You are on page 1of 22

აზრის, სინდისისა და

რელიგიის
თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის


დაცვის სფერო
მუხლის შინაარსი
• 1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ეს
უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას,
აგრეთვე, თავისუფლებას იმისა, რომ ცალკე ან სხვებთან ერთად,
საქვეყნოდ ან განკერძოებით, გაამჟღავნოს თავისი რელიგია თუ
რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების
აღსრულებით.
უფლებები
• აზრის, სინდისის, რელიგიის თავისუფლება

• რელიგიის და რწმენის შეცვლის თავისუფლება

• რელიგიის და რწმენის გამჟღავნების თავისუფლება


• ცალკე ან სხვებთან ერთად
• საქვეყნოდ ან განკერძოებით
• აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების
აღსრულებით
გამჟღავნება/გაცხადება
• რელიგიის ან რწმენის გამჟღავნების თავისუფლება

• ცალკე ან სხვებთან ერთად


• საქვეყნოდ ან განკერძოებით
• აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების აღსრულებით

• რელიგიის ან რწმენის არგაცხადების თავისუფლება

• Sinan Işık v. Turkey, 2010 (იხ. Notes პერსონალური მონაცემების დაცვაზე)

• პირადობის მოწმობაში რელიგიის გრაფის არსებობა იწვევს რელიგიის გაცხადებას,


თუნდაც პირს უფლება ჰქონდეს, არ შეავსოს გრაფა

• პირის უფლება, არ გააცხადოს რელიგია აბსოლუტური უფლებაა (პრაქტიკულობა,


კეთილსინდისიერება)
რელიგია
• არც ECHR და არც ECtHR არ განმარტავს სიტყვა რელიგიას

• განმარტების სირთულე

• ძირითადი და არაძირითადი, ძველი და ახალი, თეისტური და არათეისტური

• და არაპრაქტიკულობა

• რელიგიური აღმსარებლობის შეზღუდვითად განმარტების მინდობა


სახელმწიფოსთვის საშიში პრაქტიკაა
• არატრადიციული რელიგია მოკლებული იქნებოდა დაცვას

• უგულებელყოფილი იქნებოდა რწმენის რელიგიური ხასიათი

• ერთისთვის წმიდათაწმიდა მეორესთვის - აბსურდული

• UN HRC ადამიანის უფლებათა კომიტეტის 22-ე ზოგადი კომენტარი, 1993


რელიგიების მაგალითი სასამართლო პრაქტიკაში
• ალევიზმი (Sinan Işık v. Turkey) განმცხადებელი ითხოვდა, ალევის ჩაწერას ისლამის ნაცვლად პირადობის
მოწმობაში: დარღვევა

• ბუდიზმი (Jakóbski v. Poland) ბუდისტ პატიმარს უხორცო საკვები არ მიეწოდა: დარღვევა (იხ. Notes)

• ქრისტიანული აღმსარებლობა (Svyato-Mykhaylivska Parafiya v. Ukraine) ხელისუფლების უარი,


დაერეგისტრირებინა წესდებაში ცვლილებება კანონიკური იურისდიქციის შეცვლაზე: დარღვევა

• ჰინდუიზმის სხვადასხვა ფორმა, ჰარე კრიშნას ჩათვლით (Kovaļkovs v. Latvia (განჩ.) (იხ. Notes)

• ისლამის სხვადასხვა ფორმა, აჰმადიზმის ჩათვლით (Metodiev and Others v. Bulgaria) (იხ. მეორე პრეზენტაცია)

• იუდაიზმი (Cha’are Shalom Ve Tsedek v. France [GC]) ორთოდოქსულ ებრაულ ასოციაციას უარი ეთქვა ცხოველების
რიტუალური მოკვლის ლიცენზიაზე: არდარღვევა

• სიკჰიზმი (Phull v. France (განჩ.) - სიკჰს მოეთხოვა ჩალმის მოხსნა აეროპორტში

• ტაოიზმი (X. v. the United Kingdom, კომისიის განჩინება, 1976) - პატიმარს ჩამოართვეს წიგნი (იხ ბოლო
სლაიდი)
რელიგიის გარდა?
• მე-9 მუხლი არ იცავს ყველანაირ შეხედულებას, რწმენას
• შეხედულება (view) და რწმენა (belief) უნდა აღწევდეს დამაჯერებლობის,
სერიოზულობის, თანმიმდევრულობის და მნიშვნელობის გარკვეულ ხარისხს,
რათა ჩაითვალოს მე-9 მუხლით დაცულად როგორც რელიგიური ან
ფილოსოფიური შეხედულება
• უნდა ემყარებოდეს ადამიანის ღირსების პატივისცემას

• ვაქცინაციაზე უარი ჯერ არ განხილულა, როგორც რელიგიური შეხედულება

• ვაქცინაციაზე უარი, ჯანმრთელობის რისკების საფუძველზე, არ აღწევს


სერიოზულობის, თანმიმდევრულობის და მნიშვნელობის გარკვეულ ხარისხს, რათა
ჩაითვალოს მე-9 მუხლით დაცულ ფილოსოფიურ შეხედულებად
შეხედულებები
• პაციფიზმი - Arrowsmith v. UK, 1978

• კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა - Bayatyan v. Armenia, 2011

• ვეგანიზმი - C.W. v. UK, 1993

• სეკულარიზმი - Lautsi v. Italy, 2011

• აბორტის საწინააღმდეგო შეხედულებები - Knudsen v. Norway, 1985

• შეხედულებები, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის კავშირია - Eweida and Others v.


UK, 2013

• სამედიცინო ფილოსოფია (გამოხატული ალტერნატიული მედიცინით) - Nyyssönen


v. Finland, 1998
რა შეხედულებები არ არის დაცული
• რწმენა ჰოლოკოსტზე, როგორც ციონისტურ სიყალბეზე (Witzsch 1999/2005)

• ენის არჩევანი განათლების მიღებისას (Belgian Linguistic Case 1967)

• შეხედულება, სიცოცხლის უფლება მოიცავს სიკვდილის უფლებასაც (Pretty 2002)

• შეხედულება ნადირობის უფლებაზე (Friend 2009)

• ნადირობის წინააღმდეგ შეხედულებები (Scholvien 13)

• შეხედულება, რომ განქორწინების უფლების არქონის გამო ქორწინების გარეთ


ურთიერთობა ადამიანის სინდისის საწინააღმდეგოა (Johnston)
ათეიზმი - რელიგიური თუ ფილოსოფიური
შეხედულება
• ევროპული კომისიის წინააღმდეგობრივი პრაქტიკა

• Angeleni v. Sweden, 1986

• განმცხადებელი დავობდა განსხვავებულ მოპყრობაზე ათეისტებსა და რელიგიური მიმდინარეობის


მიმდევრებს შორის
• ამ უკანასკნელებს შეეძლოთ რელიგიური განათლების მიღების ვალდებულებისგან
გათავისუფლება, ხოლო ათეისტებს - არა

• შვედეთში ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს რაღაც განათლება რელიგიაზე

• რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები თავიანთ რელიგიაზე იღებდნენ განათლებას

• არ გამოკვეთა დისკრიმინაციის ნიშანი, ობიექტურად და გამართლებულად მიიჩნია


ათეიზმი - რელიგიური თუ ფილოსოფიური
შეხედულება
• ევროპული კომისიის წინააღმდეგობრივი პრაქტიკა

• Union des Athées v. France, 1993

• ათეიზმი მხოლოდ გამოხატავს ადამიანის გარკვეულ მეტაფიზიკურ კონცეფციას, რომელიც


განაპირობებს სამყაროს მისეულ აღქმას და ამართლებს მის ქმედებებს

• ამიტომ ლეგიტიმურად არ უნდა ჩაითვალოს ტრადიციული გაგებით სხვა რელიგიური


აღმსარებლობებისგან ათეიზმის განსხვავება

• შესაბამისად, არ იყო გამართლებული ათეიზმისთვის სხვა რელიგიური აღმსარებლობებისგან


რადიკალურად განსხვავებული სტატუსის მინიჭება

• არ დაუდგენია, იყო თუ არა რელიგიის საფუძველზე განსხვავებული მოპყრობა, თუმცა დაადგინა


მე-14 მუხლის დარღვევა პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით
მე-9 მუხლის მოქმედების გავრცელება
• ნამდვილად ითხოვს თუ არა განმცხადებლის შეხედულებები კონვენციის დაცვას,
როგორც ფილოსოფიური ან რელიგიური რწმენა ან სინდისის საკითხი

• შეიძლება თუ არა განმცხადებლის ქმედება ჩაითვალოს იმ შეხედულებათა


გამომჟღავნებად, რომლებიც ითხოვს დაცვას

• თუ ქმედება არ ამჟღავნებს მე-9 მუხლით დაცულ შეხედულებას/რწმენას, მე-9


მუხლი მოცემულ შემთხვევაზე არ გავრცელდება
რწმენის გამჟღავნება
• არგუმენტები:

• ქმედება, რომელიც ახლო კავშირშია, მოტივირებულია, შთაგონებულია


რელიგიით/შეხედულებით, ქმედება, რომელიც მოითხოვება რელიგიით ან
შეხედულებით

• სასამართლო ამოწმებს:

• არის თუ არა ქმედება აუცილებელი რელიგიის ან რწმენის აღსასრულებლად

• ქმნის რელიგიის ან რწმენის აღსრულების ნაწილს

• რელიგიის გამომჟღავნება არ შემოიფარგლება ზოგადად აღიარებული ფორმით

• არსებობს საკმარისად ახლო და პირდაპირი კავშირი ქმედებასა და რწმენას


Hamidović v. Bosnia and Herzegovina, 2017
• ტერორიზმის სისხლის სამართლის საქმის განხილვა

• სასამართლოში გამოცხადებული მოწმე უარს აცხადებს სკუფიას მოხდაზე

• დაეკისრა ჯარიმა, რომლის გადაუხდელობის გამოც, შეეცვალა


ადმინისტრაციული პატიმრობის სასამართლოს უპატივცემულობისთვის

• სამართლებრივი საფუძველი - მოსამართლის უფლებამოსილება, წესრიგი


დაამყაროს სხდომის დარბაზში

• ლეგიტიმური მიზანი - სეკულარული და დემოკრატიული ფასეულობების


შენარჩუნება - სხვათა უფლებების დაცვა

• თანაბარზომიერება
რა ჩაითვლება რელიგიის გამჟღავნებად
• მიცვალებულისთვის წესის აგების რიტუალი რელიგიური აღმსარებლობის
მნიშვნელოვანი ასპექტია

• არ ჩაითვალა

• დავა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რომელზედაც


სასაფლაოა
• სტარცევოს მუსლიმთა საბჭო v. Bulgaria, 2016

• საფლავის ქვაზე ფოტოს გამოსახვის უფლება

• Johnes v. UK, 2005


რა არ ჩაითვლება რელიგიის გამჟღავნებად
• მშობლების უფლება, თავისი არჩეული სახელი დაარქვან ბავშვს

• Salonen v. Finland, 1997

• კონტრაცეპტივების გაყიდვაზე უარი,

• Pichon & Sajous v. France, 2009

• მხეცის ნიშნის აკრძალვა,

• Skugar and others v. Russia, 2009

• ადრეულ ასაკში ქორწინება რელიგიური მოსაზრებით,

• Khan v. UK, 1986


შეხედულების გამჟღავნება
• Arrowsmith v. the UK, 1978, ეს ქმედება არ ამჟღავნებს პაციფიზმს

• ტრაქტატების გავრცელება, რომლებიც მართალია, ეფუძნებოდა პაციფისტურ იდეებს, მაგრამ


აქეზებდა ჯარისკაცებს დეზერტირობისა და სამხედრო დისციპლინის დარღვევისკენ
• C.W. v. the UK, 1993, ეს უმოქმედობა ამჟღავნებს ვეგანიზმს

• განმცხადებელი მსჯავრდებულია, ციხეში უარი განაცხადა საბეჭდ საამქროში მუშაობაზე

• არ შეეძლო ცხოველებზე გამოცდილ პროდუქციაზე (მაგალითად, საღებავებზე) მუშაობა

• დაეკისრა დისციპლინური სახდელი

• დისციპლინური სამართალწარმოებისას არ განუცხადებია ვეგანური შეხედულებების შესახებ

• დაფიქსირებულია მისი განაცხადი, რომ საამქრობაში მუშაობა მისი საქმე არ იყო და ყოველთვის
უარს იტყოდა მასზე
შეხედულების გამჟღავნება
• C.W. v. the UK, 1993

• სახელმწიფოს არგუმენტით, რელიგია არაფერ შუაში იყო, მსჯავრდებულს საამქროში


მუშაობა არ უნდოდა

• სახელმწიფომ უარყო საღებავების ცხოველებზე გამოცდა

• კომისიამ მაინც მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა ცალსახად მიუთითა თავის რელიგიურ


შეხედულებებზე ოფიციალურ საჩივარში, რომლითაც ციხის ხელისუფლებას მიმართა

• მსჯავრდებულმა წარმოადგინა ვეგანური საზოგადოების წერილი

• ჩაითვალა, რომ საამქროში მუშაობაზე უარი, სადაც ცხოველებზე გამოცდილი


საღებავები გამოიყენებოდა, ვეგანიზმს გამოხატავდა
მუხლის მოცულობა
• 2. რელიგიის ან რწმენის გამჟღავნების თავისუფლება მხოლოდ იმ
პირობით შეიზღუდება, თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია
კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის,
საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა
სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

• Forum internum

• Forum externum
სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები
• სახელმწიფოს არ აქვს დისკრეცია, რელიგიური შეხედულებების, ან მათი
გამოხატვის მეთოდების ლეგიტიმურობა დაადგინოს
• ცხოველების რიტუალური დახოცვა

•  Cha'are Shalom Ve Tsedek v. France (GC), 2000

• რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო უნდა იყოს ნეიტრალური და


მიუკერძოებელი და როდესაც ხელისუფლება სხვადასხვა რელიგიას შორის
ურთიერთობისას არეგულირებს

• შდრ. შეფასება, რამდენად კეთილსინდისიერად ითხოვს რელიგიის საფუძველზე


შეღავათს, Dyagilev v. Russia, 2020 (იხ. 8-9 პრეზენტაცია)
უფლებაში ჩარევის მართლზომიერების შეფასება
1. ჩარევა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხობრივ
მოთხოვნებს

წინასწარგანჭვრეტადი, გამოქვეყნებული, ცხადი, ნათელი, ითვალისწინებს საპროცესო


გარანტიებს

2. ჩარევას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი

კანონიერი მიზანი, რომელიც შესაბამისობაშია კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებთან


(საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა ან
მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა)

3. ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

ჩარევის მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება

ჩარევის თანაბარზომიერება
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like