You are on page 1of 3

მინდა გაცნობოთ სიახლე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „მომხმარებელთა

უფლებების შესახებ“ , რაც გულისხმობს მოწყობილობის (აპარატების და კაპუჩინატორის)


დაბრუნებას და საგარანტიო პირობების ცვლილებებას.

დაბრუნების პირობები  ეხება მხოლოდ დისტანციურად შეძენილ ნივთებს.


საინფორმაციო სამსახური ზარში ვალდებულია მოწყობილობის შეძენის დროს მომხმარებელს
გააცნოს მოწყობილობის დაბრუნების პირობები.

ნივთის დისტანციურად (ვებ-გვერდი ან საინფორმაციო ცენტრი) შეძენის შემთხვევაში ვრცელდება


შემდეგი დაბრუნების პირობები:

მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე უკან დააბრუნოს შეძენილი
ნივთი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, წინასწარი
წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

დასაბრუნებელი თანხა
ნაკრების შეძენის შემთხვევაში, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ტექნიკა. ფასი დაანგარიშდება
შესაბამისი ნაკრებით გათვალისწინებული ფასდაკლებით და მომხმარებელს დაუბრუნდება
ტექნიკაში გადახდილი ფასდაკლებული ფასი.

რაც შეეხება მეამას სივრცეებს შეძინილი ნივთის დაბრუნებას მომხმარებელი შეძლებს შეძენიდან 2
კალენდარული დღის განმავლობაში.
გამოყენებულ აპარატს როგორც აქამდე არ დავიბრუნებთ.

გამონაკლისი
თუ მომხმარებელს ჩანაცვლება სურს ნაკრების სხვა ფორმატის ნაკრებით და აპარატი
გამოუყენებელია შეგვიძლია  დავუშვათ გამონაკლისი შეძენიდან ორი დღის განმავლობაში.

თუ გახსნილია კოლოფი და აპარატი გამოუყენებელი, გახსნილ კოლოფს იტოვებს და გაუხსნელი


კოლოფების რაოდენობა გადაიცვლება.

საგარანტიო ბარათი

აპარატებისთვის და კაპუჩინატორისთვის გამოვიყენებთ ერთ საერთო საგარანტიო ბარათს.


საგარანტიო გვექნება როგორც ქართულ  ენოვანი ასევე ინგლისურ ენოვანი

გარანტია მოწყობილობას ექნება 2 წელი

ᲡᲐᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲐᲠ ᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲓᲔᲑᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲔᲑᲨᲘ:


⦁ თუ გასულია საგარანტიო ვადა;
⦁ მწარმოებლის საგარანტიო ბარათი არ არის წარმოდგენილი
⦁ საგარანტიო ბარათში მითითებული მონაცემები წაშლილი ან შეცვლილია;
⦁ საგარანტიო ბარათში ან მოწყობილობაზე არ იკითხება/ამძრვალია სერიული ნომერი;
⦁ მოწყობილობას აქვს ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
⦁ დარღვეულია მწარმოებლის ექსპლუატაციისა და მოხმარების წესები;
⦁ ელ. ქსელის გაუმართაობით, მოწყობილობის დეტალების კოროზიით ან დანესტიანებით;
⦁ მოწყობილობის დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციური შეკეთების სამუშაოების შედეგად;
⦁ გარანტია არ ვრცელდება სადენებსა და აქსესუარებზე.

Მოწყობილობის  დაბრუნების ან შეცვლის პირობები:

⦁ ნივთის შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში ,


გთხოვთ, დარეკოთ საინფორმაციო ცენტრში  0322800808 აპარატი გამოიცვლება შესაბამისი
პირობებით.
⦁ მეამას სივრცეში შეძენილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია 2 კალენდარული დღის ვადაში;
⦁ დისტანციურად  შეძენილი ნივთის დაბრუნების პირობები იხილეთ ვებ-
გვერდზე https://shop.meama.ge/ ;
⦁ მეამას სერვის-ცენტრში აპარატის შეკეთების ვადა არის 21 კალენდარული დღე. თუ ამ პერიოდის
განმავლობაში ზიანი ვერ აღმოიფხვრა, კომპანია უზრუნველყოფს აპარატის შეცვლას შესაბამისი
პირობებით.
⦁ შეცვლის ან/და დაბრუნების შემთხვევაში აუცილებელია  წარმოადგინოთ შეძენილი ნივთის სრული
დაუზიანებელი კომპლექტი - შესაფუთი ყუთი, აქსესუარები, ინსტრუქცია და საგარანტიო ბარათი.

ნივთის შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში მეამას საინფორმაციო ცენტრში (ტელ: 0 32 2 800
808; e-mail: mailto:info@meama.ge) ნაკლის დაფიქსირების შემთხვევაში, მეამა უზრუნველყოფს
ნივთის ჩანაცვლებას, თუ ადგილზე დიაგნოსტიკის შედეგად ხარვეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდება.

ნივთის შეძენიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ მეამას საინფორმაციო ცენტრში (ტელ: 0 32 2 800
808; e-mail: mailto:info@meama.ge ) ნაკლის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია
დატოვოს ნივთი მეამას ნებისმიერ სივრცეში დიაგნოსტიკისთვის ან ადგილზე გამოიძახოს მეამას
წარმომადგენელი. ადგილზე გამოძახების სერვისი წარმოადგენს ფასიან მომსახურებას. თუ ადგილზე
დიაგნოსტიკის შედეგად ნივთის ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მეამას წარმომადგენელი მომხმარებელს
დროებით სარგებლობაში უტოვებს აპარატს, მომხმარებლის ნივთის სერვის-ცენტრში დიაგნოსტიკის
დასრულებამდე.

სამუშაო პროცესი

სივრცეში მოწყობილობის შეძენის დროს ელჩი ვალდებულია  გახსნას აპარატი მომხმარებლის


თანდასწრებით, დაათვალიეროს, შემდეგ კი მომხმარებელმა საგარანტიო ბარათის მყიდველის ველში
მოაწეროს ხელი.

დელივერი შეძენილი ნივთის მიწოდების დროს ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს აპარატის


დათვალიერება და სთხოვოს საგარანტიო პირობებზე ხელის მოწერა. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი
არ არის დამხვედრი პირი დელივერი ჩამბარებელ პირს მოაწერინებს ხელს.  ასვე ვუშვებთ ფაქტს, რომ
გვქონდეს საგარანტიო ბარათი ხელმოწერების გარეშე.

თუ მომხმარებელი განაცხადებს აპარატის დაბრუნებას მითითებულ ვადებში, საინფორმაციო


სამსახური აუცილებლად მიაწვდის ინფორმაციას მომხმარებელს - დაბრუნებას ექვემდებარება ნივთი,
რომელსაც არ აღენიშნება ვიზუალური დაზიანება და თან ახლავს სრული დაუზიანებელი
კომპლექტი - შესაფუთი ყუთი, აქსესუარები, ინსტრუქცია და საგარანტიო ბარათი.
ასევე დელივერი დაბრუნების შემთხვევაში მოითხოვს სრული კომპლექტით , რომელიმე პირობის არ
შესრულების შემთხვევაში გაუქმდება დაბრუნების საკითხი.

საიტზე უკვე განვათავსეთ საგარანტიო პირობები  https://shop.meama.ge/ka/dabrunebis-politika ,


საგარანტიო ბარათი კი მომდევნო კვირას ყველა გაყიდვის წერტილში იქნება.
ფოტოს სახით ვამატებ საგარანტიო ბარათს.

ჯერ ჯერობით, საგარანტიო ბარათი გაიცემა ძველი, თუ ამ დროის განმავლობაში დაფიქსირდება


მსგავსი საკითხები ახალი წესებით ვმუშაობთ.

You might also like