის
მოვლასთან ერთად შეიძლება შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა
მამაკაცებსაც შეუძლიათ, საზოგადოებების უმეტესობაში დედები ბავშვებს
ძუძთი კვებავენ. ეს კი მამაკაცებს არ შეუძლიათ (როგორც წესი, ბავშვის
ძუძუთი კვება ორი წლის ასაკამდე გრძელდება). ამ თეორიის თანახმად,
ქალების აქტივობა იმ საქმიანობით შემოიფარგლება, რომელიც სახლიდან
შორს სიარულს და ბავშვების დიდი ხნით მიტოვებას არ მოითხოვს ან
ბავშვისათვის სახიფათო არ არის. ამავე თეორიით იხსნება, თუ რატომ არის
ნადირობა, ცხოველების დაჭერა, თევზაობა, თაფლის მოგროვება, შეშის ჩეხვა
და მსგავსი სამუშაოები მამაკაცის საქმე. ეს აქტივობები ხშირად ძალიან
სახიფათოა და ბავშვის სიახლოვის შემთხვევაში მათი დაცვის საჭიროების
გამო კიდევ უფრო გართულდებოდა. და ბოლოს, თავსებადობის თეორიით
იხსნება ისიც, თუ სრულად დაკავებული სპეციალისტების უმეტესობა რატომ
არის მამაკაცი. ისეთი ხელობები, როგორიც არის კალათების კეთება,
მეთუნეობა და ჭილობების ქსოვა არაკომერციულ საზოგადოებებში, როგორც
წესი, ქალის საქმეა. მაგრამ როგორც კი საზოგადოება სრულად დაკავებული
სპეციალისტების საჭიროების წინაშე დგება, წინა პლანზე მამაკაცები
გამოდიან. მსგავსი მდგომარეობაა მზარეულობისა და მკერავობის მხრივაც.
სანამ ეს საქმიანობა კომერციული გახდება, იგი ქალების მოვალეობაა, ხოლო
როგორც კი კომერციულ ხასიათს იღებს, მამაკაცები იწყებენ მის საკუთარ
თავზე აღებას

შრომის სქესთაშორისი დაყოფის ამხსნელი მეოთხე თეორია ცნობილია


აღუდგენლობის თეორიის სახელით. მის მიხედვით, მამაკაცები იმის გამო
ასრულებენ უფრო ხშირად მძიმე და სახიფათო საქმეს, რომ ისინი უფრო
`მოხმარებად~ რესურსს წარმოადგენენ საზოგადოებისათვის. მამაკაცის
დაღუპვა პოპულაციის რეპროდუქციისათვის ნაკლები დანაკარგია, ვიდრე
ქალის დაღუპვაA. თუკი რომელიმე მამაკაცი ნადირობის, თევზაობის ან სხვა
საქმიანობის დროს დაიღუპება, საზოგადოების რეპროდუქციაზე ეს
განსაკუთრებულ გავლნას არ მოახდენს, რაგდან ქალებს შეუძლიათ სხვა
მამაკაცი იპოვნონ. საკითხავია, მოისურვებს კი ვინმე, ქალი თუ კაცი,
სახიფათო საქმის კეთებას? ალბათ, მხოლოდ მაშინ, თუ საზოგადოება ამას
პრესტიჟულად მიიჩნევს და პატივს მიაგებს მათ, ვინც ამ საქმიანობით იქნება
დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა თეორია (ცალკე ან
ერთობლივად) შრომის დანაწილების საკითხების ძირითად ნაწილზე პასუხის
გაცემას ახერხებს, არსებობს კითხვები, რემლებზეც ჯერ კიდევ არ არსებობს
პასუხები. მაგალითად, ზოგ საზოგადოებაში ქალები ძალიან მძიმე ფიზიკურ
სამუშაოს ასრულებენ. თუკი ამ საზოგადოებებში ქალებს შუეძლიათ საკმარისი
ფიზიკური ძალის განვითარება, მაშინ იქნებ ეს უკანასკნელი უფრო მეტად
არის ვარჯიშზე დამოკიდებული, ვიდრე ჩვენ გვგონია? ჩვენს საზოგადოებაში
ნელ-ნელა საფუძველი ეცლება სტერეოტიპს, რომ ოჯახის მარჩენალი მამაკაცი
უნდა იყოს, მაგრამ ეს სტერეოტიპი ჯერ კიდევ მტკიცეა მთელ რიგ
კულტურებში.

ამრიგად, ქალსა და მამაკაცს შორის არსებული განსხვავებების შესახებ


არსებული ზოგი წარმოდგენა უსაფუძვლო აღმოჩნდა. ზოგი მათგანი, კერძოდ
კი აგრესიასა და პასუხისმგებლობის გრძნობასთან დაკავშირებული
მოსაზრებები, ჯერ-ჯერობით არ დასტურდება და შემდგომ კვლევას
საჭიროებს. განსხვავებული აგრესიულობა არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცები
ზოგადად არიან ქალებზე უფრო აგრესიულები. იმის გამო, რომ მამაკაცების
აგრესიულობა უფრო შესამჩნევია, შესწავლის ობიექტი ძირითადად სწორედ
იგი იყო ხოლმე და ქალების აგრესიის შესწავლას ნაკლები ყურადღება
ეთმობოდა.

2. დაახასიათე რომელიმე კონკრეტული რელიგიური უმცირესობა. რა


სირთულეების წინაშეა კონკრეტული ჯგუფი? დაახასიათეთ ჯგუფი და
კონტექსტი (10 ქულა)

რელიგიის თავისუფლების დაცვის ხარისხი ქვეყნის დემოკრატიულობისა და

პლურალიზმის საზომია და გავლენას ახდენს სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური

და კულტურული ჯგუფების პოლიტიკურ და სოციალურ ინკლუზიაზე და

სოციალურ სტაბილურობასა და მშვიდობაზე.

საქართველოში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებულ გამოწვევებს სისტემური

ხასიათი აქვს და წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი

არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგია. რელიგიურ

ორგანიზაციებთან სახელმწიფოს პოლიტიკა არსებითად მართლმადიდებელი

ეკლესიის ექსკლუზიური პრეფერენცირების მიდგომას ეფუძნება, რომელიც


აღიარებულია საკანონმდებლო დონეზე და ინსტიტუციონალიზებულია

ყოველდღიურ პოლიტიკაში.

2012 წლიდან რელიგიის თავისუფლების საკითხები მწვავედ დადგა პოლიტიკურ

დღის წესრიგში და მან ახალი შინაარსი შეიძინა. ქართველი მუსლიმი თემის მიმართ

გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების ჯაჭვი, იეჰოვას მოწმეთა მიმართ

რელიგიური დევნის მზარდი ტენდენცია (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ამ

კუთხით მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია), რელიგიური

ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზებისა და მათ შიდა საქმეებში

ჩარევის ნიშნები, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს

საქმიანობას უკავშირდება, პოლიტიკური ხელისუფლების არასეკულარული საჯარო

რიტორიკა და მიდგომები, ამ შეფასების ყველაზე აშკარა მაგალითებია. აღსანიშნავია,

რომ ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის გამოვლენილ

შემთხვევებს მხოლოდ იზოლირებული ხასიათი არ ჰქონია და მეტწილად სხვადასხვა

რელიგიურ და სოციალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის ფორმით იყო

წარმოჩენილი, რაც პრობლემის კომპლექსურობაზე მიუთითებს და სახელმწიფოს

მხრიდან სისტემური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. სამწუხაროდ, აღნიშნულ

გამოწვევებს სახელმწიფომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკით არ

უპასუხა, რის გამოც რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემების

მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დროისთვის კონსერვირებულია. სახელმწიფოს მხრიდან

დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიერ უფლების დარღვევის

ფაქტებზეგამოვლენილმა ლოიალობამ დაუსჯელობის


ბილეთი N 2

1. რა ნიშნავს ეიჯიზმის? რა უნდა ვიცოდეთ ეიჯიზმის შესახებ? როგორ


შეიძლება დავძლიოთ ეჯიზმთან დაკავშირებული უთანასწორობა? (15 ქულა)

ნებისმიერ კულტურაში ადამიანები ყველაზე ხშირად ერთმანეთს


დღეგრძელობას უსურვებენ ხოლმე. სადღეგრძელოების, მილოცვებისა თუ
დალოცვების ძირითადი ნაწილი სწორედ დიდხანს სიცოცხლის სურვილს
გამოხატავს. თუმცა ასეთ განსაკუთრებულდასაზეიმო შემთხვევებში არავინ
საუბრობს, დიდხანს სიცოცხლის შემთხვევაში რა ემართებათ ადამიანებს, თავს
როგორ გრძნობენ ან როგორია მათდამი საზოგადოების დამოკიდებულება.
შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულად დღეგრძელობა, ადამიანთა
საზოგადოებაში ერთ-ერთ ძირეულ მისწრაფებასა თუ ღირებულებას
წარმოადგენს. ამავდროულად, დავიწყება, უძლურება, მობეზრება, სისუსტე,
დაქვეითება, მარტოობა, ბუნდოვანება, მოწყენილობა, სხვაზე
დამოკიდებულება ის სიტყვებია, რომლებიც ყველაზე ხშირად
სტერეოტიპულად ასოცირდება ხანდაზმულ ადამიანებთან.

მე-20 საუკუნეში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, წინა საუკუნესთან


შედარებით, 30 წლით გაიზარდა და 2000 წლისთვის საშუალო ასაკი 77 წელს
შეადგენს. თუმცა, ამის პარალელურად იზრდება ადამიანების ასაკობრივი
ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები. ასაკის გამო სხვა ადამიანების მიმართ
დამამცირებელ დამოკიდებულებას რობერტ ბატლერმა ეიჯიზმი უწოდა.

მან ეიჯიზმი განსაზღვრა, როგორც სამი ურთიერთდაკავირებული ელემენტის


კობინაცია, ესაა, წინასწარი განწყობა ასაკოვანი ადამიანების მიმართ (უფროსი
ასაკი და დაბერების პროცესი); დისკრიმინაციული პრაქტიკა ხადაზმულთა
მიმართ და ინსტიტუციური პოლიტიკა და პრაქტიკა მოხუცებისადმი
არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულების უზრუნველსაყოფად.
ეიჯიზმი ფართო გაგებით გულისხმობს უარყოფით სტერეოტიპებსა და
საზოგადოების არაჯანსაღ განწყობებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების
მიმართ. ეიჯიზმის სხვადსხვა ფომრებს გამოყოფენ, მაგალითად დიგიტალური
ეიჯიზმი, რაც გულისხმობს, ასაკობრივ სეგრეგაციას ტექნიკის გამოყენების
ნიშნით. ეიჯიზმის ეს ფორმა ეყდნობა მითს, თითქოსდა ახალგაზრდებს
შესწავთ უნარი ტექნიკის სწრაფად ათისებისა და გამოყენების, მაშინ როცა
ასაკოვნებისათვის ნაკლებად ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი ეს
საქმიანობა. 2018 წლიდან გამოიყენება კიდევ ერთი ტერმინი, როგორიცა
ვიზუალური ეიჯიზმი, რაც საზოგადოებაში სოციალური რეპრეზენტაციის
ფომრებს უკავშირდება, ესაა პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ასაკოვანი
ადამიანების ინგორორებას (არ წარმოდგენას) ან არასწორ წარდგენას მედია
საშუალებებში. ერთ-ერთი გამორჩეული თემაა ეიჯიზმი ჰოლივუდში, სადაც
ესთეტიკური მოსასზრებებით ასაკში შესული მსახიობები ვერ პოულობენ
როლებს.

ბავშვთა და ხადაზმულთა ადამიანების უფლებების დაცვას ემსახურება


გაეროს არაერთი რეზოლუცია და აქტი. ასვეე საერთაშორისო ორგანიზაციების
პროექტები, საკანონდებლო ინიციტივები, მათ შორის სპეციალური დღეების
გამოყოფა: ეიჯიზმთან ბრძოლას ემსახურება 1990 წელს გაეროს მიერ 1
ოქტომბრის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოცხადება.
ხოლობავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო 20 ნომებრსაღინიშნება.

ეიჯიზმი რამდენადმე ახალი ტერმიანია, რომელიც კარგად ასახავს არსებულ


რეალობას, თუმცა განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებს შორის რთული და
წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება შეიძლება წავიკითხოთ ისტორიულ
ეპოქებშიც, როგორიცაა მაგალითად მამათა და შვილთა ბრძოლა. დროის
ცვალებადობა, მოძველებული დროსთან ასოცირდება კონკრეტული თაობა
კრიტიკის ობიექტი ხდება, შესაძლოა პირიქითაც მოხდეს, ახალ თაობას არ
მიეცეს შესაძლობლობა პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, იმავე
ასაკობრივი ნიშნების გათვალისწინებით, რაც გამოუცდელობაში გამოიხატება.
აღნიშნული საკითხი თავისებურად ეხმიანება დღევანდელობასაც, სადაც
გაჩნდა ტერმინები: „წითელი ინტელიგენცია“, „ნომენკლატურა“, „საბჭოთა
ადამინი“, რომელიც შესაბამისი ასაკისა და საკუთარი მოღვაწეობით
კონკრეტულ წყობასა და მის იდეოლოგიასთან ასოცირდება.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენს საზოგადოებაში ასაკოვანი ადამიანის მიმართ


განსაკუთრებული პატივისცემა და მოწიწება გამოიხატებოდა, ეიჯიზმის
პრობლემები თანამედროვე საქართველოში მაინც აქტუალურია.

2. დაახასიათე რომელიმე კონკრეტული ეთნიკური უმცირესობა. რა


სირთულეების წინაშეა კონკრეტული ჯგუფი? დაახასიათეთ ჯგუფი და
კონტექსტი (10 ქულა)

თანამედროვე საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა ძალზე


მრავალფეროვანია. ქვეყნის უმცირესობებში შედიან: ზემოხსენებული
აზერბაიჯანელები, სომხები, აგრეთვე, ბერძნები, ქურთები, იეზიდები,
ასირიელები, ებრაელები, რუსები და უკრაინელები. ქისტები,
ჩრდილოკავკასიის ჩეჩნების მონათესავე ხალხი, რომლებიც აღმოსავლეთ
საქართველოში, კახეთში სახლობენ, ამ რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7
პროცენტს შეადგენენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს
საქართველოს ოთხი რეგიონი, სადაც ეროვნული უმცირესობები
კომპაქტურად სახლობენ. ესენია: აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი, ქვემო ქართლი
- დიდი აზერბაიჯანული თემითა და სამცხე-ჯავახეთი - მრავალრიცხოვანი
სომხური თემით. ქვემო ქართლი აზერბაიჯანს ესაზღვრება, ხოლო სამცხე-
ჯავახეთი - სომხეთს. ეს მდებარეობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ
რეგიონებში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და სომხების სტატუსის
პოლიტიზებას. ქართველების ნაწილი შეშფოთებულია სეპარატიზმის
მოსალოდნელი საფრთხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ
არალოიალობის გამო, ხოლო უმცირესობები ქართულ მოსახლეობასთან
ასიმილაციას საკუთარი ეთნიკური იდენტობის საფრთხედ აღიქვამენ.
ასიმილაციის შიში, განსაკუთრებით, სომხურ თემებში, და ეთნიკური
ქართველების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა აიძულებს ამ ეთნიკური
ჯგუფების წარმომადგენლებს, დასაყრდენი თავიანთ ისტორიულ
სამშობლოში, ეთნიკურად მონათესავე ხალხებს შორის ეძებონ. ქართული
პასპორტების ფლობის მიუხედავად, ამ ორ რეგიონში მცხოვრები ბევრი
აზერბაიჯანელი და სომეხი თავს აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქედ
მიიჩნევს. სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები, განსაკუთრებით მამაკაცები,
ხშირად, ზაფხულობით, რუსეთში მიემგზავრებიან სეზონური სამუშაოსთვის.
შედეგად, რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს როგორც ქართული, ისე
რუსული პასპორტი აქვს. ასევე დიდია მათი რიცხვი, ვისაც სომხური
პასპორტიც აქვს. მიუხედავად ამისა, მრავალი კვლევისა და გამოკითხვის
შედეგებით დასტურდება, რომ უმცირესობების წარმომადგენლები მაშინაც კი,
როდესაც თავს თბილისისგან გაუცხოებულად გრძნობენ, საქართველოს
მიმართ ერთგულებას იჩენენ და მას საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ. 2009
წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში რესპონდენტებისთვის დასმული
შეკითხვის - „რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე“ - პასუხად
გამოკითხული აზერბაიჯანელებისა (84 %) და სომხების (87%) უდიდესმა
ნაწილმა აღნიშნა: „ცხოვრობდე სამშობლოში“. თუმცა პასუხად კითხვაზე,
აქტიურად იყვნენ თუ არა ისინი ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ და
პოლიტიკურ ცხოვრებაში, არც ერთ აზერბაიჯანელს არ გაუცია დადებითი
პასუხი, განსხვავებით გამოკითხული ეთნიკური სომხებისგან, რომელთა
პოლიტიკური ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო.

ბილეთი N 3

1. რა ნიშნავს გლოკალიზაცია? რა უნდა გლობალიზაციის პროცესის


შეფასებისას? ისაუბრე მის დადებით და უარყოფით მხარეებზე (15 ქულა)

გლოკალიზაცია ახალი ტერმინია, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო


ათწლელულის განმავლობაში შეიძინა. მისი გაგება მჭიდროდ უკავშირდება
გლობალიზაციის მოვლენას, იმისათვის რომ გავიგოთ თუ რას წარმოადგენს
გლოკალიზაცია, ჩავწვდეთ მის მახასიათებლებს და ამ ფენომენის გამომწვევ
მიზეზებს, აუცილებელია გლობალიზაციის ცნების მიმოხილვაც.

ტერმინი გლობალიზაცია(მას სხვაგვარად მონდიალიზაციასაც უწოდებენ) 1990-


იანი წლების დასაწყისიდან აღნიშნავს სრულიად ახალ ფაზას პლანეტის
სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და კულტურული განვითრების
თვალსაზრისით. აღნიშნული ფენომენი არ არის სწორხაზოვანი და შეუქცევადი, რაც
იმას გულისხმობს, რომ არ არსებობს გლობალიზაციისთვის დამახასიათებელი
კონკრეტული პირობები, რომლებიც ყველა შემთხვევაში უნივერსალური იქნებოდა,
მეტიც, გლობალიზაცია ფართო გაგებით უნივერსალრი მოდელია, რომლის
განხორციელებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ის არის სოციალური კონსტრუქტი,
ე.წ მოდელი იმისა თუ რა შეიძლება არსებობდეს იდეალური პირობების
შემთხვევაში.

გლობალიზაცია, მსოფლიოს ქვეყნებს შორის რეალური საზღვრების გაქრობით,


საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის არანორმალური ტემპის
წყალობით, მსოფლიოს ერთ დიდ გლობალურ სოფლად აქცევს, სადაც არ არსებობს
მყარი საზღვრები. გლობალიზაცია თავის სტანდარტებს ამკვიდრებს ყველგან,
მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია საერთო ბაზარი, სადაც მიმდინარეობს
პროდუქციის თავისუფალი შეუზღუდავი გაცვლა. ის უკიდურესი ლიბერალიზმის
მომხრეა. თანამედროვე გლობალიზაცია იდეოლოგიაა: ლიბერალიზმი, მონეტრაული
პოლიტიკა-დოლარი, გამოყენება-კაპიტალი, პოლიტიკური სისტემა-დემოკრატია და
ენა-ინგლისური. გლობალიზაცია, სამყაროს ერთიან წესებს, მოთხოვნებს უყენებს. მას
სხვაგვარად მაკდონალდიზაციის პრინციპსაც ადარებენ, ეს უკანასკნელი კი
გულისხმობს შემდეგს: მაკდონალდსის რესტორნების ქსელი მოდებულია მთელს
მსოფლიოში, მას თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს თავისი წარმომადგენლობა, სადაც
მომხმარებელს სთავაზობენ ზუსტად იმას რასც მიაწვდიდნენ ნებისმიერ სხვა
ფილიალში. საქმე გვაქვს საერთო ნორმებთან, წესებთან, ღირებულებებთან, ფასებისა
და მოსახურე პერსონალის ერთიანი სიტემით მართვასთანაც კი. სწორედ ამის
მსგავსია გლობალიზაციაც, რომელიც ასევე ავრცელებს თავის მოთხოვნებს, მაგრამ
როგორც აღნიშნავენ გლობალიზაცია ეს არის იდეალური ვარიანტი, რომელიც
ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ განხორციელებული ვერ იქნება, სწორედ აქ
ჩნდება გლოკალიზაციის ცნება, რომელიც სწორედ აღნიშნულ პროცესს ეხმიანება და
კარგად ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ არის გლობალიზაციის პრინციპების
საყოველთაო, ეფექტური გავრცელება შეუძლებელი.

განვიხილოთ გლოკალიზაციის არსი-ეს არის გლობალურისა და


ლოკალურის(ადგილობრი) კომბინაცია, რომელსაც აქვს გლობალური ტენდენციები
ლოკალური პირობების გათვალისწინებით. შოტლანდიელი მკვლევრის რონალდ
რობერტსონის მიხედვით, გლოკალიზაცია არის გლობალიზაცია, რომელსაც გააჩნია
საზღვრები, რომელიც აუცილებლად უნდა ადაპტირდეს ლოკალურ რეალობასთან,
არავითარ შემთხვევეაში არ უნდა დაუშვას მისი იგნორირება, მით უმეტეს არ უნდა
გაანადგუროს ლოკალური რეალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაუპირისპირდება
საკუთარ თავს, გამოიწვევს გლობალურ საპროტესტო მოძრაობას.

რამდენად ირონიულად ან პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, გლობალიზაცია


ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას ლოკალურ რეალობებზე. მეორეს მხრივ
კი იმისათვის, რომ განიხილონ ლოკალური საკითხები, ძალიან მნიშვნელოვანია
ყურადღება გამახვილდეს გლობალურზე.
გლობალიზაციაზე საუბრისას ამბობენ იმას, რომ ის ფაქტობრივად განსხვავებული
სივრცეების გაქრობას იწვევს, აქცევს რა მსოფლიოს ერთ მთლიან სივრცედ, თუმცა ეს
არ არის აბსოლუტურად ზუსტი მიდგომა, გლობალიზაციის წყალობით უფრო მეტი
აქცენტი კეთდება ლოკალურ საკითხებზე და ლოკალური პრობლემებიც უფრო
აქტუალურია.

ნებისმიერი ფენომენი რომელიც აღწევს ამათუ იმ ნიადაგში (ამ შემთხვევაში


ნაციონალური სახელმწიფო, თავისი ლოკალური მახასიათებლებით) განიცდის
დამხვედრი გარემოს ძლეირ გავლენას. შეუძლებელია ის მიღებულ იქნეს
ყოველგავრი წინააღმდეგობის გარეშე, მეტიც ეს წარმოუდგენელია. ის განიცდის
ტრანსფორმაციას და ადაპტირდება დამხვედრ მოთხოვნებთან და ნორმებთან,
ამიტომაც ნებისმიერი ფენომენი სხვადასხვა გარემოში მოხვედრის შემდეგ აღარ არის
ის რაც რეალურად იყო. ამ აზრით ის არც არსებულა და თეორიული სახის
მოცემულობაა, რადგან ნიადაგის გარეშე, შემდგომი განვითარების გარეშე, ის
მართლაც რჩება წმინდა სახის მოცემულობად.

სწორედ აღნიშნული სიტუაცია გვაქვს გლობალზაციის პირობებში, რადგან


ნებისმიერი ქვეყანა, როგორც არ უნდა იყოს ის ჩართული მსოფლიო აღლუმში და
როგორც არ უნდა იყოს დაკავშირებული სხვა სახლემწიფოებთან, მისი იდენტურობა
არ ქრება, მას მაინც გააჩნია ისეთი უნიკალური მახასიათებლები რომელიც მხოლოდ
ამ უკანასკნელისთვის არის მნიშვნელობს, იქნება ეს კულტურული თუ სოციალრი
თავისებურებები, ადათები წესები, საზოგადოებრივი ნორმები და ა.შ.

იფიქრე ლოკალურად-იმოქმედე გლობალურად-ეს არის თანამედროვეობის


აქტუალური ფრაზა, რადგან ლოკალური გარემოს გაუთვალისწინებლად გლობალურ
ტენდენციეზე გასვლა წარმოუდგენელია. ეს სიტუაცია ყველაზე უკეთ
სამომხმარებლო ჩვევებზე, ეკონომიკურ და კულტურულ მოთხოვნილებებზე
დაკვირვებით ჩანს.

ორი ყველაზე გლობალური პროდუქტის განხილვით, რომლებიც ამავდროულად


გლობალიზაციის ერთგვარ ხატს წარმოადგენენ კიდევ უფრო უკეთ გავიგებთ
გლოკალიზაციის არსს და საჭიროებას, ეს პროდუქტებია მაკდონალდსი და კოკა-
კოლა, აღნიშნული ორი ბრენდი მთელ მსოფლიოში უაღრესად ცნობილი და
პოპულარულია, განსაკუთრებით იმის ხარჯზე, როგორ ეფექტურ პოლიტიკასაც
გეგმავენ და ატარებენ თითოეული ქვეყნის ბაზარზე.

დავიწყოთ მაკდონალდსის განხილვით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ,


საქართველოში ან იაპონიაში დამზადებული მაკდონალდსის პროდუქცია
აბსოლუტურად იდენტური გემოვნური თვისებების მატარებელია, მან მაინც
განახორციელა მარკეტინგულად მომგებიანი სვლა, როდესაც ქართულ ბაზარზე
შემოიტანა ვეჯიბურგერი(სამარხვო მენიუ), იაპონურ ბაზარზე სუშის მსგავსი
პროდუქტი, არაბულ ქვეყნებში, რამადანის პერიოდში, სპეციალური პროდუქცია,
რამაც ერთის მხრივ ადგილობრივი მომხმარებლის კმაყოფილება და ამის
კვალდაკვალ შემოსავლების ზრდა გამოიწვია და მეორეს მხრივ ამ გლობალური
პროდუქტის კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყო ხელი.
კოკა-კოლამ კი ძალიან სწორად დაგეგმა თავისი სარეკლამო კამპანია. ის მსოფლიოს
რამდენიმე სამიზნე ერთეულად ჰყოფს და ყველა მათგანისთვის სპეციფიკურ და
სპეციალურად მისთვის ადაპტირებულ სარეკლამო რგოლებს ამზადებს, ამ გზით
პროდუქტის პოპულარობა იზრდება და იზრდება რეკლამის მაყურებელი
მოსახლეობის ცნობადობა და ლოიალობა პრდუქტის მიმართ.

ყველაფერ ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ


გლობალიზაცია ლოკალური სივრცის დახმარებით რეალიზდება, ადაპტირდება რა
ლოკალურ რელობასთან, ლოკალურ კულტურასთან და ლოკალურ სოციო-
პოლიტიკურ პრინციპებთან ის აღარ არის აგრესიუილობის ნიშანი
საზოგადოებისთვის, არ ახდენს თავისი პრინციპების ძალდატანებით თავსმოხვევას.
წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ განხორციელდებოდა, ერთადერთი გზა მისი
რეალური რსებობისა არის ლოკალურ პროცესებზე აქცენტირება უფრო ზუსტად კი
გლოკალიზაცია-როგორც გლობალურისა და ლოკალურის მჭიდრო კავშირი.

2. დაახასიათე რომელიმე კონკრეტული ენობრივი ჯგუფი. რა სირთულეების


წინაშეა კონკრეტული ჯგუფი? დაახასიათეთ ჯგუფი და კონტექსტი (10 ქულა)

ენათა ოჯახები — დედამიწაზე გავრცელებული ენების დაჯგუფება მათი


ისტორიული ნათესაობის მიხედვით. ენები, რომლებიც ერთი საერთო წინარე ენიდან
არიან წარმოქმნილნი, ერთ ოჯახში არიან გაერთიანებულნი. ენათა ოჯახები თავის
მხრივ იყოფიან ჯგუფებად და ქვეჯგუფებად და ამგვარად იქმნება ენათა ხისებრი
სტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ ენათა კლასიფიკაციის შესახებ ერთი აზრი არ
არსებობს, ამიტომ ნებისმიერი სტრუქტურა გარკვეულ პირობითობას გულისხმობს.

ენათა ოჯახი წარმოადგენს მონათესავე ენათა ყველაზე მსხვილ დაჯგუფებას. მაგრამ


ერთი ოჯახის ფარგლებში, თუ იგი მრავალრიცხოვანია, შესაძლებელია გამოიყოს
შედარებით მცირე ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს უფრო მჭიდროდ
უკავშირდებიან, ვიდრე იმავე ოჯახის სხვა ენებს. ერთმანეთთან უფრო ახლოს მყოფი
ენების ასეთ ჯგუფებს — ერთი და იმავე ოჯახის შიგნით — ჩვეულებრივ აღნიშნავენ
ტერმინით: „ენათა შტო“ (ამა თუ იმ ოჯახისა). ასე, მაგალითად: ინდოევროპული
ენების შიგნით გამოიყოფა შტოები: ინდური, ირანული, სლავური, გერმანული,
რომანული, კელტური ენებისა... თავის მხრივ შტოც შეიძლება იყოფოდეს უფრო
მცირე ჯგუფებად; მაგალითად, ინდოევროპული ენების სლავურ შტოში გამოიყოფა:
აღმოსავლურ სლავური, დასავლურ სლავური, სამხრულ სლავური ენები.

კავკასიური ენები, იაფეტური ენები, პალეო-კავკასიური ენები, ქართულ-


შარომატული ენები, ალაროდიული ენები — კავკასიის რეგიონში მცხოვრები
აბორიგენული მოსახლეობის (დაახლ. 7 000 000 ადამიანი) მონათესავე ენათა ოჯახი.
ჯგუფში 32 (უბიხურით 33) ენობრივი ერთეულია. ლინგვისტური კვლევების
კლასიფიკაციით ეს ენები ერთიანდებიან რამდენიმე ენათა ჯგუფში, რომელთაც
გააჩნიათ გარკვეული ლინგვისტური მსგავსებები. ქართველი ლინგვისტი არნოლდ
ჩიქობავა ამ ენებს იბერიულ-კავკასიურ ენებში აერთიანებს, შედეგად ქართული
კავკასიოლოგიური სკოლა, კავკასიური ენების აღსანიშნავად იყენებს ტერმინს:
იბერიულ-კავკასიური ენები.

დიდი სხვაობა დასტურდება იბერიულ-კავკასიურ ენათა სხვადასხვა ჯგუფებს


შორის და არაიშვიათად ერთი ჯგუფის ენებს შორის შორისაც. აფხაზურში სახელის
ბრუნება არ აქვს, ზმნის მორფოლოგია კი ძალზე მდიდარია (კერძოდ, გამოხატავს
პირს, კლასს, რიცხვს სუბიექტისას და ობიექტისას). ლეზგიურში ბრუნება მდიდარია
(სახელს ოთხი ძირითადი ბრუნვის გარდა ლოკატიურ ბრუნვათა წყება მოეპოვება),
ზმნა კი არც პირებს განარჩევს, არც გრამატიკულ კლასებს, არც რიცხვში იცვლება...
აფხაზურისა და ლეზგიურის მორფოლოგია ორ პოლუსს ქმნის. სტრუქტურის
მიხედვით, მათ შორის თავსდება ყველა სხვა იბერიულ-კავკასიური ენები —
ადიღეური ენები, ქართველური, ნახური თუ დაღესტნური. ქართული, მაგალითად
თავისი მორფოლოგიით აფხაზურთანაც უფრო ახლოს არის და ლეზგიურთანაც,
ვიდრე ეს ორი კავკასიური ენა — აფხაზური და ლეზგიური ერთმანეთთან.

სხვაობას იბერიულ-კავკასიური ენათა სხვადასხვა ჯგუფებს შორის ხშირად


მიაწერენ ამ ენათა წარმოშობითს სხვადასხვაობას: განსაკუთრებიბთ ხაზგასმით
აღნიშნავენ, რომ ქართველურ ენებს გრამატიკული კლას-კატეგორია არ აქვს, მთის
კავკასიური ენებისათვის კი ეს კატეგორია ნიშანდობლივია... სხვაობა იბერიულ-
კავკასიური ენებში პირველადია, საერთო მოვლენები დაახლოების შედეგია,
კავკასიური ენები „ენათა კავშირს“ წარმოადგენს. ენათა კონტაქტის შედეგად საერთო
მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩნდება (როგორც სხვადასხვა წარმოშობის, ისე
მონათესავე ენებში), მაგრამ „ენათა კავშრად“ არავის მიუჩნევია დაღესტნური ენები
(მით უფრო — დაღესტნური ენების ლეზგიური ქვეჯგუფის ენები), რომელთა შორის
ისეთივე არსებითი სტრუქტურული სხვაობა შეიმჩნევა, როგორიც, ვთქვათ,
დაღესტნურ და ქართვეურ ენებს შორის დასტურდება.

ზოგიერთი ლეზგიური ენა (წახური, რუთულური, არჩიბული, ბუდუხური,


კრიწული) განასხვავებს გრამატიკულ კლასებს, ზოგი (ლეზგიური, ალუღური,
უდიური) — არა. თაბასარანულ ენაში ერთ კილოში ეს კატეგორია დაუცავს, მეორეში
იგი მოშლილია. ლეზგიურის, აღულურისა და უდიურის მკვლევარებმა (მ. ჰაჯიევმა,
უ. მეილანოვამ, რ. შაუმიანმა, ა. მაჰომეტოვმა, ე. ჯეირანაშვილმა, გ. თოფურიამ)
დაადასტურეს ამ ენებში გრამატიკული კლას-კატეგორიის კვალი: ეს კატეგორია
ყველა ლეზგიურ ენაში ყოფილა გარჩეული, სადაც არა გვაქვს, დაკარგულია. სხვაობა
მეორეულია.

ზმნის უღლება გრამატიკულ კლასებში განასხვავებს წახურულში, რუთულურში,


არჩიბულში, ბუდუხურში, კრიწულში. პირებს განასხვავებს უდიურში, კლასებსა და
პირებს — თაბასარანულში. არც პირებსა და არც გრამატიკულ კლასებს ზმნა არ
განასხვავებს ლეზგიურსა და აღულურში. ჯერ გრამატიკული კლასი, მერე — კლასი
და პირი, შემდეგ — მხოლოდ ანდა უკლასო და უპირო ზმნა. ამგვარად, თანამედროვე
ვითარება საშუალებას იძლევა აღვადგინოთ ისტორიული პროცესი, რომლის
სხვადასხვა საფეხურიც წარმოდგენილია ამ ნაირსახეობებში.

მოვლენის ისტორიული გათვალისწინება ლეზგიური ქვეჯგუფის ენებში ცხადყოფს,


რომ ამოსავალში ერთგვარობა გვქონდა იქ, სადაც ამჟამად ნაირგვარობა
დასტურდება. ის, რაც ლეზგიური ქვეჯგუფის ენებში გვაქვს, მიკროისტორიას
წარმოადგენს. იბერიულ-კავკასიური ენათა ისტორიას იმავე დასკვნამდე მივყავართ:
წარსულში გვქონდა იქ, სადაც ახლა სხვაობა გვაქვს. სტრუქტურული მსგავსება
ნათესაობას ვერ ცხადყოფს, და პირიქით — სტრუქტურული სხვაობაც ნათესაობას არ
გამორიცხავს. სტრუქტურულ მსგავსებას, თუ ის არსებითს მომენტს ეხება, შეუძლია
ნათესაობის საკითხი დაგვასმევინოს.

იბერიულ-კავკასიური ენებისათვის დამახასიათებელი ჩანს ისტორიულად:

ხმოვანთა მარტივი სისტემა და თანხმოვანთა რთული შემადგენლობა;

თანხმოვნებში: ფარინგალური და ლარინგალური სერია, ხშულთა სამეულებრივი


სისტემა;

ფარინგალური და ლარინგალური სერია გამარტივების ტენდენციას იჩენს, წინა


წარმოების ხშულების შედგენილობა რთულდება. ზოგ ენაში (უდიურში) სამეულის
წევრი მკვეთრები სპეციფიკურობას კარგავენ (სხვა ენათა გავლენით);

მარტივი ფუძე (ძირეული მორფემა) ერთმარცვლიანია (დახურული);

სრულხმოვნობა ძველია, თანხმოვანთა თავყრა მეორეულია. მიზეზი: ინტენსიური


დინამიკური მახვილის მოქმედება, ჰარმონიული კომპლექსები;

სიტყვის აგებულების პრინციპი აგლუტინაციურია;

ზმნა და სახელი გარჩეულია, მაგრამ საერთო ფორმანტებიც შეიმჩნევა (ქართული);

ზმნა სახელისაგან მომდინარეობს (ნასახელარ ზმნათა სიჭარბე);

ზმნის მორფოლოგია სახელისაზე უფრო ძველია. უღლების ჩამოყალიბება უსწრებს


ბრუნების ჩამოყალიბებას;

ძირითადი მორფოლოგიური კატეგორია — გრამატიკული კლასები (პიროვნებისა:


ვინ-კატეგორია და ნივთისა: რა-კატეგორია) — გაირჩეოდა სახელებში (არსებითი,
ზედსართავი, რიცხვითი, ნაცვალსახელი), ზმნაში, ნაზმნარ არსებით სახელებში
(მასდარში), ნაზმნარ ზედსართავ სახელებში (მიმღეობებში), ზოგ ზმნისართში. ეს
გრამატიკული კატეგორია ზოგ ენას დაეკარგა სხვა ენების გავლენით (პერიფერიაზე);

კლასოვანი უღლება ყველაზე ძველია, კლასოვან-პიროვანი მისგან მოდის, პიროვანი


უღლება მივიღეთ კლასოვან-პიროვანისაგან (სათანადო ენაში გრამატიკული
კატეგორიის დაკარგვის შემდეგ);

ბრუნვათა სისტემაში სპეციფიკურია ერგატივი (მოთხრობითი) და


დამახასიათებელია აკუზატივის უქონლობა;
ატრიბუტულ სინტაგმას ისტორიულად პოსტპოზიციური წყობა ახასიათებდა;

პრედიკატულ სინტაგმათაგან სპეციფიკურია გარდამავალი ზმნის ერგატიული


კონსტრუქცია.

იბერიულ-კავკასიური ენათა ძირითად ლექსიკაში საერთო კუთვნილებას


წარმოადგენს სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ: „გულს“, „მზეს“, „ენას“, ზოგ
რიცხვით სახელს („ცალი“, „ტყუპი“), სათანადო ძირები საკუთრივ იბერიულ-
კავკასიური ჩანს. კავკასიის მცოდნეთა უმრავლესობა ვარაუდობს იბერიულ-
კავკასიური ენათა ყველა ჯგუფის თავდაპირველ წარმოშობით ნათესაობას.

ბილეთი N 4

1. რა ნიშნავს მრავალფეროვნება? რა კონტექსტებში შეიძლება მათი გამოყენება?


როდის იქცევა მრავალფეროვნება საფრთხედ (15 ქულა)

მრავალფეროვნება არსებობს მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება და თემი, ყველა


უმცირესობათა ჯგუფი სამართლიანად მონაწილეობს ყველა იმ გადაწყვეტილების
მიღებაში, რომელიც ეხება ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

მრავალფეროვნების ცნება შეიძლება ლინგვისტურ კონტექსტში გამოვიყენოთ.


ენისუმნიშვნელოვანესი ფუნქცია _ კომუნიკაციის, ურთიერთობის დამყარების
_ფუნქციაა. სიტყვა `კომუნიკაცია~მოდის ლათინური სიტყვიდან ცომმუნიცარე, რაც
ნიშნავს`გადაცემას~, `განაწილებას~, `საერთოს~. ჩვენ ვურთიერთობთ ცნობიერი
თუU ქვეცნობიერი შეთანხმებით იმაზე,რომსაგანს, მოძრაობას ან განყენებულ
კონცეფციასსაერთო სახელს ვუწოდებთ. მაგალითად,შეთანხმდნენ, რომ ბალახის
ფერს ~მწვანე~უწოდონ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს საშუალება,ერთმანეთს
შევადაროთ ორი ადამიანის მიერ ამ ფერისაღქმით გამოწვეული ზუსტი განცდა.
სამაგიეროდ, ვიზიარებთ,რომ ანალოგიური შეგრძნებები მოვიხსენიოთმწვანე
ფერით. ნებისმიერი ენობრივი სისტემა შედგებასაჯაროდ მიღებული
სიმბოლოებისგან, რომლებითაც ინდივიდებიცდილობენ საკუთარი პირადი
განცდების გაზიარებას. ტანის მიხვრა-მოხვრით, მიმიკებით, ხმისტონითა და
არაპირდაპირი ნიშნებისა და სიმბოლოებისსისტემებით, როგორიცაა წერა,
ალგებრული განტოლებები,მუსიკალური ნოტები, ცეკვა, ხატვა, კოდური ალმებიდა
საგზაო ნიშნები.თითოეული ქმედება, თითოეული პაუზა, თითოეულიმოძრაობა
ცოცხალ და სოციალურ სისტემებში გზავნილსწარმოადგენს; დუმილიც კი
ურთიერთობის ფორმაა; წარმოუდგენელიაცოცხალი არსება ურთიერთობის გარეშე.
როგორ შეიძლება დუმილი ურთიერთობის ფორმა იყოს?დუმილი შეიძლება
გამოხატავდეს მეგობრულ ურთიერთობას, როდესაც ორი ადამიანი მხარდამხარ
მუშაობსერთ პროექტზე, მაგრამ შესაძლოა, ასევე, გამოხატავდესმტრულ
დამოკიდებულებასაც. ეთნოლოგს/ანთროპოლოგს შეუძლიაბევრი რამის გაგება
იქიდან, თუ რაზე არ საუბრობენადამიანები (კონკრეტულ) საზოგადოებაში.
მაგალითად,ინდოეთში არაა მიღებული სექსზე საუბარი. შიდსის ინფექციაძალიან
სწრაფად ვრცელდება ინდოეთში, ამიტომადამიანთა მიერ ამ თემის (სექსის)
უგულებელყოფა ჯანდაცვის სპეციალისტებისთვისდაავადების გავრცელების
ტემპებთან ბრძოლას საოცრად ართულებს. ზოგიერთი მცდელობა ენების
მრავალფეროვნებისახსნისა, ფოკუსირებულია ენების შესაძლებელინტერაქციაზე და
კულტურების ასპექტებზე. Mეორემხრივ, შესაძლებელი რომ იყოს კულტურის
გავლენის ჩვენება ენის სტრუქტურაზე და შინაარსზე, აღმოჩნდება,რომ
ლინგვისტური მრავალფეროვნება წარმოიშვებაკულტურული
მრავალფეროვნებისგან. მეორე მხრივ,კულტურასა და ენას შორის არსებული
გავლენის მიმარ-თულებამ შეიძლება საპირისპირო შედეგი
გამოიღოს:ლინგვისტურმა სტრუქტურამ შეიძლება კულტურის სხვა ასპექტებზე
მოახდინოს გავლენა.

დედამიწაზე სივრცობრიობა რეალიზდება როგორც გეოკოსმიური და


ლანდშაფტური, გეოგრაფიული რეალობა, რომელსაც განსაკუთრებული მოცულობა,
მოედანი და მრავალფეროვნება ახასიათებს. .კულტურული მრავალფეროვნება
ხშირად გეოგრაფიული გარემოთიც არის განპირობებული. ისტორიულად ცნობილია
სხვადასვა ტიპის კულტურები: საზღვაო, სამდინარო, მთური, სტეპების, და ა.შ.
კულტურული სივრცე ითავსებს ისტორიულ მემკვიდრეობითობას, უწყვეტობასა და
დისკრეტულობას. მრავალფეროვნების მიუხედავად იგი ინარჩუნებს საერთო
კონფიგურაციას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ რადიკალური მიდგომები, იქნება
ეს უნიფიკაციის მცდელობა, თუ იზოლაციონიზმი, თანაბრად დამღუპველი
შეიძლება გახდეს კულტურული სივრცისათვის, რადგან ბუნებრივი მდგომარეობა
ურიერთსაწინააღმდეგო პოლუსების შემცველობას გულისხმობს .

2. აღწერე ფერადკანიანების ჯგუფი საქართველოში. რა სირთულეების წინაშეა


კონკრეტული ჯგუფი? დაახასიათეთ ჯგუფი საქმიანობა და კონტექსტი (10
ქულა)

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (მაგრამ არა მაშინ, როცა


ფერადკანიანი ხარ)” – ასე ასათაურებს თავის ბლოგ პოსტს აჰსან ჰაბიბ გალიბი,
რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, ცოლთან ერთად ქვეყნის დასათვალიერებლად
ლატვიიდან ჩამოვიდა, თუმცა ვიზიტი ხანმოკლე აღმოჩნდა და აეროპორტის
ფარგლებს არ გასცდენია.

მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა,


თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათით შეაყოვნეს, შემდეგ კი დეპორტით უკან,
ლატვიაში გაგზავნეს. აჰსანი მომხდარს თავის წარმომავლობას უკავშირებს.
აჰსან ჰაბიბ გალიბი გვიყვება, რომ წარმოშობით ბანგლადეშიდანაა. ცოლი ლატვიელი
ჰყავს, მასთან ერთად რიგაში ცხოვრობს და ცხოვრების შესაბამისი ნებართვაც აქვს. ის
და მისი ცოლი, საბინე პუსტე თბილისში 9 აპრილს, გამთენიისას ჩამოვიდნენ.
როგორც შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნის მცხოვრებთ, საქართველოში
ჩამოსასვლელად ვიზა არ სჭირდებოდათ. ამბობს, რომ გაამზადა ყველა დოკუმენტი,
რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობის დროსაა საჭირო: უკან დასაბრუნებელი
ბილეთი, საცხოვრებლის საფასურის ჩეკი, მოგზაურობის მარშრუტი, ფული,
ლატვიაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ნებართვა, რომლის
მიხედვითაც საქართველოში 90 დღით დარჩენის ნებართვა ჰქონდა.

თუმცა ამბობს, რომ თბილისის აეროპორტის საიმიგრაციო განყოფილება


დოკუმენტებმა არ დააკმაყოფილა:

“როცა ჩამოვედით და საიმიგრაციო განყოფილებასთან მივედით, ჩემი ცოლი


ყოველგვარი შეკითხვის გარეშე გაატარეს. ვუთხარი, ბარიერის მეორე მხარეს
დამლოდებოდ. თუმცა, როცა ჩემგან მარჯვნივ გავიხედე, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე
ვერ იყო. დავინახე ბევრი ფერადკანიანი ადამიანი, რომლებიც ძალიან დაღლილი
სახეებით იცდიდნენ ცარიელ ჯიხურთან [საიმიგრაციო განყოფილებასთან]”.

ბილეთი N 5

1. რა ნიშნავს სოციალური მედია? რა გავლენა აქვს მას საზოგადოებრივ


ცხოვრებაზე? ისაუბრე მის დადებით და უარყოფით მხარეებზე (15 ქულა)

სოციალური მედია არის ინფორმაცია, რომელიც იქმნება და გადაიცემა ციფრული


ტექნოლოგიების მეშვეობით, ინტერნეტით. ახალი მედია ნებისმიერ ადამიანს აძლევს
საშუალებას, გაავრცელოს ის ინფორმაცია რაც მას სურს, გააშუქოს ნიუსი იმ კუთხით,
როგორც მას უნდა.

სოციალურ მედიაში უპირველეს ყოვლისა ბლოგები მოიაზრება. ყველასთვის


ხელმისაწვდომი, უფასო ინფორმაციის მიღების წყარო, რომელიც დიდ როლს
ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში. ფიქრის წარმართვის
ხელოვნება რომ რთული და მყიფე პროცესია, ეს ჯერ კიდევ სოკრატემ და პლატონმა
აღნიშნეს. ისინი საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე მახასიათებელს გამოყოფენ:

 საზოგადოებრივი აზრი მუდმივი არ არის ხშირად იცვლება;


 საზოგადოებრივი აზრი ყალიბდება არა ლოგიკაზე, არამედ ემოციაზე
დაყრდნობით; საზოგადოება ადვილად ტყუვდება. ლოგიკა ასეთია - თუ
საზოგადოებრივი
 აზრი მუდმივი არაა და ხშირად იცვლება, თუ ემოციებს ეფუძნება და
საზოგადოების მოტყუება ადვილადაა შესაძლებელი, ე.ი ამისთვის მრავალი
ფაქტორი არსებობს. ადამიანი ხშირად ზარმაცია და განსაკუთრებით
ძალისხმევას არ იჩენს ინფორმაციის მოპოვებისათვის. მეტადრე თანამედროვე
ცხოვრების დაჩქარებული ტემპის პირობებში.

სოციალური მედია აქტიური „იარაღი“ გახდა ადამიანების ხელში. აქ ყოველგვარი


ძალისხმევის გარეშე მილიონობით ადამიანის მობილიზებაა შესაძლებელი. როდესაც
ვსაუბრობთ ამ საკითხზე არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, არაბეთის რევოლუცია,
რომელიც მთლიანად სოციალური ქსელებით იყო ორგანიზებული. რევოლუცია
რომელიც “FACEBOOK”-მა მოახდინა, მას ხშირად ასეც მოიხსენიებენ. TWITTER-ისა
და FACEBOOK-ის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების
შესახებ, ავტორები ქმნიდნენ ემოციურ ფონს რათა, თითოეული არაბი
თანამოქალაქეს დადგომოდა გვერდით, შედეგიც მალევე იქნა მიღწეული და ერთ-
ერთი პირველი, მნიშვნელოვანი მაგალითიც შედგა, თუ როგორ შეიძლება
მოახდინოს გავლენა სოციალურმა მედიამ საზოგადოებაზე. შემდეგი ასეთი
მაგალითია რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის შესახებაც ყველანაირ ინფორმაციასთან
წვდომა გვაქვს სოციალური ქსელების საშუალებით და სწორედ სოციალური
ქსელები გახდა იმის საშუალება, რომ შესაბამისი დახმარება გაგზავნილიყო
უკრაინელი ხალხისათვის.

სოციალური მედია ქმნის შესაბამის სადისკუსიო სივრცეს, რომელშიც ადამიანებს


შესაძლებლობა ეძლევათ ისეთ საკითხებზე იმსჯელონ, რასაც ტრადიციული მედია
თავს არიდებს, როგორიცაა, ვთქვათ, რელიგიური, სექსუალური თუ ეთნიკური
უმცირესობების პრობლემები. უფრო მეტიც, სოციალური მედია გახდა ერთადერთი
მედია საშუალებაა, რომელიც დისკუსიის ფორმატს სთავაზობს მოსახლეობას და
იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მეტად
ჩაერთოს, თუნდაც სახლიდან გაუსვლელად თანამოაზრეების გამონახვის და
გარკვეული აქციების ერთობლივად დაგეგმვის გზით. გარდა ამისა, შეინიშნება
ტენდენცია, რომ განსხვავებით წინა პერიოდის ონლაინ–დისკუსიებისგან რომლებიც
უმეტესად ანონიმური იყო, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი მათში ღიად ერთვება
და აღარც საჯარო პირები ერიდებიან შეკითხვებზე პასუხების გაცემას.

სოციალური მედიის გავლენა პიროვნულ მახასიათებლებსა და ურთიერთობებზე:

თანამედროვე ეპოქაში, სოციალურ მედიაში აქტიურობისთვის, ადამიანს უწევს ადრე


არარსებული უნარების გავარჯიშება და აქტუალიზაცია. ახალი უნარების
განვითარება კი ბუნებრივად იწვევს ადამიანის პიროვნული მახასითებლების
ცვლილებას, რის ნიმუშადაც გამოდგება ე. წ. ციფრული ეპოქის „აბორიგენებისა“ და
„იმიგრანტების“ ცხოვრების სტილის შედარება (Prensky, 2011, გვ.3). სწორედ იმის
გამო, რომ დღეს ქსელში ჩართული კომპიუტერებით ხდება ოპერირება, ციფრული
ეპოქის აბორიგენებს, ანუ მათ, ვისაც დაბადებისთანავე სახლში კომპიუტერი
დახვდათ, სულ სხვა შეხედულება აქვთ სამყაროზე და, საერთოდ, სხვანაირად
აზროვნებენ, ვიდრე შედარებით „გვიან მოსული“ უფროსი თაობა, ანუ ციფრული
ეპოქის იმიგრანტები. მათ შორის, ექსპერტთა აზრით, საკმაოდ დიდი სხვაობაა
სწორედ პიროვნული მახასიათებლების ფლობის მხრივ.

„ციფრული ეპოქის აბორიგენისთვის იგივე არის სოციალურ მედიაში გაცნობილი


ადამიანი, რაც რეალური ადამიანი. ამ დროს იმიგრანტისთვის, თუ ადამიანს
პირადად არ იცნობს, რაღაცა ბარიერი აქვს და იმისთვის იგივენაირი ნაცნობი არ
არის... ამ აბორიგენმა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს და რაღაცა
დოზით შეიძლება უჭირს კიდეც ერთზე კონცენტრაცია იმიტომ, რომ კომპიუტერზე
ყველაფერს ერთად აკეთებს. ამ დროს იმიგრანტს, ვთქვათ, ელემენტარულად
ფსიქოლოგიური ნიშნების გამო, ურჩევნია რაღაცა ერთზე იყოს კონცენტრირებული.”

მთლიანობაში, სოციალური ქსელები ადამიანებში მეტ პიროვნულ და შემოქმედებით


თავისუფლებას უზრუნველყოფს. შედეგად კი, არა მარტო ცალკეული
მომხმარებელი, არამედ მთელი საზოგადოება უფრო ღია და ტოლერანტული ხდება.
მაგრამ ეს თავისუფლება, რომელიც ადამიანთა შორის პიროვნული ურთიერთობის
სიადვილესა და სიმსუბუქეს უწყობს ხელს, რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის
წარმატებული ურთიერთობების საწინდარი არ არის. მართალია, სოციალური
ქსელების მეშვეობით, ადამიანები სამსახურებსაც პოულობენ და ქორწინდებიან
კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რეალობაში ხშირად
ნეგატიურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. სოციალურ ქსელში შეიძლება ძალიან კარგი
ურთიერთობა გქონდეთ თქვენს ვირტუალურ მეგობართან, მაგრამ რეალური
ურთიერთობისას გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. რეალობაში, შესაძლოა, წარუმატებელი
აღმოჩნდეს ის სახე თუ იმიჯი, რომელიც თქვენ და თქვენს მეგობარს სოციალურ
ქსელებში გულწრფელი ურთიერთობის საშუალებას გაძლევდათ. ეს იმით აიხსნება,
რომ სოციალური ქსელები ადამიანებს საშუალებას აძლევს, თითქმის იდეალური
სახით წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ადამიანი რეალურად და ის იმიჯი, რომლის
დამკვიდრებაც მას სურს, შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელები მეტ თავისუფლებას, მეტ
შემოქმედებითობას გვძენს საკუთარი თავის იმიჯის ჩამოყალიბებაში, ამიტომ მასში
მეტია თამაშის ელემენტები, პასუხისმგებლობის ელემენტები კი – ძალიან ცოტა.
ალბათ ესაა პიროვნულ თვისებებთან მიმართებაში სოციალური მედიის და,
საერთოდ, ვირტუალური სამყაროს სპეციფიკური ნიშანი: ადამიანში ძლიერდება
თავისუფლების გრძნობა, შესატყვისი პასუხიმგებლობის გრძნობის გარეშე.

2. ისაუბრე სექსუალურ უმცირესობაზე. რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ჩვენს


საზოგადოებაში და როგორ შეიძლება დაიძლიოს წინააღმდეგობები (10 ქულა)
სექუალური უმცირესობები არიან ადამიანთა ჯგუფები, ვისი სექსუალური
იდენტურობა და ორიენტაცია განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისგან. ეს
ტერმინი ჩნდება 1960 წლიდან,როდესაც გამოვიდა ლარს უილერსტამის წიგნი
"ეროტიკული უმცირესობები". ამ ტერმინის ანალოგი გახდა "ეთნიკური
უმცირესობები". სექუალურ უმცირესობებს ხშირად აბრევიატურით ლგბტ
მოიხსენებენ.

ჰომოფობია ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ სიძულვილსა და ზიზღს აღნიშნავს


და უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვაა. თანამედროვეობაში ტერმინის „ჰომოფობია“
მნიშვნელობა გაფართოვდა და ის ხშირად უფრო ზოგადი მნიშვნელობით
გამოიყენება - ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ტანსგენდერი თუ ქვიარ ადამიანების
მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულებების აღსაწერად. თუმცა,
ჰომოფობიის ასეთ გამოყენებას ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ის ადეკვატურად ვერ
აღწერს ჩაგვრის სპეციფიკურ მექანიზმებს, რომლებსაც სხვადასხვა იდენტობის მქონე
ადამიანები განიცდიან.

რა არის დღეს ლგბტ ადამიანების მთავარი პრობლემა საქართველოში? ყველაზე


სერიოზული პრობლემა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის არაეფექტიანი
გამოძიებაა, არცერთ გახმაურებულ საქმეზე სახელმწიფომ არ უზრუნველყო
კონკრეტული პირების დასჯა. ამ პირობებში ლგბტ თემის ნდობა სახელმწიფოს
მიმართ არის ძალიან დაბალი. ისინი არჩევენ, რომ პოლიციისთვის მიმართვის
ნაცვლად მარტო გაუმკლავდნენ მუდმივ ძალადობას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ის, რომ სახელმწიფოს საზოგადოებამდე ვერ მიაქვს გზავნილი, რომ ის თანასწორად
იცავს ყველა ჯგუფის უფლებებს, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას და აგრესიულ
ჯგუფებს.

სექსუალურ უმცირესობებზე საუბრისას ყოველთვის მახსენდება ფილმის


პრემიერა ,,AND THEN WE DANCED“, რომელმაც იმდენად დიდი აგრესია,
ჰომოფობიური და არატოლერანტული დამოკიდებულება გამოიწვია საქართველოში,
რომ მთელი მსოფლიო საუბრობდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ამ
ფილმს თავის ჟანრში კრიტიკოსებისაგან მაღალი შეფასება აქვს მიღებული, თუმცა ის
ფაქტი, რომ ის გვიყვება ორი ქართველი მოცეკვავე ბიჭის სიყვარულისი ისტორიას,
სწორედ ეს გახდა ქართველი არა მხოლოდ ადამიანების, არამედ საეკლესიო პირების
არაადეკვატური და ძალადობრივი ქცევის მიზეზი.

რა თქმა უნდა, ცვლილებები ყოველთვის რთულია და დიდ დროს საჭიროებს რომ


შედეგი გამოჩნდეს, თუმცა ვფიქრობ უნდა გაიაზრონ ჰომოფობმა ადამოიანებმა, რომ
განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებიც სწორედ ჩვენი მსგავსნი
არიან და მათაც იგივე უფლებები აქვთ, რაც ჩვენ და შესაბამისად შეუძლიათ სწორედ
ისე იცხოვრონ, როგორც თავად ჩათლიან სწორად.

ბილეთი N 6
1. რა მნიშვნელობა აქვს სხეულის ფორმებს საზოგადოებრივ ურთიერთობებში?
რა ფაქტორია სხეული? (15 ქულა)

ცნობილია, რომ ცხოველების მრავალ სახეობაშიმდედრის მამრისაგან გამორჩევა


გარეგნული ნიშან-თვისებების მიხედვით, მიუხედავად მათ შორის არსებული
ბიოლოგიური სხვაობისართულია.მათგან განსხვავებით, ადამიანები: მამაკაცები და
ქალებიმნიშვნელოვნად განსხვავდებიან ზომისა და გარეგნობისმიხედვით, ანუ ისინი
სქესობრივად დიმორფულები არიან. მამაკაცები შედარებით მაღლები არიან, აქვთ
დიდი მოცულობის გული და ფილტვები.

ქალების სხეულის მასაში ქონის რაოდენობის წილი მეტია, ხოლო მამაკაცის


შემთხვევაში კუნთების წილია მეტი. ეს და სხვა ბიოლოგიური თავისებურებანი
განაპირობებს მამაკაცის ფიზიკურ სიძლიერეს. თუმცა, ფიზიკური წვრთნა ქალს
ისევე, როგორც მამაკაცს შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს კუნთოვანი ქსოვილი,
რის შედეგადაც გარეგნული განსხვავებები მცირდება. კარგი მაგალითია ქალების
მონაწილეობა სხვადასხვა პროფესიონალურ სპორტულ შეჯიბრებებში. აქედან
გამომდინარე, მცირდება სხვაობა სქესის ბიოლოგიურ ასპექტებს შორის და დგება
კულტურული განსხვავებების საკითხი.

როდესაც სხეულზე ვსაუბრობთ, წარმოდგენებს სილამაზის შესახებ ერთ-ერთი


ცენტრალური ადგილი უჭირავს. როგორია ლამაზი სხეული? ამის შესახებ
განსხვავებულ კულტურებს აქვთ განსხვავებული წარმოდგენები, რაც სხვადასხვა
ფაქტორითაა განპირობებული. ზოგიერთ კულტურაში სიმსუქნე ლამაზად მიიჩნევა
და პირიქით, მაგალითად დასავლურ საზოგადოებებში სიგამხდრე უფრო
მიმზიდველია (გაიხსენეთ მოდის სამყაროში გარეგნობის მიმართ არსებული
პარამეტრები, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები, დიეტის სხვადასხვა სახეობები
ა.შ.).

ერთ-ერთი შესაძლო ახსნა შეიძლებაიყოს ის, რომ სიმსუქნე ლამაზადმიიჩნევა


საზოგადოებებში, სადაც ხშირია საკვების ნაკლებობა გარკვეული გარემო პირობების
გამო. მსუქან ადამიანებს ადვილად შეუძლიათ შიმშილის ატანა. გარდა ამისა, ამგვარ
საზოგადოებებში შესაძლოა ის იყოს უფრო შეძლებული, ვინც უფრო მსუქანია ე.ი.
ხელი მიუწვდება სხვადასხვა პროდუქტზე. სიმსუქნის სილამაზედ აღქმა
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის.
მაგალითისთვის განვიხილოთ აფრო-ამერიკელების თემი, რომელთათვისაც
სხეულის მრგვალი ფორმები- „ხორციანი ქალი“ იდეალს წარმოადგენს. აღნიშნული
დამოკიდებულება განაპირობებს სიმსუქნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების
სიხშირეს აღნიშნულ საზოგადოებაში.

საწინააღმდეგოს ვაწყდებით დასავლურ კულტურაში, სადაც სიგამხდრე უფრო


ფასობს. ამ შემთხვევაში სიგამხდრე შეიძლება ნიშნავდეს, რომ საკვებს მარტივად
მოიპოვებ და მისი დაგროვება არ გჭირდება. შესაბამისად, აქაც ხაზი ესმევა
სოციალურ და ეკონომიკურ სტატუსს. დასავლურ საზოგადოებაში არსებულ ამ
სტერეოტიპს სილამაზის შესახებ მივყავართ სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობებისა
და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისაკენ. ამის კარგი მაგალითია
ანორექსია, რომელიც სასურველი ფორმის მისაღწევად საკვებზე თავის არიდებით
იწყება, რის შედეგადაც ორგანიზმი იცლება მინერალებისა და სასარგებლო
ნივთიერებებისაგან, რაც არცთუ იშვიათად ფატალურად სრულდება.

განსხვავებულია სხეულის ნაწილების აღქმაც კულტურების მიხედვით. რა


განსხვავებაა ცოცხალ და არაცოცხალ სხეულს შორის? ამას კულტურების მიხედვით
სხვადასხვა ორგანოები განსაზღვრავს. აშშ-ში ადამიანი გარდაცვლილად ითვლება
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გული ფეთქავს, მაგრამ ტვინი მკვდარია. ზოგიერთ
კულტურაში კი საწინააღმდეგო შეხედულებაა გავრცელებული. (დანარჩენს თქვენით
მიამატებთ <3 )

2. საქართველოში გავრცელებულ რელიგიურ უმცირესობებზე. რომელი


ჯგუფები უფრო მეტად გრძნობენ თავს დაჩაგრულად და რატომ? (10 ქულა)

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც ბევრ, სხვადასხვა ენაზე


ლაპარაკობენ. თანამედროვე საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა ძალზე
მრავალფეროვანია. ქვეყნის უმცირესობებში შედიან: ზემოხსენებული
აზერბაიჯანელები, სომხები, აგრეთვე, ბერძნები, ქურთები, იეზიდები, ასირიელები,
ებრაელები, რუსები და უკრაინელები. ქისტები. მიუხედავად ამისა, მრავალი
კვლევისა და გამოკითხვის შედეგებით დასტურდება, რომ უმცირესობების
წარმომადგენლები მაშინაც კი, როდესაც თავს საქართველოსგან გაუცხოებულად
გრძნობენ, საქართველოს მიმართ ერთგულებას იჩენენ და მას საკუთარ სამშობლოდ
მიიჩნევენ.

ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი ცნების ქართველი ხალხის განმარტება იგება


ქართველის ისტორიულად ჩამოყალიბებული იდენტობის საპირისპიროდ, რომ ვინც
არ არის ქრისტიანი, ეთნიკურად ქართველი, არ საუბრობს ქართულად და შესაბამისი
გარეგნობაც არა აქვს, ის ძნელად მიიჩნევა ქართველად. ასევე, ქართველობა
გაიგივებულია არა მოქალაქეობრივ იდენტობასთან, არამედ რელიგიურ,
ლინგვისტურ ან ეთნიკურ კატეგორიასთან.

საქართელოშ ცხოვრობენ იეჰოვას მოწმეები, მუსლიმები, კათოლიკები, ბუდისტები,


სომეხთა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები და მათ შორის,
ათეისტები. მუსლიმებთან დაკავშირებით იკვეთება ეთნიკურ-ნაციონალისტური
მიკუთვნებულობის, მეჩეთების მშენებლობისა და თურქეთის გავლენის საკითხი;
ხოლო იეჰოვას მოწმეებისადმი – მათ მიერ საკუთარი რწმენის შესახებ ინფორმაციის
გავრცელების ფორმებისადმი იხატება ნეგატიური დამოკიდებულება. რაც შეეხება
სხვა რელიგიურ ჯგუფებს, ისინი მოიხსენებიან ქრისტიანობის განშტოებებად,
რაოდენობრივად მცირეებად, ნაკლებად საჯაროდ აქტიურებად და შესაბამისად,
ნაკლებ საფრთხის შემცველ რელიგიებად. მუსლიმთა საკითხი რელიგიური
ნარატივიდან ეთნიკურ და ნაციონალისტურ თემებში გადადის და აიგება
ქართველობის ცნების გაგების საპირისპიროდ, ხოლო იეჰოვას მოწმეებისადმი
ნეგატიური განწყობა მათ მიერ საკუთარი შეხედულებების გავრცელების ფორმის,
პროზელიტიზმის მიმართ გამოიხატება.

(დამატების პერსპექტივითაა ეს თემაც :დ)

ბილეთი N 7

1. რა ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობები? რა ქმნის შეზღუდვას და როგორ


შეიძლება დაიძლიო სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა (15 ქულა)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების,


ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად დარღვეული აქვს
ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები ჯანმრთელობის მეტ–ნაკლებად მოშლის გამო,
რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას
ანდა ყოფაცხოვრების არსებით გაძნელებას. სწორედ მათი ეს მდგომარეობა
ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიმართებაში ქმნის გარკვეულ შეზღუდვებს.
სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური
განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების
რეალიზაციისათვის.

სახელმწიფო ორგანოებმა, საწარმოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ენდა შეუქმნან პირობები
საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და
სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის
საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და
გადაადგილებისათვის. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი
თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან
უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობები, რათა
მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და
სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული
ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული
მომზადებისათვის. განათლების ორგანოები ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებულნი არიან
უზრუნველყონ ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდა
მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი
შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება
რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად.
2. გაგვიზიარე პირადი ან ახლობლის გამოცდილება როდის, სად და რატომ
გიგრძნია თავი დისკრიმინირებულად (10 ქულა)

დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ნიშნით,


ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. საქართველოში კანონით აკრძალულია
ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, თუმცა უთანასწორო მოპყრობას ყოველდღიურად
ვაწყდებით. მე პირადად არასდროს მიგვრძნია თავი დისკრიმინირებულად, თუმცა
დისკრიმინაციის მრავალი შემთხვევები გვხდება ირგვლივ ყოველდღიურად,
მაგალითად:

რელიგიის გამო ამა თუ იმ ადამიანს არ მისცეს ლოცვის უფლება, კანის ფერის გამო
არ შეუშვეს რესტორანში, სექსუალური ორიენტაციის გამო არ მოემსახურა ექიმი,
ორსულობის გამო აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი სამსახურში, რასობრივი
კუთვნილების გამო არ მიაქირავეს ბინა, პოლიტიკური შეხედულებების გამო
პოლიციამ უარი უთხრა დახმარებაზე, იმის გამო, რომ ქალია, ნაკლებ ხელფასს
უხდიან და მრავალი სხვა. ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, დისკრიმინაცია
ბევრი სხვადასხვა ნიშნით ყველგან შეიძლება მოხდეს.

ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც რომელიმე ნიშნის ან ჯგუფისადმი


კუთვნილების გამო გაუმართლებლად არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და
არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ითვლება დისკრიმინაციად. ყველა ადმიანი
თანასწორია და ყველას აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს საქართველოს
კანონმდებლობით აღიარებული უფლებებით.

ბილეთი N 8

1. რა ნიშნავს სოციალური უთანასწორობას? რა ქმნის უთანასწორობის განცდას?


შესაძლებელია თუ არა სოციალური უთანასწორობის დაძლევა? (15 ქულა)

სოციალური უთანასწორობა გულისხმობს საზოგადოებაში დამკვიდრებული


სტრუქტურული თუ ფსიქოლოგიური ბარიერების გამო, ადამიანების გარკვეულ
ჯგუფების შეზღუდულ წვდომას შესაძლებლობებსა და რესურსებზე. სოციალური
უსამართლობის მაგალითებია უკიდურესი სიღარიბე, გენდერული დისკრიმინაცია,
ადამიანის უფლებების დარღვევა, არასათანადო საცხოვრებელი პირობები,
ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა,
დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით. უთანასწორობას ქმნის ის
ყოველდღიურობა, რომელშიც ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ, ადამიანები.
სოციალური უთანასწორობის დაძლევა ასე თუ ისე შესაძლებელია თუმცა ეს ძალიან
ხანგრძლივი პროცესია. სოციალური უთანასწორობის დასაძლევად აუცილებელია ამ
პრობლემის აღქმა, გაცნობიერება და დასახელება საზოგადოებაში, საზოგადოებრივი
აღიარება (ლეგიტიმაცია), როგორც სოციალური პრობლემისა, ფართო წრეებში
დისკუსიებით შესაძლო სამოქმედო სტრატეგიების განხილვა, სამოქმედო გეგმის
შემუშავება პრობლემის დარეგულირებისთვის, სამოქმედო გეგმის განხორციელება.

2. არის თუ არა თანამედროვე სამყაროში რასიზმი აქტუალური? დაასაბუთე


არგუმენტებით საკუთარი პოზიცია (10 ქულა)

რასიზმს ხანგრძლივი ისტორია აქვს და უამრავი მსხვერპლი მოუტანა კაცობრიობას.


თანამედროვე სამყაროში რასიზმი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა,
უშუალოდ ტერმინი რასიზმი გულისხმობს ადამიანის დისკრიმინაციას, ჩაგვრას
რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეროვნების ან ეროვნული თუ ეთნიკური
წარმომავლობის გამო. დღეს მთელ მსოფლიოში ძლიერდებიან რასისტული,
ქსენოფობიური და ნეოფაშისტური ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან მიგრანტებს,
ებრაელებს, მუსლიმებს, სხვადასხვა რწმენისა და ეთნოსის ადამიანებს. მსგავსი
მოძრაობები და დაჯგუფებები საქართველოშიც გვხვდება, მაგალითად საქმის
მასალებისა და მოწმეების ჩვენებით იკვეთება, რომ 2018 წელს 25 წლის
უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი სწორედ შეუწყნარებლობის საფუძველზე, მისი
ებრაული წარმოშობის გამო მოკლეს. რასიზმრია, როდესაც კონკრეტული ეროვნების,
მოქალაქეობის ან წარმოშობის ადამიანებს უფრო ხშირად ეუბნებიან უარს
ბინადრობის ნებართვის ან თავშესაფრის მიღებაზე, ვიდრე სხვებს. კონკრეტული
ქვეყნების წარმომადგენლები ზოგჯერ ბინას ვერ ქირაობენ განსხვავებული კანის
ფერის თუ ეროვნების გამო. სკოლის სახელმძღვანელოებში მიჩქმალულია ქვეყნის
ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნება. არ ასწავლიან ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელ ავტორებსა და მათ შემოქმედებას. საქართველოში რასიზმის
შემთხვევები ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტში, საჯარო თუ
კერძო დაწესებულებებში მომსახურეობის მირებისას, პოლიციასთან
ურთიერთობისას და ა.შ.

ბილეთი N 9

1. რა მნიშვნელობა აქვს ადგილს ცალკეული ინდივიდის ან ჯგუფისათვის?


რატომ ხდება ტერიტორიებისათვის ომი? (15 ქულა)
სივრცე ადამინათა საზოგადოების არსებობის ერთ–ერთი უნიშვნელოვანესი
ფაქტორია. პირველ ყოვლისა ნებისმიერი კულტურა სივრცეში (დროსთან ერთად)
ჩნდება და არსებობს.გეოგრაფიულის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე
სოციალური სივრცე, რაც სხვადასხვა ტიპის კომპლექსურად ორგანიზებული
ურთიერთოებების არსებობას
გულისხმობს. სოციალურ სივრცეში მიმდინარეობს ადამიანთა ცხოვრება.
სოციალური სივრცე პარაქტიკულად ყოველთვის სოციო–კულტურულია არსით.
კულტურა აყალიბებს და ცვლის სივრცეებს,რომლებიც სავალდებულოდ არ
ემთხვევიან ფიზიკურ–კოსმიურ, ფიზიკურ–
გეოგრაფიულ თუ სოციალურ სივრცეებს. სივრცეს არა აქვს მხოლოდ გარეგნული
(მატერიალური) კონტურები თუ ჩარჩოები, იგი სოციუმისა და პიროვნების სულიერ
სამყაროშიცაა განფენილი. ეს სივრცობრივი პლასტი განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იგი ზემოქმედებს, რომ არ ვთქვათ განაპირობებს
ადამაიანთა ქცევის მოტივაციებს.
კულტრული სივრცე ურთიერთქმედებაშია გეოგრაფიულ, ეკონომიკურ,
პოლიტიკურ, ეთნიკურ,ლინგვისტურ და ინფორმაციულ სივრცეებთან. თითოეულს
საკუთარი სპეციფიკა გააჩნია. . კულტურული სივრცე ეს არის ის ველი, რომელიც
ჩნდებაკულტურული ღირებულებების ურთიერთქმედების და ზემოქმედების
წყალობით. კულტურის ღირებულებები, როგორც ადამიანთა სპეციფიკური
ურთიერთოებები, განსხეულდება და
საგნობრივი ხდება სხვადასხვა მატარებელში, რომელთა წყალობითაც იქმნება
თავისებური (უნიკალური) სულიერი ატმოსფერო. კულტურული ღირებულებები
სივრცეში კონცენტრირდება და ამით განაპირობებს კულტურის არსებობას.
მიუხედავად იმისა, რომ კულტურა ყველგან
შეიძლება გავრცელდეს, იგი ლოკალიზდება ე.წ. კულტურულ ცენტრებში. ამასთან,
კულტურული სივრცეები თანაარსებობს და შესაძლებელია ერთდროულად
რამდენიმე სივრცე ფარავდეს ერთმანეთს. კულტურულ სივრცეში არსებობს და
ყალიბდება ეთნიკური კულტურა. კულტურული სივრცე ითავსებს ისტორიულ
მემკვიდრეობითობას, უწყვეტობასა და დისკრეტულობას.
ანთროპოლოგიაში სივრცე კულტურის განზომილებად განიხილება.
სივრცე, ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, შემდეგნაირად დიფერენცირდება:
• ლოკალური სივრცე – ეს არის კონკრეტული გეოგრაფიული სივრცე, თავისი
ტოპონიმიკითა და საზღვრებით;
• უტოპიური ლოკალური სივრცე – ეს არის წარმოსახვითი, არაგეოგრაფიული
სივრცე,თუმცა ასევე თავისი ტოპონიმიკითა და საზღვრებით;
• ადგილი – კონკრეტული სოციალური ჯგუფის მიერ სოციალური ინტერაქციისთვის
გამოყენებული სივრცე;
• წარმოსახვითი ადგილი – სივრცე, რომლის წარსული და მომავალი
მნიშვნელობების გამოყენება ხდება ჯგუფის მხრიდან;
• ტერიტორია – ეს არის ადგილი, რომელზეც საკუთრების უფლება აქვს
გაცხადებული ჯგუფს;
• წარმოსახვითი ტერიტორია – ადგილი, რომელზეც კონკრეტული კგუფის მხრიდან
საკუთრების უფლება არსებობდა წარსულში ან გაცხადებულია, რომ იარსებებს
მომავალში
რასაკვირველია სივრცის ასეთი დიფერენცირება პირობითია და არ არის
სავალდებულოდ მართებული ყველა კულტურისათვის.

სივრცის გაგების შესახებ სხვადასხვა თეორიები არსებობს, თუმცა ყველაზე


ადეკვატურად წმინდა სივრცის განსაზღვრება მოახდინა ჰ. კერლოტმა. მან აღნიშნა,
რომ წმინდა (საკრალური) სივრცე არის ე..წ გარდამავალი ზონა ქაოსსა და კოსმოსს
შორის. თუკი განვიხილავთ სივრცეს ყველა პოტენციური არსების სამეფოდ, იგი
ქაოტურია, მაგრამ თუ განვიხილავთ სფეროდ, რომელშიც მოქცეულია ყველა
სტრუქტურა და ფორმა, მაშინ ის კოსმოსთან – წესრიგთან, უფრო ახლოა.

ფრ. ჰაილერი წმინდა სივრცეს ღმერთის გაგებას უკავშირებს. იგი მიიჩნევს, რომ
აუცილებელია ღმერთის კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირება, ხოლო როდესაც
გარემო არ იძლევა ასეთ ხილულ ცენტრს, კულტურა იოლად პოულობს დ ადგენს
ასეთს. სალოცავი ადგილები, წმინდა ტერიტორიები, საკრალური სივრცეებიკი
საგნობრივ სიწმინდეს (რაიმე ნაგებობა, ობიექტი,
ეკლესია, და ა.შ.) იძენენ. ხილული სალოცავის ასეთი თაყვანისცემაა საწინდარია
მომლოცველობისა (და რიგ კულტურებში ინკუბაციისა).

ადამიანის ცოდნა იმის შესახებ თუ სად იმყოფება იგი, ეფუძნება მისი სოციალური
და ტერიტორიული მდებარეობის გაცნობიერებას.ამიტომ სოციალური სივრცე
ტერიტორიული სივრცის მოდელით იგება. ამასთან, რამდენადაც ერთგვაროვანია
რეალური ტერიტორიული სივრცის კონტექსტი, იმდენად მრავალფეროვანი და
ხელოვნური შეიძლება იყოს მისი სოციალური მოდელი. ტერიტორიული სივრცე კი
თავის მხრივ სოციალური
მნიშვნელობებითაა კოდირებული. ასე რომ იგი კულტურულ სივრცეს წარმოადგენს
და როგორც სახლი საკრალურ ფუნქციას ასრულებს. ეს არის ადგილი სადაც
ადამიანი დაცულად გრძნობს თავს.

კულტურულ სივრცეში შედის მშობლიური ადგილები და ძეგლები, ასევე


გრძნობა „ნათესაური“ ახლობლობისა იმათ მიმართ ვინც სახლობს ამ ტერიტორიაზე.
„სახლთან“ კავშირის გაწყვეტა, სულიერი მოწყვეტილობა, მიუსაფრობის გრძნობას
ბადებს. ამ თვალსაზრისით კულტურული სივრცე იყოფა რამდენიმე ტიპად:
• „სახლი–კერა“, სადაც არ არის ადგილი სიზარმაცისა და უმოქმედობისათვის, ყველა
ჩართულია საერთო საქმიანობაში
• სახლი–სიმაგრე, სივრცე, სადაც დაცულია კულტურული სივრცე, ხდება გარეშე
შემოტევისაგან თავდასაცავად ზღუდეების აღმართვა
სახლი–ციხე, სივრცე, სადაც იძულებით არიან თავშეყრილნი და შიშა და დიქტატს
ექვემდებარება ყველაფერი
• სახლი–სასაფლაო, უსულო სივრცე, სადაც ადამიანის არსებობას აზრი აქვს
დაკარგული
• სახლი–სადგური, სადაც კულტურული სივრცე დროებით თავშესაფრად
განიხილება, სადაც მომსახურებით სარგებლობენ და ა.შ.

მიუხედავად სხვადასხვა ფორმების არსებობისა, ცხადია, რომ ადამიანი და


ადამიანთა საზოგადოება კულტურული სივრცის გარეშე და მასთან მჭიდრო
კავშირების გარეშე ვერ ფუნქციონირებს. მთელ რიგ კულტურებში, განსაკუთრებით
ეს ეხება ბინადარ სამეურნეო კულტურებს,
კულტურულ სივრცესთან მიჯაჭვულობა პირდაპირ პროპორციულია
ტერიტორიულ– გეგრაფიულ სივრცესთან მიჯაჭვულობისა ადგილმონაცვლეობის
სხვადასხვა მიზეზები და მიმართულებები შეიძლება არსებობდეს. ჩვენს შემთხვევაში
გვაინტერესებს იძულებით ადგილმონაცვლეობა ერთი კულტურული სივრცის
შიგნით. იძულებით გადაადგილება იწვევს გაურკვევლობას როგორც ცალკეული
ინდივიდების, ასევე ჯგუფებისა და ერებისავის. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი
რეგიონული მასშტაბით ცვლილებებისა და სიძნელეებისთვის, განსაკუთრებით
კონფლიქტურ და პოსტ–კონფლიქტურ სიტუაციებში.ამასთან, მსოფლიოში
მიმდინარე გლობალიზაციისა და მოდერნიზაციის პროცესები ზემოქმედებენ
კულტურებსა და საზოგადოებებზე და დგება კულტურული განსხვავებულობის,
სუბკულტურის, კონტრკულტურის, მულტიკულტურალიზმის, ეთნოცენტრიზმის,
გლობალური კულტურის არსებობის პრობლემები, რაც ათასწლეულების მიჯნაზე
ინდუსტრიული საზოგადოების ეპოქის ე.წ. ინფორმაციული ეპოქით ჩანაცვლების
საკმაოდ წინააღმდეგობრივ პროცესსაც უკავშირდება.

2. გაიხსენე ფილმი, სადაც რომელიც უმცირესობის შესახებ ვიგებთ. რა


მნიშვნელობა აქვს რეპრეზენტაციას? როგორ შეიძლება მოვყვეთ უმცირესობის
შესახებ (10 ქულა)

სოციალური ჯგუფები, რომლებიც კულტურული ან ფიზიკური მახასიათებლების


გამო გამოყოფილი არიან დომინანტური ჯგუფებისგან და მოწყვეტილი არიან
სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას,
ან სოციალური ცხოვრების სასარგებლო მხარეების გამოყენებას,
შეიძლება ჩაითვალონ უმცირესობად. ნებისმიერი სოციალური ჯგუფის
ძალაუფლება, სოციალური სტატუსი, ადგილი საზოგადოებაში და როლი
დამოკიდებულია სოციალური სისტემის სტრუქტურასა და მის შიგნით არსებული
სოციალური მობილობის ხარისხზე. კერძოდ, უმცირესობათა ჯგუფის წევრის
სოციალური მობილობის ხარისხი დამოკიდებულია საზოგადოების ღიაობაზე ან
დახურულობაზე. დახურულია საზოგადოება, რომელშიც ინდივიდის როლი
თეორიულადაც კი უცვლელია და ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე
მიეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ სოციალურ წრეს, სტატუსს და ვერასდროს
შეიცვლის მას, ხოლო ღიაა საზოგადოება, რომელშიც ინდივიდის როლი და
სტატუსი, შესაძლოა, შეიცვალოს მისი შესაძლებლობების, მიზნებისა და არჩევნის
შესაბამისად. დახურული საზოგადოებისგან განსხვავებით, რომელიც ხაზს უსვამს
იერარქიულ თანამშრომლობას ჯგუფებს შორის, ღია საზოგადოების იდეა
მდგომარეობს რესურსების ხელმისაწვდომობასა და გაზიარებაში, ეთნიკური,
რელიგიური, სექსუალური თუ სხვა სახის მიკუთვნებულობის მიუხედავად.
შესაბამისად, ღია საზოგადოება უმთავრესად აქცენტს აკეთებს ინდივიდსა და
რესურსების ხელმისაწვდომობაზე, ხოლო დახურული ტიპის საზოგადოება
ორიენტირებულია ჯგუფსა და კოლექტიურ მიზნებზე.
სოციალური უმცირესობები შეიძლება გაქრნენ ასიმილაციის გზით, როდესაც
ისინი თავიანთ ტრადიციებს მთლიანად ჩაანაცვლებენ დომინანტი კულტურის
ტრადიციებით. თუმცა, სრული ასიმილაცია ძალიან იშვიათია. ყველაზე
გავრცელებული მეთოდია კულტურული ასიმილაცია, როდესაც ორი ან მეტი ჯგუფი
ერთმანეთში გაცვლის კულტურულ მახასიათებლებს. საზოგადოება, რომელშიც
შიდა ჯგუფები ქმნიან კულტურული ასიმილაციის პრაქტიკას, ამკვიდრებენ ახალ
სოციალურ ნორმებს, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ინტეგრირებულობას,
უსაფრთხო და ტოლერანტული თანაცხოვრების შესაძლებლობას.
ისტორიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზეეთნიკურ,გენდერულ,
ლინგვისტურ, სექსუალურ (ლგბტ თემი) და სხვა სახის უმცირესობათა კატეგორიებს,
პოლიტიკურ თუ სხვა მიზეზთა გამო, ადამიანებმა კონკრეტული ღირებულებები
მიანიჭეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი განსაზღვრა არსებული სოციალური
მიმართებების გასაგებად.
ეთნიკური მიკუთვნებულობა განისაზღვრება, როგორც გაზიარებული
კულტურული მემკვიდრეობა: რელიგია, ენა, კულტურა, ტრადიციები, რომლებიც
აერთიანებს ადამიანებს. რასობრივი და ეთნიკური საკითხები ხშირად გადაფარავს
ერთმანეთს და სინონიმებადაც გამოიყენება, თუმცა მათ შორის მთავარ სხვაობად
ფიზიკურ მახასიათებლებს გამოყოფენ, რომლებითაც ადამიანებს რასობრივი ნიშნით
გამოარჩევენ, ხოლო ეთნიკური საკითხი უფრო კულტურული მახასიათებლების
ერთობლიობაა.
რასა – კონკრეტულ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფებისთვის სოციალურად
მნიშვნელოვანი კატეგორია. განმარტება გეოგრაფიის, კულტურისა და დროის
შესაბამისად იცვლება.რასობრივი დანაწილება არ არის ბუნებრივი მახასიათებელი,
ის სოციალური კონსტრუქციაა და ამიტომ რასობრივ საკითხს ხშირად „აბსტრაქტულ
კონცეფციასაც“ უწოდებენ ანთროპოლოგები.
რელიგიური უმცირესობა – საზოგადოებაში ან კულტურაში ფართოდ
გავრცელებული რელიგიისგან განსხვავებული რელიგიური იდენტობის ან
პრაქტიკის მიმდევრები. ლგბტ თემი (სექსუალური უმცირესობა) – ადამიანთა
ჯგუფი, რომელთა სექსუალური იდენტობა, ორიენტაცია ან სექსუალური პრაქტიკა
განსხვავდება კულტურაში ფართოდ მიღებული სექსუალური იდენტობისგან.
ისტორიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ეთნიკურ, გენდერულ,
ლინგვისტურ, სექსუალურ (ლგბტ თემი) და სხვა სახის უმცირესობათა კატეგორიებს,
პოლიტიკურ თუ სხვა მიზეზთა გამო, ადამიანებმა კონკრეტული ღირებულებები
მიანიჭეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი განსაზღვრა არსებული სოციალური
მიმართებების გასაგებად.
ეთნიკური მიკუთვნებულობა განისაზღვრება, როგორც გაზიარებული
კულტურული მემკვიდრეობა: რელიგია, ენა, კულტურა, ტრადიციები, რომლებიც
აერთიანებს ადამიანებს. რასობრივი და ეთნიკური საკითხები ხშირად გადაფარავს
ერთმანეთს და სინონიმებადაც გამოიყენება, თუმცა მათ შორის მთავარ სხვაობად
ფიზიკურ მახასიათებლებს გამოყოფენ, რომლებითაც ადამიანებს რასობრივი ნიშნით
გამოარჩევენ, ხოლო ეთნიკური საკითხი უფრო კულტურული მახასიათებლების
ერთობლიობაა.
რასა – კონკრეტულ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფებისთვის სოციალურად
მნიშვნელოვანი კატეგორია. განმარტება გეოგრაფიის, კულტურისა და დროის
შესაბამისად იცვლება.რასობრივი დანაწილება არ არის ბუნებრივი მახასიათებელი,
ის სოციალური კონსტრუქციაა და ამიტომ რასობრივ საკითხს ხშირად „აბსტრაქტულ
კონცეფციასაც“ უწოდებენ ანთროპოლოგები.
რელიგიური უმცირესობა – საზოგადოებაში ან კულტურაში ფართოდ
გავრცელებული რელიგიისგან განსხვავებული რელიგიური იდენტობის ან
პრაქტიკის მიმდევრები. ლგბტ თემი (სექსუალური უმცირესობა) – ადამიანთა
ჯგუფი, რომელთა სექსუალური იდენტობა, ორიენტაცია ან სექსუალური პრაქტიკა
განსხვავდება კულტურაში ფართოდ მიღებული სექსუალური იდენტობისგან.
საქართველო ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან ქვეყნად მიიჩნევა,
რასაც მოსახლეობის კომპოზიციის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი
მოწმობს. 2014 წლის აღწერის მონაცემების12 მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის
86.8% ქართველია, 6.3% – აზერბაიჯანელი, ხოლო 4.5% ეთნიკურად სომეხი
მოქალაქეები არიან, დანარჩენს ეთნიკურად რუსები – 0.7%, ოსები – 0.4%, იეზიდები
– 0.3%, უკრაინელები – 0.2%, ქისტები – 0.2%, ბერძნები – 0.1%, ასირიელები – 0.1%
(სხვა _ 0.4%) შეადგენენ. ეს ფაქტი ისტორიულ მოცემულობად მიიჩნევა და აქედან
გამომდინარეობს გავრცელებული შეხედულება, რომ „ქართველი ერი ტოლერანტი
ერია“, ვინაიდან მის ტერიტორიაზე ოდითგანვე თანაცხოვრობენ განსხვავებული
ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები.
საქართველოს რელიგიური კომპოზიციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ხშირად
სირთულეს წარმოადგენს, თუმცა ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2014 წლის
საყოველთაო აღწერაში აღმსარებლობის შესახებ, საქართველოს მოსახლეობის 83.4%
მართლმადიდებელია, 10.7% – მუსლიმი, 2.9% – სომეხთა სამოციქულო
მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. დანარჩენ მაჩვენებლებს ინაწილებენ13:
კათოლიკე ეკლესია, იეჰოვას მოწმეები, იეზიდური, პროტესტანტული და იუდაური
თემები.

ბილეთი N 10

1. არის თუ არა ტოლერანტობა გამოწვევა? ვინ არის ტოლერანტი? რა


სირთულეები ახლავს ამ ტერმინის გამოყენებას (15 ქულა)

ტოლერანტობა ტერმინი, რომელიც გულისხმობს განსხვავებული მსოფლაღქმის,


ცხოვრების წესების, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს
გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან
ცხოვრების წესის  იძულებით მიღებას. ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას,
იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. ის
მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის, ზოგადი უფლების პატივისცემას და არა
რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას, სხვისი აზრების ქცევისა და
შეხედულებების შეწყნარებას. ის გამორიცხავს ძალადობასა და აგრესიის ყოველგვარ
გამოვლინებას. ადამიანის შესაძლებლობაა აღიაროს, პატივი სცეს ან
გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები. მიიღოს ადამიანი
ისეთი როგორიც არის, მთავარია ადამიანური ღირებულებები და არა მისი
წარმომავლობა ან თუნდაც სოციალური მდგომარეობა.
ტოლერანტობა ეს თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში, ეს არის არა მარტო
მორალური ვალი არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაც.
ტოლერანტობა სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის ომის კულტურის
მშვიდობით შეცვლას. ადამიანი ამ ქვეყანაზე გაჩენის მომენტში არც ტოლერანტულია
და არც არატოლერანტული მაგრამ მას აქვს ბუნებრივი ტოლერანტობა, ის ღებულობს
გარემოს ისეთს როგორიც ის არის.

ტოლერანტული საზოგადოება ტოლერანტი ინდივიდებისგან შედგება, ეს


საზოგადოება თავის მხრივ განათლებული საზოგადოებაა, რომელიც პატივს სცემს
საზოგადოებაში შემავალ თითოეულ ინდივიდს და აღიარებს მას როგორც საკუთარ
მე-ს აზრსა და ამ აზრის გამოხატვის ავტონომიურობის მქონეს, რომელიც მხოლოდ
ამრავალფეროვნებს სამყაროს. ტოლერანტობა მაღალზნეობრივი მოვალეობაა,
რომელიც ღირსებას უტოლდება.

2. შენ რომ ხელისუფლებაში იყო, როგორ გადაწყვეტდი უმცირესობების


საკითხს? აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ უმცირესობაზე ვლაპარაკობთ?
არსებობს თუ არა იერარქია უმცირესობებს შორის? (10 ქულა)

You might also like