You are on page 1of 1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის IV კურსის სტუდენტის,


სალომე ელისაშვილის საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელის

დ ა ს კ ვ ნ ა

სალომე ელისაშვილმა საწარმოო პრაქტიკა გაიარა ქართული ლუდის კომპანია


„ზედაზენში“.
საწარმოში გატარებული პერიოდი სტუდენტისთვის აღმოჩნდა პროდუქტიული.
აღნიშნულ დროში ის გაეცნო საწარმოს მუშაობის ზოგად სტანდარტებს და
კონკრეტული საწარმოს მუშაობის სპეციფიკას. თეორიულ ცოდნასთან ერთად
შეიძინა პრაქტიკული და ლაბორატორიული გამოცდილება, რომელიც, ვფიქრობ,
მომავალ საქმიანობაში გამოადგება.
პრაქტიკის პერიოდში იგი გაეცნოა კომპანიის ისტორიას, უსაფრთხოების წესებს და
ანალიზის მეთოდებს. ლაბორატორიაში შეისწავლა და თავად ჩაატარა ყველა
ანალიზი: საწყისი ექსტრაქტისა და ალკოჰოლის კონტროლი, ჟანგბადისა და
ნახშირორჟანგის პარამეტრების კონტროლი, სიმღვრივის კონტროლი,
სპექტოფოტომეტრიის გამოყენება (როგორც თეორიული, აგრეთვე პრაქტიკული
ასპექტით), pH მონაცემების კონტროლი, მიკრობიოლოგიური ანალიზი. აგრეთვე
გაეცნო უალკოჰოლო სასმელების წარმოებას, რის შედეგადაც გაიცნო სიროფის
წარმოების და ჩამოსხმის სქემა, პეტის ბოთლის ჩამოსხმის მექანიზმი, შაქრიანობის
განსაზღვრა რეფრაქტომეტრით.
სტუდენტმა კარგად აითვისა ანალიზის თანამედროვე მეთოდები, ჩამოუყალიბდა და
განუვითარდა რიგი უნარები, რომელთა დახმარებითაც მომავალში
დამოუკიდებლად და თავისუფლად გაართმევს თავს ლაბორატორიულ პროცესს.
არის აქტიური და წარმატებული სტუდენტი. მისი პრაქტიკის ანგარიში
სრულყოფილადაა შესრულებული.

საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელი:


მაკრომოლეკულების ქიმიის ლაბორატორიის გამგე, ქიმიის დოქტორი
ელიზა მარქარაშვილი

You might also like