You are on page 1of 52

შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი

მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-


გადამზადების პროგრამა

ფარმაცევტის თანაშემწე

პროგრამის განმახორციელებელი - ნატა ჩხაიძე


 ფარმაცევტული დაწესებულებების
სასაწყობე/სამარაგო განყოფილებაში
ფარმაცევტული პროდუქციის, სამლკურნალო
მცენარეული ნედლეულის, სამედიცინო
დანიშნულების საგნების, ტარის,
განთავსების/განლაგების ძირითადი
წესები/პრინციპები;
 სააფთიაქო პროდუქციის განლაგება მისი
დასახელების, შემადგენლობის,
ფარმაკოლოგიური მოქმედებების და ფიზიკურ-
ქიმიური თვისებების გათვალისწინებით;
 სააფთიაქო პროდუქციის განლაგებისას
შეფუთვაში არსებული რაოდენობის და
დოზირების გათვალიწინება;
 სააფთიაქო პროდუქციის განლაგება შენახვის
პირობების დაცვით, ტემპერატურული რეჟიმისა
და ტენიანობის და ა.შ. გათვალისწინებით;
 სააფთიაქო პროდუქციის განლაგება FIFO-ს
პრინციპის დაცვით;
პროდუქციის მიღება - განთავსება,
ნაშთის პერიოდული კონტროლი XXI-ე
საუკუნის აფთიაქმა შეიცვალა სახე,
წინ წამოსწია ისეთი საკითხები, რასაც
ადრე არ ენიჭებოდა განსაკუთრებული
ყურადღება.

ეს არის ფართო ასორტიმენტი და მათი


ეფექტური განლაგება.

როგორც მოგეხსენებათ აფთიაქში


პროდუქციის მარაგები განთავსებულია
სპეციალურად გამოყოფილ,
იზოლირებულ (ან არაიზოლირებულ)
ფართში, რომელსაც სამარაგო
განყოფილება და სამომხმარებლო
დარბაზი ეწოდება.
ზოგადი მოთხოვნები სამარაგო განყოფილების მიმართ:

 სააფთიაქო სამარაგოს განყოფილების დაგეგმარება, მოწყობა, ექსპლუატაცია უნდა


უზრუნველყოფდეს ფარმაცევტული პროდუქტის და სამედიცინო დანიშნულების
საგნების სათანადო მიღების, კომპლექტაციის, შენახვის და გაცემის
შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროდუქციის ხარისხი.

 სამარაგოსთვის განკუთვნილი ადგილი


უნდა იყოს შესაბამისად განათებული
სამუშაოების ზუსტად და უსაფრთხოდ
შესრულების მიზნით;

 სააფთიაქო სამარაგოში ჰაერის


სისუფთავის დაცვის მიზნით უნდა
მოეწყოს შემწოვგამწოვი ვენტილაცია,
თუ ეს შეუძლებელია,
რეკომენდირებულია სარკმე-ლების,
მეორადი გისოსებიანი კარების,
შესანახი სათავსოს დაპროექტება უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას
სააფთიაქო პროდუქციის შენახვის პირობების დაკმაყოფილება. კერძოდ, ვინაიდან
აფთიაქი ვალდებულია უზრუნველყოს ფარმაცევტული პროდუქტის ისეთ პირობებში
შენახვა, რომლებიც დაიცავს მას გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენისაგან,
სამარაგო
 მზის განყოფილება
პირდაპირი უნდა
სხივებისგან იყოს:
დაცული,

 გრილი და ადვილად განიავებადი.

 ოპტიმალური ტენიანობა 60-65%,

 ოპტიმალური ტემპერატურა +18-25°С.

 ასევე საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს მაცივარ


დანადგარით ან მაცივარ–კაბინით, სადაც
შენარჩუნებული იქნება +2-8 °С ტემპერატურა იმ
პროდუქციის მოსათავსებლად, რომლებიც
განსაკუთრებით თერმოლაბილური არიან. (ასეთებს
ძირითადად მიეკუთვნებიან სანთლები მალამოები,
ზოგიერთი თვალის წვეთები და ა.შ.).
 სამარაგოში სამკურნალწამლო საშუალებები
სავალდებულო წესით უნდა განთავსდეს
თაროებზე ან დროებით ქვეშ სადებებზე
(თაროები და ქვეშსადებები უნდა დამზადდეს
მღრნელებისაგან დაცული მასალისაგან და
უნდა იყოს საკმაო რაოდენობით). თაროები,
რომლებსაც უნდა ეკავოთ სამარაგო სათავსების
მხოლოდ 2/3, სასურველია დამონტაჟდეს გარეთა
კედლიდან არანაკლებ 0,6–0,7მ–ით, ჭერიდან 0,5 მ -
ით იატაკიდან არანაკლებ 0,25 მ-ის დაშორებით,
თაროებს შორის მანძილი სასურველია არ იყოს
0,75მ-ზე ნაკლები, რათა უზრუნველყოფილი იყოს
საქონელთან თავისუფლად მოძრაობა.

 მაღალაქტიური, ასევე ადვილადაალებადი


სითხეები, აეროზოლები უნდა ინახებოდეს
სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რომელიც
აღჭურვილია დამატებით
უსაფრთხოობისდაცვის საშუალებებით.
 სამარაგო განყოფილებაში აუცილებელია
სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებების
სისტემატიური გატარება.

 დაუშვებელია საწყობში ნაგვის დაგროვება,


პარაზიტებისა და მავნებლების არსებობა.

 სამარაგო განყოფილებაში განთავსებული


დეზინსეკციისა და დერატიზაცის
საშუალებები უნდა იყოს უსაფრთხო და
გამორიცხავდეს სააფთიაქო პროდუქციის
დაბინძურების რისკს.

 შესანახ სათავსოში, სადაც ინახება


ფარმაცევტული პროდუქცია აკრძალულია
უცხო პირების დაშვება, თუ ეს არ არის
გათვალისწინებული კანონმდებლობით;

 ფარმაცევტული პროდუქცია უნდა


სამარაგოში განყოფილებაში პროდუქცია
შეიძლება განლაგდეს:

 ალფავიტის მიხედვით;

 სამკურნალწამლო საშუალებების არსებული


კლასიფიკაციის მიხედვით;

 თანამშრომელთა თვალსაზრისით –
მოხერხებულობის მიხედვით დაწესებულების
მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია, რომ სამარაგო
განყოფილებაში პროდუქციის განლაგება
ხელსაყრელი და პრაქტიკული იყოს
აფთიაქში მომსახურე პერსონალისთვის,
რომ მუშაობის პროცესში თავი იგრძნონ
კომფორტულად, ადვილად გადაადგილდნენ,
სწრაფად და უშეცდომოდ იპოვონ
პროდუქცია და არ დააყოვნონ
მომხარებელი.
სამკურნალწამლო საშუალებათა
კლასიფიკაცია ალფავიტის მიხედვით.

ამ კლასიფიკაციის საფუძველს
წარმოადგენს სამკურნალწამლო
საშუალებების დასახელებების განლაგება
ალფავიტის მიხედვით. ხშირად ასეთი
კლასიფიკაცია, დასახელებასთან ერთად,
შესაძლებელია შეიცავდეს კომერციულ
ინფორმაციას. მაგალითად, ფირმა „პრაის“
– ფურცლებში პრეპარატის დასახელების
გასწვრივ უთითებს მის ღირებულებასაც. ამ
ინფორმაციას შესაძლებელია დაემატოს
მიწოდების პირობები, შეფუთვის აღწერა,
ვადა, რომლის განმავლობაშიც ძალაშია
დაკვეთა (შეკვეთა) და სხვა.
სამკურნალწამლო საშუალებების დღემდე არსებული
კლასიფიკაციის მიხედვით, მათ ჰყოფენ 4 ჯგუფად შემდეგი
პრინციპებით:
1. თერაპიული გამოყენების მიხედვით მაგალითად
სიმსივნეების საწინააღმდეგო, არტერიული წნევის
დამწევი, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები .
2. ფარმაკოლოგიური მოქმედების ანუ გამოწვეული
ეფექტის მიხედვით (ვაზოდილატატორები - სისხლძარღვთა
გამაფართოებელი, სპაზმოლიზური - სისხლძარღვთა
სპაზმის მომხსნელი, ანალგეზიური - ტკივილისმიერი
გაღიზიანების შემამცირებელი).
3. ქიმიური აგებულების მიხედვით მსგავსი ქიმიური
აგებულების მქონე სამკურნალწამლო პრეპარატების
ჯგუფები. ასეთებია ყველა სალიცილატი, რომელიც
მზადდება აცეტილსალიცილისმჟავას სუბსტანციაზე -
ასპირინი, სალიცილამიდი, მეთილსალიცილატი.
4. ნოზოლოგიური პრინციპის მიხედვით განსხვავებული
სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება
მკაცრად განსაზღვრული დაავადების მკურნალობის მიზნით
განლაგების ყველა შემთხვევაში, სავალდებულოა დაცული იყოს ფარმაცევტული
პროდუქციის შენახვის პირობები მისი ფიზიკო–ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე.
კერძოდ, ფარმაცევტული პროდუქტის და სამედიცინო დანიშნულების საქონლის
შენახვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ინსტრუქციის მოთხოვნებს, რომლის
მონაცემები ეყრდნობა პროდუქციის სტაბილურობის კვლევის შედეგებს.

პროდუქციის დასაწყობებისას აგრეთვე


მნიშვნელოვანია, რომ:

 სამარაგო განყოფილებაში არსებული მარაგები


მუდმივად ახლდებოდეს ანუ პირველ რიგში
გაიყიდოს ის მედიკამენტი, რომელსაც შედარებით
მოკლე ვადა აქვს - ანი დაცული უნდა იყოს FIFO - ს
პრინც იპი - მცირევადიანი წინ უნდა იყოს
წამოწეული;

 შენახვის პროცესში ხდებოდეს ფარმაცევტული


პროდუქციისა და სამედიცინო ნაწარმის ვიზუალური
ფარმაცევტული
პროდუქციის შენახვის
ორგანიზაციის
საერთო მოთხოვნები
განვიხილოთ მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სხვადასხვა
ჯგუფის სამკურნალწამლო საშუალებების შენახვას

ყველა სამკურნალწამლო საშუალება მათი ფიზიკო-ქიმიური


თვისებებისა და მათზე სხვადასხვა გარეგანი ფაქტორების
მოქმედების მიხედვით იყოფიან შემდეგ ჯგუფებად:
სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც მოითხოვენ:
 სინათლისაგან დაცვას;
 ნესტისაგან დაცვას;
 აქროლებისაგან დაცვას;
 მაღალი ტემპერატურისაგან დაცვას;
 დაბალი ტემპერატურისაგან დაცვას;
 გარემოში მყოფი აირებისაგან დაცვას;
 სუნიანი და მღებავი ნივთიერებები;
 ცეცხლსაშიში და ადვილადაალებადი ნივთიერებები.
როგორც ავღნიშნეთ, ნებისმიერ პროდუქციას აქვს ინსტრუქცია,
შენახვის პირობების მითითებით, რომელსაც ზუსტად იცავს
აფთიაქის თანამშრომელი პროდუქციის განთავსების დროს.
ფიზიკო–ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე
განასხვავებენ შენახვის ნორმალურ და
სპეციფიკურ პირობებს:
შენახვის ნორმალური პირობებად ითვლება
შენახვა მშრალ, კარგად განიავებად
დაწესებულებაში 15-250C-ზე და 35-65 % -ზე . ამ
შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს უცხო სუნი,
დაბინძურების წყარო და ინტენსიური სინათლის
ნაკადი.
სპეციფიკური შენახვის პირობები
სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც უნდა
ინახებოდეს სპეციფიკურ პირობებში, ითხოვენ
შესაბამის შენახვის პირობებს.
ინსტრუქციებიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოს
მცირე ხნით (ადგილობრივი გადაზიდვების დროს),
თუ ამაზე არ არის სპეციალური მოთხოვნა (მაგ.
სამკურნალწამლო საშუალებების შენახვის თავისებურებები მათი ფორმების
მიხედვით

 ტაბლეტები, დრაჟეები და კაფსულები ინახება მშრალ, აუცილებლობისას


სინათლისაგან დაცულ ადგილას, სხვა სამკურნალწამლო ფორმებისაგან
იზოლირებულად, რაც უზრუნველყოფს მათ დაცვას გარეგანი ზემოქმედებისაგან;
 აეროზოლის სახის სამკურნალწამლო
საშუალებების უმრავლესობა უნდა
ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე,
სინათლისაგან დაცულ, ცეცხლისაგან და
გამთბობი ხელსაწყოებისაგან მოშორებით.
აეროზოლები დაცული უნდა იყოს მექანიკური
დაზიანების და დარტყმისაგან;
სამკურნალწამლო საშუალებების შენახვის თავისებურებები მათი ფორმების
მიხედვით
 თხევადი სამკურნალწამლო ფორმები (სიროფები, ნაყენები, სუსპენზიები) უნდა
ინახებოდეს ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში, სინათლისაგან თავდაცულ
ადგილას;
 საინექციო სამკურნალწამლო საშუალებები უნდა ინახებოდეს ცალკე კარადაში,
სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას (8-150C) ან ცალკე სათავსში ტარის
თავისებურებების გათვალისწინებით, თუ შეფუთვაზე არ არის სხვა მითითებები;
 პლაზმის შემცველი საშუალებები ინახება ცალკე, სინათლისაგან დაცულად ოთახის
ტემპერატურის პირობებში.
 ექსტრაქტები ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას;
 მალამოები, სანთლები, ლინიმენტები, პასტები ინახება გრილ (8-150C), სინათლისაგან
დაცულ ადგილას;
 თხევადი და რბილი სამკურნალწამლო ფორმები ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას
ხელსაყრელ პირობებს ქმნიან მათში მოხვედრილი მიკროორგანიზმების გასამრავლებლად.
ამიტომ აუცილებელია სამკურნალო ფორმების (თვალის წვეთები, მალამოები, სამკურნალო
ფორმები ახალშობილთათვის) ოთახის ტემპერატურაზე შენახვის დროის მინიმუმამდე შემცირება;
ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის თავისებურებანი, რომლებიც მოითხოვენ

სინათლისაგან დაცვას

იმ სამკურნალწამლო საშუალებებს, რომლებიც მოითხოვენ სინათლისაგან დაცვას მიეკუთვნება:

 ანტიბიოტიკები;

 გალენური პრეპარატები (ნაყენები, ექტრაქტები, მცენარეული ნედლეულიკონცეტრატები;

 მცენარეული სამკურნალწამლო ნედლეული;

 ორგანოპრეპარატები;

 ვიტამინები, ვიტამინის შემცველი პრეპარატები;

 კორტიკოსტეროიდები;

 ეთერზეთები, ცხიმოვანი ზეთები;

 დრაჟირებული პრეპარატები;

 ჰალოგენჩანაცვლებული შენაერთები - ქლორის,

იოდის და ბრომწყალბადმჟავას მარილები,

ნიტრო და ნიტროზონაერთები, ნიტრატები.


ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის თავისებურებანი, რომლებიც
მოითხოვენ სინათლისაგან დაცვას

სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც მოითხოვენ სინათლისაგან დაცვას,


უნდა ინახებოდეს:

 შუქდამცავი მასალისაგან დამზადებულ ტარაში (ნარინჯისფერი მინის


ჭურჭელი, მეტალის ტარა, შავად, ყავისფრად ან ნარინჯისფრად შეღებილი
ალუმინის ფოლგა ან პოლიმერული მასალა);

 ბნელ სათავსში;

 კარგად დახურულ კარადებში მზის პირდაპირი

სხივებისაგან დაცული.

NB!
სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც
განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სინათლის
მიმართ ინახებიან მინის ტარაში, რომელსაც
შემოხვეული აქვს შუქგუამტარი ქაღალდი.
ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის თავისებურებანი, რომლებიც
მოითხოვენ ნესტისგან დაცვას:
იმ სამკურნალწამლო საშუალებების რიცხვს, რომლებიც მოითხოვენ ნესტის
ზემოქმედებისაგან
დაცვას, მიეკუთვნებიან ჰიგროსკოპული ნივთიერებები და სამკურნალწამლო საშუალებები:
 სამკურნალწამლო მცენარეული ნედლეული,
 მშრალი ექსტრაქტები;
 ალკალოიდების და გლიკოზიდები მარილები;
 ანტიბიოტიკები;
 ფერმენტები;
 მშრალი ორგანოპრეპარატები;
 შესახვევი საშუალებები (ბამბა, ბინტი, მარლა და ა.შ.).
სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც მოითხოვენ
წყლის ატმოსფერული ორთქლისაგან დაცვას,
საჭიროებენ შენახვას გრილ (8-150C), მშრალ ადგილას, NB!
წყლის ორთქლისაგან შეუღწეველ მჭიდროდ
თავდახურულ პირველად ჭურჭელში/ტარაში, (მინის, ჰიგროსკოპიული - 
მეტალის, ალუმინირებული ფოლგის, პლასტმასის ტენის შესრუტვის უნარის მქონ
სქელკედლებიან ტარაში) მოლესილი
ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის თავისებურებანი, რომლებიც
საჭიროებენ აქროლებისაგან დაცვას:
იმ სამკურნალწამლო საშუალებების რიცხვს, რომლებიც აქროლებისაგან დაცვას
მოითხოვენ,მიეკუთვნებიან:
 თვითმქროლავი ნივთიერებები :
(ბრომქაფური, იოდი, ქაფური, იოდოფორმი,
მენთოლი, ნიშადურის სპირტი და სხვა);
 აქროლადი გამხსნელების შემცველი
სამკურნალწამლო პრეპარატები (სპირტიანი
ნაყენები, ხსნადი სპირტიანი კონცეტრატები,
სქელი ექსტრაქტები);
 აქროლადი გამხსნელების შემცველი ხსნარები
ან ნარევები (ეთერზეთები);
 კრისტალიზაციური წყლის შემცველი
სამკურნალწამლო პრეპარატები –
კრისტალალდეჰიდები (გლუკოზა, კოფეინი);
 ისეთი სამკურნალწამლო ნივთიერებები,
რომელთა დაშლით წარმოიქმნება მქროლავი
პროდუქტები (წყალბადის ზეჟანგი,
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი);
 ადვილად მქროლავი სამკურნალწამლო საშუალებები
საჭიროა ინახებოდეს გრილ ადგილას 8-150C
ჰერმეტულად დახურულ ტარაში (მინა, მეტალი,
ალუმინირებული ქაღალდი, პოლიმერულ
ჭურჭელში);

 ჭურჭელს აქროლებადი ნივთიერებით, ეხურება


ქერქოვანი საცობი პერგამენტის მოკვრითა და
სპეციალური საგოზავის წაცხებით.

 საცობის გამოშრობის შემდეგ შიგთავსის


დაკარგვის ასაცილებლად იკრძალება
აქროლებადი ნივთიერების შენახვა ხის
საცობის გამოყენებით.
ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის თავისებურებანი, რომლებიც მოთხოვენ
მაღალი
ტემპერატურის მოქმედებისაგან დაცვას:

სამკურნალწამლო საშუალებებს, რომლებიც მოითხოვენ მაღალი ტემპერატურისაგან


დაცვას,
 ადვილად აქროლადი
მიეკუთვნებიან : სამკურნალწამლო საშუალებები;
 ადვილად დნობადი სამკურნალწამლო საშუალებები;
 ბაქტერული პრეპარატები (ვაქცინები, შრატები,
ბაქტერიოფაგები, ანატოქსინები და სხვა);
 ანტიბიოტიკები
 ორგანოპრეპარატები
 ჰორმონალური პრეპარატები;
 ვიტამინები და ვიტამინიზირებული პრეპარატები;
 გლიკოზიდების შემცველი პრეპარატები;
 სამედიცინო ცხიმები და ზეთები, ცხიმის ფუძეზე
დამზადებული საცხები (მალამოები, სუპოზიტორიები);
თერმოლაბილური პრეპარატები შენახვის
რეგლამენტირებული ინტერვალის
მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა:

 I ჯგუფი სამკურნალწამლო პრეპარატები


– ყველაზე უფრო მგრძნობიარე
ტემპერატურული ფაქტორების მიმართ,
უნდა ინახებოდნენ მხოლოდ
მაცივრებში, სამაცივრო კამერებსა და
კარადებში 0-100C ტემპერატურაზე.

 II ჯგუფის სამკურნალწამლო
პრეპარატების შენახვა 11-150C
შესაძლებელია მაცივრების, სამაცივრო
კამერების, კარადების და
კონდიციონერების გამოყენებით;
ზოგიერთი თერმოლაბილური პრეპარატი მოითხოვს დაბალ ტემპერატურაზე არა მარტო
შენახვას არამედ ტრანსპორტირებასაც.

ასეთ სამკურნალწამლო საშუალებებს განეკუთვნება ე.წ


„ცივი ჯაჭვის“ მედიკამენტები. როგორც ავღნიშნეთ, მათი
შენახვისა და ტრანსპორტირებისას აუცილებელია დაცული
იყოს სათანადო ტემპერატურული რეჟიმი - 2-8°0C.
დაუშვებელია მისი გაყინვა - გამოდნობა, 80C-ზე მაღალ
ტემპერატურაზე შენახვა, შენჯღრევა. ასეთი მედიკამენტები
წარმოების ურთულესი ბიოტექნოლოგიური პროცესით
მიიღება და სიცოცხლისთვის საშიში სხვადასხვა დაავადების
სამკურნალოდ გამოიყენება. ამიტომ როგორც მიღების,
ასევე განთავსების დროს უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ
პრეპარატის ტრანსპორტირება მოხდა და რეალიზაციის
შემდგომ მოხდება „ცივი ჯაჭვის“ უწყვეტობის პრინციპის
დაცვით. ამ პრინციპის დაცვა შესაძლებელია მაცივარ–
მაცივარში ტემპერატურული რეჟიმის
კონტროლს ატარებენ თერმომეტრის
საშუალებით, რომელსაც ათავსებენ
საყინულე კამერის ქვემოთ 20 სმ-ს
დაშორებით.
თერმომეტრი დაცული უნდა იყოს
საჭერით, რაც საშუალებას გვაძლევს
ავიცილოთ თერმომეტრის მექანიკური
დაზიანება და მაცივრის კარის
გაღებისას მასში შემავალი თბილი
ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი
მერყეობა;

NB!
შედარებით მაღალ ტემპერატურის ზონაში
შენახული სამკურნალწამლო პრეპარატები
საჭიროებისას შეიძლება გადატანილ იქნას
უფრო დაბალი ტემპერატურის ზონაში,
მაცივრებში თერმოლაბილური სამკურნალწამლო
პრეპარატების შენახვისას, რომლებიც მოითხოვენ
შენახვის დამატებით პირობების შექმნას,
გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი:

 ადვილად აალებადი, ჰაერის კომპონენტების


ზემოქმედებისადმი მგრძნობიარე,
სამკურნალწამლო საშუალებები შენახვისას
აუცილებელია - გულდასმით იქნეს შემოწმებული
მათი შეფუთვის ჰერმეტულობა და საჭიროებისას
პოლიეთილენის პაკეტებში ორჯერ უნდა იქნან
შეფუთული, ამასთან ყოველი შეფუთვა
გამაგრებული უნდა იქნეს რეზინით;

 განსაკუთრებით გულდასმით და ყურადღებით


უნდა შეიფუთოს ძლიერი სუნიანი დასუნის
ადვილად შეთვისების უნარის მქონე
ნივთიერებები;
 ბაქტერიული პრეპარატები
(პრობიოტიკები) უნდა ინახებოდეს
ქარხნული შეფუთვით დასახელების
მიხედვით, განცალკევებულად,
მკაცრად იმ ტემპერატურაზე,
რომელიც მოცემულია თითოეული
დასახელების მოხმარების
ინსტრუქციაში;
 ერთიდაიგივე დასახელების
ბაქტერიული პრეპარატები ინახება
ვარგისობის ვადების მკაცრი
კონტროლით;
 ბაქტერიული პრეპარატები შენახვის
პროცესში აუცილებლად უნდა
შემოწმდეს ვიზუალურად თვეში
ბიფიდობაქტერიები ლაქტობაქტერიები
ერთხელ;
კოლიბაქტერიები
 ორგანოპრეპარატები უნდა
ინახებოდეს სინათლისაგან დაცულ,
გრილ და მშრალ ადგილზე 0-150C;
ტემპერატურაზე, თუ ეტიკეტზე, ან
ინსტრუქციაში სხვა მითითება არ
არის;
 ანტიბიოტიკები უნდა ინახებოდეს
ქარხნული შეფუთვით ოთახის
ტემპერატურაზე, თუ ეტიკეტზე სხვა
მითითება არ არის;
 იმუნო - ბიოლოგიური პრეპარატების (ვაქცინა,
შრატი, დიაგნოსტიკუმი და სხვა) შენახვა უნდა
მოხდეს მშრალ, ბნელ, სპეციალურად მოწყობილ
სამაცივრე დანადგარებიან შენობაში, სადაც ჰაერის
ტემპერატურა უნდა იყოს პლიუს 2-120C,
პრეპარატის თანმხლები ინსტრუქციის შესაბამისად.
 იმუნო- ბიოლოგიური პრეპარატების პრეპარატების
შენახვა სასურველია ცალ-ცალკე სახეობის
მიხედვით: ვაქცინები, შრატები, დიაგნოსტიკუმები
და ა.შ
 ერთი და იგივე იმუნო- ბიოლოგიური პრეპარატები
ინახება სერიების მიხედვით, ვარგისიანობის ვადის
გათვალისწინებით.
 იმუნო- ბიოლოგიური პრეპარატის შენახვა ხდება
საწარმოო შეფუთვის ფლაკონებში და ამპულებში.
ფლაკონის ამოღება ყუთიდან არ არის
აუცილებელი. ამპულები ინახება მუყაოს
კოლოფებში.
 თითოეულ ფლაკონს და კოლოფს უნდა ჰქონდეს
ეტიკეტი, დამამზადებელი საწარმოს, პრეპარატის
სახელწოდების, მოცულობის ან დოზის
რაოდენობის, სერიის და კონტროლის ნომრის,
დამზადების თარიღის, ვარგისიანობის ვადის
ჩვენებით.
ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის
თავისებურებანი, რომლებიც მოთხოვენ დაბალი
ტემპერატურის მოქმედებისაგან დაცვას:

სამკურნალწამლო საშუალებების რიცხვს, რომლების


მოითხოვენ დაბალი ტემპერატურისაგან დაცვას,
მიეკუთვნება ისეთი სამკურნალწამლო საშუალებები,
რომელთა ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობა გაყინვის
შემდეგ იცვლება და ოთახის ტემპერატურამდე
შემდგომი გათბობით არ აღსდგება.

 სამედიცინო ცხიმოვანი ზეთები უნდა ინახებოდეს


არანაკლებ 100C ტემპერატურაზე;

 დაუშვებელია ინსულინის პრეპარატების გაყინვა;


ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის
თავისებურებანი, რომლებიც მოთხოვენ
გარემოში არსებული აირების ზემოქმედებისაგან
დაცვას:

ჯგუფს, რომლებიც იცვლებიან გარემოში არსებული


აირების გავლენით, მიეკუთვნება ნივთიერებები,
რომლებიც რეაგირებენ ჰაერის ჟანგბადთან.

 სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც


საჭიროებენ აირების ზემოქმედებისაგან დაცვას,
უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად თავდაცულ
გაზშეუღწევად ტარაში;

 სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც


ადვილად იჟანგებიან ჰაერის ჟანგბადით, უნდა
ინახებოდეს მშრალ სათავსში;
სუნიანი და მღებავი ფარმაცევტული
პროდუქციის შენახვის თავისებურებანი

 სუნიანი სამკურნალწამლო საშუალებების რიცხვს


მიეკუთვნება მძაფრი სუნის მქონე, როგორც მქროლავი,
ისე პრაქტიკულად არამქროლავი ნივთიერებები და
სამკურნალწამლო საშუალებები (ვალიდოლი, იოდი,
მენთოლი და სხვა);
 სუნიანი სამკურნალწამლო საშუალებები ინახება
იზოლირებულად, დასახელების მიხედვით,
ჰერმეტულად თავდახურულ ტარაში/კარადაში სუნის
გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;
 მღებავ ნივთიერებათა ჯგუფს მიეკუთვნება
ნივთიერებები, მათი ხსანარები, ნარევები, პრეპარატები
და ა.შ., რომლებიც შეფუთულ ტარაზე, ჭურჭელზე და სხვა
საგნებზე ტოვებენ შეფერილ კვალს და ჩვეულებრივი
სანიტარიულ-ჰიგიენური დამუშავებით არ შორდება
(ბრილიანტის მწვანე, იოდი, იოდინოლი, ბეტადინი და
სხვა)
 მღებავი სამკურნალწამლო საშუალებები უნდა
ინახებოდეს სპეციალურ კარადაში, განცალკევებით,
დასახელების მიხედვით, მჭიდროდ თავდახურულ
ჭურჭელში;
ცეცხლსაშიში (წვადი) და
ადვილადაალებადი ფარმაცევტული
პროდუქციის შენახვის თავისებურებანი

 ადვილაალებად და ცეცხლსაშიშ (წვად)


სითხეებს მიეკუთვნებული სპირტი, ეთერი
და სამკურნალწამლო მედიკამენტები
მათი შემცველობით (სპირტხსნარები,
სპირტიანი ნაყენები და ა.შ.)

 ადვილაალებად და ცეცხლსაშიშ (წვად)


სითხეებს მიკუთვნებული უნდა
ინახებოდეს ამ მიზნებისათვის
გამოყოფილ სათავსებში, საკეტის მქონე
სპეციალურ ლითონის კარადებში, მათი
თავსებადობის გათვალისწინებით.
სამკურნალო მცენარეული
ნედლეულის შენახვის თავისებურებანი

 სამკურნალო მცენარეული ნედლეული უნდა


ინახებოდეს მშრალ, იოლად გასანიავებელ
შენობაში, საწყობებში თაროებზე, მთლიანი
ქარხნული შეფუთვით, თავმოკრულად.
 შესანახ სათავსოში მზის პირდაპირი სხივები არ
უნდა აღწევდეს;
 ეთეროვანი ზეთების შემცველი სამკურნალო
მცენარეული ნედლეული ინახება
იზოლირებულად, კარგად შეფუთულ ტარაში;
 ზოგიერთი ჰიგროსკოპული ბალახი და ნაყოფები
უნდა ინახებოდნენ ჰერმეტულად თავდახურულ
ტარაში (სათითურას ფოთლები, თირკმლის ჩაი
და სხვა);
 შხამიანი და ძლიერმოქმედი ნივთიერებების
შემცველი სამკურნალო მცენარეული ნედლეული
ინახება განცალკევებულად არსებული
კანონმდებლობის მოთხოვნათა მიხედვით;
სამკურნალო მცენარეული
ნედლეულის შენახვის თავისებურებანი

 გამომშრალი თუ წვნიანი ნაყოფები უნდა


დავიცვათ მავნებლებისაგან, ისინი საჭიროებენ
პერიოდულ შემოწმებას;

 სამკურნალო მცენარეული ნედლეული


ექვემდებარება პერიოდულ შემოწმებას
ფარმაკოპეის მოთხოვნათა შესაბამისად.
მცენარეული ბალახები, ფესვები, ფესვურები,
თესლები, რომელთაც დაკარგული აქვთ
ნორმალური შეფერადება, სუნი, აგრეთვე
ობმოკიდებულია ან დაზიანებულია
მავნებლების მიერ, ექვემდებარება
განადგურებას;
ქიმიური რეაქტივების შენახვის თავისებურებანი

 ქიმიური რეაქტივები ინახება მხოლოდ


მილესილსაცობიან მინის ჭურჭელში.
 შეიძლება გამოყენებული იქნეს
პერგამენტმოკრული ქერქოვანი საცობი.
 სინესტისაგან დასაცავი რეაქტივების ჭურჭლის
საცობს ფარავენ პარაფინით.
 სინათლისაგან დასაცავ რეაქტივებს ასხამენ
ნარინჯისფერი მინის ჭურჭელში კარგად დაცობილი
პერგამენტმოკრული საცობით.
 სამკურნალწამლო საშუალებების
შენახვის პირობები განისაზღვრება
აგრეთვე მათი ტოქსიკოლოგიური
მახასიათებლებით (მოწამვლის
გამოწვევის საშუალება, მათი
A -კარადა
ნარკოტიკულ საშუალებებად
გამოყენება და სხვ.).

 ამ მახასიათებლების მქონე
სამკურნალწამლო საშუალებებს
განათავსებენ განცალკევებით A -
კარადაში ან შესაბამის იზოლირებულ
ოთახში რკინის სეიფში;
სამედიცინო
დანიშნულების
ნაწარმის შენახვის
ორგანიზაციის
საერთო
მოთხოვნები
 სამარაგო განყოფილებაში სამედიცინო ნაწარმის
განთავსებისას დაცული უნდა იყოს ფარმაცევტული
წესრიგი;
 სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი სამარაგო
განყოფილებაში უნდა განლაგდეს ისე, რომ ფართობი
მაქსიმალურად იყოს გამოყენებული;
 სამედიცინო ნაწარმი უნდა განლაგდეს თაროებზე და
კარადებში, აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო
საქონელი ეწყობა იატაკზეც, თუ ქვევით დაეფინება
საქონლის დასაწყობი ქვესადები.
 სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი უნდა ინახებოდეს
შემდეგი ჯგუფების მიხედვით:
 რეზინის ნაწარმი;
 პლასტმასის ნაწარმი;
 შესახვევი და დამხმარე მასალა;
 სამედიცინო ტექნიკის ნაწარმი.
რეზინის ნაწარმის ოპტიმალური შენახვისათვის,
სათავსოში საჭიროა დაცული იყოს შემდეგი რეზინის ნაწარმის შენახვა
პირობები:

 სინათლისაგან, განსაკუთრებით მზის


პირდაპირი სხივებისაგან დაცვა;

 ჰაერის მაღალი (20ºС- ზე ზევით) და დაბალი


(0ºС-ზე ქვევით) ტემპერატურისაგან
(ოპტიმალური 8–12ºС) დაცვა;

 გამჭოლი ჰაერისაგან (ორპირი, მექანიკური


ვენტილაცია) დაცვა;

 დაზიანებისაგან (გაღუნვა, დაწოლა, მოგრეხა,

გაწელვა და სხვ.) დაცვა;


 გამოშრობის, დეფორმაციის და ელასტიურობის
დაკარგვის თავიდან ასაცილებლად რეზინის
ნაკეთობათა შესანახ სათავსოში ფარდობითი
ტენიანობა უნდა იყოს არანაკლები 65%; რეზინის ნაწარმის შენახვა
 რეზინის ნაწარმი იზოლირებული უნდა იყოს
სხვადასხვა ნივთიერებათაზემოქმედებისაგან
(იოდი, ქლოროფორმი, ორგანული
გამხსენელები, მჟავეები, ზეთები, ნაფტალინი
და სხვ.);

 რეზინის ნაწარმი უნდა ინახებოდეს გამთბობი


ხელსაწყოებიდან არანაკლებ 1 მ–ის
დაშორებით;

 არ შეიძლება რეზინის ნაწარმის ფენებად


დალაგება (გარდა საცობებისა), რადგან ქვედა
ფენებში მოქცეულისაგნები იტკეპნება და
იჭყლიტება.
 რეზინის ნაწარმის შესანახი სათავსო უნდა მოეწყოს ბნელ,
ნახევრდასარდაფში ან შენობის მზის საწინააღმდეგო
(ჩრდილოეთის) მხარეს, ჩაბნელებულ სათავსოებში;

 ჰაერის ჭარბი ჟანგბადის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად,


რეზინის ნაწარმის შენახვა რეზინის ნაწარმის განლაგებისას გამოყენებული უნდა იყოს
შესანახი სათავსოს მთლიანი მოცულობა;

 მშრალ სათავსოებში მაღალი სინამის შესანარჩუნებლად


რეკომენდირებულია დაიდგას ჭურჭელი კარბოლმჟავას 2%–იანი
წყალხსნარით;

 რეზინის ნაწარმის ელასტიურობის შესანარჩუნებლად კარადებსა


და სათავსოებში რეკომენდირებულია დაიდგას მინის ჭურჭელი
ნახშირმჟავა ამონიუმით.

 რეზინის ნაწარმის შესანახი სათავსო უნდა აღიჭურვოს ადვილად


მისადგომი თაროებით, კარადებით, ყუთებით, საკიდი
ბლოკებით, სადგამებით და სხვა აუცილებელი ინვენტარით;

 რეზინის ნაწარმი სათავსოებში ინახება დასახელებისა და


შენახვის ვადების მიხედვით;
 რეზინის ნაწარმის შესანახ კარადებს უნდა

ჰქონდეს მჭიდროდ დასაკეტი კარები;

 კარადის ტაროები და კედლები უნდა იყოს

გლუვ ზედაპირიანი;
კარადების შიგნითა მოწყობა დამოკიდებულია
მასში შესანახ რეზინის ნაწარმის სახეობაზე.
კარადები გამოიყენება:
 რეზინის ნაწარმის დაწოლილ
მდგომარეობაში (კათეტერები, ყინულის
ბუშტები, ხელთათმანები და სხვ.)
შესანახად;
 აღიჭურვება მოძრავი უჯრებით,
რომლებშიც საგნები ეწყობა მთელ სიგანზე
თავისუფლად, სწორად, მოღუნვის გარეშე;
 რეზინის ნაწარმის დაკიდულ მდგომარეობაში (შუნტები, ზონდები, საირიგაციო
მილები)
შესანახად, რისთვისაც აღიჭურვება მოსახსნელი საკიდებით ისე, რომ
საჭიროებისას
შესაძლებელი იყოს მათი მოხსნა საგნებიანად.
 განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზოგიერთი სახის რეზინის ნაწარმის შენახვას,
რომლებიც მოითხოვენ შენახვის სპეციალურ პირობებს:

 რეზინის სათბურები, ყინულის ბუშტები და ქვესადები რგოლები (დაყალიბების გზით


მიღებული რეზინის ღრუ ნაკეთობები) ნაკეთობის შიგა კედლების შეწებებისაგან
დასაცავად ინახება ოდნავ შებერილ მდგომარეობაში;

 რეზინის მილები გამჭოლი ჰაერისაგან დასაცავად ინახება ორივე მხრიდან


საცობმორგებული;

 კათეტერები, ბუჟები, ზონდები, რეზინის ნაწარმისაგან განსხვავებით ინახება მშრალ


სათავსოებში; მათი სიძველის ნიშანია დარბილება და წებოვანი ზედაპირი;

 დაძველებულნაწარმს იწუნებენ და ჩამოიწერება დადგენილი წესით.


რეზინის ნაწარმი შენახვის პროცესი
ექვემდებარება
პერიოდულ შემოწმებას.
საგნები, რომლებიც იწყებენ ელასტიურობის
დაკარგვას, აღდგენა (დროულად)
ნორმატიულ– ტექნიკური დოკუმენტების
მოთხოვნათა შესაბამისად; ასე მაგალითად,
გამაგრებული, შეწებებული, მტვრევადი
რეზინის ხელთათმანები რეკომენდირებულია
15 წუთით მოთავსდეს ამიაკის 5%–იან
ხსნარში, ამის შემდეგ ხელთათმანებს
გაასწორებენ საჭირო ფორმის მიხედვით და
15 წუთით მოათავსებენ გლიცერინის 5%–იან
თბილ (40–50ºС–ტემპ) წყალხსნარში; ასეთი
დამუშავების შედეგად აღდგება
პლასტმასის ნაწარმის შენახვა

 პლასტმასის ნაწარმი ინახება ოთახის


ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ, ადვილად
გასანიავებელ სათავსოში, გათბობის
სისტემიდან არანაკლებ 1 მ–ის დაშორებით;

 სათავსოში, სადაც ინახება პლასტმასის


ნაწარმი, არ უნდა იყოს ღია ცეცხლი და
აქროლად ნივთიერებათა ორთქლი;

 სათავსოებში, სადაც ინახება ცელოფანის,


ცელულოიდის ან პლასტმასის ნაწარმი, ჰაერის
ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს არაუმეტეს
65%–ისა.
შესახვევი საშუალებების შენახვა
 შესახვევი საშუალებები ინახება მშრალ ადვილად
გასანიავებელ სათავსოში, თაროებზე, ყუთებსა და
კარადებში.

 კარადები, რომლებშიც ინახება შესახვევი მასალა,


პერიოდულად იწმინდება ქლორამინის 0,2%– იანი ან
ქლორიანი კირის ხსნარებით.

 სტერილური შესახვევი მასალა (ბანდები, დოლბანდის


საფენები, ბამბა) ინახება მხოლოდ ქარხნული შეფუთვით;

 არასტერილური შესახვევი მასალა (ბამბა, დოლბანდი)


ინახება ტაროებზე სპეციალურ სადგამებზე მჭიდროდ
ქარალდშემოკრული ან ტომრებში.

 ამ ჯგუფში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ისეთი


მასალების შენახვის ორგანიზაცია, რომლებიც შეიცავს
თაბაშირს, მდოგვის ფხვნილს, წიწაკის ფხვნილს. ისინი
ნესტის მოქმედებით კარგავენ თვისებებს და უვარგისი
ხდებიან სამედიცინო დანიშნულებისათვის. გაუვარგისების
თავიდან აცილების მიზნით არ უნდა დაირღვეს ქარხული
შეფუთვა და მათი შენახვისას მკაცრად დაიცვან ეტიკეტზე
 ქირურგიული ინსტრუმენტებისა და
ქირურგიული ინსტრუმენტების შენახვა
ლითონის სხვა ნაწარმი შენახვა ხდება
თბილ და მშრალ სათავსოებში;

 ქირურგიული ინსტრუმენტები და ლითონის


სხვა ნაწარმი ინახება ოთახის
ტემპერატურაზე მშრალ სათავსოში,
რომელშიც ფარდობითი ტენიანობა არ უნდა
აჭარბებდეს 60%–ს;

 მაღალი სინამის კლიმატურ ზონებში


დასაშვებია შესანახ სათავსოში ჰაერის
ფარდოითი ტენიანობა იყოს 70%–მდე;

 კატეგორიულად აკრძალულია ქირურგიულ


ინსტრუმენტების დაყრილი სახით ან
მედიკამენტებთან და რეზინის ნაწარამტან
ერთად შენახვა;

 დაუშვებელია ინსტრუმენტების შეხება


 ქირურგიულ ინსტრუმენტები ინახება კოლოფებში,
ყუთებში და კარადებში;
ქირურგიული ინსტრუმენტების
 ბასრ პირიანი, მჭრელი ინსტრუმენტები
შენახვა
(სკალპელები, დანები), დაკბილვისა და
დაბლაგვების თავიდან ასცილებლად, ინახება
სპეციალურ ბუდეებიან კოლოფებში ან პენლებში.

 სახურავზე აღინიშნება შიგნით შენახული


ინსტრუმენტების დასახელება და მათი
დანიშნულება;

 ინსტრუმენტები, განსაკუთრებით შეუფუთავი,


ინახება მექანიკური დაზიანებისაგან დაცვით,
ხოლო ბასრპირიანი დეტალები, მიუხედავად
იმისა, რომ ქარალდშია შეხვეული, დაცული უნდა
იყოს სხვა საგნებთან შეხებისაგან;
 ქირურგიულ ინსტრუმენტებსა და ლითონის სხვა
ნაწარმს, რომლებიც მიღებულია
ანტიკოროზიული საცხის გარეშე, უსვამენ
ვაზელის თხელ ფენას სახელმწიფო
ფარმაკოპეის მოთხოვნათა შესაბამისად.
ამისათვის ქირურგიულ ინსტრუმენტებს
გულდასმით ათვალიერებენ და წმინდავენ
დოლბანდით;

 საცხწასმული ინსტრუმენტები ინახება გახვეული


თხელ, პარაფინირებულ ქაღალდში;

 ქირურგიულ ინსტრუმენტებზე კოროზიული


ლაქების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით
მათი დათვალიერებისას აუცილებელია
დოლბანდის ხელსახოცით ან პინცეტით
სარგებლობა;

 შეღებილ რკინის ინსტრუმენტებზე ჟანგის


შემჩნევისთანავე, მას მოაშორებენ და ხელახლა

You might also like