You are on page 1of 2

ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის რომანიდან ,,სამოსელი პირველი“:

- და უზარმაზარ ფანჯრებდაგმანულ ეტლში აღმოვჩნდი მაშინ, სხვა ქალაქისკენ


მიდიოდა, - განაგრძობდა მიჩინიო. გამოქვაბულში, გრილად მოჭიქულ წყვდიადში ისხდნენ. -
ოცნი ვმგზავრობდით, და სუყველანი გამორჩეული ავაზაკები იყვნენ, ვიღაცა ერთის გარდა, იმას
არ ვიცნოდი, თავისთვის იჯდა კუთხეში, წყნარად. ნიღაბი მხოლოდ მე მეკეთა, და საგანგებო
დავალებაზე მიმავალი ვეგონე ყველას, არავინ უწყოდა, რომელი კამორელი ვიყავ, მერიდებოდნენ.
ვიწრო ჭრილიდან შევცქეროდი მათ, ავაზაკებს, კარგად ვიცოდი ყოველი მათგანის ასავალ-
დასავალი და სურვილისაგან მაჟრიალებდა - მე ხომ სწორედ იმიტომ მივედი კამორაში, ასე
მეგონა, თუკი სიკეთის მთესველი ვარ, ბოროტება უნდა მოვსპო-მეთქი და იმ დიდი ეტლის
უფსკრულში გადაჩეხა მყარად მქონდა გადაწყვეტილი. ხანდახან იმ უცნობსაც შევავლებდი
თვალს - რაღაც ძალიან უცნაური იერსახისა იყო, დაფიქრებული, ვერც შეატყობდი, გულში რა
ედო. მხოლოდ ის მგზავრი არ ვიცოდი, დანარჩენების მოსასპობად კი კაცი უკეთეს დროს ვერ
ინატრებდა. და მეეტლემ წინასწარ დათქმულ ადგილას რომ შეაჩერა ეტლი, მძიმედ გადმოვედი,
კარი მივხურე და ვითომ ფულის მისაცემად დინჯად მივუახლოვდი მეეტლეს, მერე ვისკუპე,
გადმოვაგდე და კოფოზე ჯერაც დამჯდარი არ ვიყავ, ცხენებს რომ გადავუჭირე წართმეული
შოლტი, ეტლში მსხდომთ არაფერი გაუგიათ. მივჭენაობდით, თოთხმეტი ცხენის სადავე მეპყრა
ხელთ, კარგად ვიცოდი - უფსკრულს როგორც კი მივუახლოვდებოდით, განზე ჩაქროლების
ნაცვლად სწორედ იქითკენ გავაჭენებდი ცხენებს, ერთსაც ღონივრად დავიქნევდი შოლტს და მე კი
უვნებლად გადმოვხტებოდი. მოუთმენლობისაგან ავწრიალდი, ზეზე დგომელა მივერეკებოდი
ცხენებს, ერთი სული მქონდა, სანამ იქამდე მივაღწევდი, ასე მეგონა, მართალი ვიყავ; სულო
ცოდვილო - ვზეიმობდი წინასწარ კიდეც, მაგრამ უეცრად ის კაცი გამახსენდა, აის უცნობი და
ხასიათი წამიხდა; რაღაცნაირად შევიბოჭე, სულ მისი სახე მიტივტივებდა, გამოუცნობი. ,,დიდი
ამბავი“, - გავიფიქრე, მინდოდა თავი მემართლებინა, ვინც გინდა იყოს, სამაგიეროდ თვრამეტ
ავაზაკს მოვაცილებ ქვეყანას და ამით რამდენ კაცს გადავარჩენ-მეთქი... მაგრამ ის კაცი,
თავისთავად, ისე როგორც ყველანი ჩვენ, დომენიკო, თვისი თავისთვის ერთი, ერთადერთი იყო,
და როგორც ყოველს, იმასაც მარტოკინა ჰყავდა უძვირფასესი რამ ქვეყანაზე - საკუთარი თავი,
მხოლოდ მისეულ, მთელ სამყაროს რომ იტევდა და მისი ქვეყანა მხოლოდ მისით ცოცხლობდა,
მხოლოდ... და იმ კაცისთვის რა იყო, აბა, ის თვრამეტი ავაზაკი, რა? - არაფერი, თუკი სიცოცხლე
წაერთმეოდა... თან არც ვიცოდი, ავაზაკი იყო თუ არა, გინდაც ყოფილიყო, ,,რა უფლება მაქვს!“ -
შევუწყერი თავს და კვლავ შევყოყმანდი; მერე ისიც კი გავიფიქრე, ეტლს თავადაც რომ
გადავყოლოდი, იმ კაცისადმი დანაშაული თითქოსდა ამით გამომესყიდა; მაშინვე მივხვდი, ესეც
რომ არ იქნებოდა სწორი - იმ კაცისათვის, მეც სულერთი ვიყავი, რა მე და რაღა ის ავაზაკები, ძაან
არ ვენდომებოდი? თუ მოკვდებოდა... და ღონივრად მოვზიდე სადავე, გავაჩერე ეტლი, მეწინვე
ცხენისკენ გავიქეცი, სწრაფად გამოვხსენი, მოვახტი და უკანვე, კამორასაკენ გავაჭენე. ამასობაში
ეტლიდან გადმოცვივდნენ, რაღანაირი ლანძღვა-გინება არ დამადევნეს, დაწევით რაღას
დამეწეოდნენ, განაგრძობდნენ ალბათ მერე გზას, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ
ავაზაკთაგან დღესაც არავის ეცოდინება, იმ კაცმა მისდაუნებურად ყველანი სიკვდილს რომ
გადაარჩინა.
...იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი, რაღაცნაირად, ღრმა და მაღალი ფიქრი იყო;
განთიადისას ერთ რამეს მივხვდი!
- რას...
- რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:
 დაახასიათეთ მთხრობელი (მიჩინიო) ამ ტექსტის მიხედვით.
მთხრობელია მიჩინიო - დიდი ამბიციებით, ბოროტების განადგურებისა და სიკეთის
დამკვიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანი: რა უნდა, რას გეგმავს, რა მიაჩნია
თავის დანიშნულებად, რამ შეაცვლევინა გადაწყვეტილება; როგორ ახასიათებს ეს
ყველაფერი მის პიროვნებას.
 იმსჯელეთ, რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი (რატომ შეცვალა თავდაპირველი
გადაწყვეტილება მიჩინიომ და საკუთარი არგუმენტებით გაამართლეთ ან გაამტყუნეთ
ეს პერსონაჟი).
ტექსტის მთავარი სათქმელი ფრაგმენტის ბოლოს პირდაპირ არის გაჟღერებული:
,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - ანუ სიცოცხლის საწყისიც და საზრისიც
სიყვარულია.
როგორ მივიდა ამ აზრამდე მიჩინიო, მართებულია თუ არა მისი გადაწყვეტილება;
რატომ - მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები.
 იმსჯელეთ ტექსტის მხატვრული თავისებურებების შესახებ.
ფრაგმენტი პირველ პირშია მოთხრობილი, ერთგვარი მონოლოგია, რაც საინტერესოდ
წარმოაჩენს ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. რა ეფექტს იწვევს ეს;
რა მხატვრული საშუალებები გვხვდება ტექსტში.

You might also like