You are on page 1of 3

ბილეთი 5 1. ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია.

ენათა კონტაქტები და არეალური ლინგვისტიკა


(10 ქულა) 2. ფონი, ფონემა და ალოფონთა სახეები (10 ქულა)

3. პრაქტიკული დავალება (ყოველი ხუთქულიანი, სულ 20 ქულა): ა) დაშალეთ მორფემებად სიტყვა


„თავქარიანმა“ და განსაზღვრეთ მორფემათა ტიპები; ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა
„ველაპარაკებით“ და რამდენი პირია გამოხატული ამ ზმნურ ფორმაში; გ) დაახასიათეთ
არტიკულაციურად დენტალური ბგერები; დ) განასხვავეთ: ჟარგონი და დიალექტი

1. ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია. ენათა კონტაქტები და არეალური ლინგვისტიკა

სხვადასხვა ენები შესაძლოა ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ საერთო სტრუქტურული მახასიათებლით.


შესაძლოა ეს საერთო მახასიათებლები გამოწვეული იყოს იმით, რომ ორი ენა ერთმანეთის ახლოს,
საერთო სივრცეში განვითარდა, ორ ქვეყანას ჰქონდა მჭიდრო ისტორიული კონტაქტი, იქნებოდა ეს
ერთის მიერ მეორის დაპყრობა და კულტურის შეტანის მცდელობა თუ უბრალოდ მჭიდრო კავშირი
(ვაჭრობა, ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლა და ა.შ.). შესაბამისად, ტერიტორიულად მომიჯნავე ენები
არეალურ ჯგუფებს ქმნიან. ხოლო თავად ასეთ მეზობელ ენებს ეწოდება ადსტრატული ენები.
ურთიერთგავლენა არეალურ ენებს შორის შესაძლოა იყოს სხვადასხვა სახის. იქნება ეს სიტყვის
სესხება და გადაღება მეზობელი ენიდან თუ მსგავსება ენის სინტაქსურ, ფონოლოგიურ თუ
მორფოლოგიურ სისტემებში. ამ დროს ერთი ენობრივი კოლექტივი მეორე ენობრივი კოლექტივის
ენიდან გარკვეულ სიტყვას სესხულობს ან ემსგავსება სტრუქტურულად, მაგრამ ეს სესხებაც არ
გულისხმობს იმას, რომ ცვლილების გარეშე გადადის ერთი ენისთვის დამახასიათებელი ენობრივი
ფორმა მეორეშე. მართალია, უმეტესად ენები განიცდიან სხვა ენის გავლენას, მაგრამ შესაძლებელია,
რომ იზოლაციის შედეგად ენა დამოუკიდებლად განვითარდეს და არა მარტო არა თვითონ არ
შეითავისოს სხვა ენის თავისებურება, არამედ არც თავისი მახასიათებლები შეიტანოს სხვა ენაში.
ასეთი ენები არცერთ არეალურ ჯგუფს არ განეკუთვნება.

ერთი ენიდან მეორე ენაში მახასიათებლების შესვლა კონტაქტების შედეგია. ეს კონტაქტი კი შესაძლოა
იყოს რამდენიმე სახის და შევეცდები, მოკლედ თითოეულზე ვილაპარაკო:

1. ინგლისურს კელტურ ენებთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა, საკმაოდ დიდი ხნის
განმავლობაში საერთო არეალურ სივრცეში ეს ორი ენა ერთად არსებობდა, ფიქსირდებოდა
ბილინგვიზმის, ანუ ორენოვნების პერიოდი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კელტურმა
დათმო პოზიციები და ნელ-ნელა გადაშენდა, მაგრამ მან თავისი კვალი მაინც დატოვა
ინგლისურ ენაზე. შეუძლებელია, ორი ენა ერთ არეალურ სივრცეში ამდენი ხნის
განმავლობაში თანაარსებობდეს და რომელიმემ მეორის თავისებურებები არ შეითავისოს.
2. მეორე სახის კონტაქტებზე საუბრისას შეგვიძლია გავიხსენოთ მე-11 საუკუნის ინგლისი,
როდესაც გარკვეული დროით ნორმანებმა ძალაუფლება მოიპოვეს და შესაბამისად, საკუთარი
ენის გავრცელებაც დაიწყეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსახლეობა ერთმანეთთან კვლავ
ინგლისურად აგრძელებდა საუბარს და მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევდათ დამპყრობელი
ენიდან სიტყვების სესხება, თუ რაიმე სახის კონტაქტი ჰქონდათ ამ სფეროში, მაგალითად,
შეიძლება ნასესხები იყოს ვაჭრობასთან დაკავშირებული ტერმინები.
3. ინგლისურსა და სკანდინავიურს შორის მე-9 - მე-11 საუკუნეებში საკმაოდ მჭიდრო კავშირი
იყო და სწორედ ამ დროს ისესხა ინგლისურმა მრავალი სიტყვა, რომლებიც ძირითადად
ყოველდღიური საუბრისას გამოიყენებოდა. იქნებოდა ეს „ცა“ , „სიკვდლი“, „დაბალი“ თუ ა.შ.
2. ფონი, ფონემა და ალოფონთა სახეები (10 ქულა)

ყოველი ბგერის მიღმა დგას ერთი ფონემა. ჩვენ, ადამიანები, წარმოვთქვამთ არა ფონებემს, არამედ
ბგერებს. ფონემა მიიღება იმ შემთხვევაში, თუ თუნდაც მხოლოდ ერთ პოზიციაში განასხვავებს,
შეცვლის სიტყვის მნიშვნელობას. ფონი არის ფონემის ვარიანტი და რადგან რამდენიმე ვარიანტი
არსებობს ფონემის, შემოდის ალოფონის ცნება. ალოფონი შესაძლოა იყოს ორი სახის:

1. ფაკულტატორი ალოფონი, რომელიც პოზიციურად შეუპირობებელია. იგი


განპირობებულია სამეტყველო ენის არასტაბილურობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ
ჯერზე, როდესაც რაიმე სიტყვას ან ბგერას წარმოვთქვამთ, იგი განსხვავებულია. ამ
შემთხვევაში იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი ბგერა რომელი ბგერის გვერდით
დგას, არამედ თავად ჩვენ სამეტყველო აპარატს და იმას, თუ რა განწყობით წარმოვთქვამთ
სიტყვას, ვბრაზობთ თუ ვიცინით, რაიმეს მოვითხოვთ თუ ვთავაზობთ და ა.შ.
2. პოზიციური ალოფონი კი პოზიციურად შეპირობებულია. თუ ფაკულტატორი ალოფონის
შემთხვევაში არ ჰქონდა მეზობლობასს მნიშვნელობა, აქ წამყვანი სწორედ ესაა. მეზობელი
ბგერები ერთმანეთს ემსგავსებიან, რადგან სამეტყველო ორგანოებს დამართვა დაწყებული
ჯერ არც კი აქვთ, რომ ამ დროს სამეტყველო ორგანოები უკვე ახალი ბგერის
წარმოსათქმელად ემზადებიან და შემართვას იწყებენ,

ასევე, მოკლედ ვიტყვი თუ როგორ უნდა მივხვდეთ ბგერა ერთი ფონემის ალოფონია თუ არა,
ამისთვის კი მოგვიწევს ორი წესზე საუბარი.

1. თუ ორი ბგერის ჩანაცვლება არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას, ეს იმას ნიშნავს,


რომ ეს ორი ბგერა ერთი ფონემის ალოფონია
2. თუ ორი ბგერის ჩანაცვლება იწვევს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას, ასეთი ორი ბგერა
ორი სხვადასხვა ბგერის ალოფონია.

ა) დაშალეთ მორფემებად სიტყვა „თავქარიანმა“ და განსაზღვრეთ მორფემათა ტიპები;

1. თავ - ძირეული მორფემა


2. ქარ - ძირეული მორფემა
3. ი - დერივაციული მორფემა, ცირკუმფიქსი
4. ან -
5. მა - ფლექსიური მორფემა, სუფიქსი, ბრუნვის ნიშანი.

ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა „ველაპარაკებით“ და რამდენი პირია გამოხატული ამ ზმნურ


ფორმაში;

გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად დენტალური ბგერები.

დ - ხშული, კბილისმიერი, ანუ დენტალური თანხმოვანი

თ - ხშული, კბილისმიერი, ანუ დენტალური თანხმოვანი

ტ - ხშული, კბილისმიერი, ანუ დენტალური თანხმოვანი

დ)განასხვავეთ: ჟარგონი და დიალექტი

ჟარგონი გამოიყენება ერთი სოციალური ჯგუფის წევრებს მიერ. ჟარგონისთვის დამახასიათებელია


სპეციფიკური სიტყვათა მარაგი, მაგრამ არ აქვს გრამატიკული წყობა და ძირითადი ლექსიკური
ფონდი. დიალექტი კი გარკვეულ საერთო გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მოსახლოებისთვისაა
დამახასიათებელი და მის გასაგებად და აღსაქმელად არაა საჭირო გარკვეული სპეციფიკური
სიტყვების შესწავლა. იგი გასაგებია ამ ენაზე მოსაუბრეთათვის. რა თქმა უნდა, ორივე მათგანი
განსხვავებულია საერთო-სალაპარაკო ეროვნული ენისგან, მაგრამ თუ დიალექტის შემთხვევაში
გვხვდება ენის ასეთი სახის დამახინჯება „დაუძახე“ -- „დოუძახე“ ჟარგონის შემთხვევაში სიტყვები
სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, „ლაპარაკი“ --- „ბაზარი“

You might also like