You are on page 1of 4

1.

ბიზნეს ეკოსისტემა ესაა ორგანიზაციების ქსელი - მომწოდებლების,


დისტრიბუტორების, მომხმარებლების, კონკურენტების, სამთავრობო
უწყებების და სხვა სტეიკჰოლდერებისა - რომლებიც ჩართულები არიან
კონკრეტული პროდუქტის საზოგადოებისთვის მიწოდებით,
თანამშრომლობის თუ კონკურენციის გზით.
2. ბიზნეს ეკოსისტემის მთელი აზრი არის ის, რომ მასში ორგანიზაციები
ახდნენ ურთიერთ ზეგავლენას, ანუ არიან ზეგავლენის როგორც
სუბიექტნი ასევე ობიქტები. მასში იქმნება მუდმივად განვითარებადი
ურთიერთობა, რომლის ყველა ერთეული უნდა იყოს მოქნილი და
ადაპტური იმისათვის რომ გადარჩეს ამ ბიოლოგიურ ეკოსისტემაში.
3. მნიშვნელოვანია რომ, როგორც ბიოლოგიურ ეკოსისტემებში, ბიზნეს
ეკოსისტემაში ჩართული კომპანიები, ერთმანეთს ეჯიბრებიან ცვალებად
გარემოში გადარჩენისათვის, შეგუებისა და ადაპტაციი გზით და ხანდახან
გაქრობითაც.
4. 1930 წელს, ბრიტანელმა ბოტანიკოსმა არტურ ტანსლიმ პირველმა
წარმოგვიდგინა ტერმინი ეკოსისტემა, რომელიც აღნიშნავდა
ორგანიზმების ერთობას, რომლებსაც აქვთ ინტერაქცია ერთმანეთთან და
გარემოსთან. იმისათვის, რომ გადარჩნენ, ეს ორგანიზმები
უპირისპირდებიან ერთმანეთს ან ერთად მუშაობენ ხელმისაწვდომი
რესურსებისათვის, თანა-არსებობენ და ერთად რეაგირებენ გარეგან
პრობლემებზე.
5. ტექნოლოგიური განვითარებისა და გლობალიზაციის ფონზე იცვლება
მიდგომა ბიზნესის კეთებისადმი, და ბიზნეს ეკოსისტემის იდეის მიზანი,
სწორედ იმისთვისაა რომ დაეხმაროს კომპანიებს გაიაზრონ თუ როგორ
განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას ამ სწრაფად ცვალებად გარემოში.
6. წევრი ორგანიზმები არიან ასევე მომწოდებლები, წამყვანი მწარმოებლები,
კონკურენტები და სხვა სტეიკჰოლდერები. დროთა განმავლობაში, ისინი
ერთად ავითარებენ საკუთარ უნარებს, შესაძლებლობებს, როლებს და
ეწყობიან იმ მიმართულებით რომელსაც ერთი ან რამოდენიმე
ცენტრალური კომპანია დაადგენს. ლიდერის პოზიციებზე კომპანიები
შესაძლებელია შეიცვალოს. ეკოსისტემის ლიდერის ფუნქცია არის დიდად
დაფასებული ეკოსისტემის მონაწილეების მხრიდან, რადგან ის აძლევს
საშუალებას მათ იმოძროან საერთო ხედვის მიმართულებით .
7. ეკოსისტემის 8 განზომილება
ეკოსისტემა შეიძლება განვიხილოთ მისი 8 განზომილების მიხედვით:

განზომილება 1: ეკოსისტემის სტრატეგია.


ეკოსისტემაში შემავალ მონაწილეებს შეიძლება ჰქონდეთ არა ცალკეული
სტრატეგიები, არამედ საერთო ეკოსისტემის განვითარების სტრატეგია.
ერთად გადაწყვიტონ თუ როგორ გადარჩება და მიაღწევს წარმატებას მათი
ერთობა, როგორი ურთიერთობებისა და ინტერაქციის საფუძველზე
შექმნიან ისინი ღირებულებას და როგორ გაინაწილებენ როლებს
ეკოსისტემაში.

განზომილება 2: ღიაობის ხარისხი.


ეკოსისტემაში ღიაობის ხარისხი განპირობებულია სტრატეგიით, საერთო
მიზნებითა და გაზიარებული ინტერესებით. ეკოსისტემა შეიძლება იყოს
საჯარო, კერძო ან ჰიდრიდული.
ღიაობის ხარისხი განსაზღვრავს ღიაობას ახალი მონაწილეების
ეკოსისტემაში შესვლისადმი და ღირებულებების ცვლილებისადმი. ასევე
განსაზღვრავს იმ ურთიერთობების ხასიათს, რომლებიც ყალიბდება
ეკოსისტემის შიგნით.

განზომილება 3: განსხვავებული მონაწილეების ჩართულობა.


ურთიერთ-დაკავშირებულობის ზრდასთან და ტექნოლოგიური
განვითარების ფონზე, კომპანიებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ დანერგონ
ცვლილებები მათ ეკოსისტემებში. ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ
კომპანიებისა თუ ინდივიდების როლები შეიძლება შეიცვალოს და
განვითარდეს სიტუაციაზე დაყრდნობით. ასეთი ცვლილებებით
განისაზღვრება თუ როგორ არიან ეკოსისტემაში გადაწყვეტილებები
მიღებულნი და მხარდაჭერილნი.

განზომილება 4: ურთიერთობების სახეები.


იგულისხმება ის ურთიერთობები, რომლებიც ეკოსისტემის მონაწილეებს
აქვთ ერთმანეთთან, როგორ არიან ისინი დამოკიდებულნი ერთმანეთზე
და რას იღებენ ისინი ამ ურთიერთობების სისტემაში ჩაბმით.

განზომილება 5: ფასეულობის გაცვლის ფორმა.


გარდა მონეტარული ფასეულობისა კომპანიები ერთმანეთს უცვლიან და
უზიარებენ ისეთ არამატერიალურ ფასეულობებს, როგორებიცაა
ინფორმაცია, ზეგავლენა, რეპუტაცია, მომსახურება. ეკოსისტემისთვის
მნიშვნელოვანია რა ფასეულობა შემოაქვს მონაწილეს მასში და ასევე რა
მიაქვს.

განზომილება 6: ინდუსტრიების მრავალფეროვნება.


ეკოსისტემის გაფართოებამ შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელ
ინდუსტრიებთან დაკავშირება, მოულოდნელი პარტნიორობები
ორგანიზაციებთან, იმავე, მონათესავე ან საერთოდ განსხვავებული
ინდუსტრიებიდან.

განზომილება 7: რამდენიმე ეკოსისტემის კომპლექსურობა.


კომპანიები არ არიან მხოლოდ ერთი ეკოსისტემის წევრნი, ისინი შეიძლება
ჩართული იყვნენ რამდენიმე ეკოსისტემაში, მნიშვნელოვანია მათ კარგად
გაიაზრონ როგორია ინტერაქცია ამ სხვადასხვა ეკოსისტემებს შორის,
როგორ უკავშირდებიან და როგორია გადაფარვა მათ შორის. სწორედ ამ
გადაფარვით რამდენიმე ეკოსისტემამ შეიძლება კიდევ ახალი ეკოსისტემა
წარმოშვას.

განზომილება 8: ტექნოლოგიები.
დიჯიტალიზაციის ეპოქაში მნიშვნელოვანია კომპანიებმა სწორად
მოახდინონ ტექნოლოგიების, ინფრომაციისა და ბიზნეს პროცესების
სტრატეგიული ინტეგრაცია.

8. ეკოსისტემის წევრთა არქეტიპები

შეიძლება განვიხილოთ ეკოსისტემის წევრთა სამი ტიპი: მშენებელი,


დირიჟორი და მონაწილე.

მშენებელი

ასეთი სახის მონაწილე ძირითადად თვითონ ქმნის და აყალიბებს ახალ


ეკოსისტემას მრავალფეროვანი და გასხვავებული სერვისებისა და
პროდუქტის შესაქმნელად, რომლებიც ტრადიციებს სცილდება. მათ
როგორც წესი ფლობენ ტექნოლოგიების, მომხმარებლების ბაზისა და
მონაცემების ბირთვს ეკოსისტემისათვის.

9. დირიჟორი

დირიჟორები ძირითადად ქმნიან სტრატეგიულ პარტნიორებებსა და


გაერთიანებებს და ასე აკავშირებენ კომპანიებს ერთმანეთთან მათი
მიწოდების ჯაჭვში ჩაბმით. ისინი ასე ახერხებენ მათი პროდუქტის
ასორტიმენტი. დირიჟორები თავისუფლად უზიარებენ პარტნიორებს
მომხმარებლების ბაზასა და მონაცემებს.

10. მონაწილე

მონაწილე კომპანიები ეკოსისტემაში ქმნიან პროდუქტსა და სერვისს. მათ


შეუძლიათ დიდი ბენეფიტი მიიღონ პარტნიორობით, რომელსაც ისინი
ეკოსისტემაში ქმნიან, ისინი იღებენ რესურსებს, შესაძლებლობებს,
ინფორმაციას და ასე იღებენ ბაზრის დიდ ნაჭერს.

11. ეკოსისტემა და კონკურენცია.


ეკოსისტემა ახალი კონკურენტებისათვის. აწესებს რთულად გადასალახ
ბარიერებს მასში შესაღწევად, როგორც პოტენციური შემსვლელებს უწევთ
არამხოლოდ ძირითადი პროდუქტების კოპირება და დახვეწა და ასე
კონკურენცია, არამედ მათ უწევთ კონკურენცია გაუწიონ დამოუკიდებელი,
ერთმანეთის შემავსებელი ბიზნესებისა და მომწოდებლების მთლიან
სისტემას. ეკოსისტემის ნაწილად ყოფნა იძლევა უპირატესობის მექანიზმნს
ტექნოლოგიური, კვლევის და ბიზნეს კომპეტენციებით, რომელიც
აკუმულირებულია მთლიან ეკოსისტემაში და სხვა კომპანიების
წინააღმდეგ ეფექტური კონკურენციის საშუალებას იძლევა.

You might also like