You are on page 1of 6

აბრეშუმის გზა

Subtitle
აბრეშუმის გზა
• ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა , რომელიც
ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან
აკავშირებდა. ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II
საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ.
დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა
დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის
ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის
სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით - ქ.
კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის
ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა
საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიანსა და
რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და
ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ , იქიდან
კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ოფიციალურად აბრეშუმს
და აბრეშუმხვევიებს არასდროს ჰყიდდა, ეს ნაწარმი
ქვეყნის გარეთ მაინც გადიოდა . სულ მალე მოთხოვნა
იმდენად გაიზარდა, რომ ჩინეთთმა გადაწყვიტა
ე.წ. ,,დიპლომატიური“ გაცვლა დაეწყო, თუმცა, მხოლოდ
იმ ქვეყნებთან , რომლებიც საკუთარ თავს ჩინეთის
ვასალებად აღიარებდნენ.
აბრეშუმის გზა
რა გაჰქონდათ აბრეშუმის გზით?
• აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ
მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი
მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. ქარავნებს
არამარტო გასაყიდი  საქონელი შემოჰქონდათ, არამედ ხელს
უწყობდნენ კულტურულ გაცვლას. ასე ხდებოდა რელიგიური
იდეებისა და სულიერი ფასეულობების გავრცელება. აბრეშუმის გზამ
ხელი შეუწყო ტექნოლოგიურ პროგრესსაც.ჩინეთიდან შეჰქონდათ
აგრეთვე ოქრო. ჩინელებს, თავდაპირველად, საექსპორტოდ
გაჰქონდათ უხარისხო ქსოვილები, მოძველებული
საყოფაცხოვრებო  ნივთები და სამკაულები. მოგვიანებით
ვაჭრობაში აბრეშუმი შევიდა. იმპორტის სახით შედიოდა
ჩინელებისთვის უცნობი ნივთები , მაგალითად ხალიჩები, ძვირფასი
ჭურჭელი, სამკაულები, ეგზოტიკური ცხოველები და მონები
რა გაჰქონდათ აბრეშუმის გზით?
• მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ოფიციალურად აბრეშუმს და
აბრეშუმხვევიებს არასდროს ჰყიდდა, ეს ნაწარმი ქვეყნის
გარეთ მაინც გადიოდა . სულ მალე მოთხოვნა იმდენად
გაიზარდა, რომ ჩინეთთმა გადაწყვიტა ე.წ. ,,დიპლომატიური“
გაცვლა დაეწყო, თუმცა, მხოლოდ იმ ქვეყნებთან , რომლებიც
საკუთარ თავს ჩინეთის ვასალებად აღიარებდნენ.ჩინელები
აბრეშუმის გაყიდვის სანაცვლოდ იღებდნენ მშვიდობას და
ალიანსებს ქმნიდნენ. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული
დიპლომატიური საელჩო მიართმევდა იმპერატორს
ძვირადღირებულ საჩუქრებს, ხოლო სანაცვლოდ იღებდა
აბრეშუმს, ჩაისა და ფაიფურს.
რა როლი შეასრულა აბრეშუმის
გზამ?
• აბრეშუმის დიდმა გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და
კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და
დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა,
ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული
მცენარე, არაბული ცხენი და სხვა, შეაღწია აგრეთვე
რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა

You might also like