You are on page 1of 9

ბრაზილია

ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი
ბრაზილია
ბრაზილია ოფიციალურად ბრაზილიის
ფედერაციული რესპუბლიკა.ბრაზილია არის
ყველაზე დიდი სახელმწიფო სამრეთ ამერიკაში
და სიდიდით მსოფლიოს ხუთეულში
შედის.ბრაზილიას ხშირად უწოდებენ კონტინენტი
კონტინენტში.ბრაზილიაზე გამოიხატება ორი
ბუნებრივი ოლქი:ამაზონის დაბლობი და
ბრაზილიის მთიანეთი.ბრაზილია მდებარეობს
ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელებს
შორისდა ბრაზილია გამოირჩევა ფლორით და
ფაუნით. საოცარი ქვეყანა, რომელიც მდიდარია
კულტურისა და ბუნების ძეგლებით, რომელიც
საზღვრებს მიღმაა ცნობილი. უპირველეს
ყოვლისა, მათ შორისაა ქრისტეს მაცხოვრის
(რედიემი) ქანდაკება კორკოვოდის გრანიტის
მთაზე. ეს არის რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი
მთავარი ატრაქცია , რომელიც მდებარეობს
ქალაქის ცენტრში მარცხნივ. ბრაზილიაში იესოს
ძეგლი ყოველწლიურად ეწვია სხვადასხვა
ქვეყნიდან რამდენიმე მილიონ მომლოცველს.        
ფლორა და ფაუნა
• ბრაზლიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაფარულია ტყეებით
რომელიც გავრცელებულია წითელ ფერალიტურ ნიადაგებზე.
ბრაზილიის მცენარეულისაფარი ძალიან მდიდარი და
მრავალფეროვანია. მისი ფლორისტული შემადგენლობა 50 000
მცენარეს შეიცავს, საიდანაც 12 000 ენდემურია. ტყეების
ჯიშობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნებით, სიმჭიდროვით
და მრავალიარუსლინობით გამოირჩევა ტენიანეკვატორული
მარადმწვანე ტყე,რომელიც ცნობილია, როგორც ჰილეები
(ბრაზილიაში მას სელვას უწოდებენ). ისინი ვრცელდებიან
ძირითადად ამაზონის დასავლეთ ნაწილში. ამაზონის ტყეები ჯერ
კიდევ არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია 4000-ზე მეტი
ჯიშის მერქნიანი ხე, ვხვდებით ასობით პალმის ჯიშს, რომელთა
შორის ყველაზე მაღალი 60 მეტრამდე იზრდება
იესო-ქრისტეს ქანდაკება
• იესო ქრისტეს ქანდაკება-კანდაკება,რომელიც მდებარეობს
ბრაზილიაში,რიო-დეჟა-ნეირო-ში,კორკორადოს მთაზე.დღეს
იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.
კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი
ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს
— პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა. მან
დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესას, იზაბელს მიმართა,
თუმცა იზაბელი დიდად არ დაინტერესებულა მისი იდეით. უკვე
1889 წელს, როდესაც ბრაზილია რესპუბლიკად გამოცხადდა,
პედროს სურვილის განხორციელება შეუძლებლად ჩანდა,
რადგან ახალი კანონები მთავრობასა და ეკლესიას
ერთმანეთისგან ყოფდა.
1921 წელს, ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი
ცერემონიალის სამზადისისას, ქანდაკების აგების იდეა კვლავ გააჟღერა „რიოს
კათოლიკეთა წრემ“. ჯგუფმა ხელმოწერებისა და შემოწირულობების შეგროვება
დაიწყო, რათა მთაზე ქანდაკების აღმართვა უზრუნველეყოთ. შემოწირულობები
ძირიდადად ქალაქის კათოლიკეებმა გაიღეს. დიზაინერებმა მრავალნაირი პროექტი
წარადგინეს — ქრისტე გაშლილი ხელებით — ჯვრის სიმბოლო, ქრისტე დედამიწის
მოდელით ხელში და ა. შ. საბოლოოდ, „მხსნელი ქრისტეს“ ქანდაკება ამოარჩიეს.
ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ეიტორ და სილვა კოშტა იყო, ხოლო
მოქანდაკე — პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი, რომელმაც
ქანდაკება პარიზში დაამზადა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა მთელი რიგი
მიზეზების გამო, იმ დროისათვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა
დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში შეიქმნა. მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა
(1922-1931) და 250,000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს
ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 32 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 7 მეტრიან
კვარცხლბეკს, მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს.
მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.

You might also like