You are on page 1of 2

თეკლე გაბრავა

კითხვები

1. როგორ განსაზღვრავს არისტოტელე სიტყვის, აზრისა და ნაწერის მიმართებას?


წინადადებას და წინადადების ჭეშმარიტება -მცდარობის მნიშვნელობებს ?
2. განსაზღვრეთ ენობრივი ნიშნები სოსიურის მიხედვით და აღწერეთ ენისთვის
დამახასიათებელი ნიშანთვისებები
3. როგორ განსაზღვრავს ვიტგენშტაინი სამყაროსა და ენის მიმართებას ლოგიკურ -
ფილოსოფიურ ტრაქტატში?

1.

სიტყა აზრი და ნაწერი სულში წარმოქმნილი წარმოდგენების ნიშანებს წარმოადგენენ .


არისტოტელეს თქმით, ესენი არიან მარცვლები, რომლებიც ხმის მეშვეობით
წარმოიქმნებიან, ანბანიც მარცლების ნიშანია, თუმცა ის აღწერს აგრეთვე იმას , რომ
როგორც ანბანია განსხვავებული, ისევეა მარცვლებიც. მაგრამ ის რაც ამ ორს აერთიანებს
უმარტივესი სულიერი წარმოდგენებია. აზრები ჩნდება სულში, არსებობს, როგორც
ჭეშმარიტი ასევე მცდარი აზრი, თუმცა ამასთანავე არსებობს აზრი, რომელიც არც
ჭეშმარიტია და არც მცდარი. ჭეშმარიტება და მცდარობა დაკავშრებულია სულში
არსებული წარმოდგენების სინთესზე და გამიჯვნაზე.

2.

სოსიურის განმარტებით ენობრივი ერთეული ორმაგი ბუნებისაა და ორი კომპონენტის


კავშირისგან შედგება . ენის ორივე მხარე ფსიქიკური ბუნებისაა და ჩვენს გონებაში არის
ასოციაცური კავშირით შეერთებული. ენობრივი ნიშანი ერთმანეთთან აკავშირებს ცნებასა
და აკუსტიკურ ხატს, რომელიც ჩვენივე შეგრძნებებით მიღებული შთაბეჭდილებაა ,
შესაბამისად აკუსტიკური ხატი არის შეგრძნებადი. ის რომ ჩვენი სიტყვები აკუსტიკური
ხატებია, გვეუბნება ისიც, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავთან საუბარი ხმამაღლა
მეტყველების გარეშე, გონებაში.

3.

ვიტგენშტაინი თქმით ენა სამყაროს ამსახველია, რადგან ენის ლოგიკური სტრუქტურა


არის იდენტური სამყაროს ონტოლოგიური სტრუქტურისა. ლოგიკურ-ფილოსოფიურ
ტრაქტატში მთავარ ცნებებს სწორედაც რომ ენა და სამყარო წარმოადგენენ . მას სარკულ
წყვილსაც უწოდებენ. ფილოსოფოსი აღწერს, რომ ენა ფაქტებისგანაა შემდგარი , ხოლო
სამყარო წარმოაჩენს ამ ფაქტთა ნაკრებს. ვიტგენშტაინი განსაზღვრავს ფაქტის ორ სახეს ,
მარტივსა და რთულს. ენის მარტივი ფაქტები ჩვეულებრივ მარტივი წინადადებებია ,
ხოლო რთული ფაქტები, რთული წინადადებები. ზოგადად ენა კი წარმოადგენს ფაქტების
სრულ აღწერას. ფილოსოფოსი აღწერს აგრეთვე უაზრო წინადადებების არსებობას ,
რომელიც ეხება ეთიკას, ესთეტიკასა და მეტაფიზიკის წინადადებებს , მისი თქმით ასეთი
წინადადებები ლოგიკის კანონებს არღვევენ და არ ეხებიან დაკვირვებად ფაქტებს . მისი
ერთ-ერთი ცნობილი ფრაზაა „დუმილმა უნდა მოიცვას ის, რის შესახებაც საუბარი
შეუძლებელია“.

You might also like