You are on page 1of 3

იჯარის ხელშეკრულება

ქ.თელავი 22.03.2022
წ.

ერთის მხრივ ანტონიო ჯავახიშვილი შემდგომში მეიჯარე ( პ/ნ 111111111111მის: ქ. თელავი,


ტელ:საბანკო რეკვიზიტები) და მეორეს მხრივ ბიბო ბატონიშვილი მოიკარე ( პ /ნ
2222222222222მის: ქ. თელავი, ტელ: საბანკო რეკვიზიტები) ვდებთ ოჯარის
ხელშეკრულებას შემდეგზე:

1.ხელშეკრულების საგანი

1.1 ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარე დროებით სარგებლობაში გადასცემს მოიჯარეს


მის საკუთრებაში არსებულ კომერციულ ფართს ( 500 მ2)

1.2 მეიჯარე მოიჯარეს 8 წლით გადასცემს კომერციულ ფართს.

1.3 ოჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცემა 22.03.2022 დან 22.03.2030 მდე

1.4 იჯარის ობიექტი განკუთვნილია კომერციული დანიშნულებისათვის

2. ხელშეკრულების ფასი და გადახდის პირობები

2.1 პირველი წლის განმავლობაში ყოველთვიური საფასური განისაზღვრება 1000 ლარის


ოდენობით, ხოლო მომდევნო 7 წლის მანძილზე 1500 ლარის ოდენობით.
(ხელშეკრულების საფასური დადგენილია იმპერატიულად და ხელშეკრულების
მოქმედების პერიოდში არ ექვემდებარება გადასინჯვას)

2.2 თანხის გადახდა უნდა მოხდეს ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვში

2.3. იმ შემთხვევაში თუ მოიჯარე იჯარის საფასურის გადახდას 5 კალენდარული დღით


დააგვიანებს ხელშეკრულება შეწყდება ავტომატურად.

2.4 საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით

3. მხარეთა ვალდებულებები

3.1 მოიჯარე ვალდებულია:

3.1.1 გამოიყენოს იჯარის ობიექტი მხოლოდ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული


დანიშნულებით ( კომერციული ფართის/მაღაზიის სახით)
3.1.2 მოუაროს იჯარის იბიექტს

3.1.3 დაუბრკოლებლად შეუშვას მეიჯარე ობიექტზე შემოწმების მიზნით

3.1.4 მეიჯარესთან შეთანხმებით ჩაუტაროს ფართს სარემონტო სამუშაოები

3.1.5 მეიჯარესთან/ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებით გააკეთოს ბანერი


რეკლამისთის (რათა არ შეიცვალოს ობიექტი მნიშვნელოვანწილეად, ფასადურად არ
დამახინჯდეს)

3.1.6 მეიჯარის თანხმობის გარეშე არ გასცეს იჯარის ობიექტი მესამე პირებზე ვეიჯარით .

3.2 მეიჯარე ვალდებულია:

3.2.1 უზრუნველყოს ,,მოიჯარის’’ მიერ საიჯარო ობიექტით შეუფერხებელი სარგებლობა და


ხელი არ შეუშალოს მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების
განხორციელებაში.

3.2.2 დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.

4. პასუხისმგებლობა

4.1 მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშერულებითა და საქართველოს კანონმდებლობის


წესით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არასათანადო
შესრულებისთვის.

5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვადამდე შეყწვეტა

5.1 წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს 8 წლის მანძილზე მხარეების მიერ


ხელმოწერის მომენტიდან

5.2 აღნიშნული ხელშეკრულების მოშლა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ უხეშად


დაირღვევა ხელშეკრულების არსებითი პირობები და კანონმდებლობა (სამოქ. კოდე . 581-
606)

5.3 მოიჯარეს შეუძლია მისი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების


წარმოშობის გარეშე ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში :

5.3.1. თუ მეიჯარე უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

5.4. ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმების შედეგად .

6. ფორს მაჟორი.

6.1.მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების


შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების
შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება , ეპიდემია ,
ომი და სხვა) ზეგავლენით, რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება
აღემატება მხარეთას გონივრულ კონტროლს და შესაძლებლობებს. დაუძლეველ ძალით
გამოწვეული მოვლენები ეწოდება ისეთ მოვლენებს, რომლთა წარმოშობასა და
განვითარებაზე მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა (ფორს-მაჟორი )

6.2.მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია


დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი მოვლენების დადგომის
თაობაზე. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს
დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი , თუ ის
საყოველთაოდ აღიარებული არ არის. თუ ასეთი მოვლენები გაგრძელდა 30 (ოცდაათი)
დღეზე მეტი ვადით მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ხელშეკრულება .

მხარეების ხელმოწერა:

მეიჯარე:

მოიჯარე

თარიღი 22.03.2022

You might also like