You are on page 1of 3

‘წმინდა გონების კრიტიკის’ პირველი გამოცემის წინასიტყვაობა

1. სულ პირველი აბზაცი (მოკლეა) მთიანად უნდა გესმოდეთ კარგად; (გვ. 14; წიგნის გვერდია და არა
პდფ-ს);

ადამიანის გონებას განსაკუთრებული ბედი დაჰყვა, მას ისეთი საკითხები აწუხებს რომელთაც ვერ მოიცილებს,
იგი გონების ბუნებას მოუხვევია, მაგრამ პასუხს ვერ გასემს რადგან იგი გონების ყველა ყუნარს აღემატება.

2. რატომ არაა გონების ბრალი ის, რომ იგი იმ გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება, რომელზეც პირველ
აბზაცშია საუბარი? (გვ. 14)

ყოველივე ეს გონების ბრალი არ არის რადგან იგი მოქმედებას ძირითადი დებულებებით იწყებს, რომელნიც
გამოცდილებით კიდევ უფრო დასტურდება. მათი საშუალებით უფრო და უფრო წინ მიიწევს სულ ზევითა და
ზევით, საქმე დაუმთავრებელია ასევე დაუმთავრებელი კითხვებიც, ამიტომ ისინი ცდილობენ თავი შეაფარონ
ისეთ დებულებებს რომელიც გამოცდილების ფარგლებს სცდება, მაგრამ ისეა შენიღბული რომ გონებაც
თანხმობაშია მასთან. ეს დაუსრულებელი დავისა და ბრძოლის ასპარეზი არის სწორედ მეტაფიზიკა.

3. რატომ მიიჩნევდნენ მეტაფიზიკას მეცნიერების დედოფლად? (გვ. 14)

მეტაფიზიკას დედოფალს უწოდებდნენ და თვლიდნენ, რომ იმსახურებდა ამ სახელს თავისი საქმის უპირატესი
მნიშვნელობის გამო, მაგრამ, სამწუხაროდ ახლა, ჩვენ ეპოქაში, მისი აბუჩად აგდება მოდად იქცა.

4. დოგმატიზმი და სკეპტიციზმი (მეტაფიზიკის მიმართ); (გვ. 14-15)

დოგმატიკოსების მბრძანებლობის პერიოდში მისი ბატონობა დესპოტური იყო, მაგრამ, რადგან კანონმდებლობას
ჯერ კიდევ ეტყობოდა ბარბაროსობის კვალი, ამიტომ შინაომების გამო იგი სრულ ანარქიად შერაცხეს. ხოლო
სკეპტიკოსებს რომელთაც ნიადაგის ხანგრძლივი დამუშავება სძულდათ დროდადრო არღვევდნენ სამოქალაქო
გაერთიანებებს. მაგრამ ბოლომდე ხელი ვერ შეუშალეს ხელახლა შედგომოდნენ აღდგენით სამუშაოს.
ცდილობდნენ აღედგინათ უსაფუძვლო პრეტენზიების მქონე დედოფალი მდაბიო წრიდან, მაგრამ უშედეგოდ ეს
ყველაფერი მაინც დოგმატიზმში ვარდებოდა მიუხედავად იმისა, რომ სურად ეხსნათ მეცნიერება, მაინც ყველა
გზა უშედეგო იყო, ამ დროს საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების გრადაქმნიეს უახლოეს საწყისებს.(მეხუთე
კითხვის პასუხიც ამაშია)

5. მეტაფიზიკის ‘ჩამოლაბორანტება’ დედოფლობიდან სიძულვილის ობიექტამდე; ინდიფერენტულობა


(გვ.15)
6. რატომაა კანტის აზრით ეს ინდიფერენტიზმი/გულგრილობა მოჩვენებითი?

კანტი ამბობს რომ ამაოა თავი მოვაჩვენოთ თითქოს მართლაც გულგრილნი ვიყოთ ისეთი გამოკვლევების
მიმართ, რომელიც არ შეიძლება გულგრილი იყოს ადამიანის ბუნებისთვის. თთვით ინდიფერენტისტებიც
როგროც არ უნდა ფიქრობდნენ, როდესაც მსჯელობას დაიწყებენ მაინც მეტაფიზიკურ მტკიცებებს
მიუბრუნდებიან. სწორედ ეს ის გულგრილობაა როდესაც ყველა მეცნიერი გამოავლენს თავისი გაფურჩქვნის
პერიოდში. უარყოფს იმას რისი უარყოფაც არ შეიძლება, ეს უბრალოდ მისი თავქარიანობის შედეგი კი არ არის
არამედ ჩვენი ეპოქის მსჯელობის უნარისა.

7. რა მისია აკისრია ‘წმინდა გონების კრიტიკას’? კანტის მიერ საკუთარი ‘დამსახურებების’ ჩამონათვალი
(გვ. 15-16) (დეტალურად!)

ახალ ეპოქას აღარ სურს მჩვენებით იცოდნით დაკმაყოფილება და მოითხოვს, რომ თვითშემეცნება კვლავ
იკისროს და სამსჯავრო დააწესოს, რომელიც გონების სამრთლიან მოთხოვნებს დაადასტურებდა. ხოლო
უსაფუძვლო პრეტენზიებს უკუაგდებდა, არა ძალით, არამედ გონების მარადიული კანონების დახმარებით,
სწორედ ეს სამსჯავროა წმინდა გონების კრიტიკა.
8. წმინდა გონების კრიტიკის მ ა ტ ე რ ი ა და ფ ო რ მ ა (გვ. 16-17)

კანტი გულისხმობდა გონების კრიტიკას რომლისკენაც შეუზლიდა ისწრაფვოდეს ყოვლეგვარი


გამოცდილებისგან დამოუკიდებლად, მეტაფიზიკის შესაძლებლობის ან შეუძლებლობსი გადაწყვეტას. მან
თავადან აიცილა ყველა ის შეცდომა, რომელიც გონებას აორებდა და გონების მიერ დასმული კითხვები
უუნარობას კი არ მიაწერა, არამედ მათი სპეციფიკა განსაზღვრა, მიაგნო გაუგებრობის პუნქტს და მათი
სრულიად დამაკმაყოფიელბელი გადაწყვეტა მოახერხა.იგი წმინდა გონებას მიიჩნეევს უნიკალურად და ამბობს,
რომ არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ შეიძლებოდა აქ, ანუ გონებაში, არ ყოფილიყო გადაწყვეტილი, ან
თუნდაც რაიმე პრობლემისთვის გასაღები არ ყოფილიყოს ნაპოვნ, იგი ისეთი სრულყოფილი ერთიანობაა, რომ
საკმარისი არ იყოს მისი ბუნების მიერ დასმულ კითხვებთან, მაშინ სულ მთლად გადასაგდები იქნებოდა

9. ფორმა: უეჭველობა და სიცხადე (დეტალურად!) (გვ. 17; გვ. 18 -> სიცხადეზე)

ყოველივე ის, რისი თქმაც გვინდოდა თთოეული მიზნის მიღწევის სისრულის და საერთოდ ყველა იმ მიზნის
მიღწევის საფუძვლიანობის თაობაზე, რომელიც ჩვენს წინაშე წამოჭრის არა ვინმეს თვითნებური განზრახვა,
არამედ თვით შემეცნების ბუნება, რაც ჩვენი კრიტიკული გამოკვლევის მატერიას შეადგენს.
რაც შეეხება კვლევის ფორმას, უეჭველობა და სიცხადე, ეს ორი რამ, იმ არსებით მოთხოვნებად უდა მივიჩნიოთ
რომლებიც სამართლიანად შეგვიძლია წავუყენოთ ავტორს ვინც ასეთ სახიფათო საქმეს მოკიდა ხელი.

10.

უეჭველობა: ამგვარ გამოკვლევებში დაშვებული არ არის ვარაუდი, ან ნებისმიერი რამ რაშიც ჰიპოთეზის
მსგავსია, აკრძალულია, რომელთაც უმდაბლესი ფასიც არ უნდა დაედოს, მაშინვე ამოვიღებთ ხმარებიდან.
ყოველი შემეცნება ცდისგან დამოუკიდებლად უნდა დადგინდეს და იგი თავად შეგვატყობინებს რომ ასეთი
უნდა იყოს ყოვლად წმინდა შემეცნების განსაზღვრება და იგი უნდა გახდეს უტყუარობის საზომი.
სიცხადე: სიცხადე აუცილებელი ნიშანი უნდა იყოს ნაშრომისათვის, მკითხველს შეუძია მოითხოვოს
დისკურსიული (ლოგიკური) სიცხადე, რომელიც განმტკიცებულია ცნებების საშუალებით, და ამასთან
ინტუიციური სიცხადე, რომელიც მოიცავს მრავალ ახსნა განმარტებას. მაგრამ შეიძლება შევხვდეთ პრობლემას,
როდესაც სიცხადის დამხმარე საშუალებები, მართალია ხელს უწყობენს მკთხველს ცალკეული ნაწილების
გაგებაში, ამავდროულად ხშირად აბნევენ მთლიანის თვალსაზრისით, და ხელს უშლიან ნაშრომის სწრაფ
ათვისებაში. ზოგიერთი წიგნი უფრო ნათელი იქნებოდა, რომ არ ცდილობდნენ რაც შეიძლება ნათელი გაეხადათ
იგი.

‘წმინდა გონების კრიტიკის’ მეორე გამოცემის წინასიტყვაობა

1. კანტი ლ ო გ ი კ ი ს შესახებ (დეტალურად) (გვ. 20-21; წიგნის გვერდია და არა პდფ-ს);

ლოგიკა უძველესი დროიდანვე სწორ გაზად ადგას, ამას ისიც ადასტურებს, რომ არისტოტელედან
მოყოლებული მას არ დაჭირვებია არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, ართალია ზოგიერთი კორექტირება იქნა
შეტანილი მაგრამ უფრო სინატიფის დონეზე ვიდრე მეცნიერერბის. ლოგიკამ ამ დროის განმავობაში ვერც წინ
გადადგა ნაბიჯი ანუ ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლოგიკა ჩაკეტილი და დამთავრებულია.
მართალია ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ ლოგიკისთვის დაემატებინათ ხან მეტაფიზიკური, ხან
ანთროპოლოგიური ხან ფსიქოლოგიური მეთოდები, მაგრამ არ იცოდნენ ის, რომ რი მენიერების საზღვრების
არევა გაუნჯობესება კი არა დამახინჯებაა., ლოგიკა კი მკაცრად ასაბუთებს ყოველგვარი აზროვნების ფორმალურ
წესებს.

2. კანტი მ ა თ ე მ ა ტ ი კ ი ს შესახებ (დეტალურად) (გვ. 21-22);

მათემატიკამ თავისი ობიექტების აპრიორით უნდა განსაზღვროს. კანტი ამბობს, რომ მათემატიკა ლოგიკასავით
იოლად არ განვითარებულა, მან დიდი ხანი იარა გაურკვევლობაში რათა სწორ გზას დადგომოდა. მოხდა
რევოლუცია, მეცნიერება საიმედოდ გაკვალულ გზაზე დადგა და გაემზადა უსასრულო წინსვლისთვის.
მათემატიკა საგანს მხოლოდ და მხოლოდ იმას მიაწერს რაც მისგან გამომდინარეობს არაფერს ზედმეტს.

3. კანტი ბ უ ნ ე ბ ი ს მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ი ს შესახებ (დეტალურად, განსაკუთრებით ‘წინასწარ დასახულ გეგმა’


რომაა საუბარი და, იმაზე, თუ როგორ უნდა მივიდეს გონება ბუნებასთან ) (22-23);

ბუნებისმეტყველება ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეცნიერებაა, სულ რაღაც საუკუნე ნახევრის, მაგრამ შეიძლეა
ითქვას, რომ ბუნებისმეტყველებამ დიდი რევოლუცია მოახდინა ადამიანის აზროვნებაში, რაც ცნობილმა
მეცნიერებმა სხვადასხვა საოცრებების გაკეთება დაიწყეს , ხალხი მიხვდა, რომ გონება მხოლოდ იმას ხედავს რაც
წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით ხდება. მუდმივი კანონების ტანახმად იგი სულ წინ უნდა ისწრაფვოდეს
და უკან არ უნდა მიჩანჩალებდეს, წინააღმდეგ შემთხევაში მთავარ პრინციპებს ვერ შეასრულებს. გონება
ბუნებასთან ისე უნდა შევიდეს რომ ერთ ხელში თავისი პრინციპები ეპყრას მეორეში კი ექსპერიმენტი.

4. ერთგვარი ‘შემაჯამებელი’ საკითხი: რა იყო ის ‘საერთო ნიშანი’ დასახელებულ დისციპლინებში, რისი


მეშვეობითაც ისინი ‘სწორ გზას’ დაადგნენ? (გვ. 23);

მათემატიკისა და ბუნებისმეტყველებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ის რევოლუცია, რომელმაც


დღევანდელ სახემდე მოიყვანა. მათი საერთო ნიშანია ის უეცარი გარდატეხა, რომელმაც ეს ორი მეცნიერება
ცხოვრების ასპარეზზე დააყენა და მოწინავე ადგილი დააკავებინა.

5. რატომ ვერ შეძლო მ ე ტ ა ფ ი ზ ი კ ა მ ‘იმის მიღწევა’, რაც მათემატიკამ და ბუნებისმეტყველებამ შეძლეს? (გვ.
23);

მეტაფიზიკა არის იზოლირებული სპკულატორი გონებით შემეცნებადი მეცნიერება, რომელიც მჭვრეტელობაზე


არა(როგორც მათემატიკა), არამედ ცნებებზეა დამყარებული. მას შეეძლო განვითარებულიყო და გზა გაეკაფა,
მაგრამ ბედი არ სწყალობდა მეტაფიზიკაში გონება განუწყვეტლიფ ფერხდება, მაშინაც კი როდესაც აპრიორის
დანახვას ცდილობს. მეტაფიზიკაში უთვალავჯერ უხდებათ უკან დაბრუნება, რადგანაც ხშირად აღმოაჩენენ,
რომ გზა იქით არ მიდის საითაც ფიქრობდნენ. იგი დაშრებულია ერთსულოვნებს, იგი ბრძოლის არენა უფროა,
სადაც არცერთ მებრძოლს სულ მცირე ხნიტაც, არასოდეს დაუმკვიდრბია გამარჯვებულის ადგილი.

6. კანტის აზრით, რა აძლევს მას იმის იმედის საფუძველს, რომ მეტაფიზიკასაც შეუძლია ‘სწორ გზაზე შედგეს’
და იქცეს მეცნიერებად? (გვ. 23-24);

თუ საგნები იმ კონდიციამდე მივლენ, რომ ისინი შეესაბამებიან ჩვენს შემენებას, რაც ასე კარგად ეთანხმება მათ
აპრიორულ შესაძლებლობას. თუ მჭევმეტყველობა საგანთა თვისებებს უნდა შეესაბამებოდეს, მათ აღარ
შეგვიძლია შევხედოთ როგორც აპრიორულს რადგან ისინი რაღაც ცნებებს შეესაბამებიან, რაც იგივე
გამოცდილებაა. ანუ აპრიორულად შევიმეცნებთ მხოლოდ იმას რასაც საგნებში ვდებთ, ეს ცდა სურვილისამებვრ
ხერხდება და მეტაფიზიკას მეცნიერების საიმედო გზას პირდება, მის პირველ ნაწილში, სახელდობრ იქ, სადაც
მას, სწორედ აპრიორულ ცნებებთან აქვს საქმე.

7. ‘შემაჯამებელი’ საკითხი: ‘სამეცნიერო რევოლუციები’, კოპერნიკისებული გადატრიალების არსი (გვ. 23-24);

კკოპერნიკისეული გადატრიალების არსი ის იყო, რომ მან უარყო თავდაპირველ იშეხედულება რომ
დამკვირვებლის გარშემო ბრუნავენ ვარსკვლავებ, ანუ აქ იგულისხმება რომ დედამიწა უძრავი იყო, ხოლო
ვარსკვლავები კი მოძრავნი იყვნენ. ყოველივე ამის შემდეგ მან ივარაუდა რომ ყველაფერი პირიქით ხდებოდა,
ანუ დედამიწა მოძრაობდა ხოლო ვარსკვლავები ერთ ადგილას იყვნენ უძრავად გაჩერებულნი, ხოლო კოპერნიკი
სწორედ ამ უძრავ ვარსკვლავებს აკვირდებოდა.

You might also like