You are on page 1of 2

(ჭითავა)

(ნიკა) ,, «ჩემს ყრმობაში სულს გარს მტრად გვადგა თურქ-ყიზილბაშობა, მით იკლო
სწავლამა…» _ იგონებს გურამიშვილი. ‘’

(ქორიძე)

1727 წელს დავითი ოცდაორი წლის ჭაბუკი იყო, როგორც ჩანს, ახლად
დაქორწინებული. მისი მეუღლე, აზნაურ გარაყანიძეთა ოჯახიდან. საგურამოს
რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლამისყანის მკვიდრი
ყოფილა.

ლეკიანობის შიშით, გურამიშვილების ოჯახიც თავის მოყვრებს შეფარებია


ლამისყანაში. მაგრამ ჩანს, რომ დაღესტნელი მოთარეშენი აქაც თავისუფლად
აღწევდნენ. მკათათვის ერთ დღეს აქ დავითს ლეკები დასხმიან თავს. თითქმის
კინემატოგრაფიული სიცხადით აგვიწერს პოეტი თავის დატყვევების ამბავს .

(ჭითავა)

(ნიკა) ,, მაგრამ მარცხმა ვერ გატეხა მისი უდრეკი ნება.’’

(ქორიძე)

გურამიშვილი კვლავ გაუსხლტება მოძალადეებს, საოცარი სულიერი დაძაბვით იგი


გადალახავს ათასგვარ დაბრკოლებას და ამჯერად თავს დააღწევს კიდეც ტყვეობას .

დავითი თერთმეტი დღე მიიკვლევდა გზას და როგორც თვითონვე გადმოგვცემს ,


მშიერმა და ფიზიკურად განადგურების ზღვრამდე მისულმა, მხოლოდ მე-11 დღეს
გააღწია «სარუსეთოს».

(ჭითავა)

(ნიკა) ,, მას არა ერთი და ორი ღამე გაუთენებია ფიქრში სამშობლოზე.’’

(ქორიძე)

ჩვენ ზუსტად არ ვიცით მისი მთელი საქმიანობა ამ ხანებში. როგორც ჩანს, დავითი
აქტიური წევრი უნდა ყოფილიყო იქაური ქართული ახალშენისა და დიდი
ავტორიტეტითაც სარგებლობდა. (ქართული ახალშენის ნაშიერნი დღესაც სახლობენ
ამ მიდამოებში).

(ჭითავა) ,, პოეტის ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების


ტაძარში.’’
(ქორიძე)

გურამიშვილის „დავითიან”-ში მოთხრობილია პოეტის ბიოგრაფიის ერთი ვრცელი


მონაკვეთი (ლეკების მიერ დატყვევებიდან სიბერემდე) და ამავე დროს შეკრებილია
მისი სხვა ნაწარმოებებიც, რომელთაც მის ბიოგრაფიასთან პირდაპირი კავშირი
არა აქვთ.

ლირიკულ ლექსებთან ერთად ''დავითიანში'' ორი პოემაა შესული; პირველი


ისტორიული ხასიათისაა და პირობითად ''ქართლის ჭირი'' ეწოდება. მასში დიდი
პოეტური ძალით არის გადმოცემული იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა .
მეორე პოემა ''ქაცვია მწყემსი'' ან, როგორც თვით ავტორი უწოდებს, «მხიარული
ზაფხული», პირველი საყოფაცხოვრებო ხასიათის თხზულება ქართულ მწერლობაში.

გურამიშვილის ლირიკულ ლექსებში დასმულია ღრმა ფილოსოფიური და


ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. პოეტის ლექსები დამუხტულია ცხოვრებისეული
ფაქტებით.

მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და


1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი ''დავითიანი'' პოტიომკინის კარზე მყოფ
მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ვალი
მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა
მემკვიდრეომაბ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით
მოაღწია.

გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870


წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა. «დავითიანი»
მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე.

You might also like