You are on page 1of 1

ცოდნა არასდროსაა ზედმეტი, მაგრამ ადამიანმა უნდა შეარჩიოს სწორად მორგებული

საკითხი მისივე რეალობიდან გამომდინარე, რათა შეძლოს ცოდნის პროდუქტიულად


გამოყენება.

მიხელ ჯავახიშვილის მოთხრობა ,,ჯაყოს ხიზნებში" კარგადაა ნაჩვენები ნაკითხი ,მაგრამ


რეალობაში უვარგისი ადამიანის სახე, თეიმურაზ ხევისთავის მეშვეობით .

თეიმურაზი ნაკითხი კაცი იყო, როგორც დაარქვეს ,,ცოცხალი ენციკლოპედია ", კამათი არ
გამორჩებოდა, რომ არ ჩარეულიყო და თავისი აზრი არ დაეფიქსირებინა ;,,მ...
მმოითმინეთ, მ... მოვისაზროთ. ჯერ კამათის საგანი გამ... მმოვარკვიოთ. ", მაგრამ
ჩაბარებულ საქმეს ვერასდროს ვერ ართმევდა თავს, ხან დროს გადააცილებდა , ხანაც
სხვა საქმით გართულს გადაავიწყდებოდა.

თეიმურაზს ჰქონდა წიგნიერი განათლება, მაგრამ არ ჰქონდა ცხოვრებისეული ცოდნა ,


რაც მოთხრობის შემდეგ ნაწილებში ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ , თუ როგორ
დაიმორჩილებს და გამოიყენებს ჯაყო თავისი ეშმაკობებით , თეიმურაზს რომელიც
სრულიად უუნარო აღმოჩნდება, თავისივე უზარმაზარი ცოდნის მიუხედავად .

ზემოთ აღნიშნულზე შეგვიძლია გავიხსენოთ ერთ–ერთი მონაკვეთი


მოთხრობა ,,ოთარაანთ ქვრივიდან", სადაც არჩილი აჩვენებს, გიორგის თავის ვენახს ,
რომელიც ლამაზად აქვს გაშენებული, მაგრამ გიორგი დაუწუნებს ნაშრომს , რადგან
ვენახის განლაგება არასწორად იყო გათვლილი და წყალი ვერ მიეწოდებოდა
მცენარეებს.

არჩილი განათლებული ადამიანი იყო, მაგრამ გიორგის ცხოვრებისეულმა


გამოცდილებამ დაგვანახა, რომ უმაღლესი განათლებაც კი შეიძლება ფუჭი იყოს თუ მას
ჩვენს სასიკეთოდ ვერ გამოვიყენებთ.

სამწუხაროდ დღესდღეობითაც საკმაოდ აქტუალურია ნახსენები თემა, განსაკუთრებით


თინეიჯერებში, რომლებიც დგანან რთული გადაწყვეტილების წინაშე თუ რა პროფესიასა
და განათლებას უნდა დაეუფლონ, რადგან ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე
სირცხვილად ითვლება თუ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლი , რაც ხშირ შემთხვევაში
დიდ დისკომფორტს უქმნის მოსწავლეს და იძულებულს ხდის, რომ ისწავლოს ის რასაც
ცხოვრებაში ვერ გამოიყენებს.

დასკვნად კი მოვიშველიებ დავით გურამიშვილის სიტყვებს; ,, თუ კაცსა ცოდნა არა აქვს ,


გასტანჯავს წუთისოფელი ", ამ სიტყვებით კი მგონია, რომ გურამიშვილი წიგნიერი
ცოდნისა და ცხოვრებისეულის თანაბარ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს.

You might also like