You are on page 1of 16

ლინგვისტური

ტიპოლოგია
დიდოსტატის მარჯვენის ინგლისური და რუსული
თარგმანები

თარგმანმცოდნეობა, II ბათუმი 2021 წ. თინიკო მახარაძე


გეგმა:

ზოგადი მიმოხილვა
ენობრივი საშუალებები
თარგმანი და მათი განხილვა
ტროპები
 ლიტერატურული ენა მხატვრული და მეცნიერული ნაწარმოებების
ენაა. ის ვითარდება ხალხური ენის, ხალხური მეტყველების
საფუძველზე.
 იყო შემთხვევები, როცა მწერლების ძალისხმევით ხდებოდა
ლიტერატურული ენის, ხალხური მეტყველებისათვის
დამახასიათებელი ლექსიკით გამდიდრება, რაც შესაბამისად
ხელს უწყობდა ენის განვითარებას.

 სწორედ ხალხური მეტყველების საფუძველზე ქმნიდნენ მწერლები


მათთვის დამახასიათებელ ენობრივ სტილს, რაც მათ განარჩევდა
სხვა მწერლებისგან.
 ჩვენთვის კარგად ცნობილმა მწერლებმა, ი. ჭავჭავაძემ და ვაჟა-
ფშაველამ, დაამკვიდრეს მრავალი სიტყვა, რომლებმაც
ქართული მეტყველების განვითარებას შეუწყო ხელი.
 ასევე, გამორჩეული და მრავალფეროვანი იყო კონსტანტინე
გამსახურდიას ენობრივი სტილი, რომელიც ნათლად ჩანს მის
ნაწარმოებში „დიდოსტატის მარჯვენა“.
 მწერალს გამოყენებული აქვს ისეთი ლექსიკა, რომელიც
მივიწყებული იყო ქართულ მეტყველებაში, ასევე
მრავალფეროვანი და არაორდინალური ფერთა დასახელება
(„ხვლიკისფერი“, „მტრედისფერი“, „ისრიმისფერი“ და ა.შ.),
რომლებსაც არ ვიყენებთ, როგორც ყოველდღიურ, ისე
ფორმალურ მეტყველებაში.

 აქედან გამომდინარე, გამსახურდიას ნაწარმოების თარგმნა


საკმაოდ რთულია, რადგან გამოყენებულია დიალექტები,
მრავალი არქაული სიტყვაფორმა თუ ლექსიკა, ამიტომაც
მთარგმნელისთვის სირთულეს წარმოადგენს თარგმანის
შესრულება და იმ კოლორიტის გადმოტანა სამიზნე ენაში, რაც
ორიგინალშია გადმოცემული და რიგ შემთხვევაში შეუძლებელიც
კი.
მაგალითები:

 „მენა? მწვალებლობისა რა მოგახსენო, ბატონო, ერთი ბნელი დიაცი


გახლავართ მენა, ან ამდენი სად გამეგება, მაგრამ ეშმაკი, რაც მას
ვემსახურებოდი ათი წლის მანძილზე, ეშმაკი თვალით არ მინახავს ამ
სასახლეში, მენა“... (გვ. 211–212).
 “Do I?... I’m an unlettered woman, can I understand that much? Yet as to the
devil, though I was in Rati’s service for 10 years, I never set eyes on any devil
in this house”
 როგორც მოცემული მაგალითიდან ჩანს დიალექტი „მენა“
გადმოტანილია ინგლისურში, როგორც „Do I” („მე?“).
 აქედან გამომდინარე, თარგმანი არ არის სრულფასოვანი რადგან
სამიზნე ენაში დაკარგული აქვს ის კოლორიტი, რაც დედანშია
მოცემული.
 „რად იტყვი მაგას ქა?“. “What do you mean?” – („რას
გულისხმობ?“) ამ შემთხვევაშიც არ არის ზუსტი
შესატყვისი და ნეიტრალური ფორმით გადმოვიდა.
 „ჩემი დაი სტუმრადაა ჩვენსას, იმისია ი პატარაი,
ყივანახველა შეეყარა ბედშავს“ - “My sister has come to
see us. That little one is hers. Poor child? He has whooping
cough”
 რაც შეეხება მეორე მაგალითს, სიტყვები: „დაი“,
„პატარაი“ ინგლისურში არ არის ისეთი ხალხური
მეტყველებისთვის დამახასიათებელი ფორმა, რომ
ზუსტად გადმოიცეს პერსონაჟების დიალოგი.
 „ჯანმრთელობა ჩემი ფრიად შერყეულია, ზვიად ბატონო, უფლის ნებაა
ეგეც. არც მე მწადის საქართველოს დაქცევის მოწმე რომ გავხდე. უმალ
დამვსებია ეგ თვალნი და ყურნი, დამგმანვია, სმენად ბოძებულნი
უფლისა მიერ. რამეთუ ნეტარ არიან იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს,
ვიდრე საკუთარის თვალით იხილავდნენ სამშობლოის თვისის
იავარყოფას“.
 “My health, lord Zviad, has been sorely afflicted. Thus willed the Lord.
Neither do I wish to be the witness of Georgia’s ruin; instead, I would rather
have my eyes put out and my years stopped, though they be gifts from God.
For blessed are they who die before they have seen with their own eyes their
native country laid waste by the despoiler”.

 მელქისედეკ კათალიკოსის მეტყველება ამაღლებულია, იგი არ იყენებს


დიალექტებს, შესაბამისად გამოყენებულია ნეიტრალური ლექსიკა,
რომლის თარგმნაც სირთულეს არ წარმოადგენს და დედნის ფორმასა
და შინაარსს გაიმეორებს.
 თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამოყენებულია ნართანიანი
მრავლობითის ფორმა - „თვალნი“, „ყურნი“, „ბოძებულნი“, რომლებიც
ინგლისურ ენაში არ გვაქვს.
 „ერისთავნი, ზვიად სპასალარი და მსახურთუხუცესი,
მანდატურთუხუცესი და მსაჯულთუხუცესი, ეზოსმოძღვარი და
ჩუხჩარხი, მოლარეთუხუცესი და მეღვინეთუხუცესი,
მენადირეთუხუცესი, ლაზიკა
 eristavis or governors of provinces, the Commander – in – Chief Zviad, the
master of ceremonies, the secretary of state, the chief justice, the King’s
chaplain, his treasurer and his butler. The chief falconer Lazistan
 эриставы, Звиад – спасарал, мсахуртухуцеси, начальник иностранного
приказа, верховный судья, царский духовник, казначей и главный
виночерпий. Главный сокольничий поднес в дар царю трех кречетов
стального цвета,
 семь соколов,
ძველი вывезенных
საქართველოს из Лазики,
სამეფო კარზე სხვადასხვა თანამდებობებზე მოსამსახურე
პირების წოდებები.
 „მსახურთუხუცესი“ – „the master of ceremonies“ „мсахуртухуцеси“; მეღვინეთუხუცესი
главный виночерпий (მთავარი მერიქიფე). – „butler” (მსახურთუფროსი)
 მოცემული თარგმანი არ არის ზუსტი შესატყვისი, რადგან ზოგიერთი წოდების
თარგმანი/განმარტება არასწორადაა გადატანილი სამიზნე ენაში. სწორი ვარიანტი
იქნებოდა ტრანსლიტერაციის გზით გადატანილიყო სამიზნე ენაში და სქოლიოში
გაკეთებულიყო განმარტება.
 “Msakhurtukhutsesi”; “Mandaturtukhutsesi”, „Spasalari Zviad”, და ა. შ.
 საკუთარი სახელი ლაზიკა თარგმნილია „Lazistan”, რაც არასწორია და ამ
შემთხვევაშიც ტრანსლიტერაციის გზით უნდა გადასულიყო სამიზნე ენაში - “Lazika”
ტროპები
ტროპები ეწოდება გადატანითი მნიშვნელობით გამოყენებულ გამოთქმებს,
რომლესაც მხატვრულ მეტყველებაში ესთეტიკური ფუნქცია ენიჭებათ.

 ეპითეტი
 მეტაფორა
 შედარება
 გაპიროვნება
მაგალითები:
 „თვალწინ დაუდგა მამამზე ერისთავის ისრიმისფერი
თვალები“ - სიტყვა „ისრიმი“ აღნიშნავს მკვახე
ყურძენს, რომელსაც არც ინგლისურში და არც
რუსულში არ მოეპოვება შესატყვისი.
 ალტერნატიული ვარიანტი „unripe grapes” – „უმწიფარი
ყურძენი“, თუმცა არც ესაა ზუსტი შესატყვისი, რადგან
ცუდად ჟღერს „მამამზე ერისთავის უმწიფარი
ყურძნისფერი თვალები“
 საუკეთესო ვარიანტია გავრცობილი თარგმანი
“greenish – grey unripe grapes” - მომწვანო, რუხი
უმწიფარი ყურძნის მსგავსი“
 «обманчивый блеск зеленоватых глаз», „მომწვანო
თვალთა ყალბი ციმციმი“.
მეტაფორის თარგმნის
მაგალითი
 ერთ-ერთი რთული სათარგმნია მეტაფორა, რომელიც პირდაპირი
მნიშვნელობით არ ითარგმნება.
 „აზმორებდა მიწას სიმხურვალე გაზაფხულისა“ - “The vernal warmth
made the earth stretch itself drowsily” «Земля была полна дыханием
весны»
 მოცემული მეტაფორა გადადის ინგლისურ თარგმანში: ”… made the earth
stretch itself drowsily”, „აზმორებდა მიწას ზანტად“. ინგლისურ
თარგმანში გამოყენებულია სინტაქსური ტრანსფორმაციის სახე -
დამატება, “drowsily”, „ზანტად“, რომელიც ფრაზის მთლიანობის
შენარჩუნებას ემსახურება.
 „ცისკარმა ყური ამოჰყო თუ არა, შოშიებმა ასტეხეს ჭყიპინი“ - “At daybreak
the starlings broke into an ecstatic chirp” «Едва на горизонте блеснула
утреняя звезда, как защебетали скворцы»
 „ცისკარმა ყური ამოჰყო“ - გათენდა
 ეს მეტაფორა არ გადასულა არც ინგლისუში და არც რუსულში.
შედარების თარგმნის
მაგალითი
 „არსაკიძის სახელს დასწვდნენ და ესროლეს იგი ფარსმანს,
როგორც ხელკეტი მწიფე ნაყოფს“ - “They had just picked up
Arsakidze’s name and flug it at Parsman as a stick is hurled at an
overripe fruit”
 „მწიფე ნაყოფი“ თარგმნილია როგორც „overripe fruit“
(„ზედმეტად დამწიფებული ხილი“)
 მიუხედავად ამ განსხვავებისა, სახეზე მაინც გვაქვს
მეტაფორული შედარება სამიზნე ენაში, რაც მთავარია
ძირითადი აზრი არ დაკარგულა და თარგმანებშიც შედარების
საშუალებით გამოხატულია ცხოვრებისათვის
დამახასიათებელი ინტრიგები და კონფლიქტები.
გაპიროვნების თარგმნის
მაგალითი
 „გაპიროვნებისათვის ნიშანდობლივია საგნების და მოვლებნებისადმი
ადამიანური თვისებების მიწერა.“
 „ცა ისეთი იისფერი იყო, ვარსკვლავები მჭმუნვარედ აფახულებდნენ
მოოქროვილ წამწამებს“ - “With their golden eyelashes the stars winked
thoughtfully in the violet sky”
 „მღეროდნენ ცისკიდურებზე გაწოლილი მთებიც“ - “The mountains stretched
along the skyline were singing, too”
 მწერალი დიდი ოსტატობით, პოეტურად და შინაარსობრივად ლოგიკურად
მიაწერს ბუნების მოვლენებსა და საგნებს ადამიანური ქცევის ნიშნებს , რაც ამ
შემთხვევაში ზუსტად აისახა თარგმანშიც.
დასკვნა
 დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთულია მხატვრული ნაწარმოებების
თარგმნა, განსაკუთრებით ისეთი ნაწარმოებების, რომლებშიც იგრძნობა ეროვნულობა ,
სხვადახვა მხარისათვის დამახასიათებელი დიალექტები, არქაული ფორმები და სხვა
სტილისტიკური საშუალებები.
 „დიდოსტატის მარჯვენა“ სწორედ იმ რთულ ნაწარმოებთა შორის შედის , რომლის
თარგმნასაც დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, თუმცა საბოლოოდ, თარგმანი მაინც
არ იქნება ზუსტი, რადგან ბევრი უთარგმნელი ელემენტია მასში.
 მწერალი იყენებს განსაკუთრებულ ლექსიკას, კომპოზიტებს, რეალიებს და სხვა იმ
საშუალებებს, რომლებიც ქართული კულტურისთვისაა დამახასიათებელი და უბრალოდ
შეუძლებელია მათი თარგმნა, რაც სამიზნე ენას აკარგვინებს იმ ექსპრესიულობას ,
რომელიც დედანშია გამოტანილი და ეს კარგად ჩანს მოცემულ მაგალითებშიც.
 ჩემთვის, როგორც მომავალი მთარგმნელისთვის საკმაოდ საინტერესო იყო ამ თემაზე
მუშაობა, რადგან გამიღრმავდა ცოდნა და გავეცანი სხვადასხვა სტილისტიკური
საშუალებების თარგმნის ხერხებს.
ბიბლიოგრაფია:

1. ანთაძე ც., კონსტანტინე გამსახურდიას რომან


„დიდოსტატის მარჯვენის“ ინგლისური და რუსული
თარგმანები, თბ., 2014
2. http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E
1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/116704/106
/
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like