You are on page 1of 3

მარიამ ციხელაშვილი

ჯონ ფაულზი- ,,კოლექციონერი“

,,კოლექციონერი“ ჯონ ფაულზის პირველი და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი


რომანია. ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვისას( განსაკუთრებით ბოლო ნაწილის), მე
პირადად, მინდოდა თავი გამენებებინა, შემეწყვიტა, მაგრამ რაღაც გაკავებს და არ
შეგიძლია უბრალოდ დახურო და თაროზე დადო. ეს არის ახალგაზრდა ხელოვანის-
მირანდასა და მასზე შეყვარებული კლერკის- ფრედერიკის სასტიკი ისტორია.

ნაწარმოებში მთხრობელად გვევლინება ორივე პერსონაჟი. პირველ ნაწილში


ისტორია გადმოცემულია ფრედერიკის გადმოსახედიდან. იგი პეპლების
კოლექციონერია, თუმცა მოულოდნელად მირანდათი მოიხიბლება და პეპლების
წვალებიდან ადამიანის გატაცებამდე მიდის. მირანდა გრეის, რომელიც მისი თქმით,
ძალიან უყვარდა, პეპლის გასაგუდი წამლით აძინებს და თავის ახალნაყიდი სახლის
სარდაფში ამწყვდევს. პირველი დღიდან მოყოლებული გამტაცებელი გვიყვება ამ
გოგონასთან ერთად გატარებულ დღეებზე, იმ ემოციებსა და განცდებს, რომლებსაც
სარდაფის კედლების გარდა არავინ და არაფერი გრძნობდა. ფრედერიკი თავის
სათქმელს საკმაოდ უინტერესოდ, ზედაპირულად გადმოგვცემს. ეტყობა, რომ არ
არის განათლებული პიროვნება, არაფერი ესმის ხელოვნებაზე, მუსიკაზე, რაც
მირანდასთვის უმნიშვნელოვანესია. მისი სამყარო ცარიელია და ამაზე, ჩემი აზრით,
გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ბავშვობამ. ის ცდილობს, რომ სერიოზულად,
კორექტულად ისაუბროს, მაგრამ მკითხველისთვის აშკარად შესამჩნევია, რომ მისი
ეს მცდელობა უშედეგოა, რადგან წერის სტილი დამოკიდებულია შინაგან მეზე და
როგორც არ უნდა ეცადო, შეუძლებელია თავის ხელოვნურად წარმოჩენა. იგი
ზედმეტად უემოციოა და ეს გამოიკვეთება მირანდასთან საუბარშიც. არ თვლის თავს
მის შესაფერისად, ჰგონია სოციალური კუთხით მასზე ქვემო საფეხურზე დგას,
მაგრამ ამავდროულად უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს და არ აგრძნობინოს მირანდას
თავისი სუსტი მხარე. ფრედერიკის სულიერი სამყაროს სიღატაკე ვერ სწვდება
მირანდას ფილოსოფიურ პრინციპებს. ,,საბრალო კალიბანი, სულ მირანდას უკან
ბორძიკობს“. ფრედერიკი იყენებს სასაუბრო ენად კლიშეებს და შეურაცხმყოფელ
სიტყვებს. ამის მაგალითია მის მიერ მირანდას ,,მკვდრად“ მოხსენიებაც. ეს
უკანასკნელი კი მწარედ აკრიტიკებს მის ენას. ,,იცით, თქვენ რას აკეთებთ? გინახავთ,
წვიმა რომ საღებავს გადარეცხავს? ამას უშვრებით თქვენ ინგლისურ ენას. ყოველ
ჯერზე, როცა კი პირს გააღებთ, სიტყვას ფერს უკარგავთ.“ ჩემი აზრით, თავად
კლეგის მონათხრობი საკუთარი თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.

ტექსტის მეორე ნაწილში, როგორც უკვე აღვნიშნე, მთხრობელად გვევლინება


მირანდა. გოგონა, რომლიც ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადგილს ხელოვნება
იკავებს. იგი განათლებული ოჯახიდანაა, თვითონაც პრესტიჟულ აკადემიაში დადის.
ამ ორ მთხრობელს შორის განსხვავება აშკარად დიდია. მირანდას შემთხვევაშიც
ყველა დღე და მოვლენა თანმიმდევრობით არის აღწერილი, თუმცა მისი ენა
ფრედერიკის ენასთან შედარებით უფრო პოეტური და დახვეწილია. ცდილობს, რომ
ტექსტში მხატვრული ელემენტები შემოიტანოს. მთხრობელი იცვლება და ვხვდებით,
რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ფრედერიკი გვიყვებოდა, რომელიც თავის
სასარგებლოდ წარმართავდა თხრობას. ვიწყებთ უკვე იმაზე ფიქრს, სწორი დასკვნა
გავაკეთეთ თუ არა გამტაცებელზე, როცა მოგვწონდა მისი საქეციელები და
ღირსებები. ავტორი ალაპარაკებს მთხრობელს, რომელიც საუბრობს საკუთარ
შეხედულებსა და კონტრასტულ ხასიათებზე. მირანდას სამყარო მოძრავია. იგი
თანმიმდევრულად გამოხატავს საკუთარ აზრებს. იგი ფრედერიკზე შემდგარი და
ძლიერი ადამიანია. ეს ორი პიროვნება რადიკალურად განსხვავდება ერთმენეთისგან.
კლერკი უნებისყოფო, ბავშვური ადამიანია და მას მირანდა სარკასტულად დასცინის:
,,მეტი მოგეთხოვებათ“. იგი მაშინაც აბუჩად იგდებს კლეგს, როცა თავად ფრედერიკი
ხელოვნების მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავს მირანდას ბრწყინვალე გარეგნული
ნიშნების გამო:,, ის ისევ იჯდა და წიგნს მიშტერებოდა აღტაცებით“. მირანდა
ფრედერიკთან შედარებით საკმაოდ განათლებული, ჩამოყალიბებული პიროვნებაა
და ზუსტად ასახავს თავის შესაძლებლობებს წერისას. მას აქვს საკუთარი აზრი
თითქმის ყველაფერზე. როდესაც კლეგს ეკითხება ღმერთის არსებობის შესახებ, იგი
პასუხობს, რომ არ ფიქრობს ამის შესახებ და მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
ამ კონკრეტულ საკითხს, რაშიც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით მირანდას
უპირატესობაში. მირანდას დღიურებში იგრძნობა მისი ტანჯვა და
სასოწარკვეთილება.
ამგვარად, ამ წიგნში ორივე მთხროვებელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იგი
გვეხმარება იმაში, რომ მთლიანობაში აღვიქვათ ამბავი, შევხედოთ ორივე მათგანის
გადმოსახედიდან და შემდეგ თავად გადავწყვეტთ, თუ რომლის შეხედულება იქნება
ჩვენთვის მისაღები. რომანში მწერალმა შექმნა ორი პერსონაჟი: კლეგი და მირანდა.
მირანდა საკუთარი მდგომარეობის მსხვერპლია, ხოლო კლეგი - არსებული
საზოგადოების.

You might also like