ხელოვნება

You might also like

You are on page 1of 2

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

1. ხელოვნებაში ხატვის ცოდნა თუ მოგვეთხოვება?


ხელოვნების გამოცდა ხატვის უნარს არ ამოწმებს, ეს შემოქმედებითი ტურის პრეროგატივაა,
რომელსაც უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ. ჩვენს ტესტში პრაქტიკული ხასიათის დავალება
არ არის.

2. რამდენად მოგვეთხოვება ან დაგვჭირდება ტერმინების ცოდნა ხელოვნებაში?


ტერმინების ცოდნა როგორც ხელოვნების გამოცდის ჩასაბარებლად, ასევე ხელოვნებაში ზოგადი
განათლებისთვის, მნიშვნელოვანია. ტერმინები, რომლებსაც მოსწავლეები პირველი კლასიდან
ეუფლებიან, წარმოადგენს სასკოლო პროგრამის აუცილებელ ნაწილს. ასე რომ, ყველა
სახელმძღვანელოში თითოეული გაკვეთილი ამ ტერმინების საფუძველზეა აგებული. ისინი,
როგორც ცნებები, გამოტანილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ასევე ამ ტერმინების გამოყენებით
თქვენი მსჯელობა საკითხის გარშემო იქნება უფრო მკაფიო და ნათელი, გაგიადვილდებათ
აზრისა და შთაბეჭდილების გამოხატვა.

3. თუ მე-15 დავალებაში ეპოქას მივხვდი, მაგრამ ავტორი ვერ ამოვიცანი, ამ შემთხვევაში რა


ხდება ?
15-ქულიან დავალებაში ავტორის ამოცნობა მხოლოდ 1 ქულას ნიშნავს. ასე რომ, თუ მსჯელობა
სწორად იქნება წარმართული სხვა საკითხებთან დაკავშირებით, 14 ქულას დაიმსახურებთ.

4. უცნობი მხატვრების შესახებ რა ტიპის კითხვებია ტესტში შეტანილი?


უცნობ მხატვრებში რას გულისხმობთ, დასადგენია. თუ, სავარაუდოდ, არაპროგრამულ
მხატვრებს გულისხმობთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კითხვები მხოლოდ მხატვრულ
მახასიათებლებს შეეხება. აქვე უნდა უნდა აღვნიშნოთ, რომ მხატვრების შესახებ კითხვები
ტესტში მათი ბიოგრაფიიდან არასდროს არის.

5. რა უნდა გავითვალისწინოთ ტესტზე მუშაობის დროს?


ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები, ყურადღებით წაიკითხეთ დისტრაქტორები, დააკვირდით
საილუსტრაციო მასალას. თითოეული დისტრაქტორის შესაბამისი გამოხატულება აღმოაჩინეთ
საილუსტრაციო მასალაზე. თუ კითხვა უარყოფის შემცველია, ანუ გეკითხებიან რა არ ახასიათებს
წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშს, გამორიცხეთ 3 დადებითი პასუხი, ანუ 4 დისტრაქტორიდან
3, რომლებიც ახასიათებს წარმოდგენილ საილუსტრაციო მასალას. ასე რომ, დაგრჩებათ ერთი,
რომელიც არ არის წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის შესაბამისი. იმ კითხვებში კი, სადაც
შეკითხვა შეეხება, რა არის დამახასიათებელი, ან ჩამოთვლილთაგან რას გამოხატავს და ა. შ.
ხელოვნების ნიმუში, კვლავ დააკვირდით საილუსტრაციო მასალას, ამ შემთხვევაშიც თითოეული
დისტრაქტორის შესაბამისი თავისებურება ამოიკითხეთ მოცემულ ფოტოზე და გამორიცხეთ 3 არ
არსებული.
რაც შეეხება ღია კითხვებს, საკითხის ან საილუსტრაციოდ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის
შესახებ ცოდნის არ ქონის შემთხვევაში დააკვირდით საილუსტრაციო მასალას, შეეცადეთ მასზე
ამოიკითხოთ დავალების შესაბამისი პასუხი და განავრცოთ. მთავარია, პასუხი კითხვის
შესაბამისი იყოს. ზედმეტი ინფორმაციით პასუხს ნუ გადატვირთავთ. ის, რაც შეკითხვის
შესაბამისი არ არის, არ ჩაითვლება პასუხად.
6. მხოლოდ იმ მასალის ცოდნაა საჭირო, რაც საგამოცდო პროგრამაშია შესული, თუ სხვა ტიპის
კითხვებიც იქნება ტესტში?
საგამოცდო პროგრამის მასალას ტესტში შესული საკითხები არ სცილდება. თუკი უცნობი
ხელოვნების ნიმუში იქნება წარმოდგენილი, მხოლოდ და მხოლოდ სახვითი ხელოვნების
საშუალებებისა და ხერხების, ასევე მხატვრული თავისებურებების საილუსტრაციოდ.

You might also like