You are on page 1of 2

ალექსანდრე I დიდი (1412-1442)

1415 წლიდან დამყარდა  საქართველოში მშვიდობა ალექსანდრეს წყალობით, დაიწყო


ქვეყნის აღდგენაზე ზრუნვა,რადგან სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან
1425 წელს შემოიღო დროებით საკომლო გადასახადი,რომლის შემოსავლითაც შეაკეთა
სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე-მონასტერი. 1431 წელს შემიერთა
ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე შავბატკნიანებს ებარა, 1434-35
წლებში ქართველებმა დაიბრუნეს სივნიეთი(ახლანდელი ყარაღაბახის ტერიტორია), მეფე
ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში.
         ალექსანდრე I დროს მოეწყო ქართველთა პირველი ელჩობა ევროპაში 1438 წელს,
იტალიის ქალაქ ფერარაში  გაიმართა საეკლესიო კრება, კრების სხდომის ნაწილი
ფლორენციაში გაიმართა, ამიტომ იგი ფერარა ფლორენციის საეკლესიო კრების სახელითაა
ცნიბილი - მიზანი - ეკლესიათა გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით, ბიზანტიას იმედი
ჰქონდა ევროპის დახმარების ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში.  კრებაზე მონაწილეობას
ღებულობდა საქართველოც, შემუშავდა დოკუმენტი - უნია. ბიზანტია იძულებული გახდა
ხელი მოეწერა უნიისთვის, ეკლესიათა გაერთიანების შესახებ, ქართველებმა ხელი არ
მოაწერეს უნიას.
       გამეფებისთანავე ალექსანდრემ ალაგმა მთავრების ურჩობა გადააყენა ზოგი ერისთავთ-
ერისთავი და მათ ნაცვლად ბატონიშვილები დანიშნა(ვახტაგი,დიმტრი,გიორგი), ამან
საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო, მეტისმეტად გაიზარდა ბატონიშვილების როლი ქვეყნის
პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისნი მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ, მათ
ირგვლივ ჯგუფდებოდნენ დიდგვაროვანი აზნაურები, ალექსანდრე იძულებული იყო
გაეთვალისწინებინა მათი ნება სურვილები, სამეფო დოკუმენტები ადრინდულად მეფის
სახელით კიარ გაიცემიდა, არამედ მეფის ოჯახის სახელით,რაც ცენტრალური
ხელისუფლების მოშლას მოასწავებდა. სამეფო კარზე შექმნილი ვითარების გამო
ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და 1442 წელს ბერად აღიკვეცა ათანასეს სახელით.
          ტახტზე ავიდა მისი ძე ვახტანგი,თუმცა, უშვილოდ გარდაიცვალა 1445 წელს და მის
შემდგომ გამეფდა მისი ძმა გიორგი VII(1446-1466) წწ. ის იყო ერთიანი საქართველოს ბოლო
მეფე და კახეთის პირველი მეფე. 
      1462 წელს გიორგის VIIს  აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი, 1463 წელს ჩიხორის
ბრძოლაში მეფე დამარცხდა და ბაგრატმა თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა გიორგი მეფე
ვითარების გამოსწორება ცადა და სამცხეში გადავიდა და 1465 წელს ფარავნის ბრძოლაში
ყვარყვარემ მეფე დაამარცხა და ტყვედ ჩავარდა, ამით ისარგებლა იმერეთის მეფე ბაგრატმა,
გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში  და თბილისი დაიკავა, ყვარყვარემ გიორგი
გაანთავისუფლა,მან ქართლს გვერდი აუარა და კახეთს დაეუფლა 1466 წელს და კახეთის
მეფედ გამოაცხადა თავი.        
        მართალია 1466 წლიდან ბაგრატ VI  იმერეთის მეფედ ითვლებოდა, მაგრამ ძირითადად
დასავლეთ საქართველოში იყო. ქართლში გიორგი VIII- ის ძმისშვილი, კონსტანტინე II
მეფობდა. 1478 წელს ბაგრატ VI გარდაიცვალა, კონსტანტინე II გადადის დასავლეთ
საქართველოში და იკავებს იმერეთს,თუმცა, ყვარყვარე ჯაყელთან 1483 წელს არადეთის
ბრძოლაში დამარცხდა,ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის VI შვილმა და იმერთში
გამეფდა, კონსტანტინე იძულებული გახდა შეგუებოდა არსებულ ვითარებას, საქართველო
დაქუცმაცებული აღმოჩნდა :

 ქართლი - კონსტანტინე II.


 კახეთი - გიორგი I (VII),
 იმერეთი - ალექსანდე ბაგრატის ძე,
 სამცხე - ჯაყელების მეთაურობით.

შემდგომში ბრძოლები მიმდინარეობდა არა საქართველოს გაერთიანებისთვის, არამედ


გადარჩენისთვის

1480 წელს რუსეთი გათავისუფლდა მონღოლთა უღლისგან, რამაც ხელ - ფეხი


გაუხსნა, დაემყარებინა დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ
სახელმწიფოებთან.     მათ შორის იყო კახეთის სამეფო. კახეთის მეფე ალექსანდრე I -
მა 1483 წელს თავისი პირველი ელჩობა მიავლინა მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III -
სთან. ამას მოჰყვა 1491 წლის მეორე ელჩობა. მომდევნო საუკუნეებში ეს კავშირი
კიდევ უფრო გაღრმავდება. 1587 წლის   „ფიცის წიგნით“ კახეთის სამეფო რუსეთის
მფარველობაში შევიდა

You might also like