You are on page 1of 6

1.

აბსურდი, როგორც ამოსავალი წერტილი ( აბსურდი, რომელიც დასკვნად


ითვლებოდა აქ განხილულია, როგორც ამოსავალი წერტილი. წიგნში საუბარია
აბსურდულ მგრძნობელობაზე.)

(არებობს განსჯის ორი მიმართულება ლა პლასის და დონკიხოტის. აქედან


შეიძლება ემოციაც მივიღოთ და გაკვეულობაც.)

2. მთავარი ფილოსოფიური პრობლემა ( არის იმის გარკვევა აქვს თუ არა ცხოვრებას


აზრი, ღირს თუ არა სიცოცხლის გაგრძელება თუ თვივთმკვლელობა სწორი ნაბიჯია )

3. თვითმკვლელობა ( თვითმკვლელობა ყოველთვის სოციალურ ფენომენად


მიიჩნეოდა. აქ კი საკითხი დგას აზროვნებასა და თვითმკვლლობას შორის
მიმართებაზე. თვითმკვლელობის გადაწყვეტილება სინამდვილეში გულის სიღრმეში
მწიფდება და დიდი ფიქრის შედეგეია, ისე, რომა ამას ჩვენ ვერც კი ვხვდებით . სწორე
ეს ფიქრი ინელებს ადამიანს. ფიქრის დაწყება ნიშნავს, რომ ეს ფიქრი ოგინელებს .
მაგალითად ერთ ქალს შვილი მოუკვდა ხუთი წლის წინ და თვითმკვლელობის შემდეგ
მასზე ამობბდნენ დარდამ მოინელაო. ჭია ადამიანს გულს უღრნის )

(თვითმკვლელობის მიზეზი ძალიან ბევრია დარდი, ნაღველი, ტკივილი ,მაგრამ აეს


ყველაფერი შეიძლება დააჩქაროს მეგობრის გულგრილმა დაკაპარაკებამ და
საუბარმა. ამ შემთხვევაში დამნაშავე მეგობრი გამოდის.)

4. მიმართება დამოუკიდებელ აზროვნებასა და თვითმკვლელობას შორის. (ადამიანი


არსებისას სხვის ნაკარნახევ ქმედებებს იზიარებს ანუ ექცევა სხვისი ჩვევევბის
ზემოქმედების ქვეშ. ამ ყველაფერმაც შეიძლება აიძულოს თითმკვლელობა . ადამიანი
შეიზლება დამოუკიდებლად აზროვნებდეს მარა თვითმკვლელობისაკენს მას მესამე
პირის ზემოქმედება უბიძგებს. თავის მოკვლა იმის აღიარებაა, რომ სიცოცხლე
მოგბეზრდა და მისი არაფერი გაგეგება).

5. გაუცხოება სამყაროსადმი. გარიყულობა ( ილუზიებისაგან და ცოდნისგან


დაცლილ სამყაროში ადამიანი თავს უცხოდ გრნობს. ადამიანს არაფრის იმედი
აღრ აქვს. ადამიანსა და მის ცხოვრებას შორის წამოჭრილ განხეთქილებას
ადარებენ მსახიობსა და მის დეკორაციას შორის წამოჭრილ განხეთქილებას, და
სწორედ ეს განხეთქილება არის აბსურდის გრძნობა. ყველა ადამიანი აღიარებს
აბსურდის გრძნობასა და არარსებობისაკენ ლტოლვას შორის კავშირს.)

6. თვითმკვლელობა, როგორც აბსურდის შედეგი ( ამ წიგნის მთავარი მიზანია


დადგინდეს თვითმკვლელობასა და აბსურდს შორის ზუსტი ზღვარი , როდესაც
თვითმკვლელობა აბსურდის შედეგია. არსბობის აბსურდულობის რწმენა უნდა იყოს
ადამიანის მამოძრავებელი.

7. გადაწყვეტილება და ქმედება (ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვავს კითხვა .


პრობლემა შეიძლება მარტივიც იყო და რთულიც, მაგრამ მარტივ კითხვებზე პასუხი
მარტივი როდია. ჩანს თითქოს არსებობს ორი ფილოსოფიური გადაწყვეტილება კი ან
არა. მაგრამ ესე არ არის. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ადამიანები , რომლებიც
მუდმივად სვამენ კითხვებს და პასუხი არ აქვთ. ასევე ადამიანები იძახიან არას მარა
მათი ქმედება მათ პასუხს არ შეესაბამება და სინამდვილეში ისინი ამბობენ „დიახ “.
აქედან გამომდინარე ვინც თავს იკლავს შეიძლება ფიქრობდეს , რომ სიცოცხლეს
აზრი აქვს. ეს ყველაფერი წინააგმდეგობრიობასი მოდის. არცერთ ადამიანს ,
რომელმაც თვითმკვლლობა ჩაიდინა არ გამოუყენებია ლოგიკა.)
8. სულის გადაწყვეტილება და სხეულის გადაწყვეტილება ( ადამიანის ამ ცხოვრებაზე
მიჯაჭვასი არის რაღაც ყველაზე ძლიერი ვიდრე ამქვეყნიური უბედურებაა . სხეულის
გადაწყვეტილებას გონების გადაწყვეტილების თანაბარი ძალა აქვს და განადგურების
პირას უკან იხევს. ბრძოლაში, რომელიც სიკვდილთან გვაახლოებს სხეული მუდმივად
ინარცუნებს თავის უოირატესობას და არსებული მანძილის შემცირება შეუძლებელიია .
სულიერი განცდა და გრძნობები ქმედებებში აისახება ისე, რომ ამას სული თვიტონ ვერ
აცნობიერებს.

9. აბსურდული მსჯელობა ( სიცოცხლის აზრის უარყოფას მივყავართ იმ დასკვნამდე,


რომ არ ღირს ბოლომდე სიცოცხლე. არ არსებობს ამ სხელობას შორის იძულებითი
ზომა. ყველაფერი განხეთქილება, ყოყმანი განზე უნდა გადავდოთ და შევეჭიდოთ
ძირითად პრობლემას. თავს იკლავენ იმიტომ , რომ სიცოცხლე ბოლომდე არ უღირთ
ესაა სიმართლე. არსებობის აბსურდულობა მოითხოვს მისგან გაგქცევას , თუნდაც
თვითმკვლელობის გზით. აბსურდი გვიბიძგებს სიკვიდლისაკენ ? ეს პრობლემა
ყველაზე მნიშვნელოვანია. მიგვყვება თუ არა ლოგიკა სიკვდილამდე ? ამას ვერ
გავიგებთ თუ თავისუფალ ლოგიკას არ გავყვებით. ეს არის ის რასაც აბსურდულ
მსჯელობას ვუწოდებთ. ამა რაადამიანური თამაშის პრივილეგირებული მაყურებელი ,
სადაც აბსურდი გონება და სიკვდილი რეპლიკებს ესვრიან არის სიჯიუტე და
გამჭრიახობა. ამ თამაშში გონებას შეუძლია გაანალიზოს ფიგურების სანამ მათ
გამოააშკარავებს.

აბსურდის გრძნობას ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება შეეჩეხოს .


ადამიანი შეიძლება ისეთვი წარმატებით შეიცნო თავი გათამაშებული კომედიებით ,
როგორც წრფელი სწრაფვით. შეიზლება 100 ჯერ ნახო ადამიანი და მისი შეცნობა ვერ
მოახერხო მაჰრამ მისი ნათამაშები როლის დაგეხმაროს მის შეცნობაში . აბსურდის
მოუხელთებელი გრძნობა შეიძლება შევიცნოთ ინტელექტის, ცხოვრების ხელოვნების
დახმარებით.

10. აბსურდის ატმოსფერო (სიცარიელე/’არაფერი’, დეკორაციები, რუტინა) თავიდან


გვაქვა აბსურდის ატომსფერო, ბოლოში კი აბსურდის სამყარო და გონების ის
განწყობა, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილი სახით წარმოაჩენს, რათა მისგან
პრივილეგირებული და პირქუში სახე გამოკვეთოს რომელიც აქვს . აბსურდის
სამყაროც თავის კეთილშობილებას უბადრუკი წარმომავლობიდან იღებს . მაგალითად
დიდი ნაწარმოებები ქუჩის მოსახვევში ანდა რესტორნის შესასვლელში იბადება .

ხშირად კითხვაზე რაზე ფიქრობ ? პასუხს სცემენ „არაფერზე“ რაც თვალთმაქცობა


ხშირ შემთხვევაში. თუ ეს პასუხი სიმართლეა და სულის იმ განსაკუთრებული
მდგომარეობას გამოხატავს სადაც სიცარიელე ბევრის მთქმელია , სადაც
ყოველდღიური მოქმედებების ჯაჭვი გაწყვეტილია მაშინ ის აბსურდის პირველი
ნიშანია.

11. დაღლილობა; გაკვირვება (გაცნობიერების დასაწყისი) ( ხშირად ხდება, რომ


ასებული დეკორაციები ინგრევა. ანუ ადამიანის ყოველდგიური ცხოვრება გრძელდება
ექვსი დრის განმავლობაში. გაღვიძება ჭამა, სამსახურში წასვლა... ძილი) მხოლოდ
ერთ დღეს ისმის კითხვა-რატომ ? და ყველაფერი გაკვირვებით შეფრდებული
დაღლილობიდან იწყება. დაღლილობა თავს მექანიკური მომქმედებების ბოლოში
იჩენს. ის ბიძგს აძლევს ცნობიერებას და მას აღვიძეს. გამოფხიზლების შემდეგ
ვღებულობთ შედეგს თვითმკვლელობა ანდა ცხოვრების მწყობრში ჩადგომა .
დარილობა ამ შემთხვევაში სასარგებლოა, რადგან ყველაფერი გაცნობიერებით
იწყება. ეს ყველაფერი საკამრისია აფსურდის ძირების ამოსაცნობად . ყველაფერი კი
უბრალოდ ზრუნვაა ..,

12. იმედი ( არის იგივე თაღლიტობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც


ცხოვრობენ რაღაც იდეისთვის და არა სიცოცხლისათვის.)

ადამიანები მონოტონური დროის დინებას მიყვებიან. ისინი მომავლის იმედით


ცხოვრობენ.

13. ‘ხორცის ამბოხი’( ადამიანი რაღაც დროს აცნობიერებს, რომ ის 30 წლისაა. ამით
იგი თავის ახალგაზრდობას აფიქსირებს და ამავდროულად თავ დროსთან
მიმართებაში წარმოიდგენს და იქ თავის ადგილს იკავებს. ის ხვდება , რო იგი დროის
კუთვნილებაა და თავზარდაცემული მასში დაუძინებელ მტერს ხედავს . იგი ელოდება
ხვალინდელ დღეს თუმცა მთელი არსებით უარი უნდა ეთქვა მასზე. სწორედ ეს ხორცის
ამბოხია აბსურდი.)

14. გაუცხოება ( ნებისმიერი სილამაზის საფუძველი არის რაღაც არაადამიანური და


როგორც ამას გავაცნობიერებთ ბუნება, ხეები ბორცვები კარგავენ ჩვენ მიერ
მინიჭებულ ხიბლს და ხდება დაკარგულ სამოთხეზე უდრო შორეული . ადამიანები
მტრულად იყვნენ ყოველთვის განწყობილები სამყაროსადმი. სულ ერთ წამში
შეიზლება სამყარო ჩვენთვის გაგუგებარი გახდეს. სამყარო ხელიდან გვისხლტდება
რადგან ხდება ისეთი როგორიც არის. შეენიღბული დეკორაციები რეალურ სახეს
იბრუნებს. ასე ხდება მაშინაც, როდესაც ქალი რომელიც დიდი ხანი გიყვარდა მისი
სახე შენთვის უცხო ხდება. სამყაროს ეს სიმჭიდროვე და გაუცხოება აბსურდია .

15. სიკვდილი.’სხვისი სიკვდილი’ ( თითოეულია დამიანი ისე ცხოვრობს თიტქოს


არაფერი იცოდეს. ეს იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს სიკვდილის
გამოცდილება. გამოცდილება კი გადატანილსა და გაცნობიერებულს ნიშნავს.
ჩვენ შეგვიზლია მხოლოდ სხვის სიკვდილზე ვილაპარაკოთ. ეს კი მიმსგავსება და
გონების ხედვაა, რომელიც ვერაფერში გვარწმუნებს. დრო შიშის ზარს გვცემს
მტკიცებულებებისა და გათვლების სისასტიკით. უძრავი სხეული, რომელიც
სილის გაწვნაზეც არ რეაგირებს სულმა დატოვა. მომხდარის ელემენტრული და
საბოლოო ხასიათი წარმოადგენს აბსურდის გრძნობის შინაარსს. ვერანაირი
მორალი ვერანაირი აპრიორი ვერ გამართლდება იმ სისხლიანი მათემატიკის
წინაშე, რომელიც ჩვენ ყოფას განაგებს.

ავტორს აინტერესებს არა აბსურდული არმოჩენები, არამედ მათი შედეგები .

16. მოჯადოებული წრეები (I-II; პარადოქსები; გონება და აბსურდი) 30 გვ.

(გონების პირველი მიზანი იმის გარჩევაა, თუ რა არის მართალი და რა მცდარი . მაგრამ


როგორც გონება უღმავდება ამ საკითხს არმოაჩენს, რომ ის წინააღმდეგობრივია . აზრი
არ აქვს გადარწმუნების მცდელობას. ამას არისტოტელე ხსნის შემდეგნაირად . „ ამ
შეხედულების შედეგი ხშირაად სასაცილოდ აგდებული არის ის, რომ ისნი თავად
იშლება. იმის მტკიცებისას, რომ ყველაფერი ჭეშმარიტია ჩვენ ვარიარებთ საკუთარი
თეზისის მცდარობას. ხოლო თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი მცდარია ეს მტკიცებაც
არასწორი აღმოჩნდება. თუ დავუშვებთ, რომ მხოლოდ ჩენი მტკიცებბა ყალბი ან არ
არის ყალბი მაინც იძულებულები ვართ დავუშვათ მცდარი თუ ჭეშმარიტი მტკიცებების
უსასრულო რაოდენობა. რადგან ვინც ჭესმარიტ მტკიცებას გამოთქვას იმავდოლუად
ამტკიცებს, რომ ის ჭეშმარიტია და ასე უსასრულობამდე.“
ეს მოჯადოებული წრე პირველია სერიიებიდან სადაც საკუთარ თავში ჩაღრმავეული
გონება თავბრუდამხვევ ტრიალში იკარგება. ამ პარადოქსების სიმარტივე მათ
გარდაუვალობას ქმნის. გონების ძლიერი სურვილი ადამიანის სურვილებს უერთდება ,
რადგან ყველაფერი ახლობელი და გარკვეული იყოს.

გონება ცდილობს ჩასწვდეს რეალობას. ვერ დაკმაყოფილდება თუ მას


აზროვნებისათვის გასაგებ დონემდე არ დაიყვანს. თუ ადამიანი აღიარებს , რომ
სიყვარული და ტანჯვა სამყაროსაც შეუძლია იგი დამშვიდდება. გონების ბედნიერებაზე
მხოლოდ მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ როდესაც აზროვნება ცვალებად სარკეში
მარადიულ ფენომენებსა და ურთიერთობებს აღმოაჩენს.

ერთიანობის ნოსტალგია დაუოკებელი წყურვილი ადამიანური დრამის ძირითად არსს


გვიჩვენებს. ნოსტალგიის არსებობა დაუყონებლივ გაქარწყლებას არ ნიშნავს . თუ
გადავლახავთ უფსკურლს, რომლიც სურვილს გამარჯვებასთან აშორებს
პარმენიდესთან ერთად დვამტკიცებთ ერთის არსებობას. წავაწყდებით გონების
სასაცილო წინააღმდეგობას, რომელიც სრულ ერთიანობას ამტკიცებს. ეს მეორე
მოჯადოეული წრე საკამრისია ჩვენი იმედების გასაცრუებლად.

17. აბსურდის აღიარება (მე ვხვდები, რომ თუ მეცნიერების დახმარებით შემიძლია


ავხსნა და ჩამოვთვალო მოვლენები, არ შემიზლია ჩავწვდე სამყაროს . თითიტაც , რომ
შემოვხაზოთ მთელი მისი რელიეფი ამაზე მეტი მაინც არაფერი გვეცოდინება. არის
ორი არჩევანი, აღწერა რომელიც სარწმუნოა, მაგრამ არაფერს გვასწავლის და
ვარაუდები, რომლების თითქოს რაღაცას გვასწავლის, თუმცა სარწმუნო არაა . საკუთარ
თავთან და სამაყაროსთან გაუცხოებული ისმის კითხვა რად ღირს ცხოვრება , თუ
მხოლოდ იმ შემთხვევაში დავმშვიდდები, თუ ცოდნასა და სიცოცხლეზე უარს ვიტყვი .
აღიარების მომენტიდან აბსურდი ყველაზე მწველი ვნებაა.

18. ზრუნვას, შიშსა და სასრულობაზე (ჰაიდეგერის ამბავში) (ჰაიდეგერი ცივად იხილავს


ადამიანის ხვედრს და ამბობს, რომ ეს არსებობა დამამცირებელია . ერთადერთი
რეალობა ეს არის „ზრუნვა“ არსებობის ყველა საფეხურზე. ეს ზრუნვა კი ხანმოკლე
შიშია ამ სამყაროში დაკარგული ადამიანისათვის. როდესაც ამ შიშის ცნობიერებამდე
მივალთ, ხდება სასოწარკვეთილება, საღად მოაზროვნე ადამიანის ის მუდმივი
ატომსფერო, სადაც არსებობა მჟღავნდება. ბოლოს მიდიან დასკვნამდე , რომ
სასოწარკვეთილი ადამიანისათვის სამყაროს აღარაფრის შეთავაზება არ შეუძლია . ეს “
ზრუნვა“ იმდენად აღემატება გონების ყველა კატეგორიას, რომ მხოლოდ მასზე
ფიქრობს და საუბრობს. მისი ყველა სახის ჩამონათვალი: მოწყენილობა -
ძრწოლა,რდესავ გონება სიკვდილზე ფიქრობს. არც ის აცალკევებს ცნობიერებას
აბსურდისაგან.

19. სად არსებობს აბსურდი? (მიმართება; მოქმედებებსა და სამყაროს შორის


დაპირისპირება)(ინტელექტი არწმუნებს, რომე ს ქვეყანა აბსურდულია . ბრმა
გონიერება ამოდ ამტკიცებს, რომ ყველაფერი ნათელია. თავისი დაბრუნებული და
უკვე შეთანხმებული შორსმჭვრეტელობით აბსურდის გრძნობა იკვეთება და ზუსტდება .
აბსურდი არის იმ ირაციონალურობისა და იმ გარკვეული სურვილის კონფრონტაცია ,
რომლის ძახილიც ადამიანის სულის სიღმეში გაისმის. აბსურდი თანაბრადაა
დამოკიდებული როგორც ადამიანზე, ისე სამყაროზე. ის მათი ერთადერთი
მაკავშირებელია. ის ისე მჭიდროდ აკავშირებს სამაყაროსა და ადამიანს , როგორც
სიძულვილს შეუზლია ცოცხალი არსებების ერთმანეთთან დაპირისპირება .
აბსურდი არ არის ადამიანში არც სამაყაროში არამედ ის მათ ერთობლივ
არსებობაშია.ადამიანის გონების გარეშე აბსურდი ვერ იქნება. აბსურდი , როგორც
სხვა ყველაფერი სიკვდილთან ერთად მთავრდება. იგი ვერც სამყაროს გარეშე
იარსებებს. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას , რომ აბსურდის ცნება
ძირითადია და ჩემს ჭეშმარიტებებში პირველ ადგილზე დგას.

20. იმედის არქონა, მუდმივი უარი და გაცნობიერებული დაუკმაყოფილებლობა (


იასპერსი სასოწარკვეთილია მთელი ამ ონტოლოგიის გამო, რადგანაც სურვილი აქვს ,
რომ გულუბრყვილოები აღარ ვიყოთ. მან იცის, რომ სასიკვდილო თამაშის საზღვრებს
ვერ გავცდებით. იგი ააშკარავებს თითოეული სისტემის მარცხს, ილუზიას , რამაც
ყველაფერი გადაარჩინა ქადაგებას, რომელსაც არაფერი დაუმალავს.
გაუკაცრიელებულ სამყაროში სადაც ცოდნის შეუძლებლობა დამტკიცებულია და
არსებობა ითვლება ერთადერთ რეალობად, სასოწარკვეთილება ერთადერთ
განწყობად იგი ცდილობს არიანის ძაფის პოვნას ღვთაებრივ საიდუმლოებებთან
მისასვლელად.

აბსურდულ ლოგიკას რომ მივყვეთ ყველანი ეს ბრძოლა გულისხმობს იმედის სრულ


არარსებობას, მუდმივ უარს და გაცნობიერებულ დაუკმაყოფილებლობას .
ყველაფერირ აც სპობს ნიღბავს ან აქრწყლებს ამ მოთხოვნებს ანგრევს აბსურდს და
აუფასურებს შეთავაზებულ დამოკიდებულებას. აბსურდი მაშინ იძენს აზრს როდესაც
მას არ ეთანხმები. აბსურდის გაცნობიერების შემდეგ ადამიანი სმაუდამოდ ეჯაჭვება
მას. იმედის გარეშე დარჩენილი ადამიანი, რომელსაც გაზრებული აქვს საკუთარი
მდგომარეობა მომავალს აღარ ეკუთვნის.

21. კირკეგორზე (ნახტომი, ქრისტიანობა. ‘ეგზისტენციალური ნახტომი’) კიერკეგორი


აბსურდის აღმოჩენის ნაცვლად ამჯობინებს მასში ცხოვრებას. იგი თავიდანვე
რწმუნდება, რომ არცერთი ჭეშმარიტება არ არის აბსოლიტური და არსებობას
დამაკმაყოფილებელს ვერ გახდის. იგი უარს ამბობს დამშვიდებაზე, მორალზე ,
დასვენების ყოველგვარ პრინციპებზე. არ ცდილობს დაიამოს გულისტკივილი პირიქით
აღვიძებს მას. ეს ნაზი და დამცინავი სახე და პირუეტები, რასაც სულის სიღრმიდან
ამოსული ყვირილი ახლავს თავად რეალობას შეჭიდებული აბსურდია , რომელსაც
აღემატება.

ავტორის აზრით გვავს ორი გზა: 1. ან უნდა დაეხსნა ცხოვრებას ან უნდა დარჩე . ასე
შეიზლება განვსაზღვროთ თვითმკვლელობის პრობლემა და ინტერესი , რომელიც
შეიძლება ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის დასკვნებთან მიმართებაში გაჩნდეს .

ეგზისტენციალური ფილოსოფოსები ყველა გაქცევას გვთავაზობენ. ადამიანისათვის


დახშულ და ზღვარ დადებულ სამყაროში ისინი არმერთებენ იმას , რაც მათ
ანადგურებთ და პოულობენ საბაბს იმაში იპოვენ იმედი, რაც ყოველგვარ იმეს სპობს .
ამ ნაძალადევ იმედს ყველგან რელიგიური დატვირთვა აქვს.

იასპერსი ყოველგვარი გაამართლების გარეშე, ერთი ხელის მოსმით ამტკიცებს


ერთდროულად ტრანსცენდენტურს, ექსპერიმენტის არსებობას და ცხოვრების
ზეადამიანურ აზრს შემდეგნაირად „ ხომ გვიჩვენებს მარცხი ყოველგვარი ახსნისა და
შესაძლებელი ინტერპრეტაციის მიღმა არა ტრანსცენდენტურის არსებობას , არამედ
არსებობას. ამ არსებობას იასპერსერი განსაზღვრავს ზოგადისა და ცალკეულის
აუხსნელ ერთიანობას. აქედან გამომდინარე აბსურდი ხდება ღმერთი ხოლო გაგების
ეს უუნარობა ყოფიერება. ამ მსჯელობაში ლოგიკური არფერია და ნახტომს
უწოდებს ავტორი.
ტრანსცენდეტური უფრო რელურია მისთვის რადგანაც ის ძალისხმევა , რომელსაც
ხარჯავს მის დასამტკიცებლად პირდაპირ პროპორციულია იმ მანზილისა , რომელიც
მისი ახსნის უნარსა და სამაყაროსა და ექსპერიმენტის ირაციონალურობას შორის
არსებობს.

22. აბსურდი, როგორც თავისი საზღვრების დამდგენი ნათელი გონება

23. თვითმკვლელობა თუ ცხოვრების მიღება?

24. თვითმკვლელი და სიკვდილმისჯილი

25. უარყოფა და განდგომა

26. თავისუფლება ‘ობიექტურად’ და თავისუფლება ‘ჩემ განცდაში’

27. აბსურდის ადამიანი და თავისუფლება

28. მომავალი და შინაგანი თავისუფლება

29. სიკვდილი და აბსურდი, როგორც გონივრული თავისუფლების პრინციპები

30. გონებისა და სიბნელის (‘ღამის’) შეხვედრა

31. ‘ყველაფერი ნებადართულია’ და აბსურდი

32. ეკლესია და მსახიობების მოღვაწეობა (თუ როგორცაა, ვერ დავაფორმულირე ეს )

33. არჩევანი ჭვრეტასა და მოქმედებას შორის

34. ამბოხი; პრომეთე

35. ‘ადამიანი საკუთარი თავის მიზანია’

36. სიზიფე და მისი ‘ბედნიერება’

You might also like