You are on page 1of 2

გაუმაძღრობა,ყველაზე საშინელი და დამღუპველი გრძნობა,რომელიც კაცობრიობის არსებობის მანძილზე ,ანადგურებდა თაობებს და

სისხლით ღებავდა მიწა-წყალს.დაუკმაყოფილებლობა და მეტი ძალაუფლების სურვილი გვაიძულებს დავკარგოთ ის წმინდა ,რის გამოც
ადამიანებად ვიწოდებით.გაუთვებელი ბრძოლა იმ ბღუჯა მიწისთვის რომლადაც ბოლოს თვად ვიქცევით ,ძმისა და მეგობრის ზურგში გარჭობილი
ხანჯალი ძალაუფლების მოსაპოვებლად,რომელიც უფალმა ისედაც გვიბოძა , როცა სამყაროს გვირგვინად შეგვქმნა .ადამიანი არასდროსაა
კმაყოფილი,არასდროსაა საკმარისი დაღვრილი სისხლი,ნადენი ცრემლი და მიყენებული ტკივილი .ეს ყოველივე ძალიან კარგად ჩანს დავით
შემოქმედლის ნაწარმოებში „ცოდვის ტირილი“,რომელშიც ავტორი მთაში მომხდარ ამბავს მგვითხრობს ,ამბავს ,ასე კარგად ,რომ ასახავს
ადამიანის ჭეშმარიტ ბუნებას.“სამიოდ დღის წინათ გაიგეს, მთის ამ მონაკვეთს გვარლიანების გვარმა უნდა გაუწიოს პატრონობაც და
ბატონობაცო.“გვარლიანების გვარი მთაში განთქმული იყო,ბევრი წარჩინებული ვაჟკაცი ,მეომარი თუ ბრძენი ყოფილა ამ გვარის ,წარმატებით
გათამამებულებსა და მეტი ძალაუფლების სურვილით დაბრმავებულებს მთაზე ბატონობის მოპოვება განეზრახათ .“რამდენიმე თავზეხელაღებული
გვარლიანის გამო, ეს გვარი გარკვეულწილად, შიშის ზარსაც სცემდა მთელ ხეობას . ასე რომ , მათ უკვე წინასწარ , თითქოსდა , მთის ბატონ -
პატრონებად დაეგულათ თავი“.მთავარი მიზანი გვარისა ,მთის კეთილდღეობა როდია , მათ მხოლოდ ხალხის დამორჩილება და ბრძანებების
გაცემა სურთ,არ აქვთ სამოქმედო გეგმა,არ სურთ თემის აზრის გაგება და გათვალისწინება ,“მთავარი ძალაუფლების ხელში აღება გახლდათ ,
თორემ მმართველობის რომელ ფორმას აირჩევდნენ, რა ეჩქარებოდათ, დროთა განმავლობაში შეცვლიდნენ.“თუმცა გვარლიანებმა ერთი რამ
ვერ გაითვალისწინეს-ბარისგან განსხვავებით მთა ყოველთვის უბატონო იყო,მთიელი კაცი ვერასდროს შეეგუება მასზე გაბატონებას ,არ
დამორჩილდება ბრძანებებს და არ დახრის თავს,ამპარტავნებითა და თავდაჯერებულობით შეპყრობილი გვარლიანები ვერც კი ხვდებოდნენ რა
ძალა დაუხვდებოდათ წინ „თქვენი გადასაწყვეტი აღარაა , დაგვმორჩილდებით თუ არ დაგვმორჩილდებით ! ვინც წინააღმდეგ წავა , ჩვენ იმისი
ძალაცა გვაქვს, რომ გავუსწორდეთო. ვინა ხართ თქვენ გვარლიანების გვართან შედარებით ?“მართლაც დიდი ძალაუფლება იყო ამ გვარის
ხელში,მათ წინააღმდეგ წასვლას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა ,“ ჯურხა გვარისკაცების შეკრებებზე ჩუმად იჯდა . საწინააღმდეგო აზრის
გამოთქმას ვერ ბედავდა, მოღალატედ არ გამომაცხადონო.“ყველა ადამიანი გმირად არ იბადება ,ყველას არ ძალუწს თავის გაწირვა და
სიმართლისთის ბრძოლაში ვაჟკაცურად დაცემა,ჯურხა ამის ნათელი მაგალითია ,იმისდა მიუხედავად ,რომ კარგად იაზრებს რა დასასრული
მოყვება გვარლიანების ასეთ გადამეტებულ სითამამესა და ამპარტავნებას ,ვერ ბედავს საწინააღმდეგო აზრის გამოხატვას , „უბატონო მთა , ლაღი
და თავისუფალი, ბატონს ვერ იგუებდა, თავისუფლების დამკარგველ ხუნდებს ვერ გაუძლებდა. ჯურხა ამას გრძნობდა , შეიძლება საქმე
იარაღამდეც მისულიყო და მაშინ გაუგონარი საშინელება დატრიალდებოდა .“არც ჯურხას საქციელია გასამართლებელი ,რაც არ უნდა იყოს
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,მახსენდება ბიძინა ჩოლოყაშვილის სიტყვები ნაწარმოებიდან „ბაში -აჩუკი “:“გაზაფხულს ვერც ერთი მერცხალი
მოიყვანს და ვერც ათასი,მაგრამ თვითონ გაზაფხულს ერთიც მოჰყავს და ათასიც“პირველი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია ,ხშირად ამისთვს
საკუთარი თავის გაწირვაც კია საჭირო,ბევრს კი ჯურხას მსგავსად ამისთვის გამბედაობა არ ჰყოფნის .

გვარლიანებს კი წინ დიდი განსაცდელი ელოდათ,ასე ემართება ყველა ძალაუფლების წყურვილით თვალახვეულ ადამიანს ,წუთისოფელი
ორგემაგე და ამოუცნობია,საბოლოოდ ყველას იმას არგუნებს,რაც დაიმსახურა „თურმე რა სდებიათ გულში ამ ძაღლთაპირებს . თავისუფალ
მთიელს ხელებზე ბორკილს, პირზე კლიტეს, ფეხებზე ხუნდებს გვადებენ. თუ საჭირო გახდება , დავიხოცებით და თავისუფლებას არ
დავთმობთ!“თემის აღშფოთება სამართლიანი და გასაგებია,ბრძოლა ღირსების,თავისუფლებისა და გვარლიანთა თარეშის აღკვეთისთის ,“ახლა
თუ დავმორჩილდებით, თავს ვერასდროს დავიხსნით!“სხვა რა გზა გაქვს როცა ცდილობენ დაგამონონ ,დაგიმორჩილონ და სიტყვის თავისუფლება
წაგართვან?მაგრამ განა მათი საქციელი, რომელიც ასეთ მართალ მიზანს ემსახურება არის მისაღები ?.“ჩავხოცოთ!! ერთიც არ გავუშვათ აქედან
ცოცხალი!.. იყვირა მოთმინებადაკარგულმა ჯამლეთ სალიანმა. წამის უსწრაფესად აქოჩრილ -ალეწილმა მასამ იხუვლა: _ ჩავხოცოთ! ჩავხოცოთ ! _
გზები შეჰკარით!.. სამთავე გასასვლელი გადაკეტეთ, ცოცხალი არავინ გავიდეს აქედან !“საოცარია ის რეგრესი რომელსაც თემი ამ სიტყვებით
განიცდის,ადამიანები რომელიც ორიოდე წამის წინ მკითხველს სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ასე გულმხურვალედ მებრძოლ
ღირსეულ მამულისშვილებად მიაჩნდა სისხლის წყურვილმა განუკითხავ ,ბნელ ,სასტიკ ,უგულო ბრბოდ აქცია , ვაჟა -ფშაველა უბრალო
„გროვას“,რომ უწოდებს.“მასა თითქოს ერთ ცივ, ფოლადის მუშტად შეიკრაო, და გააფთრებით ეძგერა მტერს . ლურჯად მობიბინე , დილის ცვრით
პირდაბანილი ველი ბროწეულისგულისფრად იღებებოდა.“გვარლიანები არ მოელოდნენ ასეთ სასტიკ წინააღმდეგობას და მალევე ველი მათი
სისხლით შეიღება,ცრემლმა,გოდებამ ქალთა ტირილის ხმამ მოიცვა არე -მარე .“გვარში არავინ დავტოვოთ ! ახლა თუ არ გავუსწორდით , ხვალ
სასტიკად გვაზღვევინებენ და მუდმივი მონობაც არ აგვცდებადა !“და განა ღირდა ეს ამად ? განა კაცის სიცოცხლე ,რომელიც უფლის მიერაა
ბოძებული ღირს ასე მარტივად სასიკვდილოდ გასამეტებლად?ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ ადამიანს ზედმეტი ძალაუფლება აქვს
მინიჭებული,რომელსაც სათავისოდ იყენებს და თითქოსდა უწყინარ,სამართლიან მიზანს ამოფარებული ,უბრალოდ სისხლის წყურვილს
იჯერებს,“სიკვდილი ყველას გვაშინებს,სხვას თუ ჰკვლენ ცქერა გვწადიან ,კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯელა ,როგორ დიდს ცოდვას სჩადიან “რა
შეიძლება იყოს იმაზე შემაძრწუნებელი,როცა ადამინისთვის სხვისი ტანჯვა და სიკვდილი უბრალოდ გულის საჯერებელ ,გასართობ სანახაობად
იქცევა,ვაი ასეთ „ცოდო-ბრალიან“ სამართალს „შეჩერდით ხალხო! რამ გაგაგიჟათ, განგება შეგრისხავთ ! _ გაისმა ვიღაცის ხმა , მაგრამ მისი უკვე
აღარავის ესმოდა. ხმა ჩააკმენდინეს, გვერდით მისწიეს და თავქვე სირბილით დაეშვნენ , რომ გვარლიანების სახლები დაერბიათ .“თემი თითქოს
დამშეულ,ველურ მგლების ხროვად გადაიქცა,განსხვავება კი ერთია ...მგელს შიმშილის გრძნობა ამოძრავებ როცა უმოწყალოდ კლავს
მსხვერპლს,ადამიანს კი შურისძიების და სხვისი ტკივილით გულის მოოხების სურვილი ,განა განასხვავებს რამე ნაწარმოებში წარმოდგენილ თემს
თანაგრძნობა დაკარგული მხეცებისგან?!

„ _ დამმალე რა, გულიზარ დეიდა, დამმალე! _ შიშისაგან და ტირილისაგან გალურჯებული და დაოსებული ბავშვი ციებიანივით ცახცახებდა .

_ მამა მოკლეს! ბაბუც მოკლეს!..“ არც უცოდველი ბავშვის ვედრება ყოფილა საკმარისი მიზეზი ბრბოს შესაჩერებლად,ბავშვისა რომელიც ასეთ
ადრეულ ასაკში შეესწრო საკუთარი ოჯახის წევრების უმოწყალო დახოცვას ,რომელიც გულამოსკვნილი ტიროდა და ემუდარებოდა
გულიზარს,დაემალა ამ უსამართლობის,სისასტიკისა და განუკითხავობისგან „საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი “ ეს ფრაზა
მხოლოდ მტრის შემოსევის დროს თუ გაგვახსენდება,თვითონ კი, ადამიანების სახე დაკარგული ,გააფთრებულ მხეცებად ქცეული , მზად ვართ
ბავშვს სიცოცხლე მოვუსწრაფოდ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად“.გულიზარი გრძნობდა , რომ გარეგნულად თითქოსდა თავისუფალი
ხალხი, სისასტიკით მიზნის მიღწევით, ხვალ თავისივე ცოდვის მონად იქცეოდა . მაღალი განგება ასეთ საგმობ საქმეს დაუსჯელს არ დატოვებდა .
მთა უცილოდ დაიღუპებოდა.“გულიზარის პერსონაჟი ის ერთადერთი ნათელი მზის სხივია ,რომელიც ბევრი ცდის მკუხედავად მაინც ვერ ახერხებს
უსამართლობისა და უვიცობის სიბნელით მოფენილი უფსკრულის განათებას ,იმის გარდა რომ მარტოა ბრბოს დამანგრეველი ძალის
წინააღმდეგ,ქალიცაა,რომელსაც მთაში ქმართან შეპასუხების უფლებაც კი არ აქვს „ქალს მთაში იმის უფლებას ვინ მისცემს , ოჯახის უფროსის
ნებართვის გარეშე გადაწყვეტილება მიიღოს.“ სიმბოლურია,რომ ეს ერთი შხედვით სუსტი და სიტყვის თავისუფლება წართმეული
ქალი,ერთადერთი ვინც სიტუაციის მთელს სირთულეს იაზრებს და იბრძვის უცოდველი ბავშვის სიცოცხლის დასაცავად ,ხალხის ამ დიდ ცოდვაზე
ერთ ერთი მთავარი წამქეზებლის-ჯამლეთის ცოლია

„-ჯერ მე მომკალი!! _ იყვირა ქალმა ისეთი ხმით, რომ კაცი გაოგნდა.“

ადამიანი დიდი ხანია ცოდვის მონად იქცა,დიდი ხანია ამაქვეყნიური ცდუნებები და მატერიალური,არაფრის მომცემი საგნები გაბატონდნენ
მასზე,ბრბოს ასეთი საქციელი კი საბოლოოდ ჩაძირავდა მთას ცოდვის ჭაობში,ბედისწერა მათ ასეთ სისასტიკეს არ შეარჩენდა ,ყველა
დაიღუპებოდა,საშველი კი არსად ჩანდა“.ქალმა იგრძნო, მთიელთა შეჩერება შეუძლებელი იყო . გაუგონარი ცოდვის შემსწრე
ხდებოდა.“ნაწარმოების დასასრული მრავლის მთქმელი და მაჩვენებელია ,მაჩვენებელი იმისა თუ რამდენად განუკითხავი და უსულ -გულოა
„გროვა“,“მხეცადქცეულმა ხალხმა საწადელი აღისრულა ისე , რომ, არც იცოდა , სინამდვილეში ვის მოუსწრაფა სიცოცხლე .“ესაა მთის
მოსახლეობის ნამდვილის სახე,შურისძიების წყურვილითა და ბრაზით დაბრმავევული.მათთვის სულ ერთია მოკვლულის ვინაობა ,მთავრი
კვლელობის ფაქთია,სისხლის დაღვრით მინჭებული სიამოვნება,ბავშვის ტანჯვის ყურებით მოოხებული გაშავებული გული ,ამიტომაც ნაწარმოების
ფინალში არა „გვარლიანების წიწილა’’იღუპება არამედ „სამართლიანობისთვის “მებრძოლი ჯამლეთის ვაჟი -ბექა .გულიზარის მხრიდან ეს
ერთგვარი მსხვერპლია,რომელსაც იგი თემის ამ უზარმაზარი ცოდვის გამოსასყიდად სწიირავს ბედს ,მისი უკანასკნელი სიტყვები კი გასაღებია
მოთხრობის მორალისა

„_ მიიღეთ, რასაც ითხოვდით!“ამ სიტყვებზე დაფიქრება ყველას გვმართებს.მაინ რას ითხოვდა თემი?! ბრბოსთვის რომ გეკითხათ მათი მიზანი
წმინდაზე მინდა იყო,თავისულებისთვის ბრძოლა და ღირსების დაბრუნება.ეს ხომ სასაცილოა ,სისხლის წყურვილს იმდენად დაებრმავებინა ისინი
რომ,გვარლიანების უკანასკნელი ოჯახის წევრის ნაცვლად სხვა ,უცოდველი ბავშვი გაიმეტეს სსიკვდილოდ ,არც კი დაკვირვებიან მის სახეს ისე
ჩაქოლეს,მათ მიიღეს ის რასაც ითხოვდნენ,ოღონდ ეს სამართლიანობის აღდგენა არც არასდროს ყოფილა ,ამიტომაც მოიქცნენ ასე
განურჩევლად და განუკითხავად.

მწერალი იყენებს მხატვრულ საშვალებებს მთავარი სათქმელის უკეთ გადმისაცემადმნაწარმოებში გვხვდება შედარება :“ქარი გალიაში
გამომწყვდეული მხეცივით ღმუოდა.“გამოიყენება ამინდის აღსაწერად, „დაქნეული მათრახივით დახვეულ ბილიკს ბოლო არ უჩანდა .“-ხაზი ესმევა
გზის სირთულეს ეპითედები:“უცხო“,“უჩვეულო“,-აღწერს არე-მარეს,მეტაფორა :“ლურჯად მობიბინე , დილის ცვრით პირდაბანილი ველი
ბროწეულისგულისფრად იღებებოდა“.-იგულისხმება ბრძოლის ველზე დარვრილი სისხლი,ალუზია:“ომის ღმერთი, არესი, ზეიმობდა .“ალუზიული
მეტაფორა:,“თითქოს თანატოსს თავისი ცივი, ყინულის ხელები შემოეხვია მთისთვის და სასიკვდილო სარეცელზე აწვენდა .“იგულისხმება
სიკვდილის ღმერთლი თაეტოსი ბერძნული მითოლოგიიდან.

მრავალი მნიშვნელოვანი მთავარი სთქმელი იყრის თავს ამ მძიმე ნაწარმოებში,იგი თითქოს სარკეა ასე კარგად რომ გვიჩვენებს ადამიანებს
ყველა ჩენს ცოდვას და სისუსტეს.გაუმაძღრობამ,დაუკმაყოფილებლობამ ,ამპარტავნებამ ,გადამეტებულმა თავდაჯერებულობამ დაღუპა
გვარლიანები.მათთვის არასდროს იყო მოპოვებული დიდება და ძალა საკმარისი,თემი კი ცოდვის მორევში ჩაითრია
სისასტიკემ,განუკითხავობამ,უვიცობამ,სისხლის აღების წყურვილმა .ადამიანმა უნდა ისწავლოს რომ ზუსტდ მატერიალური მიჯაჭვულობისგან
განდგომა ანიჭბს ყველაზე მეტ თავისუფლებას,იგი ისედაც სამყაროს ბატონ -პატრონია ,ისღა დარჩენია იშრომოს ,იღვაწოს ,შექმნას რაღაც
ღრებული,გააორმაგოს უფლის მიერ ბოძებული „ტალანტი“,ჩვენ კი ისედაც ხანმოკლე სიცოცხლეს ერთმანეთთან ბრძოლაში
ვხარჯავთ,ერთადერთი არსებაა დედამიწაზე ადამიანი ამხელა ძალა რომ აქვს ბოძებული ,ის კი დაუფიქრებლად ფლანგავს ,ჩვენი ყოფა კი გადის
სიძულვილში შურსა და ბოღმაში,განა აქვს ასეთ სიცოცხლეს აზრი?ალბათ სჯობა ამ ქვეყნად სულ არ მოხვიდე ვიდრე შენი თანამოძმის სისხლით
ხელებმოსვრილმა იარო,მიწაზე რომლისთვისაც ის სასიკვდილოდ გაიმეტე და რომლადაც საბოლოოდ თავად იქცევი .

You might also like