You are on page 1of 7

კეთროვანთა გრაფიკული გამოსახულებები რენესანსის

ეპოქაში

ლუკა ყოჩიშვილი

სახვითი ხელოვნება თავისი არსებობისა და განვითარების ხანგრძლივი ისტორიის


მანძილზე დიდ გავლენას ახდენდა ადამიანთა კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაზე .
სხვადასხვა ეპოქები სხვადასხვა შეხედულებებსა და ღირებულებებს ამკვიდრებდნენ ,
ხოლო ხელოვნება ამ დიდი ცვლილებების მთავარი მესაჭე იყო. რენესანსის ,
აღორძინების ეპოქა კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის ანარეკლია , რომელმაც
„ბნელი შუა საუკუნეების ხანის“1 შემდეგ აღადგინა ანტიკური ხელოვნების ნაშთები და,
მაშასადამე, მის მიმართ ინტერესიც გაამძაფრა. გრაფიკული გამოსახულებების შექმნა
პერიოდში, რომელშიც, ფერს უდიდესი სიმბოლური ესთეტური როლი ენიჭებოდა ,
დიდი გამოწვევა იყო ოსტატებისთვის. თუმცა, თემა , რომელსაც ვეხებით, პირიქით ,
სიმბოლურად უკავშირდება ხსენებულ გამომსახველობით საშუალებას.
დამერწმუნებით, სასიკვდილო სენით დაავადებული ადამიანის ტრაგედიას სიმძაფრეს
აუცილებლად სძენს შავი მელანი და კალამი. ძველ სამყაროში კეთრით დაავადება
ადამიანებისთვის ფიზიკური და სამოქალაქო სიკვდილის ტოლფასი იყო. კეთროვნები
მიიჩნეოდნენ „ღვთისგან დაწყევლილებად“2, ცოდვილებად, რომლებიც ბოროტი
განზრახვების გამო ისჯებოდნენ. ამ სოციალურ სტერეოტიპების ერთად ,
მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, თუ როგორ იხატებოდა კეთროვანთა გამოსახულებები
რენესანსულ, აღოძინების ხანაში, რომელშიც, ხელოვნები უმთავრეს იდეალად
მშვენიერება მიიჩნეოდა.

ჰანს შაუფლეინის მოცემული ნახატი „სატანა აწამებს იობს“ 3 წარმოადგენს ფიზიკურად


განადგურებული, განდეგილი და მენტალურად დიდ განსაცდელში მყოფი ადამიანის
ნათელ ნიმუშს. პირველ რიგში, გავამახვილოთ ყურადღება პერსონაჟის თავზე
გამოსახულ სატანაზე. ის ცხოველური სახით არის წარმოჩენილი. გამოსახვის ეს
ფორმა, სადაც, ერთი მხრივ, ბიბლიური პერსონაჟ ან ღვთისმოშიშ ქრისტიანთან
ერთად გამოსახულია „მხეცის ფორმით“ სატანა, პოპულარული იყო შუა საუკუნეებშიც ,
რადგან მსგავსი შინაარის ნახატები პირდაპირ ირეკლავდა სიკეთისა და ბოროტების ,
ღვთაებრივობისა და დემონურობის დაპირისპირებას. თუმცა , განსხვავებით იმ
პერიოდისგან, ამ რენესანსულ ნახატზე ყურადღება ნაკლებად გამახვილებულია
ქრისტიანულ მოტივებზე, რადგან, როგორც წესი, ბიბლიური წმინდანები
გამოისახებოდნენ შარავანდედით. პირადად ჩემთვის, ამ ნახატიდან ადამიანის
1
Lucius Winslow, Mike Christie. 2023. Wikipedia . 9 April. https://en.wikipedia.org/wiki/Dark_Ages_(historiography).

2
Schamberg, Jay F. 1899. THE NATURE OF THE LEPROSY OF THE BIBLE. The University of Chicago Press, p. 167.
https://www.jstor.org/stable/3137334?searchText=THE+NATURE+OF+THE+LEPROSY+OF+THE+BIBLE%27&searchUri=%2Faction
%2FdoBasicSearch%3FQuery%3DTHE%2BNATURE%2BOF%2BTHE%2BLEPROSY%2BOF%2BTHE%2BBIBLE
%2527&ab_segments=0%2Fbasic_search_gsv2%2Fcontrol&refreqid=fastly-d.

3
Hans Sehaufelein,
სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის გამოცდის
სირთულე შეგვიძლია ამოვიკითხოთ. კეთრი,
როგორც ფიზიკური სიკვდილის განაჩენი და
ეშმაკი, რომელსაც სულისა და გონების
ცდუნება შეუძლია, ვფიქრობ, რეალისტურად
ასახავს იობისა და სხვა, ნებისმიერი,
„ღვთისგან დაწყევლილი“ ადამიანის შინაგან
ბრძოლას. მნიშვნელოვანია, შევნიშნოთ
პერსონაჟის ჯდომისა მანერა, მისი ხელების
მოძრაობა. გმირს ხელები ისე აქვს
გადაჯვარედინებული, რომ ვიზუალურად, ის
ჯვრის, ქრისტიანობის სიმბოლოს, ფორმას
ქმნის. ამასთანავე, ხელების ეს პოზა, როგორც
იობი ებჯინება, ეხუტება საკუთარ ხელს და
იფარავს მუცელს, ქმნის დაუცველობის, ყოყმანის ელფერს, თითქოს გმირი შვებასა და
ხსნას ეძიებდეს. მსგავსი ნიუანსი, ერთი მხრივ, შესაძლოა , გვიტოვებდეს
შთაბეჭდილებას, რომ ამ გმირის ტანჯვას დასასრული ჯერ არ უჩანს და მას კიდევ დიდი
ბრძოლა აქვს გადასახდელი, მეორე მხრივ, კი აჩვენებდეს გმირის მოლოდინს , ძიების
პროცესს, რაც ბუნდოვანია რა შედეგით უნდა დასრულდეს.4 შემთხვევითი არ არის
ისიც, რომ ჩანახატზე იობი, როგორც ადამიანი არის მარტო. ეს, ჩემი აზრით, კიდევ
ერთხელ ცხადყოფს, რომ ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვინც თავიანთ
სულიერებით, დიდსულოვნებით გამოირჩევიან, საკუთარ დემონების , მანკიერებების ,
საბედისწერო დაბრკოლებებისა და ცხოვრებისეულ გამოცდილებების პირისპირ
ძირითადად მარტო უნდა დარჩნენ და, ამავდროულად, მათ თავადვე უნდა
გაუმკლავდნენ.ანუ, ყველაზე ასკეტური ცხოვრების მიმდევარი ადამიანის ყველაზე
სასტიკად გამოცდა რწმენის სიმტკიცისა დადასტურებაა.

როგორც აღვნიშნეთ, კეთრით დასნებოვნება


ადამიანისთვის სამოქალაქო სიკვდილის ტოლფასი იყო.
ამიტომაც, შევეხოთ სოციუმის დამოკიდებულებებსა და
შეხედულებებს კეთროვნების მიმართ, რომელთა
ამოკითხვაც ხელოვნების ნიმუშებში შეგვიძლია. მოცემული
გრავიურა ეკუთვნის გერმანელ რენესანსის ხანის მხატვარ
ჰანს ვეხტელინს. 5 წინა ნახატისგან განსხვავებით, ამ
ნამუშევარზე შევამჩნევთ, რომ იობი, ა.წ უკვე როგორც
ბიბლიური პერსონაჟი, შარავანდედით, წმნიდანის სახით
არის გამოსახული. ამავდროულად, გამოსახულია მისი
მეუღლე და კვლავდაკვლავ სატანაც. ეს ნამუშევარი, უნდა
ვიფიქროთ, გამორჩეულია იმით, რომ პირდაპირ
ირეკლავს ბიბლიური იობის ამბავის ერთ-ერთ ნაწყვეტს,
სადაც მეუღლე დიდი გასაჭირში ჩავარდნილი კაცის
რწმენას აკნინებს და სცდის შემდეგი სიტყვებით: „ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა

4
Sam. 2021. Managment 3.0. Edited by Sam. 20 April. https://management30.com/blog/the-secrets-to-understanding-body-
language/#:~:text=It%20means%20there's%20a%20lack,feel%20at%20ease%20and%20comfortable.

5
Wechtelin, Hans. 1517. “Satan afflicts Job with leprosy.” Leprosy In Literature and Art. p 252
მიმართ და მოჰკუდე “ 6. როგორც ვხედავთ , ამ
ნამუშევარში იობს უკვე არამარტო სულიერ
ფრონტზე , არამედ ადამაინების უარყოფისა და
უმეცრებისგანაც უწევს თავდაცვა . წინა
ნამუშევრის მსგავსად , იობი აქაც ე .წ ფიქრისა
და მოლოდინის რეჟიმშია გამოსახული . მისი
ხელი კვლავ მეორე ხელს ებჯინება და
საფეთქელთან აქვს შემოდებული . თითქოს გმირს უფრო მეტად საკუთარი
საგონებელი ადარდებს , ვიდრე მეუღლის სიტყვები . ყოველ შემთხვევაში ,
კონფლიქტის მასშტაბები ამ გამოსახულებაში შედარებით გაფართოვებულია .
ფაქტი , რომ კეთროვანი ადამიანი საზოგადოებისა და საკუთარი თავის ტვირთად
იქცევა, მძიმეა . ამ რეალობას ერთი -ორად საინტერესოსა და პრობლემატურს ხდის
ისიც, რომ მსგავსი დამოკიდებულებები ძველი აღთქმისა და შემდგომ უკვე
ცივილიზებული საზოგადოების ჩვეულ ყოფა -ცხოვრებაშიც ხშირად არის
გაჟღერებული . კეთროვანთა , როგორც „სოციალურ სხეულს “ მოწყვეტილთა ,
მიმართ არსებულ პრობლემატურ დამოკიდებულებებს ვხვდებით უილიამ
უაილერის 1959 წლის ფილმში „ბენ-ჰური “ 7 მართალია, რომ ეპოქაში , სადაც
მედიცინის განვითარების დონეზეც კი სასაცილო იყო საუბარი , ძნელი იყო , კეთრის
გავრვცელების პრევენციისთვის რაიმე ჰუმანური ზომების მიღება . მიუხედავად
ამისა, მირიამისა და ტირზას გაძევება კეთროვანთა ხეობაში მაყურებელს ოდნავ
მაინც აღუძრავდა უსამართლობისა და სიბრალულის გრძნობას . ერთადერთი , რაც
საზოგადოებას კეთროვნებისთვის შეეძლო გაეკეთებინა , ეზრუნა სიცოცხლის
მოკლე დღეები შიმშილში არ გაეტარებინათ . თუმცა , ესეც მათივე კეთილ ნებაზე
იყო დამოკიდებული .

თუ ადამიანები ამტკიცებდნენ , რომ კეთრი „ღვთის წყევლა “ გახლდათ


ცოდვილებისთვის და მათი მოკვეთაც საზოგადოებისგან , როგორც დაავადების
პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო , მაშინ ,
საინტერესოა , არსებობდა კი რაიმე შანსი ასეთი ადამიანების რესოციალიზაციისა ?
წარმოვიდგინოთ , ერთი მხრივ უნკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი ,
რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვის , მეორე მხრივ , კი ადამიანი ,
რომელიც სრულიად არ გეგმავდა სიკვდილს და სიცოცხლე სურდა . მოცემული
გრავიურები , რომელთა ავტორები იტალიელი ნიკოლო ვიჩენტინო და გერმანელი
გიორგ პენცზი არიან , ასახავენ სასწაულს . სასწალს იმ გაგებით , რომ საბედისწერო
განაჩენ გამოტანილი ადამიანი იღებენ სიცოცხლის
მეორე შანსს , ახალიდან დაბადების საშუალებას .
გრავიურებზე გამოსახულია სახარების სცენა ,
როდესაც ქრისტე გალილეისა და სამარიის გზაზე
კეთროვნებს კურნავს . აღსანიშნავია , რომ ორივე
ნამუშავერაზე პერსონაჟების განლაგება უკვე
მეტყველებს ამ სიუჟეტის უნიკალურობაზე .
ერთადერთი გმირი , რომელიც სახით
6
ძველი აღთქმა. იობის წიგნი. თავი. 2. http://orthodox.ge/biblia/iobi/2/.

7
1959. ბენ-ჰური. Directed by უილიამ უაილერი. Performed by ჩარლტონ ჰესტონი.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C-
%E1%83%B0%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_(1959_%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%98).
კეთროვნებისკენ უშიშრად არის მიმართული თავად ქრისტეა . ვიჩენტინოს
გრავიურაზე მას მარჯვენა ხელი მფარველობის ჟესტით აქვს აღმართული . 8
პერსონაჟი ცდილობს ხელის ამ მოძრაობით ზრუნვა , პატრონობა აღუთქვას და
დალოცოს დავრდომილ ადამიანთა ჯგუფი 9. ისინი დაჩოქილები არიან იესოს
წინაშე და ერთ-ერთ მათგანს თხოვნა -მუდარის
გამოსახატად ხელები აქვს შემართული . მთავარი სცენა ,
როგორც პროტექტორიატსა და პროტეჟეებს შორის
მხოლოდ ქრისტესა და კეთროვნებს შორის თამაშდება .
რაც შეეხება ადამიანებს , რომლებიც , ალბათ
უსაფრთხოების მიზნით , ზურგს აქცევენ დავრდომილებს ,
ქრისტეს მოციქულები არიან . კონტრატსი
განყენებულობასა და ქრისტეს საქციელს შორის ადასტურებს , რომ
წარმოუდგენლად დიდ სიმამაცეს , დიდსულოვნებას , სიმტკიცეს მოითხოვს ის , რომ
შეძლო, გაბედო , ავადმყოფი ადამიანები უპირველესად სულიერ განკურნო .
უშუალოდ პენცზის ნამუშევარში , მაცხოვრის ხელის ჟესტიკულაცია შეცვლილია . 10
მის წინ მხოლოდ ერთი ავადმყოფია ჩაჩოქილი .
ამიტომაც ქრისტე ბევრად უშუალოა და თავის
გულისხმიერებასა და მზრუნველობას ავადმყოფისთვის
ხელის მოხვევით ახერხებს . ამ ნამუშევრებისა და ,
ზოგადად, საზოგადოებისგან
განწირულ ადამიანებთან
ადამიანურად ურთიერთობების
მაგალითზე , გავიხსენებდი თანამედროვე ისტორიის
ღირშესანიშნავ მოვლენებს , რომლებიც კადრების სახით
ფოტოხელოვნებაში აისახა . ეს გახლავთ 1940 წელს
გადაღებული ფოტოსურათი , რომელშიც ინდოელი
სამოქალაქო აქტივისტი მაჰათმა განდი კეთრით დაავადებულ ადამიანს მასაჟს
უკეთებს.11 აღსანიშნავია , რომ განდიმ ამ აქტით დიდი წვლილი შეიტანა იმ
მავნებლური სამედიცინო ტენდენციების დანგრევაში რაც არ აძლევდა კეთრით
დაავადებულ ადამიანებს , მიეღოთ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება .
მორიგი ფოტოსურათი , რომელიც 1991 წელს სან -პაულოს ჰოსპიტალშია
გადაღებული , ეხება უელსის პრინცესა დიანას , რომელიც შიდსის ვირუსით
დაავადებულ ბავშვებს ეხუტება . გავრცელებული მითი , რომ ვირუსი ადამიანიდან
ადამიანზე ფიზიკური კონტაქით გადადიოდა , პრინცესა დიანამ ერთ ჰუმანისტური
აქტით დაამსხვრია . 12

საბოლოოდ , გერმანული რენესანსის გრავიურის მოცემული ნიმუშები ნათლად


ასახავს კეთროვანი ადამიანის გზას უიმედობიდან -იმედის ჩასახვამდე ,

8
Vicentino, Giuseppe Niccolò.

9
https://digestfromexperts.com/4871/jesus-hand-gesture-sign/
10
Georg Pencz

11
Labib, Stephan. n.d. “World Leprosy Day: fighting for a world free from leprosy in the spirit of Gandhi.” nlrinternational.org.
https://nlrinternational.org/blogs/blog-world-leprosy-day-fighting-for-a-world-free-from-leprosy-in-the-spirit-of-gandhi/.

12
2022. 1991: Princess Diana Challenges Childhood AIDS Stigma With Hugs. Directed by ITN Archive.
https://www.youtube.com/watch?v=7MG5eaiRn0s.
განდეგილობიდან -რესოციალიზაციამდე . ბევრი მიიჩნევს , რომ სასწაულებს
ღვთაებრივი წყარო აქვს . ჩემი აზრით , სასწაულისთვის , ადამიანის გაბედნიერებისა
და ყოფის შემსუბუქებისთვის , საკმარისია , რომ უბრალოდ ვეცადთოთ მაინც , მას
დავეხმაროთ . გერმანულ რენესანსში გრავიურები საკმაოდ პოპულარული იყო .
მათი დამზადება , ასლების შექმნა გაცილებით იაფი და იოლი გზა იყო
ეკონიმიკურად ისედაც დასუსტებული ქვეყნებისთვის . ვფიქრობ , რომ ყოველი
ხელოვნების ნიმუში თავის მიზანს შესაბამისად ემსახურება და ეს უკვალოდ არ
ქრება. კეთროვან ადამიანთა სოციალური და ფიზიკური დისკრიმინაციის
მაგალითზე , უნდა ვახსენოთ რაიან მერფის 2014 წლის ფილმი „ნამდვილი გული “.
ფილმი ლარი კრამერის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაციაა , რომელიც
ასახავს შიდსით დაავადებული გეი მამაკაცების უფლებებისთვის ბრძოლას . ამ
ნაწარმოებშიც , ისევე როგორც ზემოთ განხილულ ხელოვნების ნიმუშებში ,
სოციალური მიმართებები , სტერეოტიპები დიდ როლს თამაშობს საზოგადოებისგან
უარყოფილი ადამიანების როგორც სამოქალაქო ისე სექსუალური ცხოვრების
უგულებელყოფაში . უფრო მეტიც , ხშირად მრავალი ადამიანის სიცოცხლეს
საბედისწეროდ უსვამს წერტილს . 13

13
2014. The Normal Heart. Directed by Ryan Murphy. Performed by Mark Ruffalo.
https://en.wikipedia.org/wiki/The_Normal_Heart_(film).
ბიბლიოგრაფია
2022. 1991: Princess Diana Challenges Childhood AIDS Stigma With Hugs. Directed by ITN Archive.
https://www.youtube.com/watch?v=7MG5eaiRn0s.

Labib, Stephan. n.d. “World Leprosy Day: fighting for a world free from leprosy in the spirit of
Gandhi.” nlrinternational.org. https://nlrinternational.org/blogs/blog-world-leprosy-day-
fighting-for-a-world-free-from-leprosy-in-the-spirit-of-gandhi/.

Lucius Winslow, Mike Christie. 2023. Wikipedia . 9 April.


https://en.wikipedia.org/wiki/Dark_Ages_(historiography).

2014. The Normal Heart. Directed by Ryan Murphy. Performed by Mark Ruffalo.
https://en.wikipedia.org/wiki/The_Normal_Heart_(film).

Sam. 2021. Managment 3.0. Edited by Sam. 20 April. https://management30.com/blog/the-secrets-


to-understanding-body-language/#:~:text=It%20means%20there's%20a%20lack,feel%20at
%20ease%20and%20comfortable.

Schamberg, Jay F. 1899. THE NATURE OF THE LEPROSY OF THE BIBLE. The University of Chicago Press,
167. https://www.jstor.org/stable/3137334?
searchText=THE+NATURE+OF+THE+LEPROSY+OF+THE+BIBLE%27&searchUri=%2Faction
%2FdoBasicSearch%3FQuery%3DTHE%2BNATURE%2BOF%2BTHE%2BLEPROSY%2BOF
%2BTHE%2BBIBLE
%2527&ab_segments=0%2Fbasic_search_gsv2%2Fcontrol&refreqid=fastly-d.

Richard Sams. 2023. Jesus Hand Gesture Meaning: What does Jesus’ hand sign signify?.

https://digestfromexperts.com/4871/jesus-hand-gesture-sign/

Wechtelin, Hans. 1517. “Satan afflicts Job with leprosy.” Leprosy In Literature and Art. p 252

ძველი აღთქმა. იობის წიგნი თავი. 2. http://orthodox.ge/biblia/iobi/2/.

1959. ბენ-ჰური. Directed by უილიამ უაილერი. Performed by ჩარლტონ ჰესტონი.


https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C-
%E1%83%B0%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_(1959_%E1%83%AC%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%98).

You might also like