You are on page 1of 12

1.

პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის კონტროლი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,


საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის
წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იხილავს
პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის
წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტის საკითხს; იგივე დებულებაა განმტკიცებული „საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით,
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ
პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

პოლიტიკური პარტიების შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის თავისუფლება


საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით არის უზრუნველყოფილი. კერძოდ,
„საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან
პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. პირს, რომელიც
ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ,
უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. ასევე, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური
პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური
წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის
პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით. პოლიტიკური
პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი
წესით.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის


კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, ხოლო
პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის კანონიერების საკითხი საერთო
სასამართლოების განსჯადია.

ა) პოლიტიკური პარტიის შექმნა- საკონსტიტუციო კონტროლის ობიექტი. საქართველოს


კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის არა მარტო „საქმიანობა“, არამედ „შექმნაც“.
ამდენად, მოცემული ნორმა მოქალაქეთა ამ უფლებაში ჩარევას პოლიტიკური პარტიის
შექმნის ეტაპზეც ითვალისწინებს. ვინაიდან, ყოველი კონსტიტუციურ-სამართლებრივი
დარღვევა, მიუხედავად იმისა მოჰყვა თუ არა მას მავნე შედეგი, არღვევს სახელმწიფოში
განმტკიცებულ მართლწესრიგს, ხელს უშლის სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა
ორგანოების ცალკეული ფუნქციების განხორციელებას, ხელყოფს საზოგადოებისა და
სახელმწიფოს ინტერესებს. ამდენად, ქმედება, როგორიც არის პოლიტიკური პარტის
შექმნა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან
ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული
მთლიანობის დარღვევა, მისი ჩადენის ფაქტითაც კი საფრთხეს უქმნის საქართველოს
დემოკრატიული წესწყობილების საფუძვლებს და ამ შემთხვევაში დელიქტის
შემადგენლობისთვის მხოლოდ ქმედებაც საკმარისია, რეალურად კი, არსებითი
მნიშვნელობა არ აქვს რაიმე მავნე შედეგი მოჰყვა მას თუ არა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მესამე


პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის
დაკმაყოფილება იწვევს პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აქტის გაუქმებას.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად,


პოლიტიკური პარტიის შექმნის, საქმიანობის და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით
არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის კონსტიტუციურობის შესახებ
სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს
პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან
საქართველოს მთავრობას. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის
საქმიანობის კონსტიტუციურობას, მოპასუხეა პოლიტიკური პარტია, ხოლო როდესაც
კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციურობას,
მოპასუხეა პოლიტიკური პარტია და მისი მარეგისტრირებელი ორგანო.

ბ) პოლიტიკური პარტიის საქმიანობა - საკონსტიტუციო კოტნროლის ობიექტი.


საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია პარტიის საქმიანობაზეც ვრცელდება. მაგ:
„მოქალაქეთა პოლიტირკუი გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლი
მოიცავ იმ დოკუმენტთა ნუსხას, რომლებიც პოლიტიკურა პარტიამ რეგსტრაციისთვის
უნდა წარუდგინოს საჯარო რეესტრის ეროგნულ სააგენტოს. დოკუმენტთა ნუსხაშია
პარტიის წესდება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და რომელშიც აღინიშნება
პარტიის საქმიანობის მიზნები და მათი განხორციელების ფორმები. საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და პარტიის
რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. პარტიას
შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ
წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ
კანონის მოთხოვნებს. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კონსტიტუციისა
და კანონის მოთხოვნებს ხდება პარტიის რეგისტრაცია. თეორიულად, შეიძლება
დავუშვათ, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით შექმნილმა პოლიტიკურმა პარტიამ,
რეგისტრაციიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, არსებითად გადაუხვიოს
წესდებაში დასახულ მიზნებს, შეუდგეს არაკონსტიტუციურ საქმიანობას და ამით
დაარღვიოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის დებულებები. ცხადია, ასეთ ვითარებაში,
უფლებამოსილი სუბიექტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას, ეს
უკანასკნელი იმსჯელებს არა პოლიტიკური პარტიის შექმნის, არამედ მისი საქმიანობის
კონსტიტუციურობაზე, ანუ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო კონტროლის ობიექტი
პოლიტიკური პარტიის ქმედება გახდება.

საქართველოს კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს ისეთი


რადიკალური საქნციის გამოყენების უფლებამოსილებით, როგორიცაა პოლიტიკური
პარტიის აკრძალვა.
2.რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციური კონტროლი

რეფერენდუმი და არჩევნები უშუალო დემოკრატიის უმთავრესი ფორმებია.


საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს, რომ ხალხი თავის ძალაუფლებას
რეფერენდუმისა და არცევნების გზით ახორციელებს. რეფერენდუმის საშუალებით
ხალხი განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს წყვეტს, ხოლო
არჩევნების მეშვეობით ირჩევს თავის წარმომადგენლებს და ანიჭებს მათ თავის
სუვერენულ უფლებათა განხორციელების მანდატს. აღნიშნული თავისთავად მიუთითებს
დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში ამ ორი ინსტიტუტის უმნიშვნელოვანეს
როლზე. თუმცა არჩევნები და რეფერენდუმები მხოლოდ მაშინ ასრულებენ თავიანთ
ნამდვილ სოციალურ ფუნქციას, როდესაც ისინი საერთაშორისო ნორმებით დადგენილი
პრინციპების საფუძველზე ტარდებიან.

საქართველო იმ სახელმწიფოთა რიცხვშია, რომლებშიც საკონსტიტუციო კონტროლი


ვრცელდება როგორც რეფერენდუმთან, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა
საკითხებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლებამოსილება კონსტიტუციურად
არის განმტკიცებული, ხოლო ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან
დაკავშირებული საკითხები დეტალურად სხვადასხვა კანონით რეგულირდება.
უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
ორგანულ კანონს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად,


საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით: საქართველოს
პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან სახალხო
დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს რეფერენდუმის ან არჩევნების
მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული
რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19


მუხლის 1-ლი ნაწილის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო
კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე
უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: დავა რეფერენდუმისა და არჩევნების
მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი
არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ; აღნიშნულს 21-ე მუხლის
პირველი ნაწილის შესაბამისად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

36-ე მუხლის შესაბამისად კი, არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა


და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის)
კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს
პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს. ამ შემთხვევაში მოპასუხე კი არიან :
ა) სადავო ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო/თანამდებობის პირი; ბ)
არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნაზე უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი,
თუ სადავო ნორმატიული აქტის საფუძველზე ხდება არჩევნების (რეფერენდუმის)
დანიშვნა ან არდანიშვნა.
ასევე, 37-ე მუხლში საუბარია, რომ არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი
ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის)
კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს
პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს. მოპასუხეა ის ორგანო, რომლის
ნორმატიული აქტის გამოც იქნა შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ან/და საარჩევნო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია
შესაბამისი არჩევნების ჩატარებაზე. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება:
ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეფერენდუმის შედეგების
გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ჩატარებული
რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული
რეფერენდუმის კონსტიტუციურობას;

ბ) შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის


ვადაში, თუ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ჩატარებული არჩევნების
მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების
კონსტიტუციურობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3


პუნქტების შესაბამისად, ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი
ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის
კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. ამ
პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო
სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30
დღისა. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა
ეხება არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას. ასევვე,
ჩატარებული არჩევნების, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა, ან
რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული
არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის განხილვის ვადა
არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.
განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 30 დღით
აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის


მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების
(რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის
დაკმაყოფილება იწვევს:

ა) არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის


ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების
გამოქვეყნების მომენტიდან;

ბ) დანიშნული არჩევნების (რეფერენდუმის) გაუქმებას, თუ არჩევნების (რეფერენდუმის)


დანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს
გ) არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას, თუ არჩევნების
(რეფერენდუმის) არდანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ
აქტს ან მის ნაწილს.

ხოლო ამავე მუხლის 41 მუხლის შესაბამისად, ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის


მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების
(რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის
დაკმაყოფილება იწვევს:

ა) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი და


არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის
ძალადაკარგულად ცნობას;

ბ) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ


(ცალკეული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით) ბათილად ცნობას,
თუ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმატიულმა აქტმა ან მისმა ნაწილმა არსებითი
და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და არაკონსტიტუციური აქტის
ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა არსებულისაგან განსხვავებული
შედეგი.

3.საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული


საკითხები

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობასა თუ შეწყვეტასთან დაკავშირებული


საკითხების განხილვა შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოებს პარლამენტის
მომართვის საფუძველზე თავად შეუძლიათ შეუწყვიტონ პარლამენტის წევრს
უფლებამოსილება. საქართველოში კი, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების
ცნობა ან შეწყვეტა საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა, საკონსტიტუციო
სასამართლოში კი მხოლოდ პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა
შესაძლებელი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად,


საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს:
პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის
საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე
შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს; ასევე,
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად, 1. საქართველოს პარლამენტის
წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი
მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. მისი დაკავება ან დაპატიმრება, მისი
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ
პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა,
რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის
განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული
წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას
გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული
წერილობითი მასალის დაყადაღება ან ამოღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს
უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. პარლამენტის წევრს
სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თავისი მოვალეობის შესრულებისას
პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის. უზრუნველყოფილია
პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები.
პარლამენტის წევრი იღებს საკანონმდებლო აქტით დადგენილ გასამრჯელოს.
პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები
უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას. პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა
განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან
ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს
საზოგადოებრივ საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო,
პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს
ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. შეუთავსებლობის შემთხვევებს
განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს


პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო
სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების


ნახევარზე მეტს;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და


მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ
აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;

თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს


გადაწყვეტილებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული უფლებამოსილება განმტკიცებულია


„საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის
პირველი პუნქტის ზ)ქვეპუნქტშიც, ამ ნორმის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო
კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე
უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ზ) საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;

1.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, როგორც საკონსტიტუციო


კონტროლის ობიექტი - საქართველოს პარლამენტის წევროს უფლებამოსილებს ცნობა მის
პარლამენტის წევრად აღიარებას გულისხმობს. იგი პარლამენტის წევრთა არცევნებთან
არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს საერთო არჩევნები (მორიგი, რიგგარეშე),
ხელახალი არცნები, ან არჩნები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის
გამო.

პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის


სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ
პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს
კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე,ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის
წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ამ ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების
ცნობაც გადაიდო ან რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა მეორე ტურში ან
გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, ფიცის ტექსტს ხელმოწერით ადასტურებს
უფლებამოსილების ცნობისთანავე.

პარლამენტის რეგლამენტში აღწერილია პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების


ცნობის პროცედურაც, კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს
თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით
სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის
საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი
ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და
პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ). პარლამენტის
დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს
პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას
პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული


შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან
უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. თუ იმ პარლამენტის წევრთა
რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული
შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება.
ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ
დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე
პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის
დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე
შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით
დადგენილი წესით. ხოლო,პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი
მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი
ერთგულების ფიცს დებენ, როგორც ზემოთ აღვნიშნე.

ამდენად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხთან დაკავშირებით


პარლამენტი იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას :1.დადგენილებას პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის შესახებ და 2.დადგენილებას პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების არ ცნობის შესახებ. ორივე შემთვევაში პარლამენტის დადგენილება
შეიძლება დაექვემდებაროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
იურისდიქციას. ამასთან კანონმდებლობა აკონკრეტებს თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კერძოდ, „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგაული კანონის თანახმად, კონსტიტუციური
სარჩელის დაკმაყოფილება რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას
„პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ“ იწვევს პარლამენტის ამ
დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და
მოქალაქის, როგორც პარლამენტის წევრს უფლებამოსილების ცნობას (23-ე მუხლის მე-6
პუნქტის ბ)ქვეპუნქტი). ხოლო კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, რომელიც
ეხება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას „პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის შესახებ“, იწვევს აღნიშნული დადგენილების ან მისი
ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
გამოქვეყნების მომენტიდან (23-ე მუხლის მე-6 პუნქტის დ)ქვეპუნქტი).

2.პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, რგორც


საკონსტიტუციო კონტროლის ობიექტი - საკონსტიტუციო სასამართლო
უფლებამოსილია

იმსჯელოს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან


დაკავშირებულ საკითხებზე. პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა,
შეიძლება ითქვას, რომ ნიშნავს მისთვის პარლამენტის წევრის სტატუსის ჩამორთმევას.
საქართველოს კანონმდებლობა პარლამენტის წევრს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს
და მას შესაბამისი იმუნიტეტით აღჭურავს. ამავდროულად კანონმდებლობა
ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც პარლამენტის წევრს უფლებამოსიფლება
შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის
მე-5 ნაწილის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება,
თუ იგი:

ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების


ნახევარზე მეტს;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და


მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ
აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;

თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს


გადაწყვეტილებით.

პარლამენტის რეგლამენტი დეტალურად განსაზღვრავს თუ რა პროცედურები


ხორციელდება ზემოთ მითითებული თითოეული შემთვევის არსებობისას. პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის თანახმად:
1.პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი
განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ
გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი
ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო
განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას.
პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება
გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და
გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

2.ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის


მომენტიდან შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი
სამსახური/საქმიანობა და უფლებამოსილების ცნობის დღიდან 7 დღის ვადაში
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგინოს
შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ
მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს რეგლამენტით დადგენილი
წესით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.

3.თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის საპროცედურო


საკითხთა და წესების კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს
სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის
დასკვნას. თუ დადასტურდა პარლამენტის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელება, დასკვნა გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რომელსაც უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საკითხი პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

4.პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან


შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში პარლამენტის იმავე დადგენილებით
შეუწყდება მას ვადამდე უფლებამოსილება.

5.პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან


შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, საქართველოს
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ საქართველოს მთავრობის
წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის
სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას
(გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის
შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

6.თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების


ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი
სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ
დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

7.თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს


გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ
ამზადებს შესაბამის დასკვნას.
8.პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება
გარდაცვალების მომდევნო დღიდან. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამოითხოვს პარლამენტის
წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

9.თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ


უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნო და მოთავსებულ იქნა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო
დაწესებულებაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ
ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს აღნიშნულის დამადასტურებელ
საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის


საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს შეუძლია მიიღოს ორი სახის გადაწყვეტილება:
1.დადგენილება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და
2.დადგენილება პარლამენტის წევრის უფლებამოსილებსი არშეწყვეტის შესახებ.

ორივე სახის დადგენილებაზე ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია.


„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი დეტალურად
აღწერს რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტლებას თითოეულ შემთხვევაში. კერძოდ თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით
დაკამყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტის შესახებ, პარლამენტის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის
თაობაზე, ეს გამოიწვევს ამ დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში
შესვლის მომენტიდან და პარლაენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას (23-ე
მუხლის მე-6 პუნქტის ა)ქვეპუნქტი), ხოლო თუ სასამართლოს გადაწყვეტილების
დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არ
შეწყვეტის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის
თაობაზე, ეს გამოიწვევს პარლამენყის დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას (23-ე მუხლის მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტი)

3.ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი - საკონსტიტუციო კონტროლის ობიექტი.


ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო კონტროლის ობიექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილებაა. საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს
აღნიშნული აქტის კონსტიტუციურობას. მართალია, ამის შესახხებ პირდაპირი მითითება
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში არ არის,
მაგრამ ეს თავისთავად გამომდინარეობს აღნიშნული ნორმატიული აქტის 23-ე მუხლის
მე-6 პუნქტისა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს
საქართველოს პარლამენტის:

ა) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის


მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას, თუ პარლამენტმა
მას ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება;
ბ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის
მომენტიდან და მოქალაქის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ცნობას,
თუ პარლამენტმა არ ცნო მისი უფლებამოსილება;

გ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს


გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, თუ მას პარლამენტმა ვადამდე არ შეუწყვიტა
უფლებამოსილება;

დ) იმ დადგენილების (ან მისი ნაწილის) ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო


სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, რომლითაც პარლამენტმა
ცნო პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

ასევე, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დებულებიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ


საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების
კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს
საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან იმ მოქალაქეს,
რომლის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილება არ ცნო ან
ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა. ასევე, ამ მუხლით გათვალისწინებულ
საქმეში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი და კონსტიტუციური სარჩელის შეტანის
ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი
გადაწყვეტილების ამოქმედებიდან. შესაბამისად, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ
კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კონსტიტუციური
ნორმა, რომელსაც ავტორის აზრით არ შეესაბამება პარლამენტის დადგენილება.

განსახილველი უფლებამოსილების სპეციფიკურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მის


ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო ინდივიდუალურ-სამართლებრივი ქტის
კონსტიტუციურობას აფასებს, ვინაიდან „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით
თანახმად, საკადრო და პერსონალურ საკითხებზე მიღებული საქართველოს
პარლამენტის დადგენილება არანორმატიულია. ამ თვალსაზრით, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციურ არსენალში ეს არის ერთადერთი
უფლებამოსილება, რომლის რეალიზისებისას ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის
კონსტიტუციურობის შემოწმებაა შესაძლებელი.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე


შეწყვეტის საკიტხის განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.

You might also like