You are on page 1of 30

ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები

სოფიო ხაჟომია
ორგანიზაციული ქცევის შესავალი

განსახილველი საკითხები:

ორგანიზაციული ქცევის განსაზღვრა

ორგანიზაციული ქცევის სისტემატიური კვლევის არსი

როგორ ეხმარება ორგანიზაციული ქცევის ცნებები ორგანიზაციებს პროდუქტიულობის


გაზრდაში

ორგანიზაციული ქცევის მნიშვნელობა და შედეგები


ორგანიზაციული ქცევა

ორგანიზაციული ქცევა სწავლობს იმ გავლენას, რომელსაც ორგანიზაციებში


ინდივიდები, ჯგუფები და სტრუქტურები ქცევაზე ახდენენ.

ორგანიზაციული ქცევის მთავარი მიზანია ამ ცოდნის გამოყენება ორგანიზაციების


ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

სამუშაო ადგილებზე ადამიანების შესწავლას ორგანიზაციული ქცევის კვლევა


ეწოდება.
ორგანიზაციული ქცევის ინტერესთა სფეროს წარმოადგენს -

სამუშაო ძალის დაქირავებასთან დაკავშირებული საკითხები,


რომელშიც შედის:

 სამსახურთან
 სამუშაოსთან
 სამსახურის გაცდენასთან და მიტოვებასთან
 პროდუქტიულობასთან
 სამუშაოს შესრულებასთან
 მენეჯმენტთან დაკავშირებული ქცევა
ორგანიზაციული ქცევისთვის საინტერესოა:

 ინდივიდები
 ჯგუფები
 ორგანიზაციული სტრუქტურები
ორგანიზაციული ქცევის სისტემატიური კვლევის არსი
 ქცევის სისტემატიური კვლევა ამდიდრებს ინტუიციას. ინტუცია მნიშვნელოვანია ,
თუმცა აუცილებელია მისი გამდიდრება, პროგნოზის უნარის გასაუმჯობესებლად .

 ქცევა არ არის შემთხვევითი და თითოეული პიროვნების ქცევას საუძვლად უდევს


ძირითადი ლოგიკა.

 ლოგიკა ისე შეიძლება განისაზღვროს და გარდაიქმნას, რომ ინდივიდუალური


განსხვავებები ასახოს.

 კვლევა გვჭირდება ქცევის გამოსაცნობად

 ქცევის გამოცნობა შესაძლებელია

 ქცევის სისტემატიური კვლევა ზუსტი პროგნოზირების საშუალებაა


ქცევის სისტემატიურ კვლევაში იგულისხმება:

 ურთიერთობების კვლევა

 მიზეზების და შედეგების განსაზღვრის მცდელობა

 ჩვენი დასკვნების მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნება, მართებული ანალიზი

საბოლოო შედეგი უნდა მივიღოთ: სისტემატიური ანალიზის საშუალებით ადამიანთა


ქცევის ზუსტად ახსნისა და პროგნოზირების გასაუმჯობესებლად.
ორგანიზაციული ქცევა არის ქცევის შემსწავლელი გამოყენებითი მეცნიერება,
რომელიც ქცევის შემსწავლელ რამდენიმე მეცნიერებას ეყრდნობა.

ესენია:

 ფსიქოლოგია
 სოციალური ფსიქოლოგია
 სოციოლოგია
 ანთროპოლოგია
მეცნიერება ქცევის შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციული ქცევის კვლევის შედეგებზე
ვა.
ს ქც ე
ფსიქოლოგია, წვლილი ინდივიდებზე, ინდივიდუალური პროცესები , მიკრო დონე ებ ი
ა მიან

 სწავლა ოს ა

შ ეცვა ბას.
 მოტივაცია
სნა ს, ს გ აგე
ხ ი
 პიროვნული თვისებები ო ს, ა ი ქცევ
მ რ
გაზო უალუ

 ემოციები
ი ლ ობს ნდივი
  —  ცდ ობენ ი

ოგი ი ცდილ
 აღქმა
ქო ლ ებ
 გადამზადება ფსი ოლოგ

ფსი
 ლიდერობის ეფექტურობა

 სამსახურით კმაყოფილება
 ინდივიდუალური გადაწყვეტილება
 ქმედითი შეფასება
 დამოკიდებულების გაზომვა
 თანამშრომლების შერჩევა
 შრომის დიზაინი
 სამსახურეობრივი სტრესი
სოციალური ფსიქოლოგია, წვლილი ჯგუფებზე, ჯგუფური პროცესები, მაკრო დონე

 ქცევის ცვლილება

 დამოკიდებულების ცვლილება ახ სნა
ლ ობს
ც იაზე,
 კომუნიკაცია
ც ცდი ოტივა ცდის

ელ ბაზე, მ ანი ნის
ო მ გ
ჯგუფური პროცესი , რ ემეცნე ოგორ ადამია ბს,

გ ი რ
არ შ ს  ე
 ჯგუფური გადაწყვეტილება ი ი ს დ ვიდის დოება წავლი ერთობ
გ ი
ქ ოლო ას ინდ საზოგა შეის ურთ

ი ა
  —  ფს ავლენ ხრივ, ლოგი შორის
ა  გ მ
სოციოლოგია ლ ოგი დოება თავის ფ სიქო ნებს

ფ სიქო საზოგა ე, და ლური ადამი ბაში.
ური დენს  
ე ვაზ სოცია ებს, ა დ ოე
ია ლ ახ ქ ც ზ ო გ
 კომუნიკაცია სოც ოგორ ასა და ენას. მიზე ას საზ
ბ ვლ ათ ევ
 ძალაუფლება თუ რ ითარე ზეგა ბს, მ ანის ქც
ვ ვე ი
გან ვიდის ქცე ს, ადამ

კონფლიქტი ინდ იალურ ვლენა


 ქცევა ჯგუფებს შორის  სოც იერთგ
ურთ

ანთროპოლოგია

 შედარებითი ღირებულებები
 შედარებითი დამოკიდებულებები
 კულტურათაშორისი ანალიზი
სოციოლოგია, წვლილი ორგანიზაციის სისტემისთვის, ორგანიზაციული პროცესები, მაკრო დონე

 ფორმალური ორგანიზაციული თეორია


 ორგანიზაციული ტექნოლოგია
 ორგანიზაციული ცვლილება .
თ ობა
 ორგანიზაციული კულტურა თ იერ

სთ ან უ ნე ბის
ა ა
ტურ ა დ ამი

დ ა კუ ცი ე ბ ში
ო ს თან ა ნ იზა
ემ გ
ანთროპოლოგია ი გარ ბ ს . ორ ს.
ლ ურ ე დებე ვშირ

ს ო ცი თ ი ქ მ
რ ი ს კა
 ორგანიზაციული კულტურა ნე ბი

დ ა მა ას შ ო
მი ა ას ა ქცევ

დ ა ე ვ
ა ქც დ
ებს
 ორგანიზაციული გარემო
ე ს ან თა ბებსა
 ძალაუფლება ი ნტერ ა დ ამი ბულე
გი ას ა ვ ლ ის კიდე
ო ლ ო
ე ისწ , დ ა მო

ი შ
ა  ებებს
სოც გ ი
პ ო ლო ებულ
ნთ რო დ ღირ
ა ითა
ძ ი რ
რამდენიმე პრინციპი ორგანიზაციულ ქცევაში:

ადამიანები რთული და ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან, რაც ამცირებს


მარტივი და ზუსტი განზოგადების შესაძლებლობას.

ორი ადამიანი ერთიდაიგივე სიტუაციაში ხშირად ძალიან განსხვავებულად იქცევა .

ერთიდაიგივე ადამიანის ქცევა იცვლება სიტუაციის მიხედვითაც.


ადამიანის ქცევა პროგნოზირებადია, ხოლო ორგანიზაციულმა ქცევამ სიტუაციური ან
გაუთვალისწინებელი მდგომარეობა უნდა ასახოს.

X -ის შედეგია Y, მაგრამ მხოლოდ Z-ის პირობებში


ანუ

Z არის სიტუაციური ცვლადი

ორგანიზაციული ქცევის მეცნიერება ზოგადი ცნებების კერძო შემთხვევებზე,


ადამიანებისა და ჯგუფებზე მორგებით განვითარდა.

ერთისთვის მიმზიდველი სამუშაო გარემო არ ნიშნავს იგივეს მეორესთვის.


ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები და შესაძლებლობები

ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები მენეჯმენტისთვის:

 რეაგირება გლობალიზაციაზე, გლობალური კონკურენცია


 განსხვავებული კულტურის ადამიანებთან მუშაობა
 ანტიკაპიტალისტურ რეაქციასთან გამკლავება
 იაფი მუშახელის დეფიციტი
 ადამიანების მართვა საგანგებო ვითარებაში
 სამუშაო ძალის მრავალფეროვნება და მათი მართვა
 ხარისხის და პროდუქტიულობის გაუმჯობესება
 მომხმარებლის მომსახურების გაუმჯობესება
 სიახლეების და ცვლილებების სტიმულირება
 დროებითობასთან გამკლავება
 ეთიკური ქცევის გაუმჯობესება
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

რეაგირება გლობალიზაციაზე, გლობალური კონკურენცია

ორგანიზაციები ეროვნულ საზღვრებში ჩაკეტილები აღარ არიან. მსოფლიო


გლობალური სოფელი ხდება, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალისთვის.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

განსხვავებული კულტურის ადამიანებთან მუშაობა

მენეჯერს უწევს განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ეთნიკური ჯგუფის


უფროსებთან და თანამშრომლებთან მუშაობა. რაც აძლევს სტიმულს ერთ
თანამშრომელს, არ აძლევს მეორეს.

სხვადასხვა კულტურების ადამიანებთან წარმატებით მუშაობისთვის უნდა


გაარკვიოთ, თუ როგორ ჩამოაყალიბა ისინი თავიანთმა კულტურამ, გეოგრაფიამ,
რელიგიამ და როგორ უნდა შევუთავსოთ მათ განსხვავებებს თქვენი მენეჯერული
სტილი.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

ანტიკაპიტალისტურ რეაქციასთან გამკლავება

ეფექტურობაზე, ზრდასა და მოგებაზე კონცენტრირებული კაპიტალიზმი ჩვენს


რეალობად იქცა. მენეჯერთა საქმიანობა ამ ფასეულობების შესახებ უნდა მუშაობდეს,
თუ ორგანიზაცია მკაცრად ორიენტირებულია ზრდასა და მოგებაზე.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

იაფი მუშახელის დეფიციტი

სულ უფრო რთულდება იაფი მუშახელის აყვანა სამუშაოზე, ან მათ მიერ


შესრულებული სამუშაო დიდი რისკის მატარებელია. მენეჯერებმა ორგანიზაციის
ინტერესებისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას შორის წონასწორობა
უნდა დაიცვან.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

ადამიანების მართვა საგანგებო ვითარებაში

ორგანიზაციებმა უნდა იპოვონ გზები, რომ მათთან დასაქმებულ ადამიანებს არ


ჰქონდეთ შიშის საფუძველი. ორგანიზაციული ქცევის ისეთი საკითხების გაგება,
როგორიცაა ემოციები, მოტივაცია, კომუნიკაცია, ლიდერობა, მენეჯერებს დაეხმარება
უფრო ეფექტურად დაძლიონ მომსახურე პერსონალს შორის შიში.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

სამუშაო ძალის მრავალფეროვნება და მათი მართვა


ორგანიზაციები სქესის, ასაკის, რასის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური
ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების მიხედვით თანდათან უფრო მრავალფეროვანი
ხდება.

მენეჯერებს უხდებათ შეცვალონ თავიანთი პრინციპები და ყველას ერთნაირად კი არ მოექცნენ,


არამედ გააცნობიერონ დაქირავებულებს შორის განსხვავებები და ამ განსხვავებების
შესაბამისად იმოქმედონ.

თუ მრავალფეროვნება არ არის სწორად მართული, სამუშაო ძალის გადინების, კომუნიკაციის


გართულებისა და ადამიანებს შორის კონფლიქტების შესაძლებლობა იზრდება.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

ხარისხის და პროდუქტიულობის გაუმჯობესება

მენეჯერებმა ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას თავიანთ


თანამშრომლებთან ენდა შეეცადონ. ისინი არა მარტო ცვლილების განხორციელების
ძირითადი ძალა უნდა გახდნენ, არამედ აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ ცვლილებების
დაგეგმვაში. ორგანიზაციული ქცევა მენეჯერებს ამ ცვლილებების განხორციელებაში
ეხმარება.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

მომხმარებლის მომსახურების გაუმჯობესება


მენეჯმენტმა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისი კულტურა უნდა შექმნას.
ორგანიზაციულ ქცევას შეუძლია, დაეხმაროს მენეჯერებს კულტურის შექმნაში,
კულტურისა, სადაც დაქირავებულებს შეეძლებათ, გამოავლინონ შემდეგი თვისებები:
 კეთილგანწყობა და ყურადღება
 ხელმისაწვდომობა
 ცოდნა
 მომხმარებლთა მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება
 სურვილი იმოქმედონ ისე, რომ მომხმარებლებს ასიამოვნონ
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

სიახლეების და ცვლილებების სტიმულირება


თანამედროვე წარმატებულმა ორგანიზაციებმა სიახლეებს ბიძგი უნდა მისცენ და შეითვისონ
ცვლილებათა უნარი, თუ არა და გაქრობის კანდიდატები არიან.

იმარჯვებენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ინარჩუნებენ მოქნილობას , ხარისხს მუდმივად


აუმჯობესებენ და ანახლებელ პროდუქტებს და მომსახურებას, ბაზარზე კონკურენტულები ხდებიან .

ორგანიზაციაში მომსახურე პერსონალი შეიძლება გახდეს განახლებისა და ცვლილებების


სტიმული ან დაბრკოლება.

მენეჯერებისთვის პრობლემას წარმოადგენს თანამშრომლების შემოქმედებითი უნარის


წახალისება და ცვლილებებისადმი შეგუება.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

დროებითობასთან გამკლავება

ცვლილებებს მოყვება დროებითობა. ორგანიზაციები გადარჩენის მიზნით უფრო მოქნილები


და სწრეაფები ხდებიან. მენეჯერთა და დაქირავებულთა უმრავლესობა მუშაობს დროებით
ატმოსფეროში.
სამსახურებში მუდმივად ხდება გარდაქმნა. მოითხოვნაა ცოდნის სრულყოფასა და ახალი
უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
ცვალებადია დავალებები, ცვალებადია გუნდი, ცვალებადია მოთხოვნები , ცვალებადია
ხელმძღვანელები.
რეორგანიზაციის პროცესი ხშირია, თანამშრომელთა გადაადგილებები ხშირია , მცირდება
ოპერაციები, იყიდება ბიზნეს-ორგანიზაციები, მუდმივ პერსონალს დროებითი პერსონალით
ცვლიან, მაღალბიუჯეტიან კადრებს დაბალბიუჯეტიანით ანაცვლებენ .
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

დროებითობასთან გამკლავება

თანამედროვე მენეჯერებმა და დაქირავებულებმა დროებითობასთან შეგუება უნდა


ისწავლონ. უნდა შეეგუონ ცვალებადობას, სპონტანურობას და
არაპროგნოზირებადობას.

ორგანიზაციული ქცევის კვლევა გვეხმარება უკეთესად გავიგოთ მუდმივად


ცვალებადი გარემო, როგორ დავძლიოთ ცვლილებების წინაშე არსებული
დაბრკოლებები და როგორ შევქმნათ ისეთი ორგანიზაციული კულტურა, რომელიც
ცვლილებების საფუძველზე განვითარდება.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

ეთიკური ქცევის გაუმჯობესება

ორგანიზაციულ გარემოში, რომელიც ხასიათდება პერსონალის შემცირებით, ბაზარზე


კონკურენციით, პროდუქტიულობის ზრდის მოთხოვნით არ არის გასაკვირი
დაქირავებულის მიერ სამუშაოს სრაფი და უხარისხო შესრულება, წესების დარღვევა
და საეჭვო საქმიანობაში ჩართვაც.
ორგანიზაციის წევრები ეთიკური პრობლემების წინაშე ხშირად დგებიან. მათ
მოეთხოვებათ სწორი და არასწორი საქციელის ერთმანეთისგან გამიჯვნა.
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

ეთიკური ქცევის დილემები

 ატეხენ თუ არა განგაშს კომპანიაში უკანონო ქმედების აღმოჩენისას


 შეასრულებენ თუ არა ისეთ ბრძანებებს, რომელსაც შინაგანად ეწინააღმდეგებიან
 შეაფასებენ თუ არა გაზვიადებულად თანამშრომლის საქმიანობას, თუ ეს შეფასება
მათ სამუშაოს შეუნარჩუნებს ან გაუუმჯობესებს
 მისცემენ თუ არა თავიანთ თავს ნებას ჩაერთონ ორგანიზაციის პოლიტიკურ
თამაშებში, თუ ეს მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ
ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები:

ეთიკური ქცევის დილემები

ნათლად არ არის განსაზღვრული, თუ რა არის კარგი ქცევა, ხშირად საკითხი


ბუნდოვანია

აუცილებელია მენეჯერებმა შექმნან ეთიკურად ჯანსაღი გარემო, სადაც მათ და


თანამშრომლებსაც სამუშაოს პროდუქტიულად შესრულება, სეორ და არასწორ
საქციელთან დაკავშირებული ბუნდოვანების გარკვევა შეეძლებათ.
სამუშაოს ეფექტური შესრულებისთვის აუცილებელია მენეჯერებმა ადამიანებთან
ურთიერთოებების უნარ-ჩვევები განავითარონ.
ორგანიზაციული ქცევა ეს არის კვლევის სფერო, რომელიც სწავლობს
ორგანიზაციებში პიროვნებების, ჯგუფებისა და სტრუქტურების ქცევაზე გავლენას,
რათა ეს ცოდნა გამოყენებულ იქნას ორგანიზაციის ეფექტურობის
გაუმჯობესებისთვის.
ორგანიზაციული ქცევა:
 მენეჯერებს სთავაზობს კონკრეტულ მიდგომებს, თუ როგორ გააუმჯობესონ ადამიანებთან
ურთიერთობა
 აღიარებს განსხვავებებს და ეხმარება მენეჯერებს დაინახონ სამუშაო ძალის
მრავალფეროვნება და საქმიანობის მნიშვნელობა
 ორგანიზაციულ ქცევას შეუძლია ხარისხისა და პერსონალის პროდუქტიულობის გაუმჯობესება
 აძლევს რჩევას მენეჯერებს, როგორ მოახდინონ რეაგირება სამუშაო ძალის მუდმივ დეფიციტზე
 ეხმარება მენეჯერებს გაუმკლავდნენ დროებითობას და ისწავლონ სიახლეების სტიმულირების
გზები
 მას შეუძლია უხელმძღვანელოს მენეჯერებს, როგორ შექმნან ეთიკურად ჯანსაღ სამუშაო
გარემო

You might also like