You are on page 1of 14

ი ს

დ ი ა
ე რ ობ
ჯ რ უ
უ იმი ენლ
ქ გ
ა დ
ე მ

 განსხვავება ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას
შორის მოლეკულურ დონეზე იჩენს თავს. ყველა
ცოცხალი ორგანიზმი ორგანულ ნივთიერებებს-
ცილებს, ლიპიდებს, ნახშირწყლებს და ნუკლეინის
მჟავებს შეიცავს. ეს ნივთიერებები მხოლოდ
ცოცხალი ორგანიზმების ,,კუთვნილებაა“.
არაორგანული ნივთიერებები კი გვხვდება
როგორც ცოცხალ, ასევე არაცოცხალ ბუნებაში.
 წყალი - ყველაზე გავრცელებული
ნივთიერებაა დედამიწაზე. დედამიწის
ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყლითაა
დაფარული. ის ერთადერთი ნივთიერებაა,
რომელიც ბუნებრივ პირობებში სამივე
აგრეგატულ მდგომარეობაში არსებობს.
ჩვენი სხეულის 80% წყალია. ის არის როგორც
უჯრედში, ისე მის გარეთ-ქსოვილურ სითხეში,
სისხლში, ლიმფაში, ნერწყვში. აუცილებელია
უჯრედშიგა მეტაბოლიზმისთვის,
მონაწილეობს ფერმენტულ პროცესებში,
წყალი არის წყალბად იონების ძირითადი
წყარო ფოტოსინთეზში, წყლის მოლეკულა
შთანთქავს სითბოს - ამის იცავს უჯრედს
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან.
წყალი ორგანიზმში ნივთიერებათა
გადაადგილებას უზრუნველყოფს. წყლის
დიფუზიას მისი მაღალი კონცენტრაციის
ადგილიდან დაბლის მიმართულებით
ოსმოსი უწოდეს. ოსმოსი ისეთი
დიფუზიაა,რომლის დროს გადაადგილდებიან
მხოლოდ წყლის მოლეკულები. უჯრედში
შესული წყალი ზრდის მისი შიგთავსის
მოცულობას და ძლიერ აწვება უჯრედის
კედელს . ამ მოვლენას ტურგორი ჰქვია
 მინერალური მარილები-ზოგადი და მრავალფუნქციური ნივთიერებაა,
იგი უფრო ხშირად მცენარეულ უჯრედში გვხვდება (დიპოლის სახით). იგი
გადაადგილდება ღეროში და ბოლქვში. განაგებს მასში მიმდინარე
ცილების სინთეზს
 მინერალური ნივთიერებები. უჯრედში არსებული ქიმიური ელემენტები
იყოფა სამ ჯგუფად:

1. მაკროელემენტები: H, O, N, C (98%);
2. მიკროელემენტები CL, Na, CA, K, Fe, Mg, S, P (1.9%);

 3. ულტრამიკროელემენტები: Ni, Zn, Si და სხვა (0.01%).


მინერალური მარილების როლი ორგანიზმში:

 • ბუფერულობა: რეაქციის მუდმივობა

 • მონაწილეობს უჯრედის სასიცოცხლო პროცესებში: K ანელებს გულის


მუშაობას, Ca- აჩქარებს, I შედის თიროქსინის შედგენილობაში, Cl-
მარილმჟავას შედგენილობაში, Fe- ჰემოგლობინის, Mg- ქლოროფილის.
ორგანული ნივთიერებები
ცილები უჯრედის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ისინი ბევრ
სასიცოცხლო პროცესს განაგებენ. ასრულებენ შემდეგ ფუქციებს:
 ფერმენტული - მონაწილეობს ორგანიზმში მიმავალი, ბიოქიმიური
პროცესების წარმართვაში.
 მამოძრავებელი - ნებისმიერი ორგანიზმის მოძრაობა
დამოკიდებულია კუმშვად ცილებზე, აქტონზე და მიოზინზე.
 სტრუქტურული - ცილები მონაწილეობენ უჯრედის ორგანოიდების
შენებაში.
 სატრანსპორტო - ჰემოგლობინი ჟანგბადს იკავშირებს ფილტვებთან.

 დამცველობითი - ჩვენს ორგანიზმში შემოჭრილ უცხო სხეულებს,


ვირუსებს,
ბაქტერიებს და შხამებს, ცილა - ანტისხეული ებრძვის.

 სამარაგო - შეუძლია ანტიპოლარული წყლის გამომუშავება


ფერმენტების წვით.

 ჰორმონული - განაგებს უჯრედის ჰორმონებს, სასქესო ჰორმონებს და


ა.შ.
ცხიმები
 ცხიმებს ლიპიდებსაც უწოდებენ, იგი ჰიდროფობური
ნივთიერებაა ანუ წყალში უხსნადი. მაგალითად ზეთი წყალში
არ იხსნება. მათ ახასიათებთ შემდეგი ფუნქციები:
 სტრუქტურული - მონაწილეობენ ყველა უჯრედის, ქსოვილისა
და ორგანოს შენაბაში.
 ენერგეტიკული - ცხიმების წვით 2-ჯერ მეტი ენერგია
გამოიყოფა ვიდრე ცილებისა და ნახშირწყლების.
 სამარაგო - უჯრედში გვევლინება ცხიმოვანო წვეთისა და
კანქვეშა ცხიმოვანი შრის სახით
 თერმოიზოლაცია - ცხიმი სითბოს ცუდი გამტარია რითიც ის
უზრუნველყოფს ორგანიზმის მუდმივი ტემპერატურის
შენარჩუნაბას.
 რეგულატორული - ჰორმონები, ვიტამინები.

 დამცველობითი - ცხიმის კანქვეშა შრე იცავს ორგანიზმს


დარტყმისგან
 ფოსფოლიპიდები –
ბიოლოგიური მემბრანების
აუცილებელი და მთავარი
კომპონენტები არიან. მათ
უჯრედში სამშენებლო
ფუნქცია გააჩნიათ.
მემბრანაში
ფოსფოლიპიდები ორ შრედ
ლაგდებიან ისე, რომ ერთი
შრის ფოსფოლიპიდების
პოლარული თავები
უჯრედის გარეთ არის
მიმართული ხოლო მეორე
შრის კი ციტოპლაზმისკენ .
ნახშირწყლები

 ნახშირწყლებს შაქრებსაც უწოდებენ. მათ ორ ჯგუფად


ანაწილებენ მარტივი და რთული. მარტივი
მონოსაქარიდები(გლუკოზა, ფრუქტოზა) და რთული
დისაქარიდები(ლაქტოზა, საქაროზა),
პოლისაქარიდები(სახამებელი, ცელულოზა). მათი ფუნქციებია
 ენერგეტიკული - 1 მოლი ნახშირწყალი -> 17,6
კჯ(კილოჯოული).
 სტრუქტურული - მონაწილეობენ უჯრედის მემბრანის შენაბაში .
 სამარაგო - მცენარეებში სახამებლის და ძუძუმწოვრებში
გლიკოგენის სახით.
 დამცველობითი - სხვადასხვა ჯირკვლებში გამომუშავებული
წვენები, იცავებ უჯრედებს და ორგანოებს სხვადასხვაგვარი
დაზიანებებისგან.
რთული ნახშირწყლები
 ცელულოზა პოლისაქარიდია რომელსაც სტრუქტურული
დანიშნუკება გააჩნია. ის ყველაზე გავრცელებული
ორგანული ნივთიერებაა დედამიწაზე იმის გამო, რომ
მცენარეული უჯრედების კედელს აშენებს . ცელულოზა,
ერთი მხრივ, იცავს მცენარეების უჯრედებს სხვადასხვა
ფაქტორების ზემოქმედებისგან, მეორე მხრივ, ადვილად
ატარებს წყალს და მასში გახსნილ ნივთიერებებს .
 ქიტინი აზოტშემცველი სტრუქტურული პოლისაქარიდია.
ის ფეხსახსრიანებისა და სხვა უხერხემლოების გარეგანი
ჩონჩხის ძირითადი კომპონენტია. ქიტინი შედის ასევე
ბაქტერიებისა და სოკოების უჯრედის კედლის
შემადგენლობაში, მცენარეებში ის აღმოჩენილი არ არის
.
 ნუკლეინის მჟავებს
დნმ(დეზოქსირიბონუკლეინის
მჟავა) და რნმ(რიბონუკლეინის
მჟავა) მიეკუთვნება.

 დნმ არის გიგანტურო მოლეკულა


რომელსაც აქვს ორმაგი სპირალის
ფორმა, აგრეთვე შეიცავს
მონაკვეთებს - გენებს. თითოეულ
გენში ჩაწერილია ბრძანება ამა თუ
იმ ცილის სინთეზის შესახებ. დნმ-ის
მონომერია ნუკლეოდიტი, ის
არსებობს 4 სახის: თიმინი, ადენინი,
გუანინი და ციტოზინი. რნმ-ის
აგებულებაა: ურაცილი, ადენინი,
გუანინი, ციტოზინი. რნმ გვხვდება
სამგვარი:

 ინფორმაციული –რომელსაც
ინფორმაცია გადააქვს ცილის
პირველადი სტრუქტურის შესახებ
ცილის სინთეზის ადგილას;
ტრანსპორტული – რომელსაც
ამინომჟავები გადააქვს ცილის
სინთეზის ადგილას; რიბოსომული –
რომელიც ასინთეზებს ცილას
ბირთვში.
გმადლობთ ყურადღებისთვის!!!

 ანი ოქროპირიძე
 მარი ქაფიანიძე
 ალექსანდრე ვორონინი
 მარიამ მაზიაშვილი
 ანა მჭედლიძე
 ნინო გოდორაძე

You might also like