You are on page 1of 6

ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ერთიანობის ეპოქაში

საქართველოს გაერთიანებამ ხელი შუწყო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ცალკეულ


რეგიონებს შორის. ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქალაქებიც. დიდი იყო
მათი როლი სამეფო ხელისუფლების გაძლიერება–განმტკიცების საქმეში, რაც კარგად ჰქონდა გააზრებული
სამეფო ხელისუფლებას და ყოველმხრივ ცდილობდა ქალაქების განთავისუფლებას მტრისა და დიდი
ფეოდალებისაგან და საქალაქო ცხოვრების აყვავებას. ამან განაპირობა ქალაქებსა და სამეფო
ხელისუფლებას შორის კავშირის ჩამოყალიბება–განმტკიცება. ქვეყნის ხელისუფლებას გაჰყავდა გზები,
აგებდა ხიდებს, სასტუმროებს, ქარვასლებს და ახორციელებდა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რათა
ხელი შეეწყო ხელოსნობისა და ვაჭრობის ინტენსიფიკაციისათვის, რაც თავის მხრივ დადებითად
აისახებოდა საქალაქო ცხოვრების შემდგომ განვითარებაზე.

ძველი ქალაქების განვითარების პარალელურად ხდებოდა ახალი ქალაქების დაარსებაც.


მაგალითად, ბაგრატ IV ბრძანებით აიგო ქალაქი ატენი. დავით აღმაშენებელმა არა მხოლოდ
გაანთავისუფლა თურქ–სელჩუკებისაგან სამშვილდე, რუსთავი, თბილისი და დმანისი, არამედ XI-XII
საუკუნეთა მიჯნაზე დააარსა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად აქცია ქ. გორი, რომელიც
მდებარეობდა ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით მიმავალი გზების გზაჯვარედინზე.

XII საუკუნეში საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა და ჰეგემონობა მოიპოვა


ამიერკავკასიაზე, ჩრდილოეთ კავკასიასა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. შესაბამისად, გაიზარდა ქვეყნის
არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მნიშვნელობაც რეგიონში. საქართველო საერთაშორისო
სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში მოწინავე პოზიციებს იკავებს. პოლიტიკური სტაბილურობა,
ხანგრძლივი მშვიდობიანობა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და უსაფრთხო გადაადგილების
პირობები, ადგილობრივი და უცხოელი ვაჭრებისათვის შეღავათიანი საგადასახადო სისტემა და
საქმიანობის ხელშეწყობა, ხელს უწყობდა საქალაქო ცხოვრების განვითარებას. ჩრდილოეთიდან
გადმომავალ გზაზე წარმოიქმნა ქ. ჟინვანი. ზემოთჩამოთვლილ ქართულ ქალაქთა რიცხვს შეემატა ასევე
ბარალეთი, სურამი. ალი და ზოვრეთი.

ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. მაგალითად,
წუნდას მხოლოდ საფორტიფიკაციო მნიშვნელობა დარჩა და შემდეგ ის მხოლოდ ციხედ მოიხსენიება.
იგივე ბედი გაიზიარა უჯარმამ, რომელიც როგორც ციხე–სიმაგრე ფუნქციონირებდა XVIII საუკუნემდე.

მკვლევარები შენიშნავენ, რომ ერთიანობის ეპოქის საქართველოში ქალაქთა რაოდენობის


მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა, თუმცა გაიზარდა არსებული ქალაქების მნიშვნელობა და სიძლიერე.
ყვეელაზე მნიშვნელოვანი ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, გორი, ჟინვანი, დმანისი, ახალქალაქი,
ახალციხე, თმოგვი, სამშვილდე, ოზრხე, ხუნანი, ქუთაისი და სხვ. ამათ გარდა არსებობდა საქალაქო ტიპის
დასახლებები: მცხეთა, ჭერემი, მანგლისი, აწყური, ლორე, ერუშეთი, ნაჭარმაგევი, გეგუთი, ბოლნისი, გაგი,
ჟალეთი, ბოჭორმა და ა. შ.

ქართული ქალაქები ხელოსნური წარმოების და ვაჭრობის ცენტრებს წარმოადგენდა. წერილობითი


წყაროები, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ძეგლები და არქეოლოგიური კვლევის მასალები
ცხადყოფენ, რომ ამ დროს განსაკუთრებით დაწინაურებული იყო ხელოსნობის თითქმის ყველა დარგი:
მეთუნეობა–მეკეცეობა, მეჭურჭლეობა, მჭედლობა, კალატოზობა, დურგლობა, მეხამლეობა,
ოქრომჭედლობა, მეპურეობა, მენელსაცხებლეობა, წიგნების გადაწერა–აკინძვა და სხვ.
თიხის ჭურჭლის მკეთებელს ეწოდებოდა „მეკეცე“, ხოლო მასალის აღსანიშნავად გამოიყენებოდა
„მიწა“, „თიხა“, „ლამი“, „ქვიშა“, „წერნაქი“ და სხვ. მეკეცოებაში გამოირჩეოდა ორი სპეციალიზაცია:
მეჭურლეობა და მეალიზეობა, ანუ მეაგურეობა (სამშენებლო კერამიკა). ჩვეულებრივ ჭურჭელთან ერთად
მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭელი, რომლის მოსაჭიქავად გამოიყენებდნენ წერნაქს (წითელი საღებავი).
მოჭიქვის გარეშე მოხატვა ცნობილია „დაჭრელების“ ან „დაკენჭის“ სახელით. მოჭიქული ჭურჭლის
ადგილობრივ წარმოებას ადასტურებს ქართული წარწერები. ასევე ადგილობრივ ხდებოდა ნაწილობრივ
ფაიანსის და ქაშანური ჭურჭლის წარმოება.

ქართველი მეალიზეები მაღალი ხარისხის აგურს ამზადებდნენ, რომელიც ქვასთან ერთად


გამოიყენებოდა მშენებლობაში. ასევე იწარმოებოდა კრამიტი და შორენკეცი. ხდებოდა აგურისა და
კრამიტის მოჭიქვა. სხვადასხვა ფერებით. დიდი მასშტაბებით ამზადებდნენ თიხის მილებს, რომლებიც
გამოიყენებოდა წყალსადენების გასაყვანად და აბანოების მშენებლობისას.

ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო–ვერცხლის ჭურჭლის წარმოებაც. წყაროებში


დადასტურებულია ტერმინი „ჭურჭელთა მჭედლები“. სპილენძის ჭურჭლის მკეთებლებს „რვალით
ხუროს“ უწოდებდნენ და ისინი ამზადებდნენ: „სიავი“, „ქვაბი“, სათბობელი“, „ლაგვნი“ და სხვა სახის
ჭურჭელს. ოქრო–ვერცხლის ჭურჭელს კი ოქრომჭედლები აწარმოებდნენ. წყაროებში მოხსენებულია:
ვერცხლის თასები, ვერცხლის კოვზები, ბარძიმი, ტაბაკი, საცეცხლური, რომელთაც ძირითადად
ღვთისმსახურებისათვის იყენებდნენ. ხდებოდა ვერცხლის ჭურჭლის მოოქროვებაც. ოქროსაგან ასევე
მზადდებოდა საეკლესიო ბარძიმ–ფეშხუმი, ტაბაკი, ჯამი და სხვა ჭურჭელი. „ვეფხისტყაოსანში“
დასახელებულია 17 სახეობის ძვირფასი ქვის სახელი.

ჭურჭელს ასევე ამზადებედნენ მინისა და ბროლისაგანაც. წყაროებში დასახელებული „მინის


ხატები“, „მინის კანდლები“, „ბროლის ბარძიმი“, „ბროლის სასანთლე“ და სხვ. ივარაუდება, რომ
საქართველოში მინის წარმოების რამდენიმე ცენტრი არსებობდა.

განვითარების მაღალ დონეზე იდა ქსოვა და კერვა. ნაქსოვის დამამზადებელ ხელოსნებს


„მქსოველნი“ ან „მექსელე“ ეწოდებოდათ. რუსთაველთან ასევე გვხდება ტერმინი „მბეჭველი“. ქსოვილის
ზოგადი ქართული სახელია „ნაქსოვი“ და „ლარი“. მზადდებოდა სამოსელი სელისა, მატყლისა, ბამბისა და
სხვ. ძაფის აღმნიშვნელად გამოიყრნებოდა „მკედი“. ქართველი ფეიქრები ფლობდნენ ქსოვის სხვადასხვა
ხერხს: „შერთულად ქსოვა“, ჭრეელად ქსოვა“, ლარულად ქსოვა“ და „მორხაულად ქსოვა“. ასევე
იწარმოეებოდა „ოქროქსოვილი“. ოქროქსოვილ ხავერდს „ოქსინო“ ეწოდებოდა, ხოლო სირმით ნაქსოვ
ფარჩეულს კი „სტავრა“. ძაფი ან ქსოვილი იღებებოდა სპეციალურ სახელოსნოებში „სამღებროებში“.
სამოსის დამამზადებლებს „მკერვალნი“ ერქვათ. იკერებოდა „სადიაცო“, სამამაცო“ და სხვა სახის
ტანსაცმელი. იკერებოდა საერო და სასულიერო შესამოსელი. დიდგვაროვანთა და საეკლესიო სამოსი
იქარგებოდა და ირთვებოდა. ხელოსანთა ცალკე ჯგუფს შეადგენდნენ ფეხსაცმლის მკერავნი „მეხამლენი“
ისინი კერავდნენ ქალამანს, წაღს და სხვა სახის ფეხსაცმელს.

ხელოსანთა ჭორის გამოირჩეოდნენ მჭედლები – „მჭედელნი რკინისა და რვალისანი“ და


ოქრომჭედელნი“. რკინა ხშირად გაცვლა–გამოცვლაში გამოიყენებოდა. ნიკორწმინდის იადიგარში
ნათქვამია: „მუნვე ზნაკუას კეპოისძისაგან ვიყიდე ყანაი და მივეც ხარი ერთი, რკინაი ლიტრაი რვაი და
ქალამანი“. იჭედებოდა სამეურნეო და საბრძოლო იარაღი. ოქრომჭედლები ამზადებდნენ სამკაულს და
საეკლესიო ხატ–ჭურჭელს. არსებობდა ოქრომჭედლობის რაოდენიმე ცნობილი კერა: ოპიზის, ტბეთის,
გელათის და სხვ.
ქალაქებში ხელოსნობის სხვა დარგებიც განვითარდა: „წერაი ხუცურისაი“, „შექმნაი ეტრატისაი“ და
„შეკერვაი წიგნისაი“. ძირითადად ქალაქებში საქმიანობდნენ ასევე მენელსაცხებლეები და „დამყვანელნი
წვერთანი“ ანუ „მკვეცარნი“.

ხელოსნების ნაწილი თავისუფალ მოსახლეთა ფენას წარმოადგენდა, ხოლო ნაწილი კი ბატონის


(სამეფო კარი, აზნაურები, ეკლესია–მონასტრები) ყმა იყო და ისინი ბეგარა–ვალდებულებებს ხელოსნური
ნაწარმით იხდიდნენ. სოფ. ფოკას ეკლესიის XI საუკუნის წარწერიდან ჩანს, რომ ქართლის კათალიკოსის
ოქროპირის ხელოსანს ბავრელს აუგია ფოკას ეკლესია. ხელოსნათა ნაწილი შეწირული იყო ნაწილი კი
მსახურნი, რომელთა მდგომარეობა უკეთესი იყო. ტბელ აბუსერისძის თხზულებაში მოთხრობილია
„გალატოზი“ ბოლოკ–ბასილის მიერ XII საუკუნეში ეკლესიის აგების ამბავი. ჩანს,რომ ის ღარიბი გლეხია,
რომელიც საშოვარზე დადიოდა სხვადასხვა მშენებლობებზე. სავარაუდოდ, მსგავსი ხელოსნები მრვლად
იყვნენ და ზოგი მათგანი თხზულების მიხედვით დიდ მოგებასაც ნახულობდა.

ხელოსანთა ნაწილი „ღირსეულ“ პირად იყო მიჩნეული და საზოგადოებაში საპატიო ადგილი ეკავა.
ბექა ოპოზარი ზოგიერთ მინაწერში „ღირს ოქრომქანდაკებლად იხსენიება“ ივარაუდება, რომხელოსნობის
გარკვეული დარგები და ზოგი ხელოსანი სათანადო უფლებებით სარგებლობდა და ზოგჯერ ისინი
გლეხებზე მაღლა იდგნენ. წყაროებიდან ირკვევა, რომ ხელოსანთა შრომა დანაწილებული იყო და
არსებობდა გარკვეული გაერთიანებები სპეციალობათა მიხედვით. ამას ადასტურებს შემდეგი ტერმინები:
„გალატოზთუხუცესი“, „მკერვალთუხუცესი“, „მხატვართუხუცესი“, „მზარეულთუხუცესი“, და სხვ.
ხელოსნები მუშაობდნენ როგორც ბაზრისათვის, ისე შეკვეთით.

ქართული ქალაქები სავაჭრო ცენტრების ფუნქციასაც ასრულებდნენ და აქტიურად


მონაწილეობდნენ შიდა და საგარეო ვაჭრობაში. ქალაქებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ
არაბეთის, ირანის, ბიზანტიის, რუსეთის, სომხეთის, ეგვიპტის, ჩინეთის სავაჭრო ცენტრებთან.
ბაღდადიდან და მუსულმანური ქვეყნებიდან შემოჰქონდათ ქსოვილები, ნელსაცხებელი, ცხენის
აღკაზმულობა, შაქარი, თვალ–მარგალიტი და სხვა ძვირფასი საქონელი, მათ შორის ოქრო და ფოლადი.
ბიზანტიიდან მოჰქონდათ ქსოვილები, ე. წ. „ბერძნული“ ოქროქსოვილი, საეკლესიო ნივთები და ა. შ.
ფარჩეულობა, ე. წ. „სომხური“, შემოდიოდა სომხეთიდანა. მაღალი ხარისხის მატყლი მოჰქონდათ
ალექსანდრიიდან. საქართველო აქტიურად იყო ჩაბმული სატრანზიტო ვაჭრობაში, დიდი რაოდენობით
ჩინური ქსოვილები და კერამიკა გაჰქონდათ დასავლეთის ქვეყნებში. ჩინური ძვირფასი კერამიკა –
სელადონი აღმოჩენილია დმანისში.

ადგილობრივი წარმოების საქონელი – ბამბის, მატყლის, აბრეშუმის ნაწარმი; ქსოვილები;


ტანისამოსი; ხალიჩები; კერამიკა – გაჰქონდათ ქვეყნის გარეთ. ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებზე
მიუთითებს საქართველოში უცხოური მონეტების და ქართული მონეტების უცხოეთში გავრცელების
ფაქტები. ბაგრატ III მონეტის ერთი ნიმუში აღმოჩენილია თბილისში, რაც ადასტურებს ქართული
ქალაქების ერთმანეთთან ვაჭრობის ფაქტს. თბილისში ასევე ნაპოვნია ბიზანიური, ეიუბიდების,
ილდიგიზების, მოსულის ათაბაგების ორთუკიდების, რუმის სელჩუკიდების, ჯალალ ად–დინის და
ჰულაგუიდების მონეტები. აღნიშნული მონეტები სხვა ქალაქებშიცაა ნაპოვნი, მათ შორის დმანისში. გარდა
ამისა დმანისში აღმოჩნდა ჰენრიხ ფლანდრიელის (1205–1206) და არაბულ–სომხური მონეტები. დმანისში
საკუთარი მონეტაც იჭრებოდა.

დიდი სავაჭრო ცენტრი იყო ასევე ქუთაისი, სადაც ნაპოვნია ბიზანტიური, ტრაპიზონური,
სელჩუკიდების და ილდიგიზების მონეტები. თბილისის და დმანისის გარდა ქუთაისშიც არსებობდა
ზარაფხანა. აღმოსავლური მონეტების გარკვეული ნაწილი აღმოცენილია დასავლეთ საქართველოს სხვა
ქალაქებში, მაგალითად ბიჭვინთაში, თუმცა აქ უფრო სჭარბობს ბიზანტიური მონეტები. სურამის ქედზე
მდებარე ალში 1925 წელს იპოვეს 480 წვრილი მონეტისაგან შემდგარი განძი, რომელშიც შედიოდა
აღმოსავლური, ტრაპიზონული და ქართული მონეტები. ქართული მონეტები ასევე აღმოჩენილია
სომხეთში, შარვანში, ჩრდილოეთ კავკასიაში.

პირდაპირი მონაცემები ქართულ ქალაქთა მოსახლეობის შესახებ არ შემორჩენილა.


ჟამთააღმწერლიც ცნობის მიხედვით ჯალალ ად–დინის შემოსევისას თბილისში 100000 მცხოვრები
დაიღუპა. ფიქრობენ, რომ ქალაქის მოსახლეობა XII-XIII საუკუნეებში 200000 მაინც უნდა ყოფილიყო.
რუსთავში გათხრილი სამაროვნის მასშტაბების მიხედვით ივარაუდება, რომ აქ დაახლოებით 20000
მცხოვრები უნდა ყოფილიყო. სომეხი ისტორიკოსი თომა მეწოფელი გვამცნობს, რომ XV საუკუნის 40–იან
წლებში ირანელებმა სამშვილდეში 664 კაცის ტავისაგან მინარეთი ააგეს, ხოლო 9400 ტყვედ ჩაიგდეს.

საკმაოდ მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო ქუთაისის, დმანისის და გორის მოსახლეობა. X-XIV


საუკუნეების წყაროებში ტერმინი „ქალაქი“ იხმარებ „სოფელის“ და „დაბის” საპირისპიროდ. ქალაქის
მცხოვრები იწოდება „მოქალაქედ“, ხოლო „მსოფლიო“ და „მდაბიური“ სოფლისა და დაბის მცხოვრებთ
აღნიშნავდა. ქალაქთა ძირითადი მოსახლეობა ცნობილია „ქალაქის მკვიდრთა“ სახელით. გამოიყენებოდა
ასევე ტერმინები „მოქალაქე“ და „ქალაქის ერი“ ფიქრიბენ, რომ „მოქალაქე“ იხმარებოდა დედაქალაქის
მოსახლეობის მიმართ, ხოლო სხვა ქალაქების მოსახლეობას აღნიშნავდა „ქალაქის ერი“ და „სავაჭრო
ერი“.თბილისის მოქალაქედ იწოდებოდა ყველა ვაჭარი და ხელოსანი.

ვაჭართა და ხელოსანთა ფენა არ იყო ერთგვაროვანი სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით.


მაგალითად, მათ შორის გამოიყოფოდა „დიდვაჭართა“ ფენა. ვაჭრები ატარებდნენ სპეციალურ
ტანსამცმელს და გაერთიანებულნი იყვნენ ვაჭართა ორგანიზაციებში. ვაჭარტა სათავეში იდგა
ვაჭართუხუცესი, რომლის მოვალეობაში შედიოდა ქართველი და უცხოელი ვაჭრების მიღება. უცხოელი
ვაჭრები ქალაქში შემოჰყავდათ მზის ჩასვლამდე და მათგან გამსაკუტრებით გამორჩეულებს მიუჩენდნენ
სპეციალურად განკუთვნილ დასასვენებელ ადგილს. უცხო ვაჭრები უნდა გამოცხადებულიყვნენ
ვაჭართუხეცესთან და მისთვის უნდა ეჩვენებინათ საკუტარი საქონელი და უნდა მიერთმიად ძღვენი.
ვაჭართუუხუცესი იღებდა ბაჟს და იძლეოდა ვაჭრობის უფლებას. მსხვილი ვაჭრები დადგენილი ესით
ახალ წელს მიდიოდნენ მეფის კარზე სპეციალური ძღვენით. დიდვაჭრები აქტიურად მონაწილეობდნენ
სახელმწიფოს ცხოვრებაში, ისინი ასრულებდნენე მეფეთა სპეციალურ დავალებებს. თამარი პირველი ქმარი
გიორგი რუსი დიდვაჭარმა ზანქან ზორაბაბელმა ჩამოიყვანა რუსეთიდან. ზოგი ვაჭარი წყაროებშ მეფის
„ მეგობრად“ და მამად“ მოიხსენიება. XI საუკუნეში დაწერილ ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნში
ნათქვამია, რომ დიდვაჭარი შესაძლებელია მოსამართლედაც დაენიშნათ. აქ იგულისხმება ვაჭრებისა და
ქალაქის მოსახლეობის მოსამართლე. XIV საუკუნეში შედგენილ ბექა–აღბუღას სამართლის წიგნში
„საპატიო ვაჭრის“ სისხლი 12000 თეთრად არის შეფასებული და გათანაბრებულია წვრილი აზნაურის
სისხლთან. გლეხის სისხლი მხოლოდ 400 თეთრი იყო.

ვაჭრები გაერთიანებულნი იყვნენ მსხვილ გაერთიანებებში „ურტაღებში, რასაც ადსტურებს 1259


წელს შედგენილი რკონის სიგელი. ეს გაერთიანებები ეწოდნენ ფართო ვაჭრობას, გასცემდნენ სესხებს,
იძენდნენ მამულებს და სხვ. მათთან აქტიურკავშირურთიერთობებში შედიოდნენ ქართველი დიდებულები
და მეფის მოხელეები. ვაჭრები ჰყავდათ მეფეებს, ფეოდალებს და ეკლესიებს. შიომღვიმის მონასტერს
თბილისში, ჟინვანსა და სხვა ქალაქებში ჰყავდა ყმა ვაჭრები და ჰქონდა დუქნები. თამარის მეფობაში
რუსთავის ეპისკოპოსს ჰყოლია 65 კომლი ყმა მოქალაქე.
ქალაქის მოსახლეობა ვაჭრებისა და ხელოსნების გარდა ასევე შეადგენდნენ „ქალაქის ღარიბები“.
მათთვის სახელმწიფოს მიერ იგებოდა სპეციალური თავშესაფრები „გლახაკთა სახლები“. მათ შესანახად
ტამარი ეპოქაში იხარჯებოდა სახელმწიფო შემოსავლის მეათედი ნაწილი. ქალაქის მოსახლეობის
გაბატონებულ ფენას ფეოდალური არისტოკრატია წარმოადგენდა. ქალაქები მეფის ან დედებულების
ხელში იყო.

ქალაქები და საქალაქო ცხოვრება მონღოლთა– ბატონობის ეპოქაში

ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების განვითარების შეფერხებამ ბუნებრივად გამოიწვია ვაჭრობა–აღებ–


მიცემობის დაცემა. ქალაქების დიდი ნაწილი სოფლად გადაიწცა. ზოგი ქალაქი მონღოლებმა დანგრიეს,
მაგალითად რუსთავი, რომელიც ორი დიდი სავაჭრო გზით უკავშირდებოდა გარე სამყაროს. იგივე ბედი
ეწია უფლისციხეს, ხორნაბუჯს და ხუნანს. მონღოლთაგან განსაკუთრებული ზიანი მიიღო თბილისმა.
არქეოლოგიური კვლევისას ქალაქის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში სამასი არაგველის ბაღთან არსებული
მეთუნე ხელოსანთა მჭიდროდ დასახლებული უბნის საკმაოდ დიდი კვარტალები ფაქტიურად
დაცარიალებულია XIII საუკუნის მეორე ნახევარში.

თანდათანობით დაკნინდნენ ბარდავ–თბილისის გზაზე არსებული ქალაქები, მათ შორის განძა და


შამქორი. მტრისაგან განადგურებას და დატყვევებას გადარჩენილი მოსახლეობა გადაიხვეწა. საქმე იმაშია,
რომ ოდესღაც დიდი საერთაშორისო–სავაჭრო მაგისტრალი ბარდავ–ყარაბაღში მდგომი მონღოლთა
ურდოების საქართველოსაკენ ლაშქრობის ძირითად მარშრუტად იქცა. მონღოლებმა დაიკავეს ბარდავზე
გამავალი და ბაღდადისაკენ მიმავალი სავაჭრო გზაც. აქ დიდი სავაჭრო ქარავნების ნაცვლად მხოლოდ
მონღოლთა ურდოები გადაადგილდებოდა. საქართველოს ტრადიციულად მჭიდრო კომერციული
ურთიერთობები ჰქონდა ირანის, შუა აზიის და სახალიფოს დიდ სავაჭრო ცენტრებთან, რომლებიც
მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს და დაანგრიეს, მათ შორის ნიშაბური, ყაზვინი და რაც მთავარია
სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადი (1258 წ.).

საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი და მონღოლების შემოსევამდე აქტიურად მოქმედი სავაჭრო


გზა, რომელიც ბიზანტიისკენ მიდიოდა – თბილისი, დმანისი, ანისი, კარნუქალაქი (ერზრუმი), რომელსაც
ასევე უერთდებოდა დასავლეთ საქართველოდან მესხეთ–ჯავახეთზე გადმომავალი გზაც, ასევე დაკნინდა
და მონღოლთა სათარეშო გახდა. ოდესღაც ამ გზით საქართველოში შემოდიოდა ბიზანტიური და
ევროპული საქონელი, ახლა კი მხოლოდ მონღოლთა ურდოები. აქ მდებარე ოდესღაც აყვავებული და
მდიდარი ქალაქები, როგორიც იყო არტაანი და არტანუჯი დაქვეითდა და მნიშნელობა დაკარგა.
მონღოლებმა ევროპასთან დამაკავშირებელი ეს გზა საიმედოდ ჩაკეტა და სავაჭრო მაგისტრალი შორს,
თავრიზზე გავლით გადაიტანა. ამან მნიშნელოვნად დაასუსტა საქართველოს სავაჭრო ეკონომიკა.

მონღოლთა პერმანენტულმა შემოსევებმა, მოსახლეობის შემცირებამ. ხელოსნეობისა და ვაჭრობის


დამცრობამ დასცა და დააკნინა ქართული ქალაქები. ზოგადად ქვეყნის და ქალაქების გაღატაკების
მნიშვნელოვანი ნიშანი იყო ფულის რაოდენობის შემცირება. მონღოლებმა ასევე მოშალეს და დააქციეს
ქალაქებთან მჭიდროდ დაკავშირებული დიდი საფეოდალოებიც. ამის შედეგად იმატა ქალაქებში გლახაკთა
ბრბოებმა. თუ მათზე ადრე სახელმწიფო შემოსავლის მეათედი იხარჯებოდა, ახლა სავარაუდოდ ქვეყანამ
ეკონომიკური კრიზისის გამო შეწყვიტა მათზე ზრუნვა. ქალაქია ღარიბობის ბედი მხოლოდ კერძო
პირების, ძირითადად მეფეების მოწყალებაზე იყო დამოკიდებული. ამის დასტურად მიაჩნიათ დემეტრე
მეფის მიერ ღამით ქალაქის შემოვლა და გლახაკთა და დავრდომილთათვის ფულის დარიგება. მათ
იცოდნენ მეფის ეს ჩვეულება და ღამე ქუჩაში გამოდიოდნენ მოწყალების მისაღებად.
ფულის შემცირება უპირატესად მონღოლთა ბატონობას უკავშირდებოდა. ხარკი, გადასახადები,
ბეგარა, ძარცვა, ეკონომიკის განადგურება და სხვა ფაქტორები განაპირობებდა არა მარტო ფულის მასის
შემცირებას, არამედ ფულის ეკვივალენტად უძრავ–მოძრავი საგნების გამოყენება. ამ დროს გარკვეული
მნიშვნელობა ჰქონდა გარეთ, უცხოეთში ნაშოვნი ფულის შემოტანას ქვეყანაში. ერთ წყაროში
მითითებულია: „ბაღდადს ნაშოებით მიყიდიაო“. ეს შოვნა არა მხოლოდ კომერციით, არამედ ხმლითაც
შეიძლებოდა. მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილე ქართველ მეომრებს ნადავლი ქვეყანაში შემოჰქონდათ.

ქალაქების დაცემას ხელი შეუწყო ქალაქის ვაჭარ–ხელოსანთა უზომო ექსპლოატაციამ. რადგანაც


ფულადი რესურსები მათ ხელში იყო თავმოყრილი, მონღოლი ხარკის ამკრეფები, ადგილობრივი
ფეოდალები და ქალაქის მმართველი ზედაფენა სწორედ ვაჭარ–ხელოსანთა წრიდან ცდილობდა სახსრების
მობილიზებას. აღნიშნულის გამო ქალაქებიდან გარბოდნენ არა მხოლოდ დაბალი ფენები, არამედ საშუალი
მოხელეებიც.

ყაზან ყაენმა თავისი რეფორმებით ყურადღება მიაქცია ქალაქების აღდგენას, მათ კეთილმოწყობას,
ვაჭრობის გაცხოველეობას. მაგრამ ახალმშენებლობები ძირითადად სატახტო ქალაქებს შეეხო და სხვები კი
კვლავ აოხრებულ–გაპარტახებული დარჩა. ვაჭრობა და ხელოსნობა მონღოლთა აოხრებას გადარჩენილ
ქალაქებში ყვაოდა მხოლოდ: თავრიზი, იეზდი, ისფაანი, შირაზი, არდებილი, ყაზვინი, ჰამადანი, ქაშანი,
ურმია და სხვ.

მონღოლთა ხანაში განსაკუთრებულ განვითარებას აღწევსდა სატრანზიტო ვაჭრობა, რომლის


ამოცანა იყო დასავლეთთან კავშირის დამყარება. შესაბამისად, გაიზარდა მხოლოდ ის ქალაქები, რომლებიც
ამ გზაზე მდებარეობდნენ. სატრანზიტო ვაჭრობა არ იყო დაკავშირებული სოფლის მეურნეობასა და
საქალაქო ცხოვრებასთან, ამიტომ დიდ გავლენას ვერ ახდენდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
შესაბამისად, მონღოლთაბატონობის ეპოქა საქალაქო ცხოვრების საერთო დაცემით ხასიათდება.

You might also like