You are on page 1of 1

ჰაერის დაბინძურება

საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა


ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანად სახავს „მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ატმოსფერული
და შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედების შემცირებას“. 2018-2021
წლებში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგალითად: საქართველოს
პარლამენტმა მოიკვლია თბილისის ჰაერის დაბინძურების მიზეზები, გაფართოვდა ჰაერის
დაბინძურების მონიტორინგის ქსელი, ახალი სტანდარტები დამტკიცდა ჰაერის ძირითად
დამაბინძურებლებთან მიმართებაში. 2019 წლიდან ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის
ავტომატურ სადგურებზე არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა www.air.gov.ge -ზე.

2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ


კანონი, რომლის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი
რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. კანონი სრულად 2023
წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. თუმცა, ჰაერის დაბინძურება ქვეყანაში კვლავაც
სერიოზულ პრობლემად რჩება.

განსაკუთრებით მძიმეა ჰაერის დაბინძურება ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი,


ქუთაისი, ჭიათურა. თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორია ჰაერის სისუფთავის
ხარისხი წიაღით სარგებლობის შედეგად დაბინძურებულ ისეთ ადგილებში, როგორიცაა
ტყიბული და ბოლნისი. ჰაერის ხარისხი გაურკვეველია ფოთშიც, რომელიც საპორტო
ქალაქია და ამ მხრივ, მისი დაბინძურების კონტროლი მნიშვნელოვანია, თუმცა იქ
გაზომვები დღემდე მხოლოდ პერიოდულად ტარდება.

2018 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი


დამბინძურებლების კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობები შეესაბამება ევროკავშირის
კანონმდებლობას.

You might also like