You are on page 1of 32

შესასრულებელი დავალებები

 სასემინარო და დამოუკიდებელი მუშაობა - 40 ქულა


 შუალედური წერა, ესე (8-10 გვერდი) – 20 ქულა
 საბოლოო გამოცდა (სამეცნიერო ნაშრომი, რეფერატი) – 40 ქულა
სახელმძღვანელო:
ქეთევან გოჩიტაშვილი, გიული
შაბაშვილი, ნინო შარაშენიძე
აკადემიური წერა - საუნივერსიტეტო
კურსი
თსუ გამომცემლობა, თბილისი, 2022
კურსის შინაარსი
 ნაწილი პირველი. წერის მოსამზადებელი ეტაპი
 ნაწილი მეორე. არგუმენტირებული მსჯელობა
 ნაწილი მესამე. არგუმენტირებული ესე
 ნაწილი მეოთხე. სამეცნიერო ნაშრომი
 ნაწილი მეხუთე. პრეზენტაციის მომზადება
ლექციის თემა
სტილი;

აკადემიური ენა;

ფორმალური ტონი.
აკადემიური ტექსტი
 თანმიმდევრული მსჯელობა
 სათანადო არგუმენტების მოყვანა
 ავტორის პოზიციის დაფიქსირება
 სხვათა მოსაზრებების წარმოჩენა
 ფაქტებისა და მოვლენების აღწერა და შეფასება
აკადემიური ტონი
 კონკრეტული ლექსიკური ერთეულების, ენობრივი საშუალებებისა
და ფრაზების ადეკვატური არჩევანი
 ოფიციალურობა და ობიექტურობა
ფორმალური ტონით შექმნილი
ტექსტის მახასიათებლები
• წინასწარ არის დაგეგმილი;
• ძირითადად აქვს მონოლოგური ხასიათი;
• არის ლოგიკურად განვითარებული;
• მსჯელობა არის მოცულობითი და თანმიმდევრული;
• შეიცავს ნეიტრალურ ლექსიკას;
• შეიცავს დარგის შესაბამის ტერმინოლოგიას;
• დაცულია სალიტერატურო ენის ნორმები.
რთული სინტაქსური
კონსტრუქციები
მხოლოდ მარტივი წინადადებებით შედგენილი აბზაცი -
მოძიებული ინფორმაციის აღწერის, ჩამონათვალის,
არაფორმალური მიზნით შექმნილი ან არასერიოზული ტექსტის
შთაბეჭდილებას
შეადარეთ:
 გიორგი I დადიანის მიერ ცხუმის  გიორგი I დადიანის მიერ ცხუმის
საერისთავოს მიერთების ფაქტი საერისთავოს მიერთების ფაქტი
ზოგიერთმა მკვლევარმა ზოგიერთმა მკვლევარმა
თავისებური ინტერპრეტაციით თავისებური ინტერპრეტაციით
ახსნა. ცხუმის მიერთებით ახსნა. მათი აზრით, ცხუმის
დადიანებმა აფხაზეთის სამხრეთი მიერთებით დადიანებმა აფხაზეთის
ნაწილი დაიპყრეს. ეს მოსაზრება სამხრეთი ნაწილი დაიპყრეს.
არგუმენტაციას არის მოკლებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს
არ არსებობს შესაბამისი წყარო. მოსაზრება არგუმენტაციას არის
არც ერთი წყარო არ გვაწვდის მოკლებული, რადგან არ არსებობს
ინფორმაციას შარვაშიძეთა მიერ შესაბამისი წყარო, რომელიც
ცხუმის საერისთავოს ფლობის შეიცავს ინფორმაციას შარვაშიძეთა
შესახებ. მიერ ცხუმის საერისთავოს ფლობის
შესახებ.
გაითვალისწინეთ:
 რთული სინტაქსური კონსტრუქცია არ გულისხმობს ზედმეტად
გადატვირთული, აზრობრივად დაუკავშირებელი ან
არაგონივრული რაოდენობის წინადადების ერთობლიობას.
 არ შეიძლება რთული სინტაქსური კონსტრუქცია მოიცავდეს
ნახევარ გვერდს ან შეიცავდეს სამზე მეტ ერთმანეთზე
დამოკიდებულ წინადადებას.
ობიექტურობა
 ავტორის დამოკიდებულება განსახილველი საკითხისადმი
 ობიექტური, გამყარებული სათანადო ადეკვატური არგუმენტებითა
და შეფასებებით

ავტორის
ობიექტური
დამოკიდებულე არგუმენტები შეფასებები
ბა
დააკვირდით:
ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობისა და აქტუალობის
წარმოსაჩენად მხოლოდ ინდუსტრიალიზაციის გეგმა ვერ იქნებოდა
საკმარისი. საჭირო იყო სათანადო ადგილის შერჩევა-მოძიება.
ადგილისა, რომელიც, ერთი მხრივ, შესაძლებლობას მისცემდა
რეჟიმს, საკუთარი წარმოდგენები ახალი ტიპის ქალაქზე
განეხორციელებინა, მეორე მხრივ კი, საკუთარი თავი აღმშენებელ,
სამართლიან და დიდსულოვან სისტემად წარმოეჩინა, რომელიც
ქვეყანას დანგრეულ-გაუდაბურებული და დავიწყებული ქალაქის
ნაცვლად კეთილმოწყობილ ისტორიული მემკვიდრეობის
მატარებელ ქალაქს უბრუნებდა. ინდუსტრიული ქალაქის
მშენებლობის შესაძლებლობა საქართველოში 30-იანი წლებიდან
განიხილებოდა. თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ამ გეგმის
განსახორციელებლად მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის
მსვლელობისას გადაიდგა, როდესაც კიდევ უფრო მძაფრად დადგა
მეტალურგიული ქარხნების პერიფერიებში გადატანის
აუცილებლობის საკითხი.
მტკიცებულება - ვარაუდი -
მოსაზრება
მტკიცებულება - კონკრეტული არგუმენტი, რომელიც გამოიყენება
მოსაზრების დასამტკიცებლად.
ვარაუდი - ავტორის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე
დაყრდნობით.
მოსაზრება - მტკიცებულების ავტორისეული ინტერპრეტაცია და
შეფასება.

რომელიმე მათგანის გამოტოვება აკნინებს


მსჯელობას და ნაკლებად ობიექტურს ხდის მას.
ლექსიკა
არ არის რეკომენდებული ემოციური ელფერის შემცველი
ლექსიკური ერთეულები:
არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული, ბრწყინვალე, ულამაზესი,
ყველაზე საინტერესო, უსათნოესი, უცნობილესი და ა. შ.

უაღრესად მნიშვნელოვან
მნიშვნელოვან ი

უკიდურესად რთული
რთული
შეადარეთ:
 დამთვალიერებელთა  დამთვალიერებელთა
განსაკუთრებულ ყურადღებას ყურადღებას იქცევს
იპყრობს შოკოლადის ვარდი, შოკოლადის ვარდი, რომელიც
რომელიც გამოირჩევა გამოირჩევა მისთვის
არაჩვეულებრივი, დამახასიათებელი არომატითა
განსაკუთრებული არომატითა და ფურცლების ვარდისფერი
და გასაოცარი ვარდისფერი შეფერილობით.
ფურცლებით.
არ არის რეკომენდებული: რეკომენდებულია:
 ცნობილი მეცნიერი  ავტორი
 ყველასთვის ცნობილი  მეცნიერი
მკვლევარი  მკვლევარი
 მსოფლიოში აღიარებული
 ექსპერტი.
ექსპერტი
 აკაკი შანიძის მიხედვით
 როგორც ცნობილი ქართველი
ენათმეცნიერი, აკაკი შანიძე,
ასკვნის...
 აკაკის მიხედვით.
 ქალბატონი მარიამ
ლორთქიფანიძე განმარტავს
 ბატონი აკაკი შანიძის მიხედვით
თავი აარიდეთ ჰიპორბოლიზაციასა და კატეგორიულ
განცხადებებს:
მაგალითად:
ინგლისური ენის, როგორც ლინგუა ფრანკას, გავრცელება
ყოველწლიურად იწვევს ათობით მცირე ენის განადგურებასა და
დაკარგვას.
შეადარეთ:
1) რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის
დაყენება გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქუჩაზე.
2) მძღოლების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ
საშუალოდ ავტომობილების მფლობელები დღეში 10 წუთით მეტს
ხარჯავენ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტეროტორიაზე
მანქანის დასაყენებელი ადგილის მოსაძებნად, ვიდრე თბილისის
ნებისმიერ სხვა ქუჩაზე.
გაითვალისწინეთ:
გარკვეული ტიპის სასვენი ნიშნები, მაგალითად, სამი წერტილი ან
კითხვა-ძახილის ნიშანი, აკადემიური ენით შექმნილ ტექსტში
ნაკლებადაა მისაღები.
დასაშვებია მხოლოდ ციტირებული მაგალითების შემთხვევაში.
პირის ფორმების გამოყენება
არაა რეკომენდებულია
რეკომენდებული
მე ვფიქრობ ფაქტებით დასტურდება
დარწმუნებული  კვლევის შედეგების
ვარ მიხედვით
მე მჯერა კვლევა აჩვენებს, რომ

აუცილებელია იმის გათვალისწინება,


რომ აკადემიურ ნაშრომში ნებისმიერი
პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს
დამოწმებული სათანადო
არგუმენტებითა და მტკიცებულებებით.
შეადარეთ:
1) მე ვფიქრობ, ხევისბერი გოჩას გადაწყვეტილება ემყარებოდა მის
შინაგან მრწამსსა და თემის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას.

2) ტექსტის სიღრმისეული ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ


ხევისბერი გოჩას გადაწყვეტილება ემყარებოდა მის შინაგან მრწამსსა
და თემის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას.
ავტორის • ავტორის არგუმენტები
• ავტორის
პოზიცია შეხედულებები

სხვათა • სხვათა არგუმენტები


• სხვათა შეხედულებები
პოზიცია

მისაღებია შემდეგი ფრაზები:


კვლევის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ;
შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები; ამის
გათვალისწინებით; ზემოთქმულის
გათვალისწინებით; განხილულის
გათვალისწინებით.
არაა რეკომენდებული რეკომენდებულია
თქვენთვის ნათელია ნათელია
თქვენი გადასაწყვეტია 
მე მჯერა კვლევა აჩვენებს, რომ
როგორც ხედავთ ჩანს, რომ
ნაშრომის წაკითხვის ნაშრომის ბოლოს
შემდეგ დარწმუნდებით, წარმოდგენილი იქნება
რომ
ნეიტრალური ლექსიკა
მწერლის სახლი არის რუსთაველის გამზირზე  მწერლის სახლი
მდებარეობს რუსთაველის გამზირზე.
კომპანიამ იყიდა 1000 ჰექტარი მიწა სიღნაღის რაიონში  კომპანიამ
შეიძინა 1000 ჰექტარი მიწა სიღნაღის რაიონში.

პრემიერ-მინისტრმა ეს თქვა გუშინდელ გამოსვლაში  პრემიერ-


მინისტრმა ეს აღნიშნა გუშინდელ გამოსვლაში.

რექტორმა მონაწილეობის სერტიფიკატები მისცა სტუდენტებს 


რექტორმა მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა სტუდენტებს.
თავი აარიდეთ მსგავს
ფრაზებს:
ქართული პოეზიის ცის კაბადონზე მეტეორივით გაიელვა ნიკოლოზ
ბარათაშვილის სახელმა;

ქართველ პროზაიკოსთა გალერეაში გამორჩეული ადგილი ეკუთვნის ლეო


ქიაჩელს;

ილეწებოდნენ საუკუნენი, მაგრამ წარუშლელად რჩებოდა ერეკლე II-ის


სახელი;

ყველა ადამიანისათვის სამაგიდო წიგნად ქცეული კონსტიტუციის


პატივისცემა მოეთხოვება როგორც საზოგადოებას, ისე მის თითოეულ
წარმომადგენელს.
ჭარბსიტყვაობა
 მეცნიერი და მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის
ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ ამ საკითხის კვლევა დიდი ხანია
დაწყებულია
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
აღნიშნავს, რომ ამ საკითხის კვლევა დიდი ხანია დაწყებულია.
შემოკლებები:
1) თბილისი და ე. წ. თბილისური კულტურა საქართველოს
მრავალფეროვანი კულტურული სივრცის ორგანული და
თვითმყოფადი ნაწილია. მის თვითმყოფადობას კი მრავალმხრივ
განაპირობებდა და განაპირობებს ამ ქალაქის
მრავალეთნიკურობა. აქ სხვადასხვა დროს ქართველებთან ერთად
სახლობდნენ სომხები, ბერძნები, იეზიდები და სხვ.
2) თბილისი და ეგრეთ წოდებული თბილისური კულტურა
საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული სივრცის
ორგანული და თვითმყოფადი ნაწილია. მის თვითმყოფადობას კი
მრავალმხრივ განაპირობებდა და განაპირობებს ამ ქალაქის
მრავალეთნიკურობა. აქ სხვადასხვა დროს ქართველებთან ერთად
სახლობდნენ სომხები, ბერძნები, იეზიდები, აზერბაიჯანელები,
პოლონელები და გერმანელები.
ტერმინები:
1) ბრუქსი (1968) აღნიშნავს, რომ კულტურა არ არის იგივე, რაც გეოგრაფია, არც
იგივე, რაც ისტორია, იგივე, რაც ფოლკლორი, სოციოლოგია და მათი
კულტურისაგან გამიჯვნის ერთადერთი ინსტრუმენტია ინდივიდუალური
მიდგომის გათვალისწინება, რადგან ბუნებრივი პირობები კულტურის
ნაწილად მოიაზრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ადამიანის როლია
წარმოდგენილი, ცხოვრების წესი ან ადაპტაციის ფორმები.

2) ბრუქსი (1968) აღნიშნავს, რომ კულტურა არ არის იგივე, რაც გეოგრაფია,


ისტორია, ფოლკლორი, სოციოლოგია. ავტორის აზრით, ამ ცნებების
კულტურისაგან გამიჯვნის ერთადერთი საშუალებაა ინდივიდუალური
მიდგომის გათვალისწინება. ბუნებრივი პირობები კულტურის ნაწილად
მოიაზრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ადამიანის როლი,
ცხოვრების წესი ან ადაპტაციის ფორმებია წარმოდგენილი.
თარგმანის პრობლემები
1) ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ქართული ხალხური საზიდი
საშუალებანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ძირითადად, სოფლის
მეურნეობის მიზნებს, აგრეთვე, აღებმიცემობას ემსახურებოდა, ხოლო
მეცხრამეტე საუკუნიდან - სავაჭრო კაპიტალსა და მრეწველობის
განვითარებასაც.

2) ზმნის მრავალფეროვან კატეგორიებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი


ზმნის გვარს უჭირავს. ჯერ კიდევ დიონისე თრაკიელი ახასიათებდა ზმნას,
როგორც მეტყველების ნაწილს, ,,რომელსაც აქვს დრო, პირი და რიცხვი და
რომელიც გამოხატავს მოქმედებას ან ვნებას (მოქმედების განცდას).“ მას,
ფაქტობრივად, შემოჰქონდა ზმნის გვარის ცნება და გამოყოფდა მის სამ
სახეს: მოქმედებით, ვნებითსა და საშუალოს.
შეჯამება - აკადემიური ტექსტი

 არგუმენტირებული მსჯელობა
 ობიექტურობა
 რაციონალურობა
 სერიოზულობა
 ოფიციალურობა
 არაპერსონალურობა
 საჯაროობა
 ფორმალურობა
 მტკიცებულებების მოყვანა
 ავტორის მოსაზრების დასაბუთება
აკადემიური ტექსტი გამორიცხავს მხოლოდ შთაბეჭდილებების
აღწერას, სუბიექტურობას, ემოციურობას,
პოლემიკას მკითხველთან,
სალაპარაკო ენისთვის დამახასიათებელ ენობრივ ერთეულებს,
ემოციურობას,
არაობიექტურობას.

ფორმალური დამაჯერებლო
აკადემიურობა
ტონი ბა
 გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like