You are on page 1of 6

წყალი

მარიამ ტატიშვილი
• როგორც ყველა ბუნებრივი რესურსის შემთხვევაში ,
წყალსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. მაგრამ წყლის
ღირებულება ბევრად აღემატება სხვას, რადგან სიცოცხლე
და საცხოვრებელი გარემოს წყალი ქმნის. აქედან
გამომდინარე, წყალი დიდი მნიშვნელობის წყაროს
წარმოადგენს ქვეყნების არსებობის, მომავლის,
უსაფრთხოების ინტერესების და ეკონომიკური
განვითარებისათვის.
• წყლის აღწერა თან ძალიან მარტივია და თანაც ძალიან
რთული, რადგან წყალი ერთდროულად ძალიან
მარტივიცაა და ძალიან რთულიც. წყალი მთელი სამყაროა!
წყალი უბრალოდ წყალბადის და ჟანგბადის
შენაერთი არ არის, ის გაცილებით უფრო რთული
და უნიკალური ნივთიერებაა, ერთადერთი
ბუნებრივი სუბსტანციაა სამივე აგრეგატულ
მდგომარეობაში. წყლის იდუმალება ადამიანის
წარმოდგენებშიც კი ჩანს: მითები ახალგაზრდობის
და უკვდავების წყაროებზე ჯერ კიდევ ძვ.წ V ს-ში
არსებობდა, როცა ამაზე ჰეროდოტე წერდა
ჩვენი პლანეტა სწორედ იმით არის უნიკალური ყოველ
შემთხვევაში ,,ირმის ნახტომში“, რომ მასზე დიდი რაოდენობით
წყალია, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ზედაპირის 70% წყალს
უკავია, აქედან 97,2% მლაშე ხოლო 2,8 % მტკნარი
წყალია,რომლიდანაც ასევე გარკვეული ნაწილი
დაბინძურებულია, ასე რომ ნომერ პირველი პრობლემა სუფთა
წყლის რესურსის ნაკლებობაა. 7,2 მილიარდიან მსოფლიოში
დღეში 7-8 ტონა წყალი იხარჯება, რაც კატასტროფულად დიდი
რიცხვია .

You might also like