Professional Documents
Culture Documents
1800-1830 აშშ კულტურა
1800-1830 აშშ კულტურა
1800-1810
ამერიკული ლიტერატურა
1800 წელს დაარსდა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკა, რომელსაც
ლონდონიდან 900 წიგნისა და რუკების საყიდლად გამოეყო 50 000 დოლარი.
შეიძლება ითქვას, რომ პირველი ამერიკული რომანი - „სიმპატიის ძალა“
1789 წელს გამოაქვეყნა უილიამ ჰილ ბრაუნმა. 1789 წლიდან 1800 წლამდე
350 რომანი გამოქვეყნდა. რომანების კითხვამ ქალებში განათლების დონე
გაზარდა.
1800 წლამდე პირველი ბესთსელერი იყო ჰანა უებსტერის „კოკეტი“. გაჩნდა
ისტორიული გამოკვლევებიც, დევიდ რემზიმ დაწერა ამერიკის რეოვულიციის
ისტორია და ჯორჯ ვაშინგტონის ბიოგრაფია. თუმცა პოპულარობით მის წიგნს
მეისონ უიმსის წიგნმა აჯობა, რომელიც 25 წლის მანძილზე 40-ჯერ გამოიქცა და
ვაშნგტონის განდიდებას წარმოადგენდა.
იბეჭდებოდა მრავალი პერიოდული გამოცემა, სადაც შეხვდებით მრავალ
ცნობილ ადამიანს, მაგალითად ვაშინგტონ ირვინს და უილიამ ემერსონს, ეს
უკანასკნელი ცნობილი პოეტისა და ესეისტის, რალფ უილდო ემერსონის მამა
იყო.
მუსიკა და თეატრი
განათლება
მეცნიერება
1820-იანი წლები
ხელოვნება და არქიტექტურა
ე.წ. ფედერალური სტილი და ამერიკული ბერძნული აღორძინების სტილი
ძალზე პოპულარული იყო 1820-60-იან წლებში. ამერიკელებს მოსწონდათ ეს
მონუმენტალური სტილი.
ახალი ინგლისის ყველაზე პოპულარულმა არქიტექტორმა ისააკ დამონმა
ააშენა შეხვედრების სახლი დიერფილდში, მასაჩუსეთში, აგრეთვე პირველი
უნირტარული ეკლესია ქუინსში. სკულპტორები ძირითადად ვაშინგტონის დიდი
მონუმენტების შექმნით იყვნენ დაკავებული, მათ შორის ანტონიო კანოვა.
ხელოვნების წარმომადგენლებს დიდ დახმარებას უწევდა პორტრეტების
შესრულებით მიღებული შემოსავალი. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ
მხატვრები გილბერტ სტიუარტი და ტომას სალი. ამ უკანასკნელმა სიცოცხლის
მანძილზე ორიათასამდე პორტრეტი დახატა. დიდი პოპულარობა მოიპოვა
მდინარე ჰუდსონის სკოლის ჯგუფმა, რომელიც რომანტიკულ სტილში ასახავდა
ბუნებას. ჯგუფის ლიდერები იყვნენ ტომას კოული და ეშერ დურანი. დიზაინის
ეროვნული აკადემია შეიქმნა ნიუ იორკში და პრეზიდენტად აირჩიეს სემუელ
მორზე.ჯონ ჯეიმს აუდუბონმა შექმნა ამერიკის ფრინველთა არაჩვეულებრივი
გალერეა.
ლიტერატურა
ამ პერიოდისთვის რამოდენიმე ავტორი გამოიკვეთა, რომელთაც არა
მარტო ამერიკაში, არამედ საზღვარგარეთაც კითხულობდნენ. ესენი იყვნენ
ვაშინგტონ ირვინგი და ჯეიმს ფენიმორ კუპერი.
განსაკუთრებული მოვლენა იყო ჰენრი ლონგფელო. ის გალხდათ ამერიკელი
პედაგოგი და პოეტი, რომლის ნამუშევრებია: „პოლ რევერეს მგზავრობა“,
ჰაიავათას სიმღერა, და „ევანჯელინა“. ის იყო აგრეთვე პირველი ამერიკელი,
რომელმაც გადათარგმნა დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია და იყო ერთ-
ერთი წევრი ჯგუფისა სახელად Fireside Poets. 1827 წელს აფროამერიკელებმა
შექმნეს პირველი აფროამერიკული Freedom's Journal.
განათლება
რიჩარდ მალკოლმ ჯონსონი თავის წიგნში The Goosepond School
საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ყვებოდა ამერიკულ სკოლებში
დამკვიდრებული მკაცრი და ზოგჯერ დაუნდობელი დისციპლინის შესახებ. უფრო
ჰუმანური მეთოდების დანერგვას ცდილობდნენ ინდიანას შტატში ერთ-ერთ
უტოპიურ თემში „ახალი ჰარმონია“. აგრეთვე იყო მცდელობები დაენერგათ
შვეიცარიელი პედაგოგიკის თეორიტიკოსის იოჰან პესტალოცის თეორიები.
1821 წელს ბოსტონის კლასიკური ინგლისური სკოლა იქცა ამერიკაში
პირველ საზოგადოებრივ ანუ სახელმწიფო სკოლად მაღალი კლასებისთვის.
1825 წელს ნიუ-იორკში შეიქმნა საზოგადოებრივი სკოლები, ცოტა ხნით ადრე
ოჰაიოში, ინდიანასა და ილინოისში კი სასკოლო ოლქები. უმაღლესი
განათლების სფეროში დაიწყო მოძრაობა კლასიკური პროგრამიდან უფრ
ოცხოვრების რეალობებზე მისადაგებული პროგრამებისკენ. მაგალთად ოჰაიოში
მაიამის უნივერსიტეტში კლასიკური ენებისა და მათემატიკის გარდა სხვა
არანაკლებ საწირო საგნების სწავლა დაიწყეს.
მუსიკა და თეატრი
სასულე ინსტრუმენტების ჯგუფები სულ უფრო მდიდრდებოდა სიმებიანი
ინსტრუმენტებითაც. ახალ ინსტრუმენტებს შორის იყო აგრეთვე ტრამპეტი და
საქშორნი. ძალზე პოპულარული იყო პორტეპიანოები მაგრამ მათი ევროპიდან
ჩამოტანა ძვირი ჯდებოდა და ადგილობრივ ჰავას ვერ უძლებდა. 1823 წელს
ჯონას პიკერინგმა ბოსტონში პიანინოების გამოშვება დაიწყო.
პოპულარული იყო სასიყვარულო სიმღერები.
თეატრალურ ცხოვრებაში გამოირჩეოდა ვარსკვლავი მარია გარსია
მერიბრანი ხოლო ოპერაში პოპულარული იყო მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“
და როსინის „სევილიელი დალაქი“. მელოდრამა „ლამაზმანი და ურჩხულო“
ბევრის მეხსიერებაში პოპულარულად დარჩა სიმღერით Home Sweet Home.
თანდათანობით უფრო პოპულარული ხდება ცირკიც.
დროსტარება
ცეკვებიდან მოდაში იყო მინუეტი. მოსახლეობა ცდილობდა კარგად
ჩაცმულიყო. ერთ-ერთი პირველი ამერიკული რესტორანი Delmonicos, ნიუ-
იორკში გაიხსნა 1827 წელს. როგორც ფრიტანელი ფრენსის ტროპლოპი
აღნიშნავდა, რომ ამერიკელები უაღრესად სწრაფად და სრულ სიჩუმეში
ჭამდნენ. ყავა პოპულარული ხდებოდა, მაგრამ ზომიერთა მოძრაობა მათაც
ებრძოდა როგორც აფროდიზიაკს.
თანდათანობით ვითარდება სპორტი. პირველი დოღის ჯილდო 20 000
დოლარი იყო, რაც მაშინ კოლოსალურად დიდი თანხა იყო. ცხენოსნობა და
ნაოსნობა ძალზე პოპულარული იყო. პირველი სავარჯიშო დარბაზი გაიხცსნა
ნორთემპტონში, პირველი საცურაო სკოლა კი ბოსტონში.
მეცნიერება
1830-იანი წლები
ხელოვნება
წიგნები და ლიტერატურა
განათლება
სკოლები ამ პერიოდში კვლავ ადგილობრივი ხელისუფლების
პრიორიტეტად რჩებოდა, თუმცა ისეთი რეფორმატორები როგორც მასაჩუსეთსის
შტატის პირველი განათლების მინისტრი ჰორას მანი და აშშ განათლების
პირველი კომისარი ჰენრი ბერნარდი ცდილობდნენ, რომ ამ საქმეში შტატის
ხელისუფლება უფრო აქტიურად ჩარეულიყო, იქნებოდა ეს სკოლის
დაფინანსება თუ მათი პროგრამების კონტროლი, უკეთესი აღჭურვილობა და
განათლების მისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის. მიჩიგანი იყო პირველი შტატი
რომელიც შეუერთდა კავშირს და თავის კონსტიტუციაში აღნიშნული ჰქონდა,
რომ შტატის მთავრობა პასუხისმგებელი იყო შტატის სკოლებზე. თანდათან
უმჯობესდებოდა ქალთა და აფროამერიკელთა განათლების პირობებიც. 1831
წელს მასაჩუსეცის ქალაქ ლუელში პირველად გაიხსნა სკოლა, სადაც ორივე
სქესის ბავშვები ერთად სწავლობდნენ, ხოლო 1843 წელს ეს სკოლა ერთმა
ფერადკანიანმა გოგონამაც კი დაამთავრა. ამის მიუხედავად, სხვაგან სწავლა
სეგრეგირებული იყო.
1833 წელს ქალაქ ობერლინში პირველი ერთობლივი კოლეჯი გაიხსნა.
1836 წელს ჯორჯიაშიც გაიხსნა ქალთა კოლეჯი. თუმცა მაინც განათლების
სფეროში მასაჩუსეცი ლიდერობდა. 1837 წელს მიიღეს კანონი რომლის
მიხედვითაც ქარხნებში მუშაობის დაწყებამდე ბავშვებს სკოლაში უნდა მიეღოთ
განათლება. მალე მიიღეს კანონი, რომ სასკოლო წლის ხანგრძლივობა მინიმუმ
6 თვე უნდა ყოფილიყო.
მუსიკა და თეატრი
1830-იან წლებში ამერიკაშ მოღვაწეობდა ინგლისელი მუსიკოსი ჰენრი
რასელი, რომელიც პიანისტიც იყო, ბარიტონიც და კომპოზიტორიც. პირველი
ამერიკელი ბალერინები იყვნენ მერი ენ ლი და აუგუსტა მეივუდი. მათი დებიუტი
ერთად 1837 წელს შედგა ბალეტში „ქეშმირელი მოახლე“. მეცხრამეტე საუკუნის
ერთადერთი ბალერონი ვარსკლავი იყავი ჯორჯ ვაშინგტონ სმიტი. საცირკო
წარმოდგენები, მოჯირითეთა შოუ ძალზე პოპულარული იყო.
რელიგიური მუსიკა კვლავ პოპულარული იყო.
ლოუელ მეისონმა პირველი ბავშვთა სასიმღერო სკოლა შექმნა, ხოლო
1838 წელს დაარწმუნა ბოოსტონის სასკოლო საბჭო, რომ სიმღერის
გაკვეთილები სასკოლო პროგრამის ნაწილად ჩაერთოთ.
დროსტარება
მეცნიერება