You are on page 1of 3

თვით-მოქმედებსი შიშის ზარი

როცა კაცი სუსტდება და დაუძლურდება, ის სხვას შეჰყურებს და სხვის


იმედით სულდგმულებს. როდესაცც კაცი ცხოვრების მიზანს დაჰკარგავს და რწმენს
გაუქარწყლდება, ტრიალებს აღშფოთებული და სხვას უყურებს თვალებში, ეგება
სხვამ მიშველოს რამეო.

ჩვენ, ქართველებს, სწორედ ამ დაუძლურებულ და სასოება-დაკრგულ


ადამიანის ელფერი დაგვედო. მოვიღალენით, თუ დავლაჩრდით, არ ვიცი, მხოლოდ
ჩვენი თავისა აღარა გვჯერა, არ ვიცით, რის გაკეთება შეგვიძლიან, რის არა, არ ვიცით,
რაზე დავამყაროთ ჩვენი იმედი. თითქოს ცხოვრების მიზანი დაგვეკარგა და რარ
გვესმის, რას უნდა ვემსახუროთ და რა დავგმოთ!

ჩვენ, ულიაჯო კაცივით გაწკეპილ მყეფარივით, ვღმუით და შიშით და


კანკალით ვუსმენთ თვით-მოქმედების აზრის განმტკიცების საჭიროებაზე საუბარს.
ეს აზრი გვეუცხოვება, ისე გადვეჩვიენით დამოუკიდბელ მოქმედებას, ისე ცოტა
გვაქვს ჩვენი თავის იმედი და ისე დაბნეულია, ჩვენს თვალში, სავალი გზა.

ამ გვარი აზრები უნებლიეთ მოგვდის თავში, როცა ყურს ვუგდებთ იმ


საუბარს, რომელიც გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში ერთმა ჩვენს გაზეთში
დაბეჭდილმა პატრა მეთაურმა თვით-მოქმედების შესახებ: ამ საგულისხმო საგანს
ჩვენ ვუბრუნდებით და ვამხელთ, რომ ის ხელ-მოუწერელი წერილი ჩვენ მიერ იყო
დაწერილი.

ახლა, როგორც წინა წერილში, ჩვენ ვიმეორებთ გვეყოფა ყავარჯნებით


სიარული, დროა წელში გავიმართოთ, დროა გავიგოთ, რომ ჩვენი ეკონმიური და
ეროვნული ცხოვრების გარონიერება ერთად ერთ ჩვენს ცდაზე, ენერგიაზე,
მეცადინეობაზე, მხნეობაზე არის დამყარებული. სხვას ნუ შევყრებთ თვალებში, ნუ
მოველოდებით იმას, რომ მოლოდინი ბავშვობად ჩამოგვერთმევა, ნუ გავიტეხთ
გულს და ნუ მაოვშლით იმის სიღრმიდან სურვილს და ნატვრას უკეთესის
მომავლისას!

გონიერმა კაცმა ყოველთვის გარემოებით უნდა ისარგებლოს თავის თავის


სასარგებლოდო, გვეუბნებიან ჩვენ. ჩვენ, ქართველებმაც უნდა მოვიხმაროთ გარეშე
ძალა ჩვენდა სასარგებლოდო.

ჩვენ ვშიშობთ, ეს მოსაზრება უფრო ულიაჯობის შედეგი არ იყოს, ვიდრე


გონიერად გამოანგარიშებული ტაქტიკა. ვშიშობთ, რომ აზრის სიღრმეში არ
იხიზნებოდეს ჩვენი დროის სულმოკლეობა, ის დაძაბუნებული სულის
მდგომარეობა, როდესაც კაცს ორის ნაბიჯის გაკეთება არ შეუძლიან სხვაის
დაუხმარებლად.

ადამიანი, რაც უფრო გონიერება ემატება მას, მეტს თვით-მოქმედებას იჩენს და


უფრო აფართოვებს თავისუფლების ფარგალს. მოვიგონოთ ველური კაცი, რომლის
გონება დაშინებული იყო მრავაგვარ მძლავრ ბუნების მოვლენებით, რა მხდალი და
ფეხშეკრულია მისი მოქმედება, ის მხოლოდ იმის ცდაშია, რომ არ გაარისხოს მისგან
შეუგნებელი გარეშე ძალა, რომლის ხელშია მისი სვე-ბედი. მოვიგონოთ ის, რომ ეს
ველური კაცი, შედის რა წარმატებაში, იგებს და ხსნის იმას, რაც წინადგაუგებარი იყო
მისთვის და ამის საშუალებით შეიგნებს თავის თავსი უპირატესობას, გარეშე , წინად
გაუგებარ საიდუმლო ძალების გავლენისაგან გამოდის და მით აფართოვებს თავის
მოქმედების ასპარეზს.

მოვიგონოთ ისიც, რომ კაცმა, დროთა მსვლელობაში, სახელმწიფო პირობებში


დაიწყო ცხოვრება და ეს სახელმწიფო თვის ძალ-დატანებითი უფლებით მეორე
ღმერთად მიაჩნდა მას. და რომ, ამავე დროთა მსვლელობაში, მან შეიგნო ნამდვილი
ძალმომრეობითი ფუნქცია სახელმწიფოსი და ამასთან ის აზრიც, რომ მას, გონიერ
ადამიანს, აქვს უნარი თავისი ცხოვრების მოწყობისა და ამისთვის საჭირო იყო
გვეკვლია დამოუკიდებელ თვით-მოქმედების ნიადაგი.
ყველა ეს უნდა გვახსოვდეს. მხოლდ უწინარეს ყოვლისა, აღბეჭდოთ ჩვენს
გონებაში აზრი, რომ თუ ჩვენ თვითონ არ ვუშველით ჩვენ თავს, სხვისი იმედი არ
უნდა გვქონდეს, რადგან სიცოხლის უფლება მხოლდ იმას ენიჭება, ვისაც აქვს
ცხოვრებისათვის საჭირო იარაღი – თავსი-თავის რწმენა და დამოუკიდბელი
მოქმედების უნარი.

ჩივილსა და წუწუნს თავი დავნებოთ. თუ რამე გაგვიკეთებია ერთი საუკუნის


განმავლობაში, თვითმოქმედებით გავკეთეთ და ეხლაც ისევ თვითმოქმედების გზას
დავადგეთ.

You might also like