You are on page 1of 48

ატმოსფერო

ატმოსფეროს გათბობა;
ჰაერის ტემპერატურის გაზომვა;

1
ატმოსფეროს გათბობა

2
3
გაიხსენეთ:
1. როგორ თბება და ნათდება დედამიწა?
დედამიწის სითბოს ძირითადი წყაროა მზე. მზის სხივები
სანამ დედამიწის ზედაპირს მოაღწევს, ჯერ ატმოსფეროს
ფენებს გაივლის და შედარებით უმნიშვნელოდ ათბობს მას.
დედამიწის ზედაპირზე მზიდან მიღებულ რადიაციას (მზის
სხივური ენერგია), რომელიც ატმოსფეროში არც გაიბნევა და
არც შთანთქმება, მზის პირდაპირი რადიაცია ეწოდება. მისი
განაწილება დედამიწის ზედაპირზე დამოკიდებულია
გეოგრაფიულ განედზე და ეკვატორიდან პოლუსებისკენ
მცირდება.

2. რომელი სითბური სარტყლებია დედამიწაზე?

ერთი ცხელი, 2 ზომიერი და 2 ცივი.

4
3. რა არის ტროპიკული და პოლარული წრეები?

დედამიწის ზედაპირზე ეკვატორიდან ჩრდილოეთით და


სამხრეთით 23°27’-ით დაშორებულ გეოგრაფიულ
პარალელებს ტროპიკები ეწოდება. ტროპიკებზე მზე
წელიწადში ერთხელაა ზენიტში. კერძოდ, ჩრდილოეთის
ტროპიკზე მზე ზენიტშია 22 ივნისს, სამხრეთის ტროპიკზე -
22 დეკემბერს.
დედამიწის ზედაპირზე ეკვატორიდან ჩრდილოეთით და
სამხრეთით 66°33’-ით დაშორებულ გეოგრაფიულ
პარალელებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლარული წრე
ეწოდება.

4. რომელ სითბურ სარტყელში მდებარეობს საქართველო?

საქართველო ზომიერ სითბურ სარტყელში მდებარეობს.

5
5. მზის
რატომგარშემო
არის დედამიწის
ჩრდილოეთმოძრაობა და ამ მოძრაობისას
ნახევარსფეროში
გაზაფხულის ყველაზე
ზაფხულის
ბრუნვის
22 დეკემბერს,
ღერძის დედამიწა
ორბიტის სიბრტყისადმი
მზისცივი
მიმართ ორბიტის
მუდმივად გრძელი
ერთ
თბილი თვე ივლისი, ხოლო - იანვარი,
ბუნიობა სამხრეთ
21 მარტი
ნაბუნიობა 22 ივნისი
მხარეზე
ღერძის მეორე
დახრა,
ნახევარსფეროში კი ბოლოშია.
-დაახლოებით
პირიქით?ამ დღეს 66,5°-ით,
მზეს ჰორიზონტზე
დედამიწაზე
წელიწადის დროების
ყველაზე მაღალი (სეზონების)
მდებარეობაცვლას აქვსგანაპირობებს.
სამხრეთ
წელიწადის დროთა
ნახევარსფეროში. იგი ზენიტშია
ცვლის სამხრეთ
ასახსნელად განედის
განვიხილოთ
23°27’-ზე.
დედამიწის
ეს დღე ყველაზემდებარეობა
ხანმოკლეამზისჩრდილოეთ
მიმართ ნახევარსფეროში
22 ივნისს, 22
დეკემბერს,
და ყველაზე21ხანგრძლივი
მარტს და 23 -სექტემბერს.
სამხრეთ ნახევარსფეროში.
22 ივნისს დედამიწა მას
ორბიტის გრძელი
ზამთრის ნაბუნიობისღერძის დღეს
ერთუწოდებენ.
ბოლოშია. დედამიწის
21 მარტს ღერძიდა 23
ჩრდილოეთიმზე
სექტემბერს პოლუსით
ზენიტშია დახრილია
ეკვატორზე მზისკენ
და მისი და სხივები
ამიტომ
ჩრდილოეთიეცემა
შვეულად ნახევარსფერო
ეკვატორს. ბევრად
ამის მეტ შედეგად
სითბოსა ორივე
და
სინათლეს იღებს,
ნახევარსფერო თანაბრადაა
ვიდრე სამხრეთი.
განათებული.
ამ დროს
მთელ მზე
დედამიწაზე
ზენიტშია
ჩრდილოეთის
დღისა და ღამისგანედის
ხანგრძლივობა
23°27’-ზე.
12 საათია.
22 ივნისი
21 მარტს ყველაზე
და 23
ზამთრის
ხანგრძლივი შესაბამისად
სექტემბერს დღეა ჩრდილოეთ გაზაფხულისა ნახევარსფეროში
და შემოდგომის და
ნაბუნიობა 22 დეკემბერი
ყველაზე დღეებს
ბუნიობის
შემოდგომის ხანმოკლე უწოდებენ.
- სამხრეთ ნახევარსფეროში. მას
ბუნიობა 23 სექტრმბერი დღეს უწოდებენ.
ზაფხულის ნაბუნიობის

6
ატმოსფეროს სითბური ენერგიის ძირითად წყაროს
წარმოადგენს მზე - მისი სხივადი ენერგია (თუმცა სითბოს
უმნიშვნელო ნაწილს დედამიწის გარსი ღებულობს
დედამიწის შიგნიდანაც), მაგრამ მზის სხივები, რომლებიც
გაივლიან ატმოსფეროს, უშუალოდ არ ათბობენ მას.

7
დედამიწის ზედაპირზე (ხმელეთსა და წყალზე)
დაცემული სხივადი (რადიაციული) ენერგია გარდაიქმნება
სითბურ ენერგიად და უშუალოდ ათბობს დედამიწის
ზედაპირს, საიდანაც შემდგომ სითბო გადაეცემა დედამიწის
შემხებ ატმოსფერულ ჰაერსა და ასევე დედამიწის ზედაპირის
შიგნით ფენებსაც.
რამდენადაც გამთბარია დედამიწის ზედაპირი, იმდენად
თბილია მის ირგვლივ მყოფი ჰაერიც, ცივდება დედამიწა,
ცივდება ჰაერიც.
რაც უფრო ახლოსაა ჰაერის ფენა დედამიწის
ზედაპირთან, მით უფრო თბილია, ხოლო რაც უფრო შორსაა -
მით უფრო ცივი.

8
მზის მიერ სინათლისა და სითბოს გამოსხივებას, მზის
რადიაცია ეწოდება. იგი სხვადასხვა სახისაა: პირდაპირი,
გაბნეული, ჯამობრივი და სხვა.
უღრუბლო ამინდში მზის სხივების ძირითადი ნაწილი
პირდაპირ აღწევს დედამიწის ზედაპირამდე, რასაც
პირდაპირი რადიაცია ეწოდება.
სხივების ნაწილი ღრუბლებისა და ატმოსფეროში წყლის
ორთქლისა და მტვრის მიერ გაიბნევა, რასაც გაბნეული
რადიაცია ეწოდება.
პირდაპირი და გაბნეული რადიაციის ჯამი ქმნის
ჯამობრივ რადიაციას.

9
ჯამობრივი რადიაციის ნაწილი აირეკლება (დედამიწის
ზედაპირისათვის იკარგება), რასაც არეკვლილი რადიაცია
ეწოდება. არეკვლის სიდიდე - ალბედო (ლათინურად
სითეთრეს ნიშნავს) დამოკიდებულია დედამიწის
ზედაპირის ფიზიკურ თვისებებზე. ყველაზე მეტს (70-90%)
აირეკლავს ახალი თოვლი და ყინულის ზედაპირი, ყველაზე
ნაკლებს კი მუქი ზედაპირი. რადიაციის დარჩენილი ნაწილი
(ნარჩენი რადიაცია) ხმარდება დედამიწის ზედაპირისა და
ატრმოსფეროს გათბობას.

10
11
რამდენად შვეულად ეცემა მზის სხივები დედამიწას,
იმდენად ძლიერად ათბობს მის ზედაპირს. ალმაცერი სხივი
ნაკლებ სითბოს აძლევს დედამიწას.
ჰაერის ტემპერატურის რყევა დამოკიდებულია მზის
სხივების დაცემის კუთხის სიდიდეზე. ატმოსფეროს
გათბობაზე მოქმედი სხვა ფაქტორების როლი, მზესთან
შედარებით, უმნიშვნელოა.

12
13
14
22 ივნისი

21 მარტი და 23 სექტემბერი

22 დეკემბერი

სამხრეთი

აღმოსავლეთი დასავლეთი

15
ჩრდ. 40° -ანი განედი ჩრდილოეთი
ჰაერი, ყველა სხვა ნივთიერების მსგავსად თბება და
ცივდება. ეს პროცესი მიმდინარეობს, როგორც დღე-ღამისა
და წლის-სეზონების განმავლობაში, ასევე ტერიტორიის
მიხედვით.
დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე დაბალია
ტემპერატურა დილის საათებში (გარიჟრაჟზე), ყველაზე
მაღალი კი ნაშუადღევს.
დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურის უდიდეს და
უმცირეს მაჩვენებლებს შორის სხვაობას ტემპერატურის
დღე-ღამური ამპლიტუდა ეწოდება, ხოლო წლის
განმავლობაში - წლიური ამპლიტუდა.

16
ტემპერატურის დღე-ღამური ამპლიტუდა
დამოკიდებულია ადილის გეოგრაფიულ განედზე,
ქვაფენილ ზედაპირზე, რელიეფზე, წელიწადის დროზე,
ჰაერის ტენიანობაზე და ღრუბლიანობაზე. ჰაერის
ტემპერატურის დღეღამური რყევა ხმელეთზე ყოველთვის
მეტია ვიდრე ოკეანის ზედაპირზე. მაგალითად ოკეანის
ზედაპირზე იგი ტოლია 1-20-ს, უდაბნოებში კი 15-200-ს,
ზოგჯერ კი 300-საც აღწევს.

17
წლის დროების მიხედვით ყველაზე მაღალია
ტემპერატურა ზაფხულში, შემოდგომაზე ტემპერატურა
კლებულობს, ზამთარში კი იგი მკვეთრად ეცემა, ხოლო
გაზაფხულზე კვლავ მატებას იწყება. ამის მიზეზი არის
წელიწადის დროების მიხედვით მზის სხივის დაცემის
კუთხის ცვალებადობა.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე თბილ თვეს
ივლისი წარმოადგენს, ყველაცე ცივს კი-იანვარი. სამხრეთ
ნახევარსფეროში კი-პირიქით.

18
ატმოსფეროს ტემპერატურის ცვლილებაზე გავლენას
ახდენს ის გარემოებაც, რომ დედამიწაზე ხმელეთისა და
წყლის (ოკეანის, ზღვის და ა.შ.) გათბობა-გაციება
სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: ხმელეთი სწრაფად თბება
და სწრაფადვე ცივდება, წყალი კი გვიან თბება და გვიან
ცივდება, რაც გამოწვეულია მათი გათბობის
არაერთგავროვანი უნარით.
1 კუბური სანტიმეტრი წყლის 100-ით გასათბობად სამჯერ
მეტი სითბოა საჭირო, ვიდრე ამავე მოცულობის მიწის
გასათბობად. აქედან გამომდინარე, წყლისა და ხმელეთის
ზედაპირზე ჰაერის ტემპერატურის ცვლა განსხვავებული
ტემპით მიმდინარეობს.

19
ჰაერის ტემპერატურა იცვლება ასევე ეკვატორიდან
პოლუსების მიმართულებით, რაც გამოწვეულია მზის სხივის
დაცემის კუთხეზე.
ეკვატორიდან პოლუსებისაკენ მზის სხივის დაცემის
კუთხე თანდათან მცირდება (მახვილი ხდება), რაც იწვევს
ტემპერატურის დაცემას.
ეკვატორთან თუ ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურა
შეადგენს დაახლოებით +250, პოლუსებთან იგი -200, -250
გრადუსის ფარგლებშია, ანუ ეკვატორიდან პოლუსებამდე
ტემპერატურის საერთო დაცემა 45-500 აღწევს.

20
21
რადგანაც პოლუსები ეკვატორიდან 900-ით ანუ 10 000 კმ-ით
არის დაცილებული, ცხადია, ეკვატორიდან პოლუსებისაკენ
ყოველ 200 კილომეტრ მანძილზე ტემპერატურის დაცემა
დაახლოებით 10-ია (10 000 კმ : 500 = 200 კმ).

22
23
ჰაერის ტემპერატურის კლება მიმდინარეობს აგრეთვე
ადგილის სიმაღლის მატებასთან ერთად. სწორედ ეს
განაპირობებს იმ გარემოებას, რომ მაღალ მთებში
გარკვეული სიმაღლის ზევით, ჰაერის ტემპერატურა ნულს
ქვემოთ ეცემა და თოვლიან-ყინულიანი ზონა იწყება.
ყოველ 100 მ-ზე ასვლისას ჰაერის ტემპერატურა
საშუალოდ ეცემა 0,5-0,60-ით, ხოლო ყოველ 1 კმ-ზე 5-60-ით.

კილიმანჯარო
24
25
თუ ზღვის დონეზე ჰაერის ტემპერატურა უდრის 20
გრადუსს, მაშინ 1000 მ-ზე იგი იქნება მხოლოდ +14, +150;
4000 მ სიმაღლეზე კი დაეცემა 00, -40-მდე.
ამრიგად ეკვატორიდან პოლუსებისაკენ (ანუ განედურად)
ტემპერატურა რომ ერთი გრადუსით შეიცვალოს
(შემცირდეს) საჭიროა 200 კმ-ის გავლა, ხოლო სიმაღლის
მიხედვით ტემპერატურის ერთი გრადუსით შეცვლა ხდება
ყოველ 200 მეტრ სიმაღლეზე.

26
სქემის მიხედვით განსაზღვრეთ ჰაერის ტემპერატურა B
წერტილში, თუ ცნობილია, რომ ტემპერატურის
ვერტიკალური გრადიენტი ყოველ 100 მეტრზე 0,6°C-ია.

ა). + 3°C;

ბ). +9°C;

გ). +21°C;

დ). +27°C.

27
გამოთვალეთ:

ა) რას უდრის ჰაერის ტემპერატურა იმ თვითმფრინავის


გარშემო, რომელიც 10 500 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავს,
დედამიწაზე კი ამ დროს ჰაერის ტემპერატურა +20°С-ია;

ბ) რას უდრის ჰაერის ტემპერატურა მთის ძირში თუ 3


კილომეტრ სიმაღლეზე თერომეტრი აჩვენებს 0°С-ს აჩვენებს?

ა) -32,5° (თუ ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი


5°-ია);
-40° (თუ ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი 6°-
ია);
ბ) +15° (თუ ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი 5°-
ია);
+18° (თუ ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი 6°-
ია).
28
თქვენი აზრით, დევს თუ არა თოვლი მწვერვალებზე:
ა) კილიმანჯაროზე (5895 მეტრი), თუ მის ძირში ჰაერის
ტემპერატურა + 25° C-ია?
ბ) კოსციუშკოზე (2228 მეტრი), თუ მის ძირში ჰაერის
ტემპერატურა ზაფხულში +23-25°C-ია, ხოლო ზამთარში
+17°C ?

ა) კილიმანჯაროს მწვერვალზე თოვლი იდება, რადგანაც


ჰაერის ტემპერატურა იმ შემთხვევაშიც კი როცა მის ძირში
+25°-ია, - 5°-ის ტოლია (როცა ტემპერატურის ვერტიკალური
გრადიენტი 5°-ია), ან -10° -ის (როცა გრადიენტი 6°-ია).
ბ) კოსციუშკოს მწვერვალზე თოვლი არ იდება, რადგანაც
აქ ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში ტოლი იქნება +12,5°,
ხოლო ზამთარში +5,5°.

29
ყველაზე ცხელი ჰავა დაფიქსირებულია ეთიოპიაში, სადაც
წლიური საშუალო ტემპერატურა +34,40-ია. ტემპერატურის
აბსოლუტური მაქსიმუმი (+58,20) დაფიქსირებულია ლიბიის
უდაბნოში (ელ-აზიზია). პლანეტის უცივეს ადგილად
ითვლება ანტარქტიდა (სადგური „ვოსტოკი“), სადაც -89,20-ია
დაფიქსირებული. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კი -
ოიმიაკონის ქვაბული ვეხოიანსკის მთებში (-700).

30
ლიბიის უდაბნო

31
ოიმიაკონის ქვაბული

32
ანტარქტიდა
სადგური „ვოსტოკი“

33
საქართველოში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა
ყველაზე მაღალია სოხუმში (+15°C) ხოლო დაბალი –
კავკასიონის თხემზე 5 000 მეტრ სიმაღლეზე (-12.5°C).
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღრიცხულია
ლათაში (კოდორის ხეობა) და ჭარნალში (აჭარა). აქ +43°C-ა
დაფიქსირებული.
საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა (-42°C)
იყო აღრიცხული მეტეოსადგურზე ,,ყაზბეგი მაღალმთიანი”,
რომელიც ზღვის დონიდან 3 600 მეტრზე მდებარეობს.
კარწახში (ჯავახეთი) აღრიცხულია -41°C, ხოლო დასავლეთ
საქართველოში, რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიდამოებში
დაფიქსირდა –40°C ჰაერის ტემპერატურა.

34
კოდორის ხეობა

35
ყაზბეგი

36
რუკაზე ერთნაირი ტემპერატური მქონე ადგილების
შემაერთებელ ხაზებს იზოთერმები ჰქვია

37
ჰაერის ტემპერატურის გაზომვა

38
ჰაერის ტემპერატურა იზომება თერმომეტრით, ხოლო
ტემპერატურის ჩაწერა ხდება ხელსაწყო თერმოგრაფით.
ჰაერის ტემპერატურაზე დაკვირვებას აწარმოებენ
მეტეოროლოგიურ სადგურებში, სადაც გამოთვლიან
საშუალო დღე-ღამურ, თვიურ და წლიურ ტემპერატურებს.

დღე-ღამური საშუალო ტემპერატურა გამოითვლება


ყოველ სამ საათში წარმოებული დაკვირვებების საშუალო
არითმეტიკულით, თვის საშუალო ტემპერატურის
გასაგებად დღე-ღამური საშუალო ტემპერატურების ჯამს
ყოფენ თვის დღეთა რიცხვზე, ხოლო წლის საშუალო
ტემპერატურა ყველა თვის საშუალო ტემპერატურების
შეკრებითა და 12-ზე გაყოფით მიიღება.

39
თერმომეტრი
თერმოგრაფი

40
პირველი თერმომეტრი 1597 წელს გალილეო გალილეიმ
შექმნა. გალილეის ხელსაწყო შედგებოდა თხელი
შუშის მილისაგან, ერთი ბოლო მთავრდებოდა
პატარა ბურთულით, ხოლო მეორე გახსნილი
ბოლო ჩაშვებული იყო წყლიან ჭურჭელში. წყალი
ავსებდა მილის ნაწილს და ჩერდებოდა
განსაზღვრულ სიმაღლეზე. ბურთულის
გაცხელებისას მასში ჰაერი ფართოვდებოდა და
წყლის ნაწილს დევნიდა მილიდან, ხოლო
გაციებისას ჰაერი იკუმშებოდა და წყალი მილში
მაღლა იწევდა.

41
გალილეო გალილეის თერმომეტრი

42
გალილეო გალილეის თერომეტრის საშუალებით
შეიძლებოდა გაგვეგო მხოლოდ ტემპერატურის
ცვლილების ხარისხი. თვით ტემპერატურის რიცხვით
მნიშვნელობას ის არ უჩვენებდა, რადგან მას არ ჰქონდა
სკალა. ამ ხელსაწყოს ნაკლი იყო ისიც, რომ მილში წყლის
დონე დამოკიდებული იყო არამარტო ბურთულაში მყოფი
ჰაერის ტემპერატურაზე, არამედ ატმოსფერულ წნევაზეც.

43
პირველი პრაქტიკულად გამოსაყენებელი თერმომეტრის
დამზადება დაიწყო ჰოლანდიელმა შუშის ბერვის
ოსტატმა დანიელ ფარენგეიტმა 1709 წელს. ფარენგეიტის
თერმომეტრი ჰგავს თანამედროვე ჩვეულებრივ თერმომეტრს.
მან მუშა სხეულად გამოიყენა ჯერ სპირტი, შემდეგ კი
ვერცხლისწყალი.
ფარენჰეიტის თერმომეტრის სკალაში წერტილი
320 შეესაბამება წყლს გაყინვის ტემპერატურას, ხოლო
წერტილი 2120 - წყლის დუღილის ტემპერატურას.
ფარენგეიტის თერმომეტრებმა სახელი მოიხვეჭეს და
ფართო გამოყენება ჰპოვეს ინგლისში და ამერიკაში.

44
ფარენგეიტის თერმომეტრი

45
შვედმა მეცნიერმა ანდრეს ცელსიუსმა 1742 წელს შემოიღო
ვერცხლისწყლის თერმომეტრის სკალის დაყოფის თავისი
მეთოდი. მან სიგრძე ორ დაფიქსირებულ წერტილს შორის
გაყო 100 ნაწილად. მიიღო ყინულის გალღობის წერტილი
1000 -ად, ხოლო დუღილის წერტილი - 00 -ად.
30 წლის შემდეგ შვედი ნატურალისტის კარლ
ლინეის წინადადებით ცელსიუსის სკალაზე წერტილებს
ადგილები შეუცვალეს. ამრიგად, XVIII საუკუნის პირველ
ნახევარში შეიქმნა თერმომეტრები, რომლებმაც ფართო
გამოყენება ჰპოვეს მეცნირებაში.

46
47
გისურვებთ წარმატებებს!

48

You might also like