Professional Documents
Culture Documents
ლექცია 2 ღარიბი კაცი
ლექცია 2 ღარიბი კაცი
გეგმა:
სტუდენტები ტექსტის მიხედვით დამოუკიდებლად აკეთებენ გაგება-
გააზრებაზე ორიენტირებულ დავალებებს.
მუშაობენ სინონიმებზე და ანტონიმებზე, ამ სიტყვების გამოყენებით აგებენ
წინადადებებს.
საკომუნიკაციო დიალოგები, სტუდენტები მოცემული ილუსტრაციების
მიხედვით ქმნიან დიალოგებს და შემდეგ ონლაინ ჩართვისას როლური
თამაშის სახით წარმოადგენენ.
ფიმლის ყურება და განხილვა.
(დასაფიქრებელი ისტორია)
.პაოლო კოელიო
უხსოვარ დროში, ერთ პატარა ქოხში, ერთი ღარიბი კაცი ცხოვრობდა. მას ერთი
ძაღლი და ცხენი ჰყავდა და მათ გარდა არაფერი არ გააჩნდა ამ ქვეყნად. ასე რომ,
ძალიან უყვარდა ისინი.
ერთ დღეს კაცი სამოგზაუროდ წავიდა თავის ცხენთან და ძაღლთან ერთად. ძალიან
ცუდი ამინდი იყო. გზაში მოულოდნელად მეხი ჩამოვარდა, რომელიც მათ გზაზე
მდგარ ხეს დაეცა. ხე წაიქცა და ჩვენს მგზავრებს დაეცა. კაცი, ძაღლი და ცხენი
დაიღუპნენ..ისინი სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ
მიხვდა ცოცხლები რომ აღარ იყვნენ და გზა განაგრძეს. გზაში საშინლად ცხელოდა და
წყალი არსად ჩანდა. ბევრი იარეს თუ ცოტა, ისინი ერთ დიდ ციხე–ქალაქს მიადგნენ.
ქალაქს გარშემო დიდი და შეუვალი კედელი ერტყა. შესასვლელ კარებს მცველები
იცავდნენ და მის შიგნით უამრავი შადრევანი და წყარო მოჩანდა. კაცი მივიდა
მცველებთან და სთხოვა, რომ მისთვის და მისი მეგობრებისათვის წყლის დალევის
უფლება მიეცათ. მცველებმა პასუხად უთხრეს: – ეს ადგილი სამოთხეა და აქ მხოლოდ
ადამიანები შეიძლება შევიდნენ. თქვენ თუ გინდათ, პრობლემა არაა. უბრალოდ
მეგობრები გარეთ უნდა დატოვოთ . . .კაცმა იუარა, რადგან ეძნელებოდა მეგობრების
დატოვება. და მათ გზა განაგრძეს. ბევრი იარეს, თუ ცოტა, წყურვილისაგან
დატანჯულები ერთ სოფელს მიადგნენ. სოფელს გარშემო ხის ჭიანი მესერი ერტყა და
აქაც მცველები იდგნენ შესასვლელ კართან. კაცი მივიდა და მათაც სთხოვა წყლის
დალევის უფლება მიეცათ მათთვის. მცველებმა არ უთხრეს უარი და ყველანი – კაციც,
ძაღლიც და ცხენიც შევიდნენ სოფელში. როდესაც წყლის სმით გული იჯერეს , კაცმა
იკითხა :
– ხომ ვერ მეტყვით რა ადგილია ეს?
– სამოთხე – უპასუხეს მცველებმა.
– მაშ ის ციხე–ქალაქი რა ადგილი იყო? – შეეკითხა მცველებს გაკვირვებული კაცი.
– ის ადგილი ჯოჯოხეთია – უპასუხეს მცველებმა.
– ჯოჯოხეთი? და რატომ აძლევთ მათ უფლებას, რომ ხალხი ასე მოატყუონ? ხომ
შეიძლებოდა მეც მოვტყუებულიყავი და ჯოჯოხეთში შევსულიყავი!? – წამოიძახა
აღელვებულმა კაცმა.
– არა, მეგობარო. ისინი ჩვენ დიდ საქმეს გვიკეთებენ, რადგან მათი წყალობით აქ
მარტო ისეთი ადამიანები მოდიან, რომელთაც ნამდვილი მეგობრების მიტოვება არ
შეუძლიათ – ღიმილით უპასუხეს მცველებმა.
ტექსტზე მუშაობა
ლექსიკა და გრამატიკა
1უფლება გაცემა
2პატარა მრავალი
3ბევრი რთული
4მცველი ცოდა
5ძნელი მოგზაური
2. დაუკავშირეთ ერთმანეთს ანტონიმები
1დარი 8 ცოტა
2ეძნელებოდა 6 ჯოჯოხეთი
3არაფერი 7 გასასვლელი
4ცხელოდა 9 შიგნით
5ცოცხალი 2 უადვილდებოდა
6სამოთხე 1 ავდარი
7შესასვლელი 3 ყველაფერი
8ბევრი 4 ციოდა
9გარეთ 5 მკვდარი
1წვიმა 2დაეცა
2მეხი 3მოიყოლა
3ქვეშ 1წამოვიდა
6. აუღლეთ ზმნა:
რომელია სწორი
• კაცი იყო ძალიან მდიდარი
• ამ კაცს ჰყავდა ბევრი შვილი
• ამ კაცს შვილები არ ჰყავდა
იყო ერთი კაცი,ჰყავდა ერთი ძაღლი და ერთი ცხენი. ის კაცი სამოგზაუროდ წავიდა
ცხენთან და ძაღლთან ერთად.ცუდი ამინდის გამო ხე წაიქცა და მგზავრებს დაეცა ,ისინი
დაიღუბნენ. სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ.იქ ძალიან ცხელი იყო და არსად არ ჩანდა
წყალი.შემდეგ მიადგნენ ერთ ქალაქს,სადაც შესასვლელი მცველები იცავდნენ.ქალაქის
შიგნით ბევრი წყალი არის.კაცი მცველებს სთხოვა,რომ მისთვის და მეგობრებისთვის
დალევის უფლება მიეცათ.მაგრამ ეს ადგილი აღმოჩნდა მარტო ადამიანებისთვის და იყო
სამოთხე.კაცმა არ შევიდა და მათ გზა განაგრძეს.ამის შემდეგ ერთ სოფელს
მიადგნენ.იქაც მცველები იდგნენ. კაცი მათაც სთხოვა დალევის უფლება. მცველებმა არ
უთხრეს უარი და ისინი შევიდნენ. კაცისთვის ცნობილი იყო,რომ ნამდვილი სამოთხე ეს
არის.ის იყო ჯოჯოხეთი და ვინც იცის მეგობრების ფასი აქ მოდის.
6. ისაუბრეთ, რატომ არის ეს ისტორია დასაფიქრებელი, რას გვასწავლის იგი?
იგი გვასწავლეს, თუ როგორ არის ნამდვილი მეგობრობა.
მოდით ვისაუბროთ!
3) 4)
-რატომ?
-მართალი ხარ, მე დღეს დაკავებული ვარ, ხვალ 3 საათის შემდეგ ვიქნები თავისუფალი.
-აბა დროებით..
2)-ნინა გამარჯობა, რას საქმიანობ? სად მიდიხარ?
- კარგი აზრია, თანახმა ვარ.მე 8 საათზე თავისუფალი ვარ, მოდი ჩემთან.კაფეს გვერდით კარგი
სასეირნო ადგილი არის.
-კარგი.
-მე სკოლის დირექტორი ვარ, სკოლაში ვმუშაობ.ახლა მეჩქარება. 8 საათზე ვიქნები შენის კაფესთან.
-კარგი,ველოდები.
გამოიყენეთ სიტყვები:
მეგობრები ვართ.
მიხარია შენი ნახვა.
სავახშმოდ ხომ არ წავიდეთ?
ძალიან მომწონს შენთან საუბარი.
დიდი ხანია ვმეგობრობთ.
რას საქმიანობთ?
ხომ არ გაგვესეირნა სამსახურის მერე?
სიტუაციური დიალოგი
რესტორანში
დიალოგი 1
- ა) გამარჯობა. მობრძანდით.
- ბ) დიახ, რა თქმა უნდა. აი, აქ არის თავისუფალი ადგილი. რამდენი ხართ?
- გ) თავისუფალი მაგიდა გაქვთ? სად არის?
- დ) აი ინებეთ მენიუ. რას მიირთმევთ?
- ე) ოთხი. თუ შეიძლება, მენიუ მოგვიტანეთ.
- ვ) სასმელი რა გნებავთ?
- ზ) თუ შეიძლება, ორი სალათა, ერთი ქათმის და ერთი კიტრისა და-პამიდვრის
სალათა. კიდევ ერთი ხაჭაპური, 15 ცალი ხინკალი, ერთი ულუფა მწვადი და კიდევ
ერთი ულუფა ნიგვზიანი ბადრიჯანი.
- თ) ერთი მინერალური წყალი და ორი ლიმონათი. რა ლიმონათი გაქვთ?
- ი) დიდი მადლობა.
- კ) ერთი ტარხუნის და ერთი ლიმონის მოგვიტანეთ. მალე იქნება?
- ლ) დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერი 10 წუთში იქნება.
- მ)გვაქვს ნატახტარის, ტარხუნის, ლიმონისა და ნაღების ლიმონათები.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
ა გ ბ ე დ ზ ვ თ მ კ ლ ი
დიალოგი 2
საშინაო დავალება:
1. უყურეთ ფილმს: „გრძელი ნათელი დღეები“
2. შეასრულეთ ფილმის გაგება-გააზრებაზე ორინტირებული დავალებები წიგნიდან:
„კინოენა“ გვ.40 (დავალებები ატვირთულია ცაკლე ფაილად, სახელმძღვანელოს
სახით)
3. ჩაწერეთ ვიდო, სადაც ისაუბრებთ ფილმის შინაარსზე, მთავარი პერსონაჟების
მეგობრობაზე.