You are on page 1of 2

,,ართურ კონან დოილი“

სრული სახელი - ართურ იგნატიუს კონან დოილი


იგი იყო შოტლანდიელი მწერალი. მან შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
დეტექტივის პერსონაჟი, შერლოკ ჰოლმსი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა .
კონანი თავდაპირველად მისი შუასახელი იყო, თუმცა ბოლო დროს მან იგი
საკუთარი გვარის ნაწილი გახადა.
ართურ კონან დოილი დაიბადა 1859 წლის 22 მაისს და გარდაიცვალა 1930 წლის 7
ივლისს, კარდიალური გულის შეტევით. მას 9 დედმამიშვილი ჰყავდა. მამა ადრევე
გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით. დედა კი ირლანდიელი პლანტაგენეტების
წარმომადგენელი იყო. კათოლიკურ სკოლებში დაწყებითი და საშუალო
განათლების მიღების შემდეგ დოილი აგნოსტიკოსი ხდება. 1875-1881 წლებში
მედიცინას სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტში. მისი ექიმად მუშაობა
ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება. პაციენტთა რიცხვი სულ უფრო მცირდებოდა,
რაც საშუალებას აძლევდა მწერლობილათვის მეტი დრო დაეთმო. თავისი პირველი
ნაწერები 1879 წელს გამოაქვეყნა, ხოლო 1887 წელს პირველად გამოჩნდა შერლოკ
ჰოლმსის პერსონაჟი. 1918 წელს დოილი სპირიტიზმით დაინტერესდა და დაიწყო
კონფერენციათა ტურნე, გამოაქვეყნა სხვადასხვა სახის ნაშრომები, მათ შორის :
ახალი გამოცხადება (1918), რომელშიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას
და ზეციურ ძალებთან კონტაქტის შესაძლებლობას ამტკიცებს. მართალია, ართურ
კონან დოილი განსაკუთრებით ცნობილია შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟით, მაგრამ
მას ასევე ეკუთვნის ისტორიული მოთხრობები (როგორც თეთრი კომპანია),
სამეცნიერო ფანტასტიკა (დაკარგული სამყარო) რომანები პარანორმალურ
მოვლენებზე. მთლიანობაში მისი შემოქმედება მოიცავს 50-ზე მეტ წიგნსა და
მრავალრიცხოვან ნოველას.

You might also like