You are on page 1of 4

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის კონცეპტის გამოყენება

მუნიციპალური ბიუჯეტის გენდერული ანალიზისათვის

შემთხვევის შესწავლა

ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის თანამედროვე კონცეფცია საბიუჯეტო პროცესში გენდერული


მიდგომების დანერგვასაც გულისხმობს. არსებობს სპეციალური ტერმინიც, გენდერულად
მგრძნობიარე ბიუჯეტი (გენდერული ბიუჯეტი), რომლის მიზანიცაა თანასწორად
გადაანაწილოს ბიუჯეტი ქალებსა და მამაკაცებზე და საბიუჯეტო რესურსების გენდერულად
სამართლიანად გადანაწილებით, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევას.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილში წარმოადგენილია საქართველოს 3 მუნიციპალიტეტის


ბიუჯეტიდან სპორტის სფეროს დაფინანსებაზე მიმართული ხარჯების ნიმუშები. გენდერული
ბიუჯეტირების პრინციპებიდან გამომდინარე სპორტის სფეროს ბიუჯეტის დაგეგმვისას
ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ სპორტულ აქტივობებში ჩართულთა ზოგად რიცხვს,
არამედ გენდერულად დაყოფილ მონაცემებს, აგრეთვე ასაკს და საცხოვრებელ ადგილს, რათა ისე
არ გამოვიდეს, რომ მუნიციპალური ბიუჯეტის სპორტის სფეროს ხარჯების სამიზნე ძირითადად,
მუნიციპალიტეტის ცენტრში მცხოვრები ბიჭუნები/ვაჟები არ იყვნენ.

სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის სფეროში განხორციელებული მუნიციპალური


პროგრამების გენდერული ანალიზისათვის იყენებენ შემდეგ ინდიკატორებს:

1. მუნიციპალური სპორტული პროგრამების მიერ მხარდაჭერილი სპორტული


კლუბებისა და გუნდების წევრთა საერთო თანაფარდობაში ქალი/კაცი
სპორტსემების თანაფარდობა
2. სხვადასხვა სპორტული ღონისძიების მონაწილეთა გენდერული თანაფარდობა
3. სპორტულ ცენტრში მოვარჯიშე სპორტსმენთა გენდერული თანაფარდობა
4. ღია სტადიონებისა და სხვა სპორტული ინფრასტუქტურის გამოყენების სიხშირე
სხვადასხვა ჯგუფების (ქალები/კაცები/გოგონები/ვაჟების) მიერ

როგორ შეიძლება სპორტში გოგონები/ქალების აქტიურად ჩართვამ ხელი შეუწყოს

გენდერულ თანასწორობას

სპორტი მოიაზრება არსებული გენდერული ნორმების ცვლილების ერთ-ერთ ქმედით


მექანიზმად. კერძოდ, ქალთა ჩართულობა სპორტში ამსხვრევს ისეთ გენდერულ სტერეოტიპებს,
როგორიც არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალები ფიზიკურად სუსტები არიან და ეს მათ ხელს
უშლით სპორტის ცალკეულ (უმრავლეს) სახეობებში წარმატების მიღწევაში; რომ სპორტული
აქტივობა საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის, კერძოდ რეპროდუქტიული ჯანმრთელობისთვის;
რომ სპორტში ჩართულობა არ შეესაბამება ქალთა როლს საზოგადოებასა და ოჯახში. შესაბამისად,
სპორტის განვითარების პოლიტიკაში გენდერული ასპექტის გათვალისწინება მნიშვნელოვნად
ამცირებს მსგავსი სტიგმების არსებობის ალბათობას, რაც პირდაპირ აისეხება ქალთა მოტივაციასა
და თვითშეფასებაზე. ზემოაღნიშნული თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
პროფესიულ სეგრეგაციასა და არჩევანის თავისუფლებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზრდის
ქალთა პიროვნული ხელშეუხებლობის შესაძლებლობებს, პირდაპირ გავლენას ახდენს მათ
როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში, დაადებითად აისახება მათ ეკონომიკურ
დამოუკიდებლობასა და მათ შესაძლებლობაზე ჩაერთონ პოლიტიკური თუ სოციალური
სისტემის ფორმირებაში. ყოველივე ეს კი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა (არაპირდაპირი
გავლენა) იცხოვრონ დაცულ გარემოში და უზრუნველყონ საკუთარი ფიზიკური
ხელშეუხებლობა.

დავალების ინსტრუქცია

ყურადღებით გაევანით ქვემოთ მოყვანილ მონაცემებს, გენდერულად გაანალიზეთ და


ჩამოაყალიბეთ, როგორ აფასებთ მუნიციპალიტეტებში სპორტის დაფინანსების გგენდერულ
ასპექტს, შეეცადეთ განსაზღვროთ, ბიუჯეტის ესა თუ ის მუხლი, ვის ემსახურება
გოგონებს/ვაჟებს/ქალებს/კაცებს, ახსენით რა მონაცემები დაგაკლდათ ბიუჯეტის უფრო ღრმა
გენდერული ანალიზისათვის. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი რომ იყოთ, რა
წინადადებებს წარადგენდით, რომ სპორტის ბიუჯეტი გენდერულად უფრო დაბალანსებული
იყოს.

ცალკე ფაილით მეილზე გადმომიგზავნეთ მხოლოდ თქვენს მიერ დაწერილი ტექსტი.


დავალების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 15 ივნისი. დავალება 3 ქულიანია.

საქართველოს მუნიციპალური ბიუჯეტების სპორტული სფეროს დაფინანსების ტიპიური


ნიმუშები.:

ვანის მუნიციპალიტეტის ქეისი

სპორტის სფეროში ფინანსდება შემდეგი მუხლები:

3.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით


დაფინანსდება ფეხბურთში, მძლეოსნობაში, ჭადრაკში, ჭიდაობასა და სპორტის სხვადასხვა
სახეობაში მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებები.

3.1.3 საფეხბურთო კლუბი სულორი ვანი (პროგრამული კოდი 05 01 03)


3.1.4 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01
04)

ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციის და


ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტი კვლავ გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის
მოწესრიგების ღონისძიებებს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ვანში
საავადმყოფოსთან, შუამთის და ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი ფეხბურთის
სტადიონების რეაბილიტაცია.

3.1.5 სარაგბო კლუბი ვანის აიეტი (პროგრამული კოდი 05 01 05)

ქვეპროგრამა გულისხმობს სარაგბო კლუბ ვანის აიეტის რაგბის ეროვნულ ჩემპიონატში


მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. კლუბის მიზანია იზრუნოს რაგბის,
როგორც მნიშვნელოვანი სპორტული ფენომენის პოპულარიზაციისათვის.

3.1.6 სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 06)

ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების


გაერთიანების დაფინანსებას. გაერთიანებაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭიდაობის, ძიუდოს,
სამბოს, მძლეოსნობის, რაგბის, ველოსპორტის, კალათბურთის, ჭადრაკის და საბრძოლო
ხელოვნების სექციები. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის
ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სკოლის პროფილის შესაბამისად
მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება, მასობრივი სპორტის განვითარება, სასპორტო
სკოლის მოსწავლეთათვის შესაბამისი სპორტის სახეობათა მიხედვით მატერიალურ-ტექნიკური
და საწვრთნელი ბაზის შექმნა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი


ზესტაფონისს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

ზესტაფონს კიდევ ერთი ახალი სპორტული დარბაზი ექნება. სპორტული კომპლექსი, მოსწავლე
ახალგზრდობის სახლის ერთ – ერთ ფლიგელში, დაახლოებით 270 კვ. მ ტერიტორიაზე მოეწყობა და
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. ახალ სპორტულ დარბაზში კარატეს და
კრივის სექციები განთავსდება.

კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელი ოთახები და საშხაპეები, კრივის რინგი.


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 69 978
ლარია.

You might also like