You are on page 1of 1

ქრისტიანობის გავრცელებამ საქართველოში ბიძგი მისცა საგანმანათლებლო საქმიანობის,

სასულიერო და ფილოსოფიურ მწერლობას. საქართველოს „ოქროს ხანის“ ეპოქაში დავით


აღმაშენებლის თაოსნობით შეიქმნა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი, გელათის
აკადემია, სადაც, როგორც მემატიანე გვამცნობს, მეფემ „შემოიკრიბნა კაცნი, პატიოსანნი
ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა..“ გელათის აკადემიის „მეორე ათენად და
იერუსალიმად“ მოხსენიება გვკარნახობს, რომ სასწავლებელში მეთერთმეტე საუკუნისთვის
ურთიერთსაპირისპირო მცნებები - ცოდნა და რწმენა, გაერთიანებულია ახალ
მსოფმხედველობაში, რომელიც ქრისტიანული რელიგიის „გაამქვეყნიურებასა“ და ბერძნულ
ფილოსოფიასთან დაპირისპირების მაგივრად, გაერთიანებას ემსახურებოდა. მეორეს მხრივ,
ჭყონდიდის ეპარქიის როლის გაზრდით საგანმანათლებლო სფეროში მოხერხდა ახალი,
ქრისტიანული სწავლებების დაკავშირება წარმართულ, მაგრამ ამასთანავე ღირებულ
სიბრძნესთან. ვფიქრობ, დავით აღმაშენებლის ეს ნაბიჯები ცხადყოფს ფაქტს, რომ მეფის
მიზანი იყო, დაემსხვრია წარმოდგენა, რომ ქრისტიანობა სცდება ტრადიციულ და თუნდაც,
ფილოსოფიურ მოძღვრებებს. ამის ხარჯზე კი ქრისტიანობა უცხო და მიუწვდომელი სიბრძნის
მაგივრად, ქართველთათვის ნაცნობ და მისაღებ სარწმუნოებად და მსოფმხედველობად იქცა.

გელათის აკადემიის საგანმანათლებლო გეზი, რეალურად, ჩამოაყალიბა იოანე პეტრიწმა,


რომელიც მთელი მოღვაწეობის მანძილზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ფილოსოფია არა
ცალკე მდგომი მეცნიერება, არამედ „რელიგიის მსახური დისციპლინაა“ („საგნმანათლებლო
კერები ბიზანტიაში“). იოანე პეტრიწმა პერიკლეს (პლატონის) სწავლებებს ქრისტიანული
გადმმოსახედიდან შეხედა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნეოპლატონიზმი
საგანმანათლებლო კერებში გაავრცელა. შედეგად, გელათის აკადემიამ ბერძნული ნაშრომების
თარგმნით, განხილვით, ანალიზითა და გავრცობით ენაში დაამკვიდრა არაერთი ტერმინი და
ცნება, რომელიც, როგორც წყაროდან ვიგებთ: „დღესაც ქართული მეცნიერული
ტერმინოლოგიის განვითარების საფუძველს წარმოადგენენ.“

„გადმოქართულების“ პროცესმა საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფურ-რელიგიური


მეცნიერების კულმინაციას, ქართულ რენესანსს, რომელსაც, შალვა ნუცუბიძის ხედვით, ახალ
აღმოსავლური რენესანსის მოძრაობაში ცენტრალური ადგილი ეკავა. მართალია, მეცნიერთა
ნაწილი ამ ეპოქის ევროპულ რენესანსთან (XV-XVI ს.) დაკავშირებისგან თავს იკავებს, მაგრამ
ჩემი გადმოსახედიდან სრულიად ლეგიტიმურია მსგავსი პარალელის გავლება. მეტიც,
როგორც განვიხილეთ, ქართული მწერლობის აღმავლობის ეს ეპოქა დაფუძნებულია
ანტიკური ფილოსოფიის ადაპტაციასთან ქართველურ კულტურასთან, რაც წარმოადგენს ახალ
სიტყვას იმდროინდელ შემოქმედებით სამყაროში. ქართული რენესანსის საყრდენი ცნება
„მიჯნურობა“, თავის მხრივ, რევოლუციურ ჭრილშია განხილულია შოთა რუსთაველის
„ვეფხისტყაოსანშიც“. წყაროში განხილულია ამ პოემის მრავალი ასპექტი, რომლიც
თავისუფლად შეიძლება მივაწეროთ ინსპირაციას გელათის ახალდამკვიდრებული
ფილოსოფიისგან. მაგალითად მოყვანილია ორი ტერინი „კავშირნი“ და „სირა“, რომლებიც
უშუალოდ იოანე პეტრიწის გავლენითაა დამკვიდრებული. რომ აღარაფერი ვთქვათ,
რუსთაველის იდეოლოგიის ცალსახა კავშირზე ნეოპლატონიზმთან, დავასკვნით, რომ
გელათიის აკადემიის მოღვაწეობამ რეალური და უმნიშვნელვანესი კვალი დატოვა ქართულ
შემოქმედებით საქმიანობაში.

You might also like