You are on page 1of 10

პილონიდური სინუსი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის


მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი

ქვარცხავა მარიამი
ზოგადი მიმოხილვა

პილონიდური სინუსი, იგივე პილონიდური


კისტა არის კანის და კანქვეშა ქსოვილის
ინფექცია, რომელიც უმეტესად
დუნდულების გამყოფი ხაზის ზემოთ,
კუდუსუნთან ვითარდება.

მიუხედავად სახელისა, ის არ
წარმოადგენს ნამდვილი კისტას, რადგან
იშვიათად არის სრულად
ეპითილიზირებული.

პათოლოგია შეიძლება იყოს როგორც


ასიმპტომურ, ისე მწვავე და ქრონიკულ
ფორმებში.
ეპიდემიოლოგია

განვითარების ალბათობა:
26 / 100,000 მოსახლეზე.

კრიტიკული ასაკი:
მამაკაცებში - 21 წელი
ქალებში - 19 წელი

განვითარების შესაძლებლობა
სქესის მიხედვით: რისკ -ფაქტორები:
მამაკაცი/ქალი ჭარბი წონა
4/1
ადგილობრივი ტრავმა
ხშირად ვლინდება კავკასიის
ხალხებში და არაბებში. მჯდომარე ცხოვრების წესი

დუნდულას ღრმა ნაპრალი


იშვიათად - ნეგროიდული რასის
წარმომადგენლებში ოჯახის ისტორია
ისტორიული
მიმოხილვა
პილონიდური სინუსი 1833 წელს პირველად აღწერა ბრიტანელმა
ფიზიოლოგმა ჰერბერტ მაიომ, როგორც თმის ფოლიკულების შემცველი
სინუსი პაციენტი ქალის კუდუსუნის მიდამოში.

1880 წელს ჰოდჯსმა დაავადებას Pilonidal Sinus Disease უწოდა.


ლათ. Pilus- თმა, Nidus-ბუდე.

უკანასკნელი 200 წლის მანძილზე არ წყდებოდა დავა იმის შესახებ,


დაავადება თანდაყოლილი იყო თუ შეძენილი.

80 წლის წინ გეიჯმა გამოთქვა მოსაზრება რომ დაავადების მიზეზი


ემბრიოგენეზში ნერვული მილის კაუდალურ ნაშთებთან ეპითელური
სტრუქტურებისგან დარჩენილი კანის ნარჩენები იყო.

დაავადება ფართოდ იყო გავრცელებული მეორე მსოფლიო ომის


დროს ჯარისკაცებში, და ყველაზე მეტად მძღოლებში. ამიტომ მას კიდევ
ერთი დასახელება ‘’ჯიპის დაავადება’’ უწოდეს
1946 წელს პატეიმ და სკარპმა აჩვენეს
რომ დაავადება თავისუფლად
ვითარდება სხეულის სხვა რეგიონებშიც.
ექსპერიმენტით დაამტკიცეს რომ
გრანულომეტრული რეაქცია ვითარდება
სუბდერმულად თმის შეყვანის შემდეგ.
ამასთანავე აღნიშნეს რომ პილონიდური
სინუსი განუვითარდა პარიკმახერს
ხელის თითებს შორის

საბოლოოდ ქარიდაკისმა გამოაქვეყნა ყველაზე


ვრცელი ნაშრომი პილონიდური სინუსის შესახებ
სადაც განაცხადა რომ ყველაზე უმნიშვნელო
ადგილობრივი ტრავმაც კი დაავადების ყველაზე
მნიშვნელოვანი წინაპირობაა

ქარიდაკისის მიხედვით 3 ფაქტორი ასრულებს


უმნიშვნელოვანეს როლს:
1) თმის თავისუფალი შეჭრა დერმაში
2) ძალა, რომელიც უზრუნველყოფს თმის ჩანერგვას
3)კანის დაუცველობა, რომელიც აძლევს საშუალებას
თმას ჩაიზარდოს დუნდულას რეგიონში
ეტიოლოგია
მრავალწლიანი შესწავლისა და
დაკვირვების შედეგად, მკვლევარები
მივიდნენ იმ აზრამდე, რომ
პილონიდური სინუსი შეძენილი
დაავადება უფროა, ვიდრე
მემკვიდრული.

ერთის მხრივ თუ ვივარაუდებთ მის


პრენატალურ წარმომავლობას, ამ
შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა
აბსოლიტურად უნდა გამორიცხავდეს
დაავადების ხელეორედ განმეორებას. დიაგრამაზე მოცემულია
პილონიდური სინუსის
მეორე მხრივ კი არსებობს უამრავი ხელმეორედ განვითარების
შემთხვევა, როდესაც პილონიდური სტატისტიკა ოპერაციის
შემდგომ პერიოდში
კისტა წარმოიქმნა არა დუნდულას
ნაპრალთან, არამედ სხეულის სხვა
რეგიონებში.
პათოგენეზი
როდესაც ადამიანი ჯდება ან იხრება,
დუნდულას ნაპრალი იჭიმება, თმის
ფოლიკულები ზიანდება ან სკდება, ფორები
იხსნება. დაჯდომის და ადგომის პროცესში
წარმოიქმნება ვაკუუმის ეფექტი დუნდულას
რეგიონში, რაც მწვავე ფოლიკულიტის
შემთხვევაში შეიძლება გახდეს თმის
დერმაში შესვლის მიზეზი.

გარდა თმისა, პილონიდური ღრუები


შეიძლება შეიცავდნენ ნამსხვრევებს და
გრანულარულ ქსოვილს.

როგორც კი ფორა გახდება ანთებითი,


კანქვეშა ქსოვილში ვითარდება
აბსცესი ,და ვრცელდება ტრაქტის
გასწვრივ.
კვლევა
St. hospital Vechta Department of Procto-Surgery-ში ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად
ისახავდა განესაზღვრათ,თუ რა კონკრეტული თვისებების თმა ასოცირდება პილონიდური
სინუსის დაავადებისადმი მგრძნობელობით.

ერთმანეთს შეადარეს პილონიდური კისტით დაავადებული პაციენტების და საკონტროლო


სუბიექტების თმაის ნიმუშები (სქესის, BMI-ს და ასაკის შესატყვისობით).

ექსპერიმენტი გულისხმობდა მექანიკური სიმტკიცის ტესტს 1 ღერ თმაზე მაქსიმალური


ვერტიკალური ძალის მიღწევისას.

17 მოზარდი პაციენტის კისრის, წელის და ინტერგლუტეარული თმის ღერები შეადარეს 217


საკონტროლო სუბიექტის ნიმუშს

შედეგები:
პილონიდური სინუსის მქონე პაციენტებში ვერტიკალური თმის სიძლიერე მნიშვნელოვნად
აღემატება საკონტროლო სუნიექტებისას :

კეფის თმის სიძლიერე - 20 %-ით


glabella sacralis -1,1 ჯერ მეტია
ინტერგლუტეარული თმა 2-ჯერ.

გარდა ამისა, პაციენტები რომლებიც დაავადების მატარებლები არიან , სიგრძით უფრო დიდ
თმას ატარებენ glabella sacrales-ზე და ინტერგლუტეალურად.
კლინიკა და ასიმპტომური

მენეჯმენტი მწვავე
კლინიკურად დაავადება
ქრონიკული
სხვადასხვაგვარად შეიძლება
გამოვლინდეს.

მწვავე ანთებისას ხდება აბსცესის გაჭრა და


დრენირება ადგილობრივი ანესთეზიით.

ქრონიკული ანთებისას ქირურგიულად


უნდა ამოიკვეთოს მთლიან სინუსურ
ტრაქტი.

ანტიბიოტიკოთერაპია
პილონიდურ სინუსში მოხვედრილი
მიკრობიოტიკების უმეტესობა აერობებია,
ამიტომ პაციენტს უნდა დაენიშნოს
პირველი თაობის ცეფალოსპორინები
მეტრონიდაზოლთან ერთად.
გმადლობთ
ყურადღებისთვის!

You might also like