You are on page 1of 15

თავი 1

1. რომელმა ტექნოლოგიურმა ძვრებმა გამოიწვია ქვის ხანის ბრინჯაოს ხანით და


ბრინჯაოს ხანის რკინის ხანით ჩანაცვლება და რას ნიშნავს ნეოლითური რევოლუცია?
ქვის ხანაში ადამიანი გონებრივად განვითარდა და თანდათანობით ტექნოლოგიების
განვითარებაც შეძლო. ნეოლითის ხანაში ადამიანი შემგროვებელი არსებიდან მწარმოებელ
არსებად გადაიქცა. მან მოიშინაურა ცხოველები და მიწათმოქმედებაც დაიწყო. ეს ძირეული
ცვლილებები იყო ადამიანის არსებობის ისტორიაში და ამიტომაც ამ პერიოდს „ნეოლითურ
რევოლუციასაც“ უწოდებენ. თანდათანობით ადამიანმა ლითონის მოპოვება და გამოყენებაც
ისწავლა. პირველი ლითონი, რომელიც ადამიანმა გამოიყენა სპილენძი იყო. ადამიანებმა
მეტალურგობა დაიწყეს. თუმცა სპილენძი რბილი ლითონი იყო და ქვის ჩანაცვლება
ბოლომდე ვერ მოახერხა. ადამიანებს კიდევ ათასწლეულები დასჭირდათ სანამ ქვას
ლითონით ჩაანაცვლებდნენ. ეს ბრინჯაოს გამოდნობით გახდა შესაძლებელი. ადამიანები
სპილენს სხვა ლითონებსაც უმატებდნენ და ბრინჯაოს იღებდნენ. მათ ასევე ლითონის
გამოდნობა და მისთვის ფორმის მიცემაც ისწავლეს. ამის საშუალებით მათ განავითარეს
შრომისა და ბრძოლის იარაღები. ამავე დროს მათ ცხენებით მოიშინაურეს, რასაც იყენებდნენ
საბრძოლველად და გადაადგილებისთვის. ბრინჯაოს ხანა პირველი სახელმწიფოების
წარმოშობით აღინიშნა. უფრო მოგვიანებით, კაცობრიობის ისტორიაში კიდევ ერთი დიდი
ტექნოლოგიური ძვრა მოხდა _ ადამიანებმა რკინის დამუშავება ისწავლეს. რკინის მადნები
საქართველოს ტერიტორიაზეც არსებობდა, ამიტომაც ქართველური ტომები დახელოვნდნენ
რკინის დამუშავებაში. რკინის ხანა ახალი სახელმწიფოების წარმოშობის ხანაა.
2. სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების კუთხით რა ცვლილებები მოხდა
კაცობრიობის ისტორიის ადრეანტიკურ ხანაში პრეისტორიულ ხანასთან შედარებით და რამ
გამოიწვია ეს?
პრეისტორიულ ხანაში სულ რამდენიმე სახელმწიფო არსებობდა, ხოლო უკვე
ადრეანტიკურ ხანაში სახელმწიფოების რაოდენობა არათუ მომრავლდა, დიდი, გლობალური
იმპერიებიც აღმოცენდა. ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა და ამავე დროს ადამიანის
გონებრივმა განვითარებამ შეცვალა მანამდე არსებული სახელმწიფოებრივი და
ეკონომიკური ცხოვრების წესი. ისტორიკოსები სახელმწიფოებს რამდენიმე ჯგუფში
აერთიანებენ: სახმელეთო/სამდინარო, საზღვაო და მომთაბარული ცივილიზაციები.
ანტიკური ხანის ცივილიზაცია საქალაქო ცივილიზაცია იყო. არსებობდა უამრავი პატარა
ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებსაც საკუთარი მეფეები ჰყავდათ და დამოუკიდებლად
მართავდნენ მას. პრეისტორიულ ხანაში გვაროვნული წყობილება იყო დამყარებული, ხოლო
უკვე ადრეანტიკურ პერიოდში ეს წყობილებაც შეიცვალა _ სახელმწიფოს მეფე მართავს და
გვარი გადამწყვეტ როლს აღარ თამაშობს. ანტიკურ პერიოდში ვაჭრობამ და მევახშეობამ
განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. ადრეანტიკური ხანის ბოლოს მოიჭრა მონეტები.
3. ძველი ისტორიის რომელი მოვლენები შეიძლება განვიხილოთ ძველ აღმოსავლეთზე
დასავლეთის ცივილიზაციის უპირატესობის დამადასტურებლად?
ისტორიკოსები დაობენ იმის შესახებ, თუ რომელი მოვლენები უნდა მივიჩნიოთ
დასავლეთის ცივილიზაციის უპირატესობის დამადასტურებლად ძველ აღმოსავლეთზე.
თუმცა, საბოლოოდ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბერძენ-სპარსთა ომებში ბერძნების
გამარჯვებამ სპარსეთი შეასუსტა, მაგრამ მისი დამორჩილება ვერ მოახერხეს. ამიტომაც
დასავლეთის უპირატესობის დამადასტურებლად ალექსანდრე მაკედონელის მიერ
სპარსეთის დამარცხება და დაპყრობა ითვლება ძვ.წ IV საუკუნეში. ეს პროცესი შემდეგ უკვე
რომის იმპერიამ განაგრძო.
4. რა განსხვავებაა ერთი მხრივ - სკვითებისა და კიმერიელების და მეორე მხრივ -
ეგვიპტე-შუამდინარეთსა და კრეტა-მიკენის ეკონომიკურ-პოლიტიკურ მოდელებს შორის?
ისტორიკოსები ძველ სახელმწიფოებს 3 ჯგუფში აერთიანებენ: სამდინარო/სახმელეთო,
საზღვაო და მომთაბარე ცივილიზაციები. სკვითები და კიმერიელები მომთაბარე
ცივილიზაციებს მიეკუთვნებიან. ისინი მუდმივად იცვლიდნენ საცხოვრებელს, ამიტომაც
ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. ეს ტომები ოთხთვალებით გადაადგილდებოდნენ,
რომლითაც ბავშვები და მოხუცები გადაჰყავდათ. ასევე წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის
ჯოგებიც გადაჰყავდათ. ისინი მეცხენეობასაც მისდევდნენ და მშვილდოსანი მხედრები იყვნენ.
ამიტომაც ძარცვა-რბევითაც ირჩენდნენ თავს. ეგვიპტე-შუამდინარეთი სამდინარო
ცივილიზაციებს მიეკუთვნება. ისინი ნილოსისა და ტიგროს-ევფრატის ნაპირებზე
ჩამოყალიბდნენ. მდინარესთან სიახლოვის გამო მათ განავითარეს მიწათმოქმედება, გაიყვანეს
სარწყავი სისტემა. ასევე მისდევდნენ მეცხოველეობას. ასეთი ცივილიზაციები თავიდან
ქალაქებად არსებობდნენ და შემდგომ მათი ნებით თუ ძალით გაერთიანებით იქმნებოდა
ერთიანი სახელმწიფო. კრეტა-მიკენი საზღვაო ცივილიზაციებს მიეკუთვნება. ეს
ცივილიზაციებიც ქალაქ-სახელმწიფოების, პოლისების, სახით არსებობდნენ. ისინი
კუნძულებზე მდებარეობდნენ, ამიტომაც განსაკუთრებულად განვითარებული ჰქონდათ
ზღვაოსნობა და ვაჭრობა. მათ უძლიერესი ფლოტი ჰყავდათ და ვაჭრობით მდიდრდებოდნენ.
5. რა მსგავსება და განსხვავება იყო ერთი მხრივ - ჩინურ-ინდურ და მეორე მხრივ - ძველ
ბერძნულ და ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებს შორის?
ძველ ბერძნული ცივილიზაცია საზღვაო ცივილიზაცია იყო, რომელიც განთქმული იყო
ზღვაოსნობითა და ვაჭრობით. მას უძლიერესი ფლოტი ჰყავდა და ზღვების სანაპიროებზე
კოლონიებსაც აარსებდა. ხოლო ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები სამდინარო
ცივილიზაციები იყო. ისინი ძირითადად მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით
ირჩენდნენ თავს. მაგრამ მათ საერთოც ჰქონდათ _ ყველა ეს ცივილიზაცია ქალაქ-
სახელმწოფოების სახით არსებობდა, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენ და სახელმწიფობი
შექმნეს. რაც შეეხება ინდურ და ჩინურ ცივილიზაციებს, ისინი პარალელურად სამდინარო
და მომთაბარულ ცივილიზაციებს მიეკუთვნებიან. ჩინეთი მდინარეების, ხუანხესა და იანძის
ნაპირებზე ჩამოყალიბდა, ხოლო ინდოეთი - ინდისა და განგის ნაპირებზე. გარდა ამისა, ეს
ცივილიზაციები მომთაბარეობდნენ კიდეც და ამის გამო მეცხოველეობა განავითარეს. ასევე
მისდევდნენ მიწათმოქმედებასაც. რაც შეეხება განსხვავებას, ინდოეთი დემოკრატიული ან
თეოკრატიული სახელმწიფო იყო, ხოლო ჩინეთი კი იმპერია.

6. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ვის, რომელ ქვეყნებს ჰქონდათ პოლიტიკური


უპირატესობა ძველ აღმოსავლეთში?

პირველი ცივილიზაცია ძველ აღმოსავლეთში ეგვიპტე იყო, რომელიც ძვ.წ. IV ათასწლეულში


ჩამოყალიბდა. მან ძლიერების მწვერვალს ძვ.წ. II ათასწლეულში მიაღწია. მის
პარალელურად შუმერების სამეფოც ჩამოყალიბდა, რომელმაც პირველობა ჩამოართვა
ეგვიპტეს. თუმცა შუმერების დამოუკიდებლად არსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა,
რადგან შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები აქადის მეფე სარგონმა დაიპყრო და აქადის
სამეფო შექმნა. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ხეთების, ასურეთისა და ბაბილონის
სამეფოები. ხეთები ძლიერების მწვერვალს მეფე ხათუსილ III_ის დროს აღწევენ, თუმცა მას
ზღვის ხალხები შეესივნენ და ხეთებმა მალევე არსებობა შეწყვიტეს. ასურეთი
განსაკუთრებით ტიგლათფილესერ I_ის დროს გაძლიერდა, რომელმაც თითქმის მთელი
მესოპოტამია შეიერთა. მოგვიანებით, მცირე ხნით ასურეთი ეგვიპტესაც ფლობდა, თუმცა
შემდეგ მის წინააღმდეგ მეზობელი სახელმწიფოები გაერთიანდნენ და ასურეთის
დამარცხება შეძლეს. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ბაბილონმა შეიტანა. ამის შემდეგ
დაიწყო ბაბილონის ბატონობა. შემდეგ პოლიტიკური უპირატესობა სპარსეთმა მოიპოვა,
რომელმაც ბაბილონი დაამარცხა. მაგრამ შემდეგ უკვე სპარსეთი ალექსანდრე მაკედონელმა
დაიპყრო და შექმნა იმპერია.

თავი 2
1. როგორ ყალიბდებოდა და რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან აქემენიანთა
სპარსეთისა და მაგადჰას იმპერიებს?
მაგადჰას იმპერიის ფუძემდებლად მაჰაპადმა ნანდა ითვლება. მან ინდოეთის სამეფოები
გააერთიანა. ძვ. წ. VI საუკუნეში ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი აქემენიანთა
სპარსეთმა დაიპყრო. დაპყრობილ ტერიტორიაზე მან ადმინისტრაციული ერთეულები -
სატრაპიები შექმნა. ერთ-ერთ სატრაპიას, რომელიც მდინარე ინდის აუზს მოიცავდა, ინდოეთის
სატრაპია ეწოდებოდა. ინდოეთის ნაწილის სპარსეთის საზღვრებში მოქცევამ ამ ორი იმპერიის
სავაჭრო კავშირი განაპირობა. ინდოეთი იმჟამინდელ მსოფლიო ვაჭრობაში უფრო
ინტენსიურად ჩაერთო. ხოლო სპარსელები გაეცნენ ინდურ კულტურას და ის დანარჩენი
მსოფლიოსთვის ხალმისაწვდომი გახადეს.
2. როგორ მიმდინარეობდა სახელმწიფო წყობის დემოკრატიზაციის პროცესი ათენის ქალაქ-
სახელმწიფოში? შეადარეთ ის სპარტის პოლიტიკურ წყობას.
თავდაპირველად, ათენს სათავეში მეფე ედგა, მაგრამ მოგვიანებით მისი უფლებები არჩეულ
მმართველს - არქონტს გადაეცა. შემდგომში არქონტების რიცხვი ცრამდე გაიზარდა და
არქონტთა კოლეგია შექმნეს. მაგრამ დემოსი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მათი უუფლებობისა
და არისტოკრატთა მიერ მათი ჩაგვრის გამო. ამ ვითარების მოგვარება არქონტ სოლონს
დაევალა. მან დემოსის ვალები გააუქმა, ხოლო შემდეგ საერთოდ აკრძალა ვალების გამო
ადამიანების დამონება. უკვე არქონტ პერიკლეს დროს დემოკრატიამ უმაღლეს მწვერვალს
მიაღწია. მან დემოსს მიწები დაურიგა, ასევე ხელმოკლე ოჯახებს სამსახურებს აძლევდა. მისი
რეფორმების შემდეგ ათენის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სახალხო კრება გახდა,
უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოდ 500_თა საბჭო იქცა. გარდა ამისა, ათენს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოც ჰქონდა.
ათენისგან განსხვავებით, სპარტა მონარქიულ-არისტოკრატიული სახელმწიფო იყო. მის
გაბატონებულ ნაწილს სპარტიატები, სპარტელები წარმოადგენდნენ, ხოლო ჰილოტები კი მათ
სამეფო მონებად ითვლებოდნენ. სპარტაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბიჭების
სამხედრო აღზრდას. ისინი ბავშვობიდანვე ომისთვის ემზადებოდნენ და სამხედრო სამსახურში
60 წლამდე რჩებოდნენ.
3. რა ურთიერთობა ჰქონდა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს: ათენსა და სპარტას
აქემენიანთა სპარსეთთან?
აქემენიანთა სპარსეთი თავიდანვე ცდილობდა ბერძნული ქალაქების დაპყრობას. უკვე
დარიოს I_მა წამოიწყო ომი ბერძნული ქალაქების წინააღმდეგ. ამ ომს ბერძენ-სპარსელთა
ომების სახელით ვიცნობთ. ამ ომში ათენი და სპარტა ერთად იბრძოდნენ სპარსეთის
წინააღმდეგ. მათ სპარსელები უმნიშვნელოვანეს ბრძოლებში - მარათონსა და სალამინში
დაამარცხეს და სპარსელებს უკან დახევა აიძულეს. თუმცა შემდეგ ათენი და სპარტა ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ პირველობისთვის და სამხედრო კავშირები შექმნეს. სპარტამ დახმარება
სპარსეთს სთხოვა და ერთ დროს მტრები, ახლა მოკავშირეებად იქცნენ. ათენმა ვეღარ გაუძლო
მათ შემოტევას და დანებდა. ომის შემდეგ სპარტას სპარსეთისთვის მცირე აზიის ბერძნული
ქალაქები უნდა გადაეცა, მაგრამ ეს არ მოინდომა და მოკავშირეები კვლავ მტრებად იქცნენ.
ამჯერად სპარსეთმა შეძლო სპარტის დამარცხება და ხელში ჩაიგდო მცირე აზია.
4. ვინ და როგორ მოახერხა ძველბერძნული და სპარსული სივრცის ერთ დიდ იმპერიად
ჩამოყალიბება?
ძვ. წ. IV საუკუნეში მაკედონიისა და მთლიანად საბერძნეთის წინამძღოლი ალექსანდრე
მაკედონელი გახდა. მან გამეფებისთანავე სპარსეთს ომი გამოუცხადა. ალექსანდრემ
უბროლველად დაიპყრო ეგვიპტე, ფინიკია, სირია, იერუსალიმი და პალესტინა. ხოლო
სპარსეთთან კი დიდი ბრძოლები გადახდა. მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა იყო გავგამელას
ველზე, სადაც დარიოს III_ის უზარმაზარი არმია ალექსანდრეს 47000_იან არმიას
დაუპირისპირდა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, სპარსელები მაინც დამარცხდნენ
და უკან დაიხიეს. ბოლოს კი მეფე დარიოსი მოღალატეებმა იმსხვერპლეს. ამ ბრძოლის შემდეგ
სპარსეთს არმია აღარ ჰყავდა და ალექსანდრემ ის იოლად დაიპყრო. შემდეგ კი ინდოეთშიც
გადაწყვიტა ლაშქრობა. მაგრამ მანამდე მან ავღანეთის დაპყრობაც შეძლო, რაც მსოფლიოს
ისტორიაში სულ რამდენიმე დამპყრობელმა მოახერხა. მას ინდოეთის ნაწილის დაპყრობის
შემდეგ უკან დაბრუნება მოუწია. ის ბაბილონში ჩავიდა და იქ მოულოდნელად გარდაიცვალა.
ალექსანდრე მაკედონელმა თავისი დროის თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო,
ძველბერძნული და სპარსული სივრცე ერთ იმპერიად ჩამოაყალიბა.
5. ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებმა როგორ შეუწყო ხელი ახალი ცივილიზაციის
ჩამოყალიბებას?
ალექსანდრე მაკედონელმა გამეფებისთანავე დაისახა მიზნად ძველი აღმოსავლეთისა და
დასავლეთის გაერთიანება. მაგრამ ეს გაერთიანება უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ
ტერიტორიული, არამედ კულტურულიც. ის კარგად ეპყრობოდა დაპყრობილ ხალხებს და
ყველას ათანასწორებდა. სპარსეთის დაპყრობის შემდეგ მან სპარსელები ბერძნებს გაუთანაბრა
უფლებებით. გარდა ამისა, ქალაქ სუსაში თავისი მეომრები სპარსელ ქალებზე დააქორწინა.
ერთიანმა ტერიტორიამ ეს ორი ცივილიზაცია კიდევ უფრო დააკავშირა. უფრო იოლი გახდა
ერთმანეთის კულტურების გაზიარება. შეიქმნა ერთიანი ელინისტური კულტურა, რომელშიც
ორივე ცივილიზაციის კულტურა იყო გაერთიანებული, თუმცა ბერძნული მაინც უფრო დიდ
როლს ასრულებდა. ალექსანდრეს გარდაცვალებისა და მისი იმპერიის დაშლის მიუხედავად,
ელინისტურ კულტურას არაფერი ვნებია. მან კიდევ საუკუნეებს გაუძლო.
6. რომელი სახელმწიფოები წარმოიშვა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის
შემდეგ?
ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მისი იმპერია მისივე სარდლებმა
დაინაწილეს. მაკედონია კვლავ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც
საბერძნეთსაც მოიცავდა. მას სათავეში ანტიგონიდების საგვარეულო ჩაუდგა. ეგვიპტეში ასევე
ალექსანდრეს სარდალი პტოლემაიოსი გამეფდა და პტოლემაიოსების დინასტიას დაუდო
სათავე, რომელიც უკვე ელინურ ეგვიპტეს განაგებდა. ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომელიც
ალექსანდრეს იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდა, სელევკიანთა სამეფო იყო. იგი მაკედონელის
სარდლის შვილმა სელევკმა დააარსა. თუმცა მოგვიანებით, სელევკიდებს ჯერ ბაქტრია, ხოლო
შემდეგ პართია გამოეყო. პართიის სამეფოს დამაარსებლად არშაკი ითვლება, რომელმაც სათავე
დაუდო არშაკიანთა დინასტიას. გარდა ამისა, სპარსელებისგან გათავისუფლდა ქართლის
სამეფოც, რომელიც ფარნავაზმა დააარსა. შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოყალიბდა კიდევ ერთი
პონტოს სამეფო, რომელიც მითრიდატემ დააარსა.
7. რა იყო მაურიების ხანის ინდოეთისა და ხანის დინასტიის ჩინეთის ეკონომიკური
წინსვლის მიზეზები?
ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ ინდოეთი ერთ იმპერიად
გაერთიანდა. მას სათავეში მაურიების დინასტია ედგა. ინდოეთის ეკონომიკური აღმავლობა
მნიშვნელოვანწილად სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის განვითარებამ განაპირობა. მათ
მოჰყავდათ ბრინჯი, ხორბალი, ქერი, ბამბა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბამბის
ქსოვილის წარმოება, რომელიც აბრეშუმის გზაზე გაჰქონდათ. ინდოეთი აქტიურად ვაჭრობდა
სპარსეთსა და ეგვიპტესთან და ბამბის ქსოვილის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად იქცა. რაც
შეეხება ჩინეთს, ხანის დინასტიის მმართველობის დროს მათი მიწები გაუკაცრიელებული იყო.
ამიტომაც იმპერატორმა ეს მიწები არისტოკრატიულ საგვარეულოებს დაურიგა სოფლის
მეურნეობის ორგანიზების პირობით. ამან ჩინეთის ეკონომიკური სიტუაცია გამოასწორა და წინ
წასწია.

თავი 3

1. რომის სამოხელეო აპარატი და საზოგადოება რესპუბლიკის პერიოდში და მისი შედარება


დომინატის პერიოდთან;
რომში, რესპუბლიკის პერიოდში ქვეყანას რამდენიმე სამოხელეო ინსტიტუტი განაგებდა.
აღმასრულებელი ხელისუფლება სახალხო კრების მიერ არჩეული და სენატის მიერ
დამტკიცებული მაგისტრატების ხელში იყო. უმაღლეს მაგისტრატებს კონსულები
წარმოადგენდნენ. ერთდროულად ორი კონსული აირჩეოდა. ისინი უმაღლეს სამოქალაქო
პირებს და ომის შემთხვევაში - სამხედრო მეთაურებს წარმოადგენდნენ. კონსულების
მოადგილეებს პრეტორები ეწოდებოდათ, რომელთა მოვალეობა რომში წესრიგის დაცვა იყო.
მათ გადაწყვეტილებას კანონის ძალა ჰქონდა. განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში
დიქტატორს ირჩევდნენ, რომელსაც 6 თვის განმავლობაში შეუზრუდავი ძალაუფლება ჰქონდა.
რაც შეეხება დომინატს, მმართველობის ეს ფორმა ერთპიროვნულ მმართველობას გულისხმობს.
იგი ყველანაირი სამოხელეო აპარატის გაუქმებასაც გულისხმობს. მმართველი სენატისგან
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. რომში იმპერატორმა თანამმართველიც დანიშნა და
მათ შემდეგ მოადგილეები - კეისრები დაინიშნეს. რაც შეეხება საზოგადოებას, იგი
პატრიციებად და პლებეებად იყოფოდა. თავდაპირველად პატრიციები უფლებებით
აღემატებოდნენ პლებეებს, მაგრამ მოგვიანებით პლებეებმა ბრძოლების მეშვეობით მოახერხეს
უფლებებით გათანაბრებოდნენ პატრიციებს. შემდეგ კი მოსახლეობის მესამე ფენა პლორეტარი
გამოჩნდა, რომელიც რომის უღარიბეს მოსახლეობას აერთიანებდა.
2. როგორ და რომელი იმპერიები დაიპყრო რომმა და როგორ მართავდა მათ რესპუბლიკისა
და იმპერიის პერიოდში?
რომის იმპერია პატარა ქალაქ რომიდან წარმოიქმნა. მან ჯერ აპენინის ნახევარკუნძული
დაიპყრო, ხოლო შემდეგ კი უდიდესი ტერიტორიები შეიერთა. ალექსანდრე მაკედონელის
იმპერიის დაშლის შემდეგ რამდენიმე იმპერია აღმოცენდა და რომმა თითოეული მათგანი
სათითაოდ დაიპყრო. მან ჯერ ზღვაზე ბატონობა გადაწყვიტა, ამაში კი მას კართაგენი
ეცილებოდა. რომსა და კართაგენს შორის სამი პუნიკური ომი მოხდა, რომელშიც რომმა
გაიმარჯვა და კართაგენი დაანგრია. ამავე პერიოდში მან საბერძნეთის დაპყრობაც მოახერხა,
რისთვისაც სამი მაკედონური ომი გადაიხადა. ძვ. წ. 190 წელს კი მაგნეზიასთან გამარჯვების
შემდეგ რომმა სელევკიდების იმპერია დაიპყრო. ხოლო ძვ. წ. I საუკნეში პონტოს სამეფოსა და
სამხრეთ კავკასიის დაპყრობაც მოახერხა სამი მითრიდატული ომის წყალობით. ბოლოს კი
რომმა ეგვიპტეც დაიპყრო, რაც ელინისტური კულტურის დასასრულად ითვლება. ერთადერთი
ელინისტური სახელმწიფო, რომლის დაპყრობაც რომაელებმა ვერ მოახერხეს პართიის სამეფო
იყო. რესპუბლიკის ხანაში რომი სამოხელეო აპარატების მეშვეობით იმართებოდა. ხოლო უკვე
იმპერიის პერიოდში დიდი რეფორმები გატარდა. იმპერია ოთხ პრეფექტურად დაიყო და მათ
პრეფექტები განაგებდნენ. გარდა ამისა, დიდი სამხედრო რეფორმებიც გატარდა. რომის ჯარი
დაქირავებულად გადაიქცა, სამხედრო სამსახურის ვადა კი 16 წლით განისაზღვრა. ხოლო
სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ კი მათ მიწები ურიგდებოდათ.
3. რომის გზა პატარა ქალაქიდან დიდ იმპერიამდე: დაასახელეთ ამ გზის გარდამტეხი
მომენტები;
ქალაქი რომი ძვ. წ. 753 წელს დაარსდა აპენინის ნახევარკუნძულზე. თავდაპირველად, რომმა
აპენინის ნახევარკუნძული დაიპყრო, ხოლო შემდეგ კი მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის
დაპყრობაც მოახერხა. რომი ჯერ ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონდა, რაც კართაგენელების
დამარცხებით მოახერხა. კართაგენელების წინააღმდეგ რომს სამი პუნიკური ომი გადახდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი II ომი იყო, რომელშიც რომაელებს ჰანიბალთან მოუწიათ
დაპირისპირება. რომაელებმა გადამწყვეტი ბრძოლა ზამასთან მოიგეს და ჰანიბალი დაამარცხეს.
ხოლო მესამე ომში კი კართაგენი მიწასთან გაასწორეს. ამის შემდეგ მათ სელევკიდების სამეფო
დაიპყრეს ძვ. წ. 190 წელს მაგნეზიასთან მოპოვებული გამარჯვების წყალობით, ხოლო ძვ. წ. 146
წელს საბერძნეთის დაპყრობაც შეძლეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სპარტაკის დიდი
აჯანყების ჩახშობაც, რასაც სამი მითრიდატული ომი და პონტოს სამეფოს დაპყრობა მოჰყვა.
რომაელებმა პართიის ნაწილის დაპყრობაც შეძლეს, მაგრამ შემდეგ პართიის სამეფოსგან
სპარსეთის იმპერია წარმოიშვა და რომს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა მსოფლიო
ბატონობაში.
4. რა პოლიტიკას ატარებდნენ რომის იმპერატორები: ვესპასიანე, ტიტუსი და ადრიანე
ებრაელების მიმართ?
რომაელები უძველესი დროიდან წარმართები იყვნენ და უამრავი ღმერთები ჰყავდათ,
განსხვავებით ებრაელებისა, რომლებიც ერთადერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. რომის
ზოგიერთი იმპერატორი განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა მათ. ვესპასიანე ჯერ
კიდევ სარდლის რანგში ებრძოდა ებრაელებს პალესტინაში აჯანყების ჩასახშობად. ხოლო
იმპერატორად გახდომის შემდეგ აჯანყების ჩახშობა თავის შვილს ტიტუსს დაავალა. ტიტუსმა
ალყა შემოარტყა იერუსალიმს და იერიშით აიღო იგი. მან ქალაქი მიწასთან გაასწორა, შემდეგ კი
ამის აღსანიშნავად მამა-შვილმა ტრიუმფი გადაიხადა. ამ მხრივ კიდევ ერთი იმპერატორი
გამოირჩა. ადრიანე ანტიკური ხანის იმ მმართველებს ჰგავდა, რომლებიც აჯანყების ჩახშობის
ერთადერთ გზას აჯანყებულების განადგურებაში ხედავდნენ. იგი განსაკუთრებული
სისასტიკით ეპყრობოდა ებრაელებს. მან პალესტინაში ებრაული დასახლებები სულ
გაანადგურა, ნახევარ მილიონამდე ებრაელი გაწყვიტა, ტყვედ ჩაგდებულები კი მონებად
გაყიდა.
5. დაახასიათეთ ქართლის სამეფოსა და სომხეთის ურთიერთობა რომთან ახ. წ. I-III
საუკუნეებში;
ახ. წ. I საუკუნეში სომხეთისთვის რომი და პართია იბრძოდა. ამ ბრძოლაში ქართლი რომის
მოკავშირე იყო. ქართლის სამეფოს ამ ბრძოლით სომხეთის მიერ მიტაცებული ქართული
მიწების დაბრუნება სურდა. ფარსმან II_მ სომხეთის ტახტზე ჯერ თავისი ძმის მითრიდატის,
ხოლო შემდეგ კი ვაჟის - ღადამის დასმა მოახერხა. საბოლოოდ, სომხეთში პართიის
წარმომადგენელი გაამეფეს, რომელსაც სამეფო ნიშნებს რომი უგზავნიდა, ხოლო ფარსმანის
დაშოშმინება მისთვის ქართული მიწების დაბრუნებით მოახერხეს. ამის შემდეგ რომის
იმპერატორები ქართლის მეფეებთან დამეგობრებას ცდილობდნენ. მაგრამ იმპერატორ
ადრიანესა და ქართლის მეფე ფარსმან III_ს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. მაგრამ
სიტუაცია შემდეგმა იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა გამოასწორა და ფარსმანი რომში მიიწვია.
ამის შემდეგ, ქართლის სამეფო რომის პოლიტიკის გამტარებელი იყო, თუმცა სიტუაცია III
საუკუნეში შეიცვალა. თავიდან ქართლიცა და სომხეთიც რომს უჭერდნენ მხარს, მაგრამ
სპარსეთის მიერ რომის დამარცხებისა და სომხეთის მეფე ხოსროს მოკვლის შემდეგ ორივე
ქვეყანა სპარსეთის მხარეს გადავიდა. მაგრამ სიტუაცია ასე დიდხანს არ გაგრძელებულა.
ნიზიბინის ზავის მიხედვით (ძვ. წ. 298 წელი) სომხეთიც და ქართლიც რომის დაქვემდებარებაში
გადავიდა.
6. როგორ გამოიწვია ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა რომის დაცემა?
რომის იმპერიამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია: მოსახლეობის რაოდენობა
იზრდებოდა, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა ანტიკური სამყაროსთვის ძალიან
განვითარებული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში დიდი პრობლემები გამოიწვია ცხოვრების
ასეთმა მაღალმა დონემ. ურბანიზაციის დონის მიხედვითაც რომის იმპერია ძალიან
განვითარებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერია რესურსებითაც უმდიდრესი იყო,
ეს მაინც არ გამოდგა საკმარისი მთელი მოსახლეობისთვის. თანაც კლებადი უკუგები კანონის
მიხედვით, მწარმოებლურობამ იკლო, რამაც საბოლოოდ ინფლაცია გამოიწვია. რომის
მმართველები ცდილობდნენ ამის მოგვარებას: ჯერ ფასებზე კონტროლი დააწესეს, ხოლო
შემდეგ კი თვითონ ზრდიდნენ გადასახადებს. ამან მოსახლეობის მიწებიდან აყრა გამოიწვია,
ამიტომაც იმპერატორებმა ისინი მიწებს მიაჯაჭვეს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან
ადამიანები მონურ შრომას იყენებდნენ. მათ ტექნოლოგიების განვითარება არ მოისურვეს და
მონებს ამუშავებდნენ, რამაც საბოლოოდ რომის დაცემა გამოიწვია.
7. განიხილეთ რომი, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების
დამაკავშირებელი ხიდი;
რომის იმპერია ფაქტობრივად ალექსანდრე მაკედონელის გზას გადიოდა. მას მთელი
მსოფლიოს დამორჩილება სურდა, რაც ნაწილობრივ მოახერხა. მართალია, ალექსანდრეს
იმპერიამდე ბევრი აკლდა, მაგრამ სამაგეროდ გაცილებით დიდხანს იარსება. რომის იმპერიამ
მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის, მცირე და წინა აზიის და ასევე ეგვიპტის დაპყრობა
მოახერხა. ის მთელ დასავლურ ცივილიზაციასა და აღმოსავლურის ნაწილს აერთიანებდა.
რომის იმპერიაში გამუდმებით მიმდინარეობდა გზებისა და ხიდების მშენებლობა, რაც
სამიმოსვლოდ და სავაჭროდ დიდ შესაძლებლობებს იძლეოდა. ასევე დაიწყო ვაჭრობა
აბრეშუმის დიდ გზაზე, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ამ ორი ცივილიზაციის კავშირი. რომი
დასავლურ და აღმოსავლური კულტურის ერთმანეთისთვის გაცნობასაც აიოლებდა.
მაგალითად, ქრისტიანობა პალესტინიდან წამოვიდა და მთელ რომის იმპერიაში გავრცელდა.
8. რომელი სახელმწიფოები იყვნენ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები მსოფლიოში ძვ. წ. I
- ახ. წ. V საუკუნეებში?
ძვ. წ. I საუკუნეში რა თქმა უნდა რომის იმპერია იყო მთავარი პოლიტიკური ძალა,
რომელსაც უკვე დაპყრობილი ჰქონდა ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, სელევკიდებისა
და საბერძნეთ-მაკედონიის სამეფოები. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობდნენ პონტოს, პართიისა და
ეგვიპტის საკმაოდ ძლიერი სამეფოები. თუმცა ახ. წ. I საუკუნისთვის რომმა უკვე პონტოსა და
ეგვიპტის სამეფოები დაიპყრო და პართიის დაპყრობასაც ცდილობდა. საბოლოოდ, მან ეს ვერ
მოახერხა და პართიის სამეფოს ადგილას სასანიდური სპარსეთის იმპერია ჩამოყალიბდა,
რომელიც საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა რომს. ამ ბრძოლების განმავლობაში რომი ჯერ
გაიყო 395 წელს, ხოლო შემდეგ კი, 476 წელს დასავლეთ რომის იმპერია დაეცა, ხოლო
აღმოსავლეთის იმპერიას ბიზანტია ეწოდა. მან კიდევ მრავალი საუკუნე იარსება. რომსა და
სპარსეთს შორის ომები განუწყვეტლივ მიმდინარეობდა სამხრეთ კავკასიისა და
შუამდინარეთისთვის, მაგრამ ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან მეორე. ამავე პერიოდში
შორეულ აღმოსავლეთში არსებობდა გუპტას იმპერია ინდოეთში და ძინის იმპერია ჩინეთში.
მათ თავისი კვალი დატოვეს, ინდოეთში სწორედ ამ პერიოდში გამოიგონეს ჭადრაკი და
თანამედროვე ციფრული სისტემა, რომელსაც არაბულის სახელით ვიცნობთ.

თავი 4

1. რამ გამოიწვია „ხალხთა დიდი გადასახლება“ და დიდი იმპერიების ნგრევა?


ანტიკური ხანის დასასრულისთვის დემოგრაფიული აფეთქება მოხდა, რამაც მოსახლეობის
მკვეთრი ზრდა გამოიწვია როგორც იმპერიებში, ასევე სხვადასხვა ტომებში. მათ უკვე აღარ
ჰყოფნიდათ ტერიტორიები და ამიტომაც არიელის გაფართოებაზე ზრუნვა დაიწყეს. ამის
შემდეგ ჩინეთის სტეპებიდან ჰუნურ-თურქული ტომები დაიძრნენ და გერმანულ ტომებს
დაესხნენ თავს, ამ უკანასკნელებმა კი თავს უფრო აღმოსავლეთით, რომის საზღვრებისკენ
გაქცევით უშველეს. ისინი რომში იჭრებოდნენ და ძარცვავდნენ მას. ამ პერიოდში დიდი
იმპერიები უკვე აღარ იყვნენ ისეთი ძლიერნი, როგორიც ადრე. დემოგრაფიულმა აფეთქებამ
მათზეც ძალიან იმოქმედა, ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი ძალიან დაასუსტა. გარდა ამისა,
ანტიკური ხანის ტექნოლოგიები ვერ პასუხობდა მოსახლეობის მოთხოვნებს, რამაც საბოლოოდ
იმპერიების ნგრევა გამოიწვია.
2. რომელი ახალი ხალხები გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარესზე და რომელი ტერიტორიები
დაიმკვიდრეს მათ?
ანტიკური ხანის დასასრულისას ახალი ხალხები გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარესზე.
პირველ რიგში, თურქული მოდგმის ჰუნები, რომლებმაც გოთებს შეუტიეს და
აღმოსავლეთისკენ განდევნეს. ისინი ჩინეთის სტეპებში მომთაბარეობდნენ. რაც შეეხება
გოთებს, მათი ნაწილი დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე დასახლდა. მდინარე დნეპრის
აღმოსავლეთით დასახლებულ გოთებს ოსტგოთები ეწოდათ, ხოლო დნეპრის დასავლეთით
დასახლებულებს კი - ვესტგოთები. ამ პერიოდში ვანდალებიც გამოჩნდნენ, რომლებიც
ალანებთან გაერთიანდნენ და ესპანეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ, თუმცა ოსტგოთებმა
წაართვეს ეს ტერიტორია და შემდეგ ისინი აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში განსახლდნენ. რაც
შეეხებათ ლანგობარდებს, ისინი იტალიაში შეიჭრნენ და მისი ჩრდილოეთი და ცენტრალური
ნაწილი დაიკავეს. საქსები, ანგლები და იუტები ბრიტანეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ,
ბულგარელები - დღევანდელი ბულგარეთისა და ვოლგისპირა ტერიტორიებზე, ხაზარები -
დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო ფრანკებმა კი დღევანდელი საფრანგეთის
ტერიტორია დაიკავეს.
3. ვერდენის ხელშეკრულება და მისი ძირითადი ფიგურები;
კარლოს დიდის შემდეგ ფრანკთა საიმპერატორო გვირგვინი მის ვაჟს ლუის ერგო, თუმცა
მან იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და იძულებული გახდა იმპერია დაეშალა.
ლუიმ იმპერია სამ ნაწილად დაჰყო და თავის ძმებს გაუნაწილა. შემდეგ ამ ნაწილებისგან
დღევანდელი იტალია, საფრანგეთი და გერმანია წარმოიშვა.
4. რომელი პოლიტიკური ძალა ჩაენაცვლა აღმოსავლეთში სასანიანთა სპარსეთს, როგორ
მოხდა ამ ძალის აღზევება და როგორ იცვლებოდა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა დინასტიების
ცვლასთან ერთად?
აღმოსავლეთში სასანიანთა სპარსეთის განადგურების შემდეგ ახალი ძალა გამოჩნდა,
რომელმაც ირანი ჩაანაცვლა. ეს ძალა არაბების იმპერია გახდა. იგი მუჰამედმა შექმნა, რომელიც
არაბების სულიერი ლიდერიც იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერიას ხალიფები
მართავდნენ. სწორედ მათ დროს დაიწყეს არაბებმა დაპყრობითი ომები. მათ წარმატებით
გაილაშქრეს ბიზანტიაზეც და მათ სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილები წაართვეს. პირველი
ოთხი ხალიფას სიკვდილის შემდეგ ხალიფას ტახტზე ომაიანების დინასტია დამკვიდრდა. მათი
მმართველობისას არაბთა სახალიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა. ომაიანები დაპყრობილ
ხალხებთან დაცვის სიგელს დებდნენ ჯიზიას გადახდის პირობით. ეს გადასახადი მხოლოდ
არამუსლიმანებს ეხებოდათ. 750 წელს ომაიანთა დინასტია აბასიანებმა ჩაანაცვლეს. მათ დროს
დაპყრობითი ომები შეწყდა, რამაც შემოსავლები შეამცირა და ამიტომაც გადასახადები
გაზარდეს. მათ კომლობრივი გადასახადი ჯიზია სულადობრივი გახადეს და თან
საადგილმამულო გადასახადი ხარაჯაც დააწესეს. გარდა ამისა, შეიცვალა მათი პოლიტიკა
რელიგიის მიმართ. ისინი უკვე მაჰმადიანობის მიღებას ითხოვდნენ და წინააღმდეგობის
შემთხვევაში სიკვდილით სჯიდნენ ხალხს. ამის გამო უამრავი ადამიანი შეეწირა ქრისტიანობას.
5. არაბთა სახალიფო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი;
არაბთა სახალიფო ალექსანდრე მაკედონელისა და რომის იმპერიების მსგავსად
დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად იქცა. არაბების იმპერია მდ. ინდიდან
ატლანტის ოკეანემდე იყო გადაჭიმული. ის დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურებს
აერთიანებდა და ერთ სახელმწიფოში მოქცევა კი მათ შორის ურთიერთობას ამარტივებდა.
გარდა ამისა, არაბებმა საერთო ფულის სისტემა შემოიტანეს მთელ იმპერიაში, რაც მათ შორის
ვაჭრობას აიოლებდა. ასევე, არაბები ისლამს ავრცელებდნენ მთელ თავის იმპერიაში, რაც ამ ორ
ცივილიზაციას კიდევ უფრო აახლოებდა და მჭიდროს ხდიდა მათ შორის კავშირს.
6. შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელმა ეკონომიკურმა წყობამ როგორ განსაზღვრა
პოლიტიკური და სოციალური წესრიგი როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში?
შუა საუკუნეებში ფეოდალური ეკონომიკური წყობა დამყარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ
მიწას უდიდელი როლი ენიჭებოდა, ის იქცა შემოსავლის მთავარ წყაროდ. მოსახლეობა მიწის
ფლობის მიხედვით დაიყო ორ ნაწილად: ფეოდალად და გლეხად. ფეოდალები გლეხებს თავის
მიწებზე ამუშავებდნენ და მოსავლის ნაწილს იღებდნენ ხარკის სახით. ფეოდალსა და ყმას
შორის ბატონ-ყმური ურთიერთობა დამყარდა. ფეოდალი გლეხის სენიორი, იგივე ბატონი
გახდა, ხოლო გლეხი კი ფეოდალის ყმა იყო. ასეთი დამოკიდებულება თანამდებობის პირებზეც
ვრცელდებოდა. მეფე გრაფებისა და ბარონების სენიორი იყო, ხოლო ისინი კი აზნაურებისა და
რაინდების სენიორები იყვნენ. ყმა სენიორის სამსახურში იდგა და მის დავალებებს ასრულებდა.
რიგ ქვეყნებში კი იყო პრინციპი: „ჩემი ვასალის ვასალი, ჩემი ვასალი არ არის“. ეს იმას ნიშნავდა,
რომ აზნაურები მეფეს არ ემორჩილებოდნენ და მხოლოდ თავის ბატონთან იყვნენ
პასუხისმგებელნი. მსგავსი იერარქიული ურთიერთობა სამღვდელოებაშიც ვრცელდებოდა.

თავი 5
1. განვითარებული შუა საუკუნეების ძირითადი მახასიათებლები; რა ცვლილებებმა და
სიახლეებმა გამოიწვია განვითარებული შუა საუკუნეების დადგომა?
რომის იმპერიასთან ურთიერთობის დამყარებამდე ჩრდილო-დასავლეთ ევროპის
მცხოვრებლები ძირითადად მეცხოველეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მაგრამ,
მოგვიანებით, გუთნის გამოგონებასთან ერთად, ისინი მიწის დამოუშავების ჯერ ორმინდვრიან,
ხოლო შემდეგ კი სამმინდვრიან სისტემაზე გადავიდნენ. ისინი ერთი წლის განმავლობაში ერთ
მიწას ამუშავებდნენ, ორს კი ასვენებდნენ. ასე მიწის ერთი ნაკვეთი ორი წლის განმავლობაში
ისვენებდა და აღარ იფიტებოდა. თავიდან, გუთანში ხარებს აბამდნენ, მაგრამ შემდეგ ცხენების
შებმაც დაიწყეს, ცალ-უღელის გამოგონების შემდეგ. გარდა ამისა, ადამიანებმა ცხენების
დაჭედვაც დაიწყეს და მეტალურგიის განვითარების შემდეგ რკინას უკვე მიწათმოქმედებაშიც
იყენებდნენ. რკინის გუთნები გაცილებით ღრმა ნაკვალევს ტოვებდა. ყოველივე ამან
მოსავლიანობა გაზარდა და ადამიანებს ნამატი საკვები პროდუქტები გაუჩნდათ. ასევე,
განვითარებულ შუა საუკუნეებში ისწავლეს ცხოველის ჯიშების გამოყვანა, ახალი მცენარეებიც
აღმოაჩინეს, რამაც ჭარბი ნაწარმის გასაღებისთვის ბაზრების შექმნა მოითხოვა. ამავე პერიოდში
გაუმჯობესდა მედიცინის დონე, შეწყდა უკონტროლო ძარცვა-გლეჯა და ადამიანებმა საპნის
გამოყენებაც დაიწყეს. ყოველივე ამან მოსახლეობის ზრდა გამოიწვია და მათ თანდათან
ქალაქებში ცხოვრება დაიწყეს. განვითარებული შუა საუკუნეები ახალი ქალაქების
წარმოშობითა და ძველების აღორძინებით გამოირჩა. იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში
სავაჭრო ცენტრები ჩამოყალიბდნენ. განვითარდა ხელოსნობაც და პირველი ბანკებიც დაარსდა.
ყოველივე ამან ვაჭრობის დონე უფრო მაღალ დონეზე ასწია.
2. ბრძოლა ხელისუფლებისათვის ევროპაში და ხელისუფლების დანაწილების პირველი
მცდელობები;
განვითარებული შუა საუკუნეები ევროპაში ხელისუფლებისათვის ბრძოლებითაც აღინიშნა.
843 წლის ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ ფრანკთა იმპერია სამ ნაწილად დაიყო,
რომელთაგანაც იტალია, საფრანგეთი და გერმანია წარმოიშვა. გერმანელებმა რომის იმპერიის
მემკვიდრეებად გამოაცხადეს თავი: სამეფოს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია უწოდეს,
ხოლო ოტო I კი იმპერატორად ეკურთხა. მას ქალაქ რომის და იტალიის დაპყრობა სურდა, რის
გამოც რომის პაპთან დაპირისპირება მოუხდა. გერმანელებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს
და ოტო I_მა იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა, ხოლო ფრიდრიხ I_მა კი მისი
სამხრეთი ნაწილი და სიცილიაც შეუერთა თავის იმპერიას. თუმცა, ბრძოლები
ხელისუფლებისთვის მის იმპერიაშიც ხშირი იყო. ფეოდალები იმპერატორის ხელისუფლებას
არ სცნობდნენ და არ ემორჩილებოდნენ. ამიტომაც იმპერატორები ხშირად მხოლოდ სამეფო
დომენს განაგებდნენ. გარდა ამისა, საფრანგეთშიც იყო ბრძოლები ხელიუფლებისთვის. აქაც
გერმანიის მსგავსად ფეოდალები მეფისგან დამოუკიდებლად განაგებდნენ თავიანთ მიწებს.
საფრანგეთს X საუკუნეში კაპეტინგების დინასტია მართავდა, რომლის წარმომადგენლები
პარიზის გარდა სხვა ტერიტორიას არ განაგებდნენ. რაც შეეხება ინგლისს, მას სკანდინავიელი
და დანიელი ტომები ესეოდნენ. მაგრამ ნორმანდიის ჰერცოგმა ინგლისი დაიპყრო და ძველი
დინასტია გაანადგურა. სწორედ აქედან იწყება დღევანდელი ინგლისის ისტორია. ესპანეთში კი
არაბები იყვნენ და ისინი განაგებდნენ პირენეის ნახევარკუნძულს. მაგრამ ესპანელებმა დაიწყეს
რეკონკისტა, ანუ დაკარგული მიწების დაბრუნება და არაბები გააძევეს სამეფოდან. ამის შემდეგ
ესპანეთი გაძლიერდა და ევროპის ეკონომიკურად უძლიერეს სამეფოდ ჩამოყალიბდა.
რაც შეეხება ხელისუფლების დანაწილებას, ამის პირველი მცდელობები ინგლისში იყო,
როდესაც ჯონ უმიწაწყლოს ქვეშემრდომებმა თავისუფლების დიდი ქარტიის დადება აიძულეს
1215 წელს, რითაც მეფის ხელისუფლება შეიზღუდა და სხვადასხვა ინსტიტუტებზე
გადანაწილდა. ხოლო მოგვიანებით, 1265 წელს, სიმონ დე მონფორმა მოიწვია პარლამენტი,
რითაც საკანონმდებლო ორგანო შემოიღო. 1302 წელს კი უკვე საფრანგეთში ფილიპე IV_მ
მოიწვია წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო - გენერალური შტატები.
3. ქრისტიანული და მუსლიმური სამყაროს, აღმოსავლეთის და დასავლეთის
დაპირისპირება განვითარებულ შუა საუკუნეებში, მისი მიზეზები და შედეგები;
X საუკუნეში აზიის დიდ ნაწილს არაბები ფლობდნენ და ევროპის ქვეყნებს ებრძოდნენ.
ისინი მუსლიმანები იყვენენ და თავის რელიგიას დაპყრობილ ქვეყნებში ავრცელებდნენ. მაგრამ
XI საუკუნეში თურქ-სელჩუკები გამოჩნდნენ, რომლებიც ღაზნევიანთა სახელმწიფოს
აუჯანყდნენ და თავიანთი სახელმწიფო შექმნეს. 1055 წელს სელჩუკებმა თოღლურ-ბეგის
მეთაურობით ბაღდადი აიღეს და სახალიფო დაიპყრეს. 1071 წელს ალფ-არსლანის
მეთაურობით მანაზკერკტის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ თურქები ანატოლიაში
დამკვიდრდნენ. მათ ბიზანტიას აღმოსავლეთის მიწები წაართვეს. ბიზანტიამ დახმარება
ევროპის ქვეყნებს სთხოვა, რამაც ჯვაროსნული ლაშქრობები გამოიწვია, რომელშიც
ქრისტიანული და მუსლიმური სამყარო დაუპირისპირდა ერთმანეთს. I ლაშქრობა 1095 წელს
დაიწყო და 1099 წელს იერუსალიმის აღებით დასრულდა. ჯვაროსნებმა იერუსალიმი ააოხრეს
და მოსახლეობა გაწყვიტეს. თუმცა, მოგვიანებით ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-დინმა
იერუსალიმი 1187 წელს კვლავ აიღო, რასაც III და IV ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა. III
ლაშქრობაში საღვთო რომის იმპერია, ინგლისი და საფრანგეთი მონაწილეობდა, მაგრამ
გერმანიის იმპერატორი გზაში დაიღუპა და მისი ჯარი უკან გაბრუნდა, ხოლო საფრანგეთის
მეფემ კი ინგლისის მეფესთან ერთად ბრძოლა არ ისურვა, უკან გაბრუნდა და რიჩარდ
ლომგული მუსლიმებს მარტო ებრძოდა. ის ბრძოლაში დაიღუპა. IV ლაშქრობაში კი,
იერუსალიმის ნაცვლად ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლში გაილაშქრეს და გაძარცვეს ის. მათ
იერუსალიმის აღება მხოლოდ VI ლაშქრობაში მოახერხეს, მაგრამ მალევე დაკარგეს. მათ კიდევ
ორჯერ გაილაშქრეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ ლაშქრობების შემდეგ დაახლოვდა დასავლეთის და
აღმოსავლეთის ცივილიზაციები, მათ შორის ვაჭრობა უფრო ინტენსიური გახდა. ისინი
ერთმანეთის კულტურას გაეცნენ. ლაშქრობების შემდეგ დასავლეთში განვითარდა ტექნიკა,
ევროპელები გაეცნენ კომპასს და სამხედრო ტექნიკაც გააუმჯობესეს.

4. მონღოლთა ლაშქრობები: ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკურ რუკაზე.


მონღოლები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის საზღვრებთან მომთაბარეობდნენ. მათი ენა
თურქულ-ალთაურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მათ თათრებსაც უწოდებდნენ. მონღოლები
წარმართები იყვნენ და მომთაბარე მეცხოველეობას მისდევდნენ. ისინი შესანიშნავი
მშვილდოსანი მხედრები იყვნენ. 1206 წელს მონღოლური ტომები სახალხო კრებაზე -
ყურულთაიზე შეიკრიბნენ და სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადეს. მათ ყაენად თემუჩინი, იგივე
ჩინგიზ ყაენი აირჩიეს. მონღოლთა დედაქალაქი ყარაყორუმი გახდა. მათ ჩინეთის დაპყრობის
შემდეგ დასავლეთისკენ გადაიტანეს ყურადღება. მონღოლებმა ათეულ წელიწადში ჩინეთის
გარდა, შუა და წინა აზია, ასევე აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი დაიპყრეს. ეს წარმატება
ლაშქარში ჩინგიზ ყაენის უმკაცრესი დისციპლინის დამსახურება იყო. გარდა ამისა, შუა
საუკუნეების ქვეყნებში ფეოდალები მეფეებს უპირისპირდებოდნენ, რაც სახელმწიფოებს
ასუსტებდა და მონღოლებს დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ამის შემდეგ ჩინგიზ ხანმა
ჯერ ჯარი, ხოლო შემდეგ კი მთელი სამეფო დუმნებად, ათიათასეულებად დაჰყო. შუა აზიის
დაპყრობის შემდეგ იგი ვაჟებთან ერთად მონღოლეთში დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
მისი სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟებმა იმპერია წესისამებრ დაჰყვეს და გაინაწილეს. ამის
შემდეგ, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა ჯუჩის ძემ ბათუმ ვოლგის ბულგარეთი გაანადგურა და
რუსეთში შეიჭრა. რუსეთი ამ დროს სამთავროებად იყო დაშლილი, ამიტომაც მონღოლებს
რუსეთის დაპყრობა არ გასჭირვებიათ. მათ კიევის რუსეთის მთავარი ქალაქი კიევი აიღეს და
გადაწვეს. ამის შემდეგ მათ პოლონეთი, უნგრეთი, ხორვატია და სერბეთიც დაიპყრეს. ამიტომაც
ინგლისი და საფრანგეთი შიშმა მოიცვა. მაგრამ ხუთწლიანმა ომმა მონღოლები დაღალა და
ისინი უკან დაბრუნდნენ. ბათუმ დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე ოქროს ურდო დააარსა,
რომელსაც ჯუჩის ულუსსაც უწოდებდნენ. მისი დედაქალაქი სარაი ბათუ გახდა.

თავი 6
1. შუა საუკუნეების დასასრული და ახალი ისტორიის დასაწყისის ძირითადი
მახასიათებლები;
შუა საუკუნეების დასასრული და ახალი ისტორიის დასაწყისი ფეოდალიზმის დაშლითა
და კოლონიური იმპერიების ჩამოყალიბებით გამოირჩა. ერთიანი ეროვნული
სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემდეგ, ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკური პოლიტიკა
ორ მთავარ მიზანს ისახავდა: ეკონომიკური ძლიერების უზრუნველყოფას და სახელმწიფოს
ძალაუფლების გამოყენებას ეკონომიკური ზრდისა და ქვეყნის გამდიდრებისთვის.
სახელმწიფოები ცდილობდნენ მაქსიმალური მოგება ენახათ სამხედრო ხარჯებისთვის და
ამისათვის სხვადასხვა პოლიტიკას ატარებდნენ. ევროპელი მონარქები თავიანთი სამეფოების
პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერებისათვის სასტიკ მეტოქეობას უწევდნენ ერთმანეთს
და ევროპაში პირველობისკენ ისწრაფვოდნენ. ისინი ასევე კოლონიებისთვის
უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ყოველივე ამისთვის მათ მრავალი ომი გადახდათ, რაც
ვნებდა ეკონომიკას. გარდა ამისა, ახალი პერიოდი კაპიტალიზმის განვითარებითაც
გამოირჩა. მანამდე არსებულ გლეხისა და ხელოსნის შრომას ჩაენაცვლა მუშის შრომა,
რომელიც ხელობის შესაბამის გასამრჯელოს იღებდა, განვითარდა მანუფაქტურული
წარმოება, რამაც ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკური წინსვლა გამოიწვია.
2. რა საერთო ეკონომიკური ნიშნები აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს კაპიტალის
პირველადი დაგროვების ხანაში?
კაპიტალის პირველადი დაგროვების ხანაში ევროპის სახელმწიფოების
მერკანტილისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად ერთი რამ
ჰქონდა საერთო: ყველა ცდილობდა ოქრო-ვერცხლი დაეგროვებინა და არ გაეტანა საზღვარს
გარეთ. ამას ბულიონიზმი ეწოდება. ბულიონიზმი ეკონომიკური თეორიაა, რომლის
მიხედვითაც სიმდიდრე განისაზღვრება ძვირფასი მეტალების არსებობით. იგი წარმოადგენს
მერკანტილიზმის ადრეულ და პრიმიტიულ ფორმას. ქვეყნების უმეტესობისთვის, ძვირფასი
ლითონების საბადოების სიმცირის გამო, ოქრო-ვერცხლით მდიდარი კოლონიების ათვისება
სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ასეთი იყო ესპანეთი, ხოლო ქვეყნებს, რომელთა
კოლონიები ძვირფასი ლითონების მარაგით არ გამოირჩეოდა, ამის გაკეთება ვაჭრობის გზით
უწევდა. ამიტომაც ისინი ცდილობდნენ ექსპორტის გაზრდასა და იმპორტის მაქსიმალურად
შემცირებას. ამავე დროს ისინი უცხოელ მწარმოებლებს ქვეყანაში ან არ უშვებდნენ, ან
აიძულებდნენ ძალიან მაღალი ტარიფები ეხადათ. ადგილობრივ მეწარმეებს კი
მონოპოლიური პირობების შექმნითა და ექსპორტირებულ საქონელზე სუბსიდიების
გაცემით უწყობდნენ ხელს.

3. მანუფაქტურა და კაპიტალისტური წარმოების ჩასახვა XVI საუკუნის ევროპაში;


XVI-XVII საუკუნეებში მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ფეოდალიზმის დაშლისა
და კაპიტალისტური წარმოების აღმოცენების პერიოდი. ამ ეპოქაში მნიშვნელოვნად
განვითარდა მრეწველობის მრავალი დარგი, შრომის იარაღები, წარმოების ტექნოლოგია.
თანდათან ჩაისახა კაპიტალისტური ურთიერთობა, სადაც წამყვანი ადგილი ვაჭრებს ეკავათ.
გაიზარდა შრომის ნაყოფიერება, სასაქონლო პროდუქციის რაოდენობა. შუა საუკუნეების
მთავარმა მწარმოებელმა, გლეხმა და ხელოსანმა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები.
ხელოსანს ახალი იარაღების შეძენა სჭირდებოდა, რისთვისაც ფული არ ჰქონდა, ამიტომაც ის
ვაჭარზე გახდა დამოკიდებული. ხელოსანი გადაიქცა დაქირავებულ მუშად, რომელიც
ხელობის შესაბამისად გასამრჯელოს იღებდა. კაპიტალისტური ურთიერთობის ეს ფორმა
ფართოდ გავრცელდა სოფლებში. აქ მუშაობა ხდებოდა გლეხის სახლში. გლეხები ვაჭრების
დავალებებს ასრულებდნენ. ამ დროს წარმოებაში რამდენიმე სოფელი ერთად იყო ჩართული.
ასეთ წარმოებას გაფანტულ მანუფაქტურასაც უწოდებენ. ხოლო ცენტრალიზებული
მანუფაქტურებში ხელოსნები ერთ შენობაში მუშაობდნენ. აქაც არსებობდა შრომის
დანაწილება, რაც განასხვავებდა მას ადრეული ხელოსნის შრომისგან, როცა ის მთლიან
პროდუქტს მარტო ქმნიდა. ეს ახალი წარმოება ზრდიდა შრომის ნაყოფიერებას და ასევე
ტექნოლოგიისა და შრომის იარაღის სრულყოფის დიდ შესაძლებლობას იძლეოდა.
4. პოლიტიკურ ძალთა ახალი გადანაწილება ევროპაში;
XV საუკუნის ბოლოსთვის იტალია ქალაქ-სახელმწიფოებად იყო დაშლილი. იტალიაში
კაპიტალისტური წარმოება ევროპაში ყველაზე ადრე წარმოიქმნა, მაგრამ შემდეგ იგი
ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდიდა. მან დაკარგა შავ ზღვაზე გასასვლელი, შემდეგ კი
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების გამო სავაჭრო გზებმა ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტის
ოკეანეში გადაინაცვლა. იტალია ეკონომიკურად ძალიან დასუსტდა და კვლავ ფეოდალიზმს
მიუბრუნდა. იტალიის დასუსტებით მისი მეზობლები დაინტერესდნენ და მისი დაპყრობა
გადაწყვიტეს. ესეთები იყვნენ ესპანეთი და საფრანგეთი. ამ ორ ქვეყანას შორის ომებს,
რომელიც 1494-1559 წლებში მიმდინარეობდა, იტალიური ომები ეწოდებათ. საბოლოოდ,
იტალია ჰაბსბურგთა იმპერიის კუთვნილება გახდა. გარდა ამისა, ესპანეთის სამეფო ტახტზე
კარლოს I ავიდა, რომელიც ჰაბსბურგთა დინასტიას ეკუთვნოდა. ამიტომაც იგი კარლოს V_ის
სახელით საღვთო რომის იმპერატორიც გახდა. მან ესპანეთი და ჰაბსბურგთა იმპერია
გააერთიანა. ამის შემდეგ მან იტალიის დაპყრობა გადაწყვიტა, რაშიც საფრანგეთი
ეცილებოდა, მაგრამ კარლოსმა გაიმარჯვა და იტალიის დიდი ნაწილი შეიერთა. ამის შემდეგ
ევროპაში დაიწყო რეფორმაცია. ამ ბრძოლაში კარლოს V რომის პაპს უჭერდა მხარს, მაგრამ
ის დამარცხდა და შემდეგ მეფობიდან გადადგა და ჰაბსბურგთა იმპერია კვლავ ესპანეთად და
საღვთო რომის იმპერიად დაიშალა.
5. ოსმალეთის იმპერია და ცვლილებები ევროპისა და მახლობელი აღმოსავლეთის
პოლიტიკურ რუკაზე;
ოსმალეთის იმპერია კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. XV
საუკუნეში ოსმალებს ჩეხეთისა და უნგრეთის დაპყრობაც სურდა. ამიტომაც ჩეხებმა და
უნგრელებმა გაერთიანება გადაწყვიტეს, მაგრამ ამან მაინც არ უშველა მათ და ოსმალებმა ამ
ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიპყრეს. ოსმალები განსაკუთრებულად გაძლიერდნენ
სულთან სელიმ I_ის ხანაში. მან ქურთისტანი, მესოპოტამია, სირია, არაბეთის
ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილი, ეგვიპტე და თითქმის მთელი ჩრდილოეთი აფრიკა
დაიმორჩილა. მაგრამ ოსმალებმა სიძლიერის მწვერვალს სელიმის ვაჟის სულთან სულეიმან I
კანუნის (კანონმდებელი) დროს მიაღწიეს. ოსმალებმა ვენას ალყა შემოარტყეს. თუმცა,
ვენასთვის ბრძოლაში სულეიმანი დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ოსმალეთის იმპერია
უდიდეს ტერიტორიას მოიცავდა. იგი აღმოსავლეთის მიმართულებით ბაღდადამდე
გადაიჭიმა, ჩრდილოეთით - ვენამდე, ხოლო სამხრეთით - არაბეთის ნახევარკუნძულამდე.
იგი ტერიტორიებს სამ კონტინენტზე ფლობდა.
6. ევროპაში რეფორმაციის მიზეზები და შედეგები;
რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო. კათოლიკური
ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის უდიდეს ნაწილში. აქ ის
დიდი გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას ფლობდა. კათოლიკური ეკლესია
ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ეკლესია ინკვიზიციებით,
ინკვიზიციური სასამართლოებითა და კოცონზე დაწვით პასუხობდა. ამას დაერთო ისიც,
რომ კათოლიკური ეკლესია ინდულგენციებით ვაჭრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ
ადამიანებს ცოდვის გამოსყდვა ამ შესანდობარი ბარათის საშუალებით შეეძლოთ და
ამისთვის აღსარება არ სჭირდებოდათ. ინდულგენციებით ეკლესია დიდ ფულს შოულობდა.
გარდა ამისა, ღვთისმსახურება ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა და ხალხს წირვის მოსმენა
თავისთვის გასაგებ ენაზე სურდა. ყოველივე ამან გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება, რაც
საბოლოოდ რეფორმაციამდე მივიდა. რეფორმის იდეა ევროპის სხვადასხვა კუთხეში
თითქმის ერთდროულად წარმოიშვა. მისი სულისჩამდგმელი გერმანიაში მარტინ ლუთერი,
შვეიცარიაში ულრიჰ ცვინგლი, ხოლო ინგლისში კი ჰენრი VII იყო. რეფორმაციის
დასაწყისად 1517 წელი ითვლება, როცა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე „95
თეზისი“ მიაჭედა. რეფორმისტები თვლიდნენ, რომ რომის პაპი არ იყო შუამავალი ღმერთსა
და ადამიანს შორის და ამ ფუნქციას რწმენა ასრულებდა. მათი აზრით, არც ეკლესიაში
სიარული, წირვა, აღსარება არ იყო საჭირო. ისინი მხოლოდ ზიარებასა და ნათლობას
აღიარებდნენ. მათ კათოლიკური ეკლესია და კარლოს V დაუპირისპირდა. მათ ლუთერი
ერეტიკოსად გამოაცხადეს და ეკლესიისადმი მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მან პროტესტი
განაცხადა. აქედან მომდინარეობს მათი მეორე სახელი, პროტესტანტიზმი. მათ შორის
ბრძოლა 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავით დასრულდა, რომლის მიხედვითაც
„ვისიცაა ქვეყანა, რწმენაც მისია.“ ეს იმას ნიშნავდა, რომ მთავრებს შეეძლოთ აერჩიათ
სარწმუნოება, ან კათოლიკობა, ან პროტესტანტიზმი, რაც იმას ნიშნავდა რომ
პროტესტანტებმა გაიმარჯვეს.

You might also like