You are on page 1of 5

ანთროპოლოგია- რიდერი 2

ოთხი ძირითადი მახასიეთებელი, რომელიც გვეხმარება მეცნიერების განსაზღვაში და


ამოცნობაში:

1. მეცნიერება შეისწავლის ფიზიკურ და ბუნებრივ სამყაროს, როგორც მუშაობს


ის.

მეცნიერული კვლევის სფერო იკვლევს ბუნებრივ მოვლენებს და ის არ იკვლევს


ზებუნებრივს, მის არსებობას გამორიცხავს, თუმცა ის არ ეწინააღმდეგება ზებუნებრივი
ძალების არსებობას.

2. მეცნიერული თეორია ან ჰიპოტეზა უნდა იყოს შემოწმებადი, განმეორებადი


და გამტყუნებადი.

მეცნიერების მიზანია გამოავლინოს საკვლევი შეკითხვა და შეეცადოს დაადგინოს მისი


პასუხი.

ჰიპოთეზა ვარაუდს ნიშნავს, თუმცა რეალურად ეს ასე არაა. მეცნიერული ჰიპოთეზა- არ


არის ჰაერიდან მოტანილი და იგი ეყრდნობა უკვე ასებულ ცოდნას და წარმოადგენს
დაკვირვების შედეგად შემჩნეული ფაქტების ახსნის მცდელობას.

შემდეგი ეტაპი ამ ჰიპოთეზის ცდისეულად დადასტურება ან ურაყოფაა . როგორც წესი


ჰიპოთეზები ფენომენთა ვიწრო სპექტრის ახსნას გვთავაზობს .

სამეცნიერო თეორია- ენომენთა უფრო ფაქრთ სპექტრს ხსნის. თუკი


ყოველდღიურობაში თეორიას ფაქტებით გაუმყარებელ მსჯელობას ვუწოდებთ ,
მეცნიერებაში ის მოგროვილ მონაცემებსა და ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილი ახსნაა .

თუ ჰიპოთეზა ან თეორია არ ეთანხმება მათი ჩამოყალიბების წესს, იგი არ ითვლება


მეცნიერულად.

მეცნიერული მეთოდი 6 ნაწილისგან შედგება:

1.1. დაკვირვება და კითხვის დასმა


1.2. კვლევა, ონაცემთა შეგროვება-ძალიან მნიშვნელოვანია რომ დასაწყისშივე
საფუძვლიანად შევისწავლოთ ჩვენი დაკვირვების საგანთან მიმართებაში უკვე
არსებული კვლევები.
1.3. ჰიპოთეზა- ჩამოვაყალიბოთ ჰიპოთეზა - პოტენციური პასუხი კითხვაზე. პასუხი,
რომლის სისწორეც შეგვიძლია რაიმე გზით შევამოწმოთ. ჰიპოთეზა აუცილებლად
სწორი ახსნა არ არის. მისი მცდარობის შემთხვევაში ახალი ჰიპოთეზა უნდა
ჩამოვაყალიბოთ. ასევე საჭიროა პროგნოზი თუ რა შედეგს მივიღებთ.
1.4. ექსპერიმენტი- ვაკეთებთ ექსპერიმენტს, რომლეიც ჩვენს თეორიას ან ჰიპოთეზას
დაამტკიცებს, მსვლელობისას ვაგროვებთ მონაცემებს.
1.5. მონაცემთა ანალიზი- ექსპერიმენტის დასრულების შემდგომ, ვაანალიზებთ მის
მსველობისას დაგროვილ მონაცემებს და ვამოწმებთ მხარს უჭერს თუ არა
შეგროვებული მონაცემები ჩვენს ჰიპოთეზას. არ აქვს მნიშვნელობა ის
დამტკიცდება თუ არა, ვერ ამ ჰიპოთეზის აუცილებლად ჭეშმარიტებაზე
ვისაუბრებთ და ვერც პირიქით.
1.6. დასკვნების გამოტანა და გამოქვეყნება-ვხსნით ექსპერიმენტით მიღებულ
შედეგებს, ვუკავშირებთ შედეგებს არსებულ ჰიპოთეზებს ან ვაყალიბებთ ახალს .
ჩვენი ექსპერიმენტის განმეორება სხვა მკვლევარებმაც უნდა შეძლონ , ამიტომ
აუცილებელია შედეგების სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნება.

შემოწმებადობა -გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა შეიძლებოდეს გამოთქმული


ჰიპოთეზის/თეორიის ცდისეულად შემოწმება.

განმეორებადობა- შესაძლებელი უნდა იყოს ცდის ზუსტად გამეორება და ზუსტად


ანალოგიური შედეგების მიღება.

გამტყუნებადობა- თეორიულად უნდა შეიძლებოდეს ისეთი ცდისეული შედეგების მიღება ,


რომლებიც ჩვენს ჰიპოთეზას თუ თეორიას გაამტყუნებს. სიტყვა „ემპირიული“ ითქმის
ისეთი მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც დაკვირვების შედეგებს წარმოადგენენ

3. მეცნიერება ეყრდნობა ემპირიულ მტკიცებულებებს

სიტყვა „ემპირიული“ ითქმის ისეთი მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც დაკვირვების


შედეგებს წარმოადგენენ.

4. სამეცნიერო საზოგადოება მეცნიერების განუყოფელი ნაწილია

სამეცნიერო პროცესი არ მიმდინარეობს იზოლირებულად, არამედ სამეცნიერო


საზოგადოების აქტიურ კომუნიკაციას გულისხმობს. სამეცნიერო საზოგადოების არსებობა
ქმნის მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ თვისებას: მის თვით-კორექტირებად
ბუნებას. ღია კომუნიკაციის პროცესი შემოწმებისა და ბალანსის სისტემას ქმნის:
კონკურენტული ჰიპოთეზების წამოყენება და საეჭვო შედეგების ხელახალი გადამოწმება
მეცნიერებას ცოცხალ პროცესად აქცევს; შედეგი კი ისაა, რომ დროთა განმავლობაში იმგვარ
ახსნებამდე მივდივართ, რომლებიც დროს უძლებს.
5. შემეცნების გზები: მეცნიერება, რწმენა და ანთროპოლოგია

შემეცნების გზას, რომელსავ იზიარებს ადამიანების ჯგუფი და ფენომენების ახსნისა და


პროგნოზირებისთვუს იყენებს, ცოდნის სისტემას ვუწოდებთ. მათ შორის შედის მეცნიერებაც
და რელიგიაც. სამეცნიერო ცოდნა არის თვით-კორექტირებადი, ცვალებადი, ეყრდნობა
ფიზიკურ სამყაროში არსებულ მტკიცებულებებს და მოითხოვს მკაცრ ტესტირებას.
რელიგიური გზა კი რწმენას ემყარება და არ მოითხოვს ტესტირებასა და ვალიდაციას.

დარვინამდელი იდეები ევოლუციიის შესახებ - ევოლუციის თეორიის სათავეებთან

ფრანგი ბუნებისმეტყველები ბუფონი, ლამარკი და დარვინის ბაბუა - ერაზმუს დარვინი


ევოლუციის მომხრეები იყვნენ და მათი თეირიები და იდეები უდევს საფუძვლად დარვინის
ევოლუციის თეორიას.

პირველი ვარაუდი რომ ერთი ტიპის ორგანიზმისგან შეიძლება მეორე წარმოიქმნას


ეკუთვნის სოკრატემდელ ბერძენ ფილოსოფოსებს ანაქსიმანდრესა და ემპედოკლეს.
მოგვიანებით გაბატონდა პლატონისა და მისი მოწაფე არისტოტელეს ტელეოლოგიური ( ანუ
იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყოველი განვითარება არის წინასწარ
განსაზღვრული მიზნის განხორციელება) იდეები. სოკრატეს, პლატონისა და არისტოტელეს
შრომებმა საფუძველი დაუდო ევროპულ და ისლამურ ფილოსოფიას. და ასე გაბატონდა
მოსაზრება სამყაროს უცვლელობის შესახებ, ანუ ფიქსიზმი.

მე-17 საკუნის მიწურულს ვითარება შეიცვალა. გეოლოგიის განვითარების,


პალეონტოლოგიის(ანუ მეცნიერება ნამარხი ორგანიზმების შესახებ) განვითარბით და
განამარხებული ცხოველისა თუ მცენარის ფორმების აღმოჩენით ნათელი გახდა, რომ
სამყაროს ყოველთვის ისეთი სახე არ ჰქონია, როგორიც დღეს აქვს.

ბრიტანელი მეცნიერი რობერტ ჰუკი შეისწავლიდა ნამარხ ფორმებს, რომლებიც მევნიერთა


დიდ ნაწილს მინერალები ეგონათ და თვლიდნენ, რომ ბიბლიური წარღვნის შედეგად ეს
სახეობები ქანებში იქნა ჩაბეჭდილი. თუმცა ჰუკის თანახმად ეს განამარხებული ფორმები
გადაშენებულ სახეობებს უნდა მიეკუთვნებოდეს. მოგვიანებით ბენუა დე მელეც იმავეს
ამტკიცებს და ეჭვქვეშ აყენებს ბიბლიური წარღვნის რეალობას და მთების ქანებში ზღვის
ნიჟარების არსებობას ზღვების დონის დაცემით ხსნის. გოტფრიდ ლაიბნიციც იგივე
მოსაზრებას ავითარებს და ანაქსიმანდრეს იდეებს იყენებს: როცა ოკეანე ფარავდა
ყველაფერს, დღესდღეობით ხმელეთზე მცხოვრები ცხოველები წყლის ცხოველები უნდა
ყოფილიყვნენ და როცა წყალმა უკან დახევა დაიწყო ისინი ამფიბიებად იქცნენ.

ჟორჯ კუვიესთვის სახეობები უცვლელია და ისინი არ ტრანსფორმირდებიან, არამედ


კვდებიან და გადაშენდებიან. ის ამის დამტკიცებას “საღვთო ივეოსის” მაგალითით აკეთებს.
ივეოსი არის ყარყატისნაირთა დიდი ფრინველია, რომელიც აფრიკის ტერიტორიაზეა
გავრცელებული. ძველი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ ივეოსებს და მათ მუმიფიცირებას
უკეთებდნენ. აღმიჩენილი ნამარხები არაფრით განსხვავდებოდნენ ივეოსების თანამედროვე
ფორმისგან და სწორედ ამ ფაქტს იყენებდა კუვიე ლამარკის ევოლუციის თეორიის
გასამტყუნებლად და “სახეობატა ფიქსისტურობის” დასამტკიცებლად.
კარლ ლინემ პირველმა დაიწყო ცოცხალი ორგანიზმების დაჯგუფება-კლასიფიკაცია, მან
სახეობებს ორნაწილიანი სახელი დაარქვა (ბინომური ნომენკლატურა) და ამით საფუძველი
ჩაუყარა ტაქსონომიას (ობიექტის დახასიათება მარტივი კატეგორიიდან რთულისკენ).
მიუხედავად იმისა, რომ მან შეამჩნია რომ სხვადასხვა მცენარეების სახეობებს ჰბრიდიზაცია
შეეძლოთ და ეს ჰიბრიდები ახალ სახეობებს ჰგავდნენ, მან ჩათვალა, რო ახალი სახეობების
დიდი ნაწილი სამყაროს შექმნის შემდეგ ჰიბრიდიზაციის საშუალებით წარმოიქმნა. ერთი
სახეობის ცვლილებით(და არა ორის ჰიბრიდიზაციით) ახალი სახეობის წარმოქმნა
ლინესთვის შეუძლებელი იყო. ის მაინც თვლიდა, რომ ყველა სახეობა ღმერთის წინასწარ
განსაზღვრული გეგმის ნაწილი იყო და პოტენციურად იდეოს სახით ყოველთვის
არსებობდნენ.

პირველი დაუსრულებელი ევოლუციური სქემა იყო ჟან-ბატისტ ლამარკის ტრანსმუტაციის


(ანუ ერთი სახეობის სხვა სახეობად გარდაქმნის) თეორია, რომლის მიხედვითაც, ცოცხალი
ორგანიზმები ვითარდებან, ეგუებიან გარემოს მეკვიდრეობით მიღებული თვისებების
საშუალებიტ და ინდივიდუალური ცხოვრებს განმავლოაში იძენენ ახალ ნისან-თვისებებს,
რომლებსაც ასევე მემკვიდრეობით გადასცემენ. ლამარკი გახდა უხერხემლო ცხოველების
პალეონტოლოგიის ფუძემდებელი. მან გამოიგონა ტერმინი ბიოლოგია - ცოცხალი არსებების
შემსწავლელი მეცნიერება. იგი მოლუსკების შესწავლს შემდეგ დარწმუნდა, რომ დროთა
განმავლობაში სახეობები განიცდიან ტრანსმუტაციას, ანუ იცვლებიან. მათ შეუძლიათ
თავიანთი ნიშან-თვისებები, მაგალითად, ორგანოები საჭიროებისამებრ გამოიყენონ ან არ
გამოიყენონ და ეს ცვლილებები შთამომავლობას გადაეცემა.

ლამარკის ჟირაფის მაგალითი - ჟირაფების კისერი ადამიანების და თაგვების მსგავსად 7


მალისგან შედგება, მაშინ რატომ აქვთ მათ ასე გრძელი კისრები? - ჟირაფს კისერი ხეებიდან
ფოთლების მოპოვების მიზნით დაუგრძელდა, ამის გამოა რომ წინა ფეხებიც უფრო გრძელია
ვიდრე უკანა. ასე რომ, ლამარკის აზრით ფუნქცია და საჭიროება აჩენს ორგანოს.

ლამარკის თეორიის ორი მთავარი პრინციპი:

1. ორგანოთა გამოყენება-გამოუყენლობა (სხეულის ის ნაწილი რომელსაც ცხოველი


უფრო მეტად იყენებს ზომაში იზრდება, რომელსაც არ იყენებს 0 დეგრადირდება)
2. შეძენილი ნიშან-თვისებები მემკვიდრეობით გადაიცემა

მიუხედავად იმისა, რომ ლამარკის მთავარი თეორია დღეს უარყოფილია, მეცნიერები მას
ევოლუციის პირველ თეორეტიკოსად მიიჩნევენ.

დარვინამდელმა ევოლუციონისტებმა ვერ მოახერხეს ცოცხალი ორგანიზმების ნიშან-


თვისებაღა ცვლილებების და ახალ სახეობათა წარმოშობის მიზეზი აეხსნათ. Დარვინმა კი ეს
შეძლო და მაგიტომაცაა ასეთი გენიალური.

Ჩარლზ დარვინი

Მთლიანად ბიოგრაფია წერია და დაკონსპექტებას აზრი არ აქვს. 🙁


Ხელოვნური გადარჩევა - ადამიანების მიერ მათთვის სასურველი ნიშან-თვისებების

მფლობელი ინდივიდების გამრავლების პროცესი.

You might also like