You are on page 1of 4

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

საქართველოს სიტუაცია
პროკურორის შუამდგომლობა საქართველოს სიტუაციასთან მიმართებით
გამოძიების დაწყების თაობაზე (13.10.2015)
წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილება გამოძიების ავტორიზაციის
შესახებ (27.01.2016)

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი საქართველოს სიტუაციის წინასწარ


მოკვლევას 2008 წლის 14 აგვისტოდან აწარმოებდა. 2015 წლის 13 ოქტომბერს მან გამოძიების დაწყების
ავტორიზაციის შუამდგომლობით მიმართა წინასასამართლო პალატას საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა
და მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან - ამავე წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ფორმირებებსა
და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულების
გამოსაძიებლად.

2016 წლის 27 იანვარს წინასასამართლო პალატამ განიხილა და დააკმაყოფილა შუამდგომლობა. ამ


ეტაპზე მიმდინარეობს სიტუაციის გამოძიება. გამოძიება კონფიდენციალურია.

ფაქტობრივი გარემოებები

არარეგულარული შეიარაღებული შეტაკებები კონფლიქტის მხარეებს შორის გამძაფრდა 2008 წლის


აგვისტოს დასაწყისში რიგი აფეთქებების შედეგად. 7 აგვისტოს ქართულმა სამხედრო ძალებმა სამხრეთ
ოსეთზე კონტროლის დაბრუნების მიზნით დაიწყეს შეტევა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული
ძალები კონფლიქტში ჩაებნენ და ოსების მხარე დაიკავეს, რის შედეგადაც 2008 წლის 10 აგვისტოს
თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციეს სამხრეთ ოსეთი და მის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა
საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე, ეგრეთ წოდებული, ‘ბუფერული ზონის’ 20 კმ-იან ტერიტორია.
მიუხედავად 12 აგვისტოს ცეცხლის შეწვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებისა, რუსული ჯარი სულ
მცირე 2008 წლის 10 ოქტომბრამდე ინარჩუნებდა პოზიციებს.

საქართველოში კონფლიქტის თაობაზე ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ შექმნილი


საერთაშორისო დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი მისიის (IIFFMCG) ცნობით შეიარაღებული
კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 850 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ
დატოვა საცხოვრებელი.
იურისდიქცია

საგნობრივი იურისდიქცია

ომის დანაშაულები

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პროკურორი თავის შუამდგომლობაში თავს იკავებს კონფლიქტის
კლასიფიკაციისაგან, კერძოდ უთითებს რომ, საჭირო არის დამატებითი გამოძიებისა და შედეგად
მიღებული მტკიცებულებების შესწავლა რათა დადგინდეს აღნიშნული კონფლიქტი (გარდა 8-12
აგვისტოს პერიოდისა, როდესაც პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება იყო საქართველოსა და რუსეთს
შორის) წამოადგენდა შიდა თუ საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს, და შესაბამისად შემდგომში
მოხდება იმის დადგენა თუ რა ნორმებზე დაყრდნობით გაგრძელდება გამოძიება. თუმცა იმის
გათვალისწინებით, რომ რომის სტატუტის იურისდიქცია ვრცელდება როგორც საერთაშორისო ისე შიდა
შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე კონფლიქტის გამოძიების
დაწყების ეტაპზე კლასიფიკაცია არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს. ამასთან, პროკურორი თავის
შუამდგომლობაში უთითებს იმაზე, რომ არსებული მტკიცებულებების თანახმად არსებობს იმის
საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რუსეთის ფედერაცია სულ მცირე ახროციელებდა ზოგად კონტროლს
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ომის დანაშაულები ჩადენილი ეთნიკური ქართველების იძულებითი გადაადგილების კონტექსტში

წინარე მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად კონფლიქტის შედეგად 51 დან 113-
მდე ეთნიკური ქართველი დაიღუპა სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განხორციელებული იძულებითი
გადაადგილების დროს. სავარაუდოდ 13,400-დან 18,500 ეთნიკური ქართველი იქნა გაძევებული
სამხრეთ ოსეთიდან და განადგურებულ იქნა 5000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის კუთვნილი
საცხოვრებელი.

შესაბამისად არსებობს გონივრული საფუძველი, იმისა რომ 2008 წლის 7 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე,
სამხრეთ ოსეთის ძალებმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩაიდინეს სულ მცირე შემდეგი ომის
დანაშაულები: ომის დანაშაულები -სამოქალაქო მოსახლეობის განზრახ მკვლელობა (მუხლი (8)(a)(i) ან
მუხლი 8(2)(c)(i); მოწინააღმდეგის / მტრის საკუთრების განადგურება (მუხლი 8(2)(b)(xiii) ან მუხლი 8(2)
(e)(xii), და მოროდიორობა (მუხლი 8(2)(b)(xvi) ან მუხლი 8(2)(e)(v). ეს დანაშაულები ჩადენილი იქნა
შეიარღებული კონფლიქტის ფარგლებში და მასთან კავშირში. ამასთან ერთად, არსებობს ინფორმაცია
იმის თაობაზე, რომ რიგ შემთხვევებში დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში ასევე პირდაპირ
ჩართული იყვნენ რუსი ჯარისკაცები.

სამშვიდობოებზე სავარაუდო თავდასხმა

აგრეთვე, პროკურორის მტკიცებით არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის
ძალები თავს დაესხნენ გაერთიანებული სამშვიდობო ძალების ქართულ კონტინგენტს და თავისმხრივ
ქართული შეიარაღებული ძალები დაესხნენ თავს რუსულ სამშვიდობო ბატალიონს, რითიც ჩაიდინეს
ომის დანაშაული - კერძოდ კი თავს დაესხნენ სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს და/ან ობიექტებს
რაც წარმოადგენგს სტატუტის (მუხლი 8(2)(e)(iii) დარღვევას.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონფლიქტის მონაწილე მხარეების ურთიერთსაწინააღმდეგო
განცხადებები იმის თაობაზე, რომ იერიშის დროისათვის ქართველ და/ან რუს სამშვიდობოებს
დაკარგული ჰქონდათ სამოქალაქო პირების და ობიექტების დაცულობის სტატუსი, მათი სამხედრო
ქმედებებში ჩართულობის გამო.

ომის დანაშაულებთან მიმართებით, ასევე არსებობს გონიბრული ვარაუდი იმისა, რომ რუსეთის და
საქართველოს სამხედრო ძალები აწარმოებდნენ განურჩეველ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე,რაც
წარმოადგენს ომის დანაშაულს. თუმცა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პროკურორს არ გააჩნდა იმ
დროისთვის საკმარისი მტკიცებულება.

ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები

სავარაუდოა, რომ კონფლიქტის დროს საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანურობის წინააღმდეგ


ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ
ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, როგორიც არის მკვლელობა (მუხლი7(1)(a), დეპორტაცია
ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება (მუხლი7(1)(d), გარკვეული ადამიანთა ჯგუფის ან
კოლექტივის ეთნიკური ნიშნით დევნა (მუხლი7(1)(h).
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი იყო კონკრეტული დანაშაულერივი გეგმის
ფარგლებში და მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების სრულ განდევნას და
შესაბამისად საქართველოსთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას, რაც დასტურდება დე ფაქტო
ხელისუფლების თანამდებობის პირების განაცხადებებით და ზოგადი პოლიტიკით, რომელიც
ტარდებოდა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ. მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია
იძლევა იმის საფუძველს ვივარაუდოთ რომ ჩადენილი დანაშაულები ატარდებდნენ, როგორც მასობრივ
ისე სისტემატიურ ხასიათს, რაც წარმოადგენს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
შემადგენელ ელემენტს.

ტერიტორიული იურისდიქცია

სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს დე-ფაქტო სახელმწიფოს, რომლის დამოუკიდებლობა არ არის


აღიარებული. შესაბამისად დანაშაულების ჩადენის პერიოდში სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილს
შეადგენდა და სულ მცირე 2010 წლის 10 ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ. ამგვარად,
სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის
პერიოდში ყველა სავარაუდო დანაშაულის მიმართ, ბრალდებულის ეროვნების მიუხედავად.

დროითი იურისდიქცია

2008 წლის 7 აგვისტოდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე სასამართლოს იურიდიქციის ratione temporis
ქვეშ ექცევა, ვინაიდან საქართველომ რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა 2003 წლის 5
სექტემბერს, ხოლო 2003 წლის 1 დეკემბერს სტატუტი ძალაში შევიდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ინფორმაცია საკმარისად ადასტურებდა საქართველოს და


რუსეთის ფედერაციას შორის, 2008 წლის 1ივლისიდან 10 ოქტომბრამდე, საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტის ფაქტს. კონფლიქტის არსებობა უდავოა საქართველოს და რუსეთის შეიარაღებული
ძალების შორის საბრძოლო მოქმედებების პერიოდში 2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე, და რუსეთის
მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის, განსაკუთრებით “ბუფერული ზონის” ოკუპაციის
პერიოდში, რომელიც მინიმალურად გაგრძელდა, 2008 წლის 10 ოქტომბრამდე. ამასთან ერთად, პალატა
თვლის, რომ რუსეთის ფედერაცია სულ მცირე ზოგადად აკონტროლებდა სამხრეთ ოსეთის
შეიარაღებულ ძალებს და შესაბამისად მის მიერ პირდაპირ ინტერვენციამდე პერიოდიც შეიძლება
მიჩნეულ იქნას საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტად.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურორის პოზიცია სავარაუდოდ ჩადენილ როგორც ომის, ისე
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად სასამართლომ
მოახდინა გამოძიების დაწყების ავტორიზაცია, რომელიც ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს.

You might also like