You are on page 1of 1

თემა 12.

ადამიანური რესურსების მართვა პრაქტიკაში

Aადამიანური რესურსების მართვის ქვეშ იგულისხმება ორგანიზაციის მიზნების


მისაღწევად ისეთი სისტემების შემუშავება და გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს
ადამიანური რესურსების ეფექტიან და მწარმოებლურ გამოყენებას.
ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი მიზნებია:
1. ადამიანური რესურსების მოზიდვა და შერჩევა;
2. ადამიანური რესურსების მომზადება და განვითარება;
3. ადამიანური რესურსების შენარჩუნება.
1. ადამიანური რესურსების მოზიდვა და შერჩევა მოიცავს ოთხ საფეხურს:
პირველი - ადამიანური რესურსების დაგეგმვა, რაც გულისხმობს ადამიანურ
რესურსებზე მოთხოვნილებისა და კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობებთან
მოსალოდნელი შესაბამისობის პროგნოზირებას. მოთხოვნილების განსაზღვრის
ძირითადი ელემენტებია:
 შრომის შინაარსის ანალიზი
 თანამდებობრივი მოთხოვნილებების აღწერა;
 კვალიფიკაციის მოთხოვნების განსაზღვრა.
მეორე - ადამიანური რესურსების შერჩევის წყაროების განსაზღვრა. არსებობს
ადამიანური რესურსების შრჩევის ორი წყარო:
 გარე წყარო, რასაც მიეკუთნება მაგალითად, საინფორმაციო საშუალებებში
განცხადებების გამოქვეყნება, კერძო შესაბამისი სამსახურების დახმარება,
კომპანიის თანამშრომლების რეკოენდაციები და ა.შ
 შიგა წყარო.
მესამე - კანდიდატების შერჩევა: ძირიათდი მეთოდებია: ანკეტირება, ტესტირება,
გასაუბრება და ა.შ
მეოთხე - ახალი მომუშავის სამუშაოზე მიღება.
2. ადამიანური რესურსების მომზადება და განვითარება, რაც გულისხმობს გეგმიურ
მოქმედებებს, რომელიც უკავშირდება სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი
ქცევის სწავლებას. ძირითადი მიდგომებია:
 სწავლება სამუშაო ადგილზე;
 წინ წაწევა კარიერულ საფეხურზე;
 მენტორობა და ქოუჩინგი;
 ატესტაცია;
 კორპორატიული ინსტიტუტები.
3. ადამიანური რესურსების შენარჩუნება. ღირებული ადამიანური რესურსის
შენარჩუნება მნიშვნელოვანია ორგანიზაციის სტაბილურობისათვის. ამისათვის
ძირითადად გამოიყენება:
 შრომის ანაზღაურების სისტემები (როგორც ფულადი, ასევე საქონლითა და
მომსახურებით გამოხატული);
 შეღავათები (კანონით რეგულირებადი, ორგანიზაციის მიერ დაწესებული და
ა.შ)

You might also like