Professional Documents
Culture Documents
საქართველო თორნიკე ჯოშუას წინააღმდეგ 4 1.docx version 1
საქართველო თორნიკე ჯოშუას წინააღმდეგ 4 1.docx version 1
ფაქტობრივი გარემოებები:
თორნიკე ჯოშუამ და აწ გარდაცვლილმა ლიზა ჩოხელმა ერთმანეთი 2020 წლის ივნისში,
საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნეს. მალევე დაახლოვდნენ... გაცნობის დღიდან
ქონდათ მუდმივი მიმოწერა, ასევე რამოდენიმეჯერ შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს.
მოწმეები - ლუკა ჩხეიძე, თამუნა ჩოხელი, თომა აფციაური, დავით ჯოშუა, სანდრო
თოდუა, თორნიკე ჯოშუა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი - ნინო გავაშელი,
ბიოლოგიური ექსპერტი - შალვაქარსაულიძე.
1
დადგენილება
26.11.2020 ქ. თბილისი
ბრალდებულის მონაცემები:
სახელი: თორნიკე
გვარი: ჯოშუა
მამის სახელი:მერაბი
დაბადების თარიღი: 1990 წლის 14 თებერვალი
პირადი ნომერი: 01025588776
ბრალდების ფორმულირება:
2
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
დადგენილება გამოეცხადა (სთ. წთ. წელი, რიცხვი, თვე) 15:30, 26 ნოემბერი, 2020 წელი
გავეცანი__________________________
3
ბრალდებულის დაკავების ოქმი
4
ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილი თბილისი ალ. ყაზბეგის ქუჩა N67-ში.
(კონკრეტულად)
5
საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის 2-ე ნაწილის შესაბამისად თორნიკე ჯოშუა
(დაკავებულის
გვარი, სახელი)
დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების გარეშე, ვინაიდან:
□ ა) მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
□ ბ) იგი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ
ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით;
□ გ) მასზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა
კვალი;
□ დ) იგი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა
ამოიცნო;
□ ე) იგი შესაძლოა მიიმალოს;
□ ვ) იგი ძებნილია.
6
(ხელმოწერა) (სახელი,
გვარი)
7
ლუკა ჩხეიძე.
თამუნა ჩოხელი ძალიან განერვიულებული იყო, თავისი დის ფეხსაცმელი ხელში ეჭირა
და კანკალებდა, მე გამოვართვი ფეხსაცმელი ვინაიდან ის საქმის ერთ-ერთი
მტკიცებულება იყო და იქვე გვამთან ახლოს დავდე. მისვლისთანავე კრიმინალისტები და
დამხმარე ძალები გამოვიძახე. სანამ კრიმინალისტები მოვიდოდნენ მე დავათვალიერე
შემთხვევის ადგილი. ირგვლივ არ არის განათების ბოძი ამიტომაც ძალიან ბნელოდა
თუმცა ლიზა ჩოხელს მობილურის შუქზეც ეტყობოდა სხეულზე მრავალჯერადი
დაზიანებები, ტანსაცმელი კი შემოხეული ქონდა. გვამის გვერდით ეგდო მუქი
ნაცრისფერი ჟაკეტი, რომელიც თამუნა ჩოხელის განცხადებით, ასევე გარდაცვლილს
ეკუთვნოდა. ტერიტორიაზე ასევე შეინიშნებოდა მანქანის საბურავების კვალი.
გამოძახებიდან მალევე ექსპერტი-კრიმინალისტებიც მოვიდნენ, სპეციალური ლენტით
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრეს და ადგილის დამუშავებას შეუდგნენ, გვამი კი
პროზექტურაში გადაასვენეს.
8
მე ვთხოვე დამშვიდებულიყო და შეძლებისდაგვარად გადმოეცა ჩვენთვის მისთვის
ცნობილი ინფორმაცია. გამოკითვისას მან განგვიცხადა, რომ დანამდვილებით იცოდა ეს
სწორედ იმ კაცის გაკეთებული იყო, ვინც ლიზა სახლიდან გაიყვანაო. მან ასევე გვითხრა,
რომ ის კაცი არასდროს მოსწონდა, ხვდებოდა ლიზა რისთვისაც უნდოდა მაგრამ
არასდროს მიჯერებდაო. თამუნა ჩოხელის თქმით, ლიზა იმ ღამესაც მასთან ერთად
გავიდა, დას კი დაუბარა რომ მალე დაბრუნდებოდა. სახლიდან გასვლის შემდეგ მასთან
სატელეფონო მიმოწერისას ლიზამ უთხრა რომ ლისის ტბაზე ადიოდნენ... თამუნა
ჩოხელი ირწმუნებოდა, რომ ლიზა ჩოხელი სწორედ მისი მეგობარი მამაკაცის, კერძოდ
თორნიკე ჯოშუას მიერ იყო მოკლული.
9
თამუნა ჩოხელის გამოკითხვის ოქმი
მე ვარ თამუნა ჩოხელი, დაბადებული 1984 წლის 13 სექტემბერს, 33 წლის. ვცხოვრობ ქ.
თბილისში ცინცაძის ქუჩა N65ში. წელიწადნახევრის წინ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს
დავშორდით, ამიტომაც დასთან და მამასთან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემი
და, ლიზა ჩემზე 7 წლით პატარაა. დედა 10 წლის წინ გარდაგვეცვალა, ასე რომ
ყოველთვის განსაკუთრებულად ვზრუნავდი მასზე. ვცდილობდი ყველაფერი კარგად
ყოფილიყო მის ცხოვრებაში, და ასეც იყო სანამ იმ არაკაცს გაიცნობდა. ბოლო თვეების
განმავლობაში ძალიან ვნერვიულობდი მასზე. ვხვდებოდი, რომ ლიზას თანდათან
შეუყვარდა, მაგრამ ის ტიპი სერიოზულად არ უყურებდა ჩემს დას. სულ ვეუბნებოდი რომ
თავი უნდა დაენებებინა მისთვის, არანაირად არ შეეფერებოდა... მაგრამ არ მიჯერებდა...
ამის გამო ხშირად გვიჩხუბია კიდეც.
ერთმანეთი ზაფხულში, ერთ-ერთი მეგობრის ქორწილში გაიცნეს. მეც ვიყავი იქ, ჯერ
მოვიდა, საცეკვაოდ დაპატიჟა, რამოდენიმე კომპლიმენტიც უთხრა, შემდეგ ნომერი
გამოართვა და როგორც ხდება ხოლმე... თავიდანვე მაღიზიანებდა... არ ვთვლიდი
ლიზას შესაფერისად...გაცნობის დღიდან ერთმანეთს წერდნენ, და ხვდებოდნენ, თუმცა
სიმართლე გითხრათ, ურთიერთობის დეტალები არ ვიცი რადგან ამ თემაზე მშვიდად და
მეგობრულად არ გვილაპარაკია მე და ლიზას. ან სულ ვჩხუბობდით, ან საერთოდ არ
ვეკითხებოდი მასთან ურთიერთობის ამბებს. სახლში ყოფნისას სულ მობილური ეჭირა,
უმეტესად ცუდ ხასიათზე იყო და ვხვდებოდი, რომ ხშირად ჩხუბობდნენ... დაახლოებით
ერთი კვირის წინ ლიზას დაქალმა მითხრა, მგონი ლიზა თორნიკესგან ორსულადააო.
ამის გაფიქრებაც კი არ მინდოდა...ლიზასთვისაც, რა თქმა უნდა, არაფერი მიკითხავს,
მაგრამ დღეს გავიგე რომ სიმართლე ყოფილა...
იმ დღისითაც ვერ იყო ხასიათზე, მთელი საღამო ხმა არ ამოუღია. შემდეგ, დაახლოებით
00:30 საათზე მითხრა, რომ ცოტახნით უნდა გასულიყო თორნიკეს სანახავად, რაზეც
ძალიან გავბრაზდი. არ მინდოდა ასეთ დროს გასულიყო სახლიდან, მითუმეტეს მის
სანახავად. თანაც მამაც სახლში იყო, ეძინა. ლიზა კი სახლიდან იპარებოდა. კიდევ
ვიკამათეთ... კამათის დროს მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გასულიყო, რადგან ამ
საღამოს შემდეგ ან ყველაფერი ძლიან კარგად გაგრძელდება ან საბოლოოდ
დასრულდებაო... რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ შევაჩერე, მამასაც არ მინდოდა რომ
გაეგო, ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და არ მინდოდა ამაზეც ენერვიულა.
დაახლოებით 15 წუთში დაურეკა და უთხრა რომ ქვემოთ ელოდებოდა. გასვლის წინ
გავაფრთხილე, რომ მობილური არ მოეშორებინა გვერდიდან და მოეწერა ჩემთვის.
ლიზას გასვლის შემდეგ აივანიდან გადავიხედე და დავინახე, როგორ ჩაჯდა თეთრი
ფერის “BMW” მარკის ავტომობილში, უკანა ჩჯდა და გამიკვირდა თუმცა მალევე ლიზამ
მომწერა, რომ ის თორნიკე მეგობართან ერთად იყო. გასვლის მომენტიდან სულ
ვწერდით, ვაფრთხილებდი რომ არ დაეგვიანა და მალე მოსულიყო სახლში...
მიმოწერისას მითხრა რომ ლისის ტბაზე აპირებდნენ ასვლას რაც არ მესიამოვნა.
10
მივწერე კიდეც სხვა ადგილი ვერ ნახა შენთან სალაპარაკოდ თქო? ვერ მივხვდი რატომ
მიდიოდნენ ასეთ უკაცრიელ ადგილას, თანაც ქალაქიდან მოშორებით. ბოლო SMS 01:15
წუთზე მომწერა. შემდეგ აღარ მპასუხობდა მესიჯებზე, ძალიან ვნერვიულობდი მასზე,
თანაც მამას ნებისმიერ მომენტში შეეძლო გაღვიძებოდა, ის კი სახლში არ იყო...
ვურეკავდი მაგრამ არც ზარებზე მპასუხობდა... დაახლოებით 40 წუთი ვიყავი ასე
რეკვებში... ველოდებოდი იქნებ გამოჩენილიყო და ტყუილად განგაში არ ამეტეხა მაგრამ
რომ აღარ გამოჩნდა სასოწარკვეთილმა ჩემს დაქალს დავურეკე, ავუხსენი სიტუაცია და
ვთხოვე ლიზას მოსაძებნად გამომყოლოდა. მალევე ის და მისი ძმა მოვიდნენ ჩემთან
მანქანით და ლისის ტბაზე ავედით. ალბათ 02:20 წუთი იქნებოდა იქ რომ
მივედით...შემოვიარეთ ყველა ბილიკი, ვყვიროდით, ვეძახდით, თუმცა უშედეგოდ...
განათების ბოძებსაც გავცდით, ირგვლივ სიბნელე იყო და ფანარს ვანათებდით... უცბად
ძირს დაგდებული ლიზას ფეხსაცმელი შევნიშნე, სწორედ ეს ჩაიცვა სახლიდან გასვლის
წინ... ძლიან შემეშინდა, მეგობრებს დავუძახე, ფეხსაცმელი კი ვიპოვე თუმცა ლიზა არსად
ჩანდა... გარშემო ტერიტორია შემოვიარეთ და მოშორებით მისი სხეულიც ვიპოვეთ...
საშინელება იყო... ჯერ დედა დავკარგე... ახლა ლიზა... არც ვიცი მამა როგორ გადაიტანს
ამ ამბავს...
დარწმუნებული ვარ სწორედ იმ არაკაცმა მოკლა ჩემი და...მან წაიყვანა სახლიდან ასე
გვიან, ასეთ ადგილას... სხვას არავის შეეძლო ამის გაკეთება...
11
თომა აფციაურის გამოკითხვის ოქმი
მოგესალმებით! მე გახლავართ თომა აფციაური, 62 წლის, დავიბადე 1955 წლის 30
ივლისს, ვცხოვრობ ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩა N 78ში, ლისის ტბასთან ახლოს.
2017 წლის 25 ნოემბერს, ღამით ლისის ტბაზე ვიმყოფებოდი... ჩემი ძაღლი, პანჩო, ვერ
ისვენებდა ღამით, ყეფდა და მეზობლებს აწუხებდა. ამიტომაც გადავწყვიტე ცოტა ხნით
გამესეირნებინა... საერთოდ ხშირად ვსეირნობთ ტბაზე. ეს ჩვენი საყვარელი ადგილია...
იქ ასვლისთანავე მშვიდდება ჩემი პანჩო... საფეხმავლო ბილიკებზე ვსეირნობდით ტბის
გარშემო... ცოტა ხნის შემდეგ დავიღალე და იქვე ნაპირზე ჩამოვჯექი... პანჩოც აქეთ-იქით
დარბოდა, ჩემთან ახლოს... უცბად ძაღლმა ყეფა დაიწო. გავიხედე მისკენ და ვნახე, რომ
მოშორებით ვიღაცეები დაუნახავს, და უცხოებს უყეფდა როგორც ჩანს. დავამშვიდე, თან
პანჩო ცოტა ასაკშია და მესიამოვნა ასე შორს რომ იგრძნო ადამიანების ყოფნა,
ინსტიქტები არ დაუკარგავს თქო გავიფიქრე. ამიტომაც დამამახსოვრდა ეს მომენტი,
თორემ ისე არ გამკვირვებია ასეთ დროს იქ ადამიანების ყოფნა, მითუმეტეს ქალის და
მამაკაცის...
დიახ, ქალი და მამაკაცი იყვნენ... კარგად ვერ ვხედავდი, საკმაოდ ბნელოდა. როგორც
ჩანს ჩემს მისვლამდეც იყვნენ, რადგან მისვლის შემდეგ მანქანის ხმა არ გამიგონია.
მანამდე არ შემიმჩნევია არავინ, ალბათ თავიდან მანქანაში ისხდნენ და არ ჩანდნენ. მე
რომ დავინახე მანქანის ფარები განათებული იყო, თვითონ კი გადმოსულები იყვნენ.
როგროც შევატყე კამათობდნენ, შემდეგ ქალი მივარდა მამაკაცს და პერანგზე ჩასჭიდა
ხელები, აქეთ-იქით აქნევდა, თან რაღაცას უყვიროდა, შორს იყვნენ და სიტყვებს ვერ
ვარჩევდი. ფარებზე მივხვდი, რომ მანქანა “BMW” E60 მარკის იყო, ფერი არ დამინახავს.
თვითონ ვერ დამინახავდნენ, რადგან ჩვენს შორის საკმაო მანძილი იყო. მე საფეხმავლო
ბილიკზე ვიყავი, ისინი კი პლიაჟის მოპირდაპირე მხარეს იყვნენ. მალევე, დაახლოებით
5 წუთში ავდექი და პანჩო სახლში წავიყვანე. იმ მომენტში ნანახისათვის არანაირი
მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. მეორე დილით შევიტყვე, რომ ღამით ტბაზე
გარდაცვლილი ქალი უპოვიათ, მე სადაც დავინახე ისინი, იმ ადგილიდან ოდავ
მოშორებით. შემდეგ მივხვდი, რომ ეს შესაძლოა სწორედ ის ქალი ყოფილიყო, რომელიც
მე დავინახე იმ ღამით.
12
სანდრო თოდუას გამოკითვის ოქმი
2017 წლის 25 ნოემბრის ღამეს მე, თოკო და ჩვენი ორი მეგობარი კოსტავას ქუჩაზე,
რესტორან „მაჭახელაში“ ვიყავით. დიდი ხანია ბიჭები ერთდ არ შევკრებილვართ და
განტვირთვა გადავწყვიტეთ, ცოტა დავლიეთ კიდეც. ლიზა მთელი საღამო წერდა თოკოს,
ურეკავდა... ეს იქიდან ვიცი, რომ თოკომ ახსენა, ამ გოგომ შემაწუხაო... მთელი საღამო
შეხვედრას მთხოვსო. ამას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ აღარ გაჩერდა ლიზა და ბოლოს
თქვა კარგი შევხვდები, მაინც არ მომეშვებაო. თან მთხოვა გავყოლოდი, მარტო არ
უნდოდა შეხვედრა. მეც დავთანხმდი. დაახლოებით 00:30 საათი იქნებოდა
„მაჭახელადან“ რომ გამოვედით. თოკო მანქანით იყო, ნასვამები კი ვიყავით მაგრამ
მთვრალები არ ვყოფილვართ, ამიტომაც მანქანა აღარ დატოვა, და მისი მანქანით
გავუარეთ ლიზას. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ლიზა აშკარად უხასიათოდ იყო, გზაში კი
თოკოს უთხრა, რომ სადმე წყნარ ადგილას, მასთან მარტო უნდოდა ლაპარაკი და ლისის
ტბაზე ასვლა შესთავაზა. მე უხერხულად ვიგრძენი თავი, თანაც ლიზამ აშკარად
მიმანიშნა, რომ ჩემი იქ ყოფნა არ ესიამოვნა, ამიტომაც თოკოს ვთხოვე კურტანასთან
დავეტოვე. კურტანა ჩვენი ძმაკაცია, ლისის ტბასთან ცხოვრობს. თოკომაც მიმიყვანა
კურტანასთან და მითხრა, საუბარს რომ მოვრჩები გამოგივლი, დამელოდეო.
კურტანასთან რომ მივედი 01:10 საათი იყო. თოკო და ლიზა ლისზე შევიდნენ. თოკომ
მალევე დამირეკა გამოდი წავიდეთო, დაახლოებით 15-20 წუთში მოვიდა და წამოვედით.
გამიკვირდა ასე მალე რომ მოვიდა, თანაც ლიზას გარეშე. ვკითხე რა უნდოდა თქო რაზეც
თოკომ მიპასუხა, რომ ნამდვილად ნერვოზი აქვს, გადმომიხტა მანქანიდან და სცენები
დამიდგაო. ნინის თავი დაანებეო (ნინი ის გოგოა, თოკოს რომ მოწონდა ბოლო დროს)...
„მერე მეც ვუთხარი რომ ურთიერთობის დასრულება მინდოდა, მანდ კი გამომაგდო და
13
მომაძახა რომ ჩემი სახელის გაგონებაც აღარ უნდოდა და რაღაცეები... კაროჩე დავიღალე
რა მიხედავს თავს... მე ხვეწნას ვერ დავუეყებ... კიდევ ბევრი ყავს ჩემს გარდა და
რომელიმე მიიყვანს სახლამდე...“ ეს სიტყვები მითხრა და მეც მეტი აღარაფერი
მიკითხავს თოკოსთვის. აღელვებული ან ანერვიულებული არ იყო. უბრალოდ დაღლილი
ჩანდა, მეც დაღლილი ვიყავი მთელი დღე აქეთ-იქით ვიარეთ და სახლში მისვლა და
ძილის გარდა არაფერი მინდოდა. თოკომ სახლთან დამტოვა და თვითონაც სახლში
წავიდა. გამთენიისას მისმა ძმამ, დათომ დამირეკა და მითხრა თორნიკე დაიჭირესო, ეს
ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის... ისეთი ტიპია პატრულის ჯარიმაც კი არ ჰქონია არასოდეს,
ვერც ვიაზრებ... თოკოს “ვაფშე” საიდან უკავშირებთ მომხდარს. ლიზას რაც დაემართა,
რა თქმა უნდა, საშნელებაა, მაგრამ ეს თორნიკეს ნამდვილად არ ჩაუდენია. ვიცნობ ჩემს
ძმაკაცს, და დამერწმუნეთ, ის ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელიც ვინმეს მოკლავს
და შემდეგ ასე მშვიდად წავა სახლში და დაიძინებს... თანაც წუხელ თითქმის მთელი ღამე
ჩემთან ერთად იყო... ლიზასთან საუბარს თუ არ ჩავთვლით... არვიცი ლიზას რა
დაემართა, ისეთი ადგილია, შეიძლება საერთოდ ვიღაც მანიაკი გადაეყარა, მაგრამ ჩემს
ძმაკაცს ეს ნამდვილად არ ჩაუდენია.
14
ლიზა ჩოხელისა და ჩემი ძმის ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, ვინაიდან
სერიოზული უერთერთობა არ ქონიათ და ოჯახში მასზე არ საუბრობდა ხოლმე. ისე კი
ვიცოდი ვიღაც რომ ყავდა...მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია
არასდროს, ასეთი პერიოდები ყველა კაცს გვაქვს ცხოვრებაში. ბოლო დღეებში მახსოვს
საღამოობით სულ ვიღაც ურეკავდა, ეს კიდევ არ პასუხობდა ზარებს. ერთხელ ვკითხე
რამე პრობლემა ხომ არ გაქვს თქო, რაზეც სიცილით მიპასუხა რომ ქალების თემა იყო,
ისეთი არაფერი... მივხვდი ვიზეც იყო საუბარი. ლიზა ურეკავდა... თორნიკე, ზოგადად,
კეთილშობილი და ძალიან უკომფლიქტო ადამიანია, ყოველთვის ერიდება კამათს და
დაძბულობას... მივხვდი, რომ იმ გოგოს ზარებსაც ამიტომ არ პასუხობდა. ვამჩნევდი,
აღარც მასთან ურთიერთობა სიამოვნებდა დიდად. საღამოობით სულ სახლში იყო ან
ბიჭებთან ერთად... მეც მქონია ასეთი პერიოდები. რაღაც დროის შემდეგ აღარ
გსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, მითუმეტეს თუ ასე გაბეზრებს თავს.
2017 წლის 25 ნოემბრის ღამეს თოკო გვიან დაბრუნდა სახლში. ღამის 2 საათი ინქებოდა,
ან შეიძლება სამის წუთებიც, ზუსტად არ მახსოვს. იმ საღამოს სახლში არ ყოფილა.
ბიჭებთან ერთად სვამდა რომელიღაც რესტორანში, ადრევე დამირეკა და
გამაფრთხილა, დღეს დამაგვიანდებაო. დაძინებას ვაპირებდი უკვე რომ დავურეკე,
მოვიკითხე სად იყო. როგორც მოგვიანებით მობილურში გადავამოწმე, 01:15 საათი იყო,
მშვიდად მელაპარაკა, მითხრა ლისზე ვარ და გამოვდივარ უკვეო. სანდროს დავტოვებ
სახლში და მეც მალე მოვალო. დაახლოებით 40 წუთში მოვიდა. გასაღები სახლში
დარჩენია, არ უნდოდა ოჯახის წევრების გაღვიძება და დამირეკა, კარის გაღება მთხოვა.
მეც ავდექი... ჩვეულებრივ ხასიათზე იყო... განსაკუთრებული ნერვიულობისა და
აღელვების გარეშე... მითხრა, რომ ძლიან დაიღალა და ეძინებოდა... თავისი მანქანის
გასაღები დამიტოვა, ჩემი მეგობარი მანქანის ხელოსანია და თორნიკემ წინა დღეს
მთხოვა, ერთ-ერთი ფარი არ მუშაობს და იქნებ ვაჟას წაუყვანო და აჩვენოვო. თვითონ კი
დასაძინებლად წავიდა... გამთენიისას, ხმაურზე გამეღვიძა, ვიღაც კარზე აბრახუნებდა.
რომ გავაღეთ სახლში პოლიციელები შემოცვივდნენ, თორნიკეს ხელებზე ბორკილები
დაადეს და წაიყვანეს... ვერ გავიგეთ რა ხდებოდა ჩვენს თავს... არც არავის აუხსნია რამე
სანამ აქ არ მომიყვანეს... ახლა გავიგე, რომ ჩემს ძმას ლიზა ჩოხელის მკვლელობაში
ადანაშაულებენ, რაც სრული აბსურდია... ჩემი ძმა ვერასდროს შეძლებდა ვინმეს
მოკვლას. დარწმუნებული ვარ მალე გაირკვევა სიმართლე და მას გაანთავისუფლებენ.
15
ზედმეტად არც კი შევხებივარ, მითუმეტეს ასეთ საშინელებას არასოდეს დავმართებდი.
დამაკავეთ, რადგან ბოლოს ჩემთან ერთად იყო ლიზა, მაგრამ მხოლოდ ამ მიზეზით
როგორ შეგიძიათ ასეთი საზიზღრობა დამაბრალოთ. ვიცი, რომ მისი დაც მე მადებს
ხელს მაგრამ ვერ ვიგებ რაუნდა, მაგ გოგოსთან შეხება არც კი მქონია არასდროს...
ზაფხულში, თუ სწორად მახსოვს ივნისის თვეში ჩემი ძმაკაცის ქორწილში ვიყავი. ლიზაც
იქ გავიცანი. თვითონვე გამოიჩინა ურთიერთობის ინიციატივა, იმ საღამოს სულ ჩემთან
ერთად იყო, მეცეკვებოდა... მერე თავის და უთხრა რომ დაქალთან რჩებოდა და ის ღამეც
ჩემთან ერთად გაატარა. მოკლედ ამ დღის შემდეგ ვხვდებოდით ხოლმე, მაგრამ
შეყვარებულები არ ვყოფილვართ. შეიძლება ძველმოდურად ან „გოიმად“ ჩამთვალოთ,
მაგრამ ისეთ გოგოსთან სერიოზული ურთიერთობა ვერასოდეს მექნება, რომელიც
პირველივე შეხვედრიდან ძალიან ახლო ურთიერთობებზეა თანახმა, ხომ ხვდებით
რასაც ვგულისხმობ... ლიზამაც მშვენივრად იცოდა ეს ყველაფერი, გვისაუბრია ამ თემაზე
და ასე ვთქვათ „გაიასნებული“ იყო ჩვენი ურთიერთობის სახე და ფორმა. ლიზას ოჯახის
წევრებთან შეხება არ მქონია არასდროს, თუმცა მისგან ვიცი, რომ დასთან დაძაბული
ურთიერთობა ჰქონდა, ხშირად ჩხუბობდნენ... მეუბნებოდა, რომ გამუდმებით მის
ცხოვრებაში ყოფდა ცხვირს და სულ მითითებებს აძლევდა. მოკლედ არ მოსწონდა
ლიზას ცხოვრების სტილი.
16
მუშტებს მირტყამდა და მეუბნებოდა რომ დაშორების უფლება არ მქონდა... მე შევეცადე
მის დამშვიდებას. ვთხოვე მანქანაში ჩამჯდარიყო და სახლში გამომყოლოდა მაგრამ
უარი მითხრა. „გაეთრიე, შენი სახელის გაგონებაც აღარ მინდა...შენგან არაფერი არ
მჭირდება“ ამ სიტყვებით მიყვიროდა თან ხელს მკრავდა და მანქანისაკენ მიმათრევდა.
სიმართლე გითხრათ მეც დამღალა მისმა გაუთავებელმა ისტერიკებმა, ამიტომაც
შევეშვი, მანქანაში ჩავჯექი და იქიდან წამოვედი. ვიფიქრე ვინმეს დაურეკავს, ან ტაქსს
გამოიძახებს და თავისით წავა თქო. თბილისია ბოლოსდაბოლოს, არც ტრანსპორტის
პრობლემაა და არც კომუნიკაციის...
17
დადგომამდე ახლო პერიოდში. ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ
მძიმე ხარისხს. სიკვდილის უშუალო მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმით გამოწვეული
ჩონჩხის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და შინაგან ორგანოთა მრავლობითი
დაზიანება. აღნიშნული დაზიანებები შესაძლოა მიყენებული იყოს როგორც ბლაგვი
საგნის ჩარტყმით, ასევე საბურავის მრავლობითი გადატარების შედეგად. ასეთი სახის
დაზიანებები გამოიწვევდა ისეთი სახის შოკს ტკივილისაგან, რომ ესეც საკმარისი
იქნებოდა სიკვდილის დასადგომად. აუტოფსიამ ასევე აჩვენა, რომ გარდაცვლილი 5
კვირის ორსული იყო.
19