You are on page 1of 5

რეფერატი

თემაზე:
ფ ო ბ ი ე ბ ი

მედიცინის ფაკულტეტი

I კურსი, VIII ჯგუფი

ლუკა მადურაშვილი
ფობია
ფობიები - ვიღაცის ან რაიმე მოვლენის
მიმართ პანიკური შიში ან თუნდაც
ზიზღი.ზოგჯერ ფობია ისეთ ისტერიკას და
პანიკას იწვევს რომ გაკონტროლებაც კი
შეუძლებელია. შიშის გრძნობა ნაცნობია
ყველა ადამიანისთის, მაგრამ სულ სხვაა
აკვიატებული შიში, რომელიც ადამიანის
განუყოფელი ნაწილი ხდება.შიშს ბევრი
გარეგანი და შინაგანი, თანდაყოლილი თუ
შეძენილი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად: მარტოობა, ავადმყოფობა, დამარცხების მოლოდინი,
წარუმატებლობა და სხვა. ექიმების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებობს ფობიის, არც მეტი, არც
ნაკლები 250 ფორმა, მეორენი კი მათ რიცხვს 450-მდე ზრდიან, მაგრამ რეალურად ფობია შეიძლება
იყოს იმდენი რამდენიც ადამიანი, მოვლენა და საგანია ქვეყანაზე. ადამიანი შეიძლება შეპყრობილი
იყოს ფობიით, ისე რომ ვერც აცნობიერებდეს ამას. თითქმის ყველა ჩვენგანს ახასიათებს ესა თუ ის
ფობია, რომელიც ნაწილობრივ მაინც ცვლის ჩვენს ცხოვრებას.

ცნობილია ფობიების 3 ტიპი: უბრალო, სოციალური და აგოროფობიები.

• ის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ ერთი მოვლენის და ობიექტის


მიმართ აღმოცენებულ შიშთან ითვლება მარტივ, უბრალო ფობიად.

• ფობიებიდან ყველაზე გავრცელებული ფორმაა აგოროფობია, ანუ შიში დიდი სივრცეების,


ფართობების მიმართ. ამ დაავადებით იყო შეპყრობილი მაგალითად პეტრე პირველი.
აგოროფობია დაკავშირებულია ისეთ გამოვლინებებთან, როგორიცაა: პანიკური შეტევა,
არტერიული წნევის მატება, ტაქიკარდია, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა,
ქოშინი.

• ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე სოციალური ფობიები, ანუ სხვებთან ურთიერთობის შიში,


რასაც მივყავართ სოციალურ დეზადაპტაციამდე, სოციოფობია თავს იჩენს ადრეულ
პერიოდში, მოზარდებში ცნობილია ე.წ სასკოლო ფობიით. როგორც წესი, ასეთი ბავშვები
ბეჯითნი, მოწესრიგებულნი, ჭკვიანნი არიან, მაგრამ აქვთ გაკვეთილის მოყოლის შიში.

ფობიების კლასიფიკაცია სხვადასხვა სახით ხდება. მაგალითად, არსებობს ფობიების კლასიფიკაცია


ასაკობრივი ჯგუფის გათვალუსწინებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება
მისთვის დამახასიათებელი შიშები. მაგ: ბავშვებისათვის ნიშანდობლივია სიბნელის შიში,
მოზარდებისთვის - ნაადრევი სიკვდილის შიში, და ა.შ.

ფობიები ასევე განსხვავდება სიმწვავის მიხედვით. ზოგიერთ ადამიანს მარტივად შეუძლია თავი
აარიდოს შიშის საგანს და შედარებით გულგრილად შეხედოს ამ საკითხს. სხვები სრულ პანიკაში
ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში
ირაციონალურია, მაგრამ მათი თავდაპირველი პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლიათ.

როგორ ვუმკურნალოთ ფობიეს?


1. შეცვალეთ უარყოფიტი შიშები დადებითით, ეცადეთ გადაერთოთ სასიამოვნოზე.

2. შეხედეთ შიშს პირდაპირ თვალებში. დავუშვათ თქვენი ფობიაა ობობა. თავდაპირველად


სხვა ადამიანების თანდასწრებით უყურეთ დახატულ ობობას თვალებში. ამის შემდეგ უკვე
ეჩვევით მკვდარი ობობის ყურებას, შემდეგ ცოცხლისას, შემდეგ კი უკვე ხელშიც იჭერთ.

3. შეეცადეთ შეიგრძნოთ პანიკის შეგრძნება, დააჯერეთ საკუთარი თავი, რომ ასეთი


ხასიათის შეტევა თქვენ არაერთხელ გქონიათ, მაგრამ გაგიარათ.

4. იყავით შემწყნარებელი საკუთარი თავის მიმართ, შეაქეთ საკუთარი თავი, ყოველი


წინგადადგმული ნაბიჯისთვის

5. არ იჩქაროთ, ჩაიტარეთ მკურნალობა დღეში რამდენჯერმე.

6. როდესაც იგრძნობთ, რომ პანიკური შიში გიპყრობთ, თავი დაიტვირთეთ რამე


საქმიანობით, რომელიც გეხმარებათ განტვირთვაში.წაიკითხეთ სასიამოვნო წიგნი,
ესაუბრე საკუთარ თავს ხმამაღლა.

7. შეეცადეთ თქვენი შიში ქულებით განსაზღვროთ 0დან 10მდე. აღმოაჩენთ, რომ შიშის სიმწვავე
არ არის მდგრადი, დააფიქსირეთ ის მოქმედებები და ფიქრები, რომლებიც იწვევენ ქულების
მომატებას ან დაკლებას.

8. შეეცადეთ გარემოს „ვარდისფერი“ სათვალით უყუროთ.

9. მოერიდეთ კონფლიქტებს და კონფლიქტურ სიტუაციებს

10. მაქსიმალურად დაწვით ადრენალინი, რომელიც შიშის შეტევის დროს ორგანიზმში ჭარბი
რაოდენობით გამომუშავდება, ნუ ეცდებით მშვიდად ყოფნას, მოდუნებას, პიქიქით
მაქსიმალურად იმოძრავეთ.
აუტოფობია - მარტო ყოფნის შიში ოფიდიოფობია — გველების შიში

სელენოფობია — მთვარის შიში გამოფობია - დაქორწინების შიში

ურანოფობია - სამოთხეში ვერმოხვედრის შიში ვიკაფობია - ჯადოქრების შიში

კინოფობია - ძაღლების შიში სოციოფობია - ხალხის შიში


სხვა ფობიებია
1. დისოფობია - შიში გარკვეულ ნივთიერებებთან შეხების
2. აიხომოფობია - შიში ბასრი საგნების მიმართ
3. ანდროფობია - შიში მამაკაცების მიმართ
4. აუტოფობია - მარტოობის შიში
5. კრემატოფობია - ფულის შიში
6. ნეოფობია - შიში ყოველივე ახლის მიმართ
7. ნიქტოფობია - სიბნელის შიში
8. ჰემოფობია - სისხლის შიში
9. თანატოფობია - სიკვდილის შიში
10. ვენუსტრაფობია - შიში ლამაზი ქალების მიმართ
11. ფოლობია - სიყვარულის შიში
12. გამოფობია - ქორწინების შიში
13. ცატოტროპობია - სარკის შიში
14. ლეუკოფობია - თეთრი ფერის შიში
15. ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია - შიში რიცხვ 666–ის მიმართ
16. სქოლიოფობია - სკოლის შიში
17. ტექნოფობია - შიში ტექნოლოგიის მიმართ
18. ფილოფობია - სიყვარულის შიში
19. ქიონოფობია - თოვლის შიში
20. ცაცოფობია - უშნო ხალხის შიში
21. ჰელიოფობია - მზის სხივის შიში
22. ამბულოფობია - სიარულის შიში
23. ბაროფობია - გრავიტაციის შიში
24. გინოფობია - შიში ქალების მიმართ
25. დენტოფობია - კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.
26. ზოოფობია - ცხოველების შიში
27. იატროფობია - ექიმების შიში
28. კიბერფობია - კომპიუტერების შიში
29. ლალოფობია/ლალიოფობია - საუბრის შიში
30. ლილაპსოფობია - ქარიშხალის შიში
31. მაგეიროკოფობია - საჭმლის მომზადების შიში
32. მელანოფობია - შავი ფერის შიში
33. ნიქტოფობია / ახლუოფობია / ლიგოფობია / სკოტოფობია - სიბნელის შიში
34. ომბროფობია - წვიმის შიში
35. ოსმოფობია / ოლფაცტოფობია - სუნის შიში
36. ორნითოფობია - ჩიტების შიში
37. ფრიგატრისკაიდეკაფობია - რიცხვი 13-ისა და პარასკევის შიში
38. რანიდაფობია - ბაყაყების შიში
39. სომნიფობია - ძილის შიში
40. ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია - გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში

You might also like